პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აქცია მარნეულში - გუბერნატორსა და "ევროპული საქართველოს" წევრს შორის დაპირისპირება მოხდა
აქცია მარნეულში - გუბერნატორსა და "ევროპული საქართველოს" წევრს შორის დაპირისპირება მოხდა

მარ­ნე­ულ­ში რამ­დე­ნი­მე სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის პი­რო­ბებ­ში და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის გამო, პრო­დუქ­ტე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას ვერ ახ­დე­ნენ, რაც მათ­თვის შე­მო­სავ­ლის წყა­როა. ისი­ნი ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბას დახ­მა­რე­ბას სთხო­ვენ.

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე მი­ვი­და ქვე­მო ქარ­თლში სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლი, შოთა რეხ­ვი­აშ­ვი­ლი, რა­საც მას­სა და “ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” წევრ ახ­მედ იმამ­კუ­ლი­ევს შო­რის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა.

მხა­რის რწმუ­ნე­ბულ­მა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს მი­მარ­თა და უთხრა, რომ შე­ეც­დე­ბი­ან, მარ­ნე­უ­ლი­დან მეტი პრო­დუქ­ტის რე­ა­ლი­ზე­ბა მოხ­დეს. მი­სი­ვე თქმით, ეს აქ­ცია პო­ლი­ტი­კუ­რად მარ­თუ­ლია.

“ეს არის და­გეგ­მი­ლი აქ­ცია, პო­ლი­ტი­კუ­რი და ეს უნდა ვუ­თხრა მო­სახ­ლე­ო­ბას. ჩვენ გვაქვს დის­ტრი­ბუ­ცია აწყო­ბი­ლი და ერთი მსხვი­ლი სა­დის­ტრი­ბუ­ციო კომ­პა­ნია არის, რო­მელ­საც სოფ­ლე­ბი­დან გა­და­აქვს ეს პრო­დუქ­ტი, ახ­ლაც შე­ვიდ­ნენ იმ სოფ­ლებ­ში და ვეც­დე­ბით, რომ უფრო მეტი რა­ო­დე­ნო­ბით გად­მო­ი­ტა­ნონ და რე­ა­ლი­ზე­ბა მოხ­დეს მარ­ნე­უ­ლის პრო­დუქ­ტის, მათ შო­რის ბოლ­ნის­შიც შე­ვი­დეს. ახ­ლა­ვე სა­მი­ვე მან­ქა­ნა შე­ვი­და იმ სოფ­ლებ­ში, და­ვი­წყეთ დატ­ვირ­თვა და გა­და­ტა­ნა. დღე­ვან­დელ ფორ­სმა­ჟორ­ში რა­ღაც გა­ურ­კვევ­ლო­ბის­გან არა­ვი­ნაა და­ზღვე­უ­ლი, იდე­ა­ლუ­რი პრო­ცე­სი შე­იძ­ლე­ბა არ­სად არ იყოს, რა­ღაც ხარ­ვეზ­მა შე­იძ­ლე­ბა იჩი­ნოს თავი”, - გა­ნა­ცხა­და რეხ­ვი­აშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბა გა­სუ­ლია რე­გი­ო­ნებ­ში, ქა­ლაქ­ში იმ­დე­ნი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა არ არის, რო­გო­რიც იყო და ამი­ტომ მო­საგ­ვა­რე­ბე­ლია რე­გი­ო­ნე­ბის მო­მა­რა­გე­ბა. "ცენ­ტრა­ლურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ვართ საქ­მი­ან, ყო­ველ­წუ­თი­ერ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, ვე­ლა­პა­რა­კეთ სა­დის­ტრი­ბუ­ციო კომ­პა­ნია "ჯი­ბე­საც" და მათ აქვთ სურ­ვი­ლი, რომ მათ თა­ნამ­შრომ­ლებს არ შე­ე­ხოს ე.წ. კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი, რათა ისი­ნი დარ­ჩნენ, იმი­ტომ, რომ და­ხა­რის­ხე­ბა მო­ას­წრონ ამ პრო­დუქ­ტის და უფრო მეტი ტემ­პით გა­ვი­დეს პრო­დუქ­ტი, რომ აქე­და­ნაც გა­ვი­ტა­ნოთ უფრო მეტი", - აღ­ნიშ­ნა გუ­ბერ­ნა­ტორ­მა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს მა­რა­გე­ბის მარ­თვის შტა­ბის უფ­როს­მა თენ­გიზ კა­ლან­და­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის შე­დე­გად, ისი­ნი პრო­ტეს­ტის გაგ­რძე­ლე­ბას აღარ აპი­რე­ბენ.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, კომ­პა­ნია ჩა­მო­დის აქ, რო­მელ­მაც გუ­შინ და გუ­შინ­წინ იყი­და დიდი რა­ო­დე­ნო­ბით კიტ­რი და წა­ი­ღო. ჯერ­ჯე­რო­ბით კიტრზეა სა­უ­ბა­რი. დღე­საც იტ­ვირ­თე­ბა ამ კომ­პა­ნი­ის ორი დიდი ტრა­ი­ლე­რი, გზა­შია კი­დევ სამი ტრა­ი­ლე­რი, რო­მე­ლიც სულ რამ­დე­ნი­მე წუთ­ში შე­მო­ვა და დად­გე­ბა იმ სოფ­ლე­ბის ცენ­ტრებ­ში, სა­და­ცაა ეს პრო­დუქ­ცია. ფა­სის მხრივ მათ ერ­თმა­ნეთ­ში მო­ი­ლა­პა­რა­კეს, ჩვენ აქ ვერ ჩა­ვე­რე­ო­დით ეს ორი კერ­ძო სუ­ბი­ექ­ტის მო­ლა­პა­რა­კე­ბის სა­გა­ნია. ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლი ფასი არის 1 ლარი, რომ­ლი­თაც რო­გორც გლე­ხია კმა­ყო­ფი­ლი, ასე­ვე თვი­თონ შემ­სყიდ­ვე­ლი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ პრო­ცე­სი და­დე­ბი­თად გა­და­წყდა და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი პრო­ტესტს აღარ აპი­რე­ბენ" - გა­ნა­ცხა­და კა­ლან­და­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
??????
33

დაარბიეთ სასწრაფოდ..!!!!

მელეჰხ
11

კარგი არაფერი გველოდება წინ. 

ავტორი:

აქცია მარნეულში - გუბერნატორსა და "ევროპული საქართველოს" წევრს შორის დაპირისპირება მოხდა

აქცია მარნეულში - გუბერნატორსა და "ევროპული საქართველოს" წევრს შორის დაპირისპირება მოხდა

მარნეულში რამდენიმე სოფლის მოსახლეობის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო, პროდუქტების რეალიზებას ვერ ახდენენ, რაც მათთვის შემოსავლის წყაროა. ისინი ადგილობრივ თვითმმართველობას დახმარებას სთხოვენ.

საპროტესტო აქციაზე მივიდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, რასაც მასსა და “ევროპული საქართველოს” წევრ ახმედ იმამკულიევს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

მხარის რწმუნებულმა აქციის მონაწილეებს მიმართა და უთხრა, რომ შეეცდებიან, მარნეულიდან მეტი პროდუქტის რეალიზება მოხდეს. მისივე თქმით, ეს აქცია პოლიტიკურად მართულია.

“ეს არის დაგეგმილი აქცია, პოლიტიკური და ეს უნდა ვუთხრა მოსახლეობას. ჩვენ გვაქვს დისტრიბუცია აწყობილი და ერთი მსხვილი სადისტრიბუციო კომპანია არის, რომელსაც სოფლებიდან გადააქვს ეს პროდუქტი, ახლაც შევიდნენ იმ სოფლებში და ვეცდებით, რომ უფრო მეტი რაოდენობით გადმოიტანონ და რეალიზება მოხდეს მარნეულის პროდუქტის, მათ შორის ბოლნისშიც შევიდეს. ახლავე სამივე მანქანა შევიდა იმ სოფლებში, დავიწყეთ დატვირთვა და გადატანა. დღევანდელ ფორსმაჟორში რაღაც გაურკვევლობისგან არავინაა დაზღვეული, იდეალური პროცესი შეიძლება არსად არ იყოს, რაღაც ხარვეზმა შეიძლება იჩინოს თავი”, - განაცხადა რეხვიაშვილმა.

მისივე თქმით, ქალაქის მოსახლეობა გასულია რეგიონებში, ქალაქში იმდენი მოთხოვნილება არ არის, როგორიც იყო და ამიტომ მოსაგვარებელია რეგიონების მომარაგება. "ცენტრალურ ხელისუფლებასთან ვართ საქმიან, ყოველწუთიერ ურთიერთობაში, ველაპარაკეთ სადისტრიბუციო კომპანია "ჯიბესაც" და მათ აქვთ სურვილი, რომ მათ თანამშრომლებს არ შეეხოს ე.წ. კომენდანტის საათი, რათა ისინი დარჩნენ, იმიტომ, რომ დახარისხება მოასწრონ ამ პროდუქტის და უფრო მეტი ტემპით გავიდეს პროდუქტი, რომ აქედანაც გავიტანოთ უფრო მეტი", - აღნიშნა გუბერნატორმა.

მოგვიანებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარაგების მართვის შტაბის უფროსმა თენგიზ კალანდაძემ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეებთან მოლაპარაკების შედეგად, ისინი პროტესტის გაგრძელებას აღარ აპირებენ.

"მოგეხსენებათ, კომპანია ჩამოდის აქ, რომელმაც გუშინ და გუშინწინ იყიდა დიდი რაოდენობით კიტრი და წაიღო. ჯერჯერობით კიტრზეა საუბარი. დღესაც იტვირთება ამ კომპანიის ორი დიდი ტრაილერი, გზაშია კიდევ სამი ტრაილერი, რომელიც სულ რამდენიმე წუთში შემოვა და დადგება იმ სოფლების ცენტრებში, სადაცაა ეს პროდუქცია. ფასის მხრივ მათ ერთმანეთში მოილაპარაკეს, ჩვენ აქ ვერ ჩავერეოდით ეს ორი კერძო სუბიექტის მოლაპარაკების საგანია. ჩასაბარებელი ფასი არის 1 ლარი, რომლითაც როგორც გლეხია კმაყოფილი, ასევე თვითონ შემსყიდველი. შეიძლება ითქვას, რომ პროცესი დადებითად გადაწყდა და აქციის მონაწილეები პროტესტს აღარ აპირებენ" - განაცხადა კალანდაძემ.

"კორონავირუსით გარდაცვლილი მე-9 პაციენტი რამდენიმე კვირის წინ დაინფიცირებული სპორტსმენის დედაა" - ლალი ტურძელაძე

საქართველოში კორონავირუსით მე-9 პაციენტი გარდაიცვალა

ქუთაისში ავტომობილი ველოსიპედით მოსარგებლე ბავშვს დაეჯახა - მისი მდგომარეობა მძიმეა