მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერევანი ნაგავში იძირება, თბილისში კი რუსთაველის გამზირს რეცხავენ" - რას წერს სომხური გამოცემა ფაშინიანისა და გახარიას კორონავირუსთან ბრძოლის ეფექტურობაზე?
"ერევანი ნაგავში იძირება, თბილისში კი რუსთაველის გამზირს რეცხავენ" - რას წერს სომხური გამოცემა ფაშინიანისა და გახარიას კორონავირუსთან ბრძოლის ეფექტურობაზე?

სტა­ტი­ა­ში, რო­მე­ლიც სომ­ხე­თის გა­ზეთ­ში "გო­ლოს არ­მე­ნიი" 21 აპ­რილს გა­მოქ­ვეყ­ნდა, ერ­თმა­ნეთ­თა­ნაა შე­და­რე­ბუ­ლი სომ­ხე­თი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრე­ბის ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი­სა და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ბრძო­ლის ეფექ­ტუ­რო­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის 700 ათა­სი და ელექტრო­ნერ­გი­ის 1,2 მომ­ხმა­რე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო­სა­გან კომ­პენ­სა­ცი­ას მი­ი­ღებს, ამ დროს კი ნი­კო­ლის "ფე­ი­კოს­ნე­ბი" ქარ­თვე­ლებს დას­ცი­ნოდ­ნენ - შე­ხე­დეთ, თბი­ლის­ში რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირს რე­ცხა­ვე­ნო, იმას კი ვერ ხე­და­ვენ, რომ ერევ­ნის ქუ­ჩე­ბი ნა­გავ­ში იძი­რე­ბა. ასე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლებ­მაც სა­მუ­შაო კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო და­კარ­გეს, მთავ­რო­ბი­სა­გან ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში დახ­მა­რე­ბას მი­ი­ღე­ბენ. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ გა­მო­ა­ცხა­და, რომ ფუ­ლა­დი კომ­პენ­სა­ცია სა­სი­ცო­ცხლო მი­ნი­მუმ­ზე მეტი იქ­ნე­ბაო.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სომ­ხეთ­ზე და რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნებ­ზე უკე­თე­სი სი­ტუ­ა­ცია ჰქონ­და, მა­ინც რა­დი­კა­ლურ ნა­ბიჯ­ზე წა­ვი­და და 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლის­სა და ქვეყ­ნის მსხვილ ქა­ლა­ქებს შო­რის ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა აკ­რძა­ლა, მო­ქა­ლა­ქე­ებს ნიღ­ბე­ბის გა­კე­თე­ბა და­ა­ვალ­დე­ბუ­ლა და მა­ღა­ლი ჯა­რი­მე­ბი და­ა­წე­სა, სომ­ხე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი კი ტე­ლე­ეკ­რა­ნებ­ზე ყო­ველ­დღი­უ­რად ხე­და­ვენ უნიღ­ბო მი­ნის­ტრებს და დე­პუ­ტა­ტებს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში შიდა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი იმ დროს შე­წყვი­ტეს, როცა და­ა­ვა­დე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 400-ს მი­უ­ახ­ლოვ­და, გარ­დაც­ვლი­ლი კი ოთხამ­დე იყო. სომ­ხეთ­ში კი - როცა ქვე­ყა­ნა­ში 1039 და­ა­ვა­დე­ბუ­ლი და 14 გარ­დაც­ვლი­ლი იყო. სომ­ხე­თი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით, სა­დაც მთავ­რო­ბას პირ­ვე­ლი მოხ­მა­რე­ბის საგ­ნე­ბი­სა და სურ­სა­თის ფა­სე­ბის მა­ტე­ბა­ზე არა­ნა­ი­რი გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა არ შე­უძ­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მო­სახ­ლე­ო­ბას აღუთ­ქვა, რომ პი­რად კონ­ტროლ­ზე ექ­ნე­ბო­და ფა­სე­ბი ცხრა და­სა­ხე­ლე­ბის სურ­სათ­ზე - ბრინ­ჯზე, მა­კა­რო­ნის პრო­დუქ­ცი­ა­ზე, მცე­ნა­რე­ულ ზეთ­ზე, ფქვილ­ზე, შა­ქარ­ზე, რძის ფხვნილ­ზე, წი­წი­ბუ­რა­სა და ლო­ბი­ო­ზე.

სა­ქარ­თვე­ლო სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნო­რე­ბი­სა­გან კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლი­სათ­ვის 1,5 მი­ლი­არდ დო­ლარს მი­ი­ღებს, ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის მთავ­რო­ბის პრო­ექ­ტე­ბი კი მხო­ლოდ კრი­ტი­კას იმ­სა­ხუ­რებს და მას მო­სახ­ლე­ო­ბი­სად­მი მთავ­რო­ბის დახ­მა­რე­ბას ვე­რა­ნა­ი­რად ვერ უწო­დებ. ეს უფრო დახ­მა­რე­ბის იმი­ტა­ცი­აა.

სომ­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­უ­დევ­რად უყუ­რებს და მა­ინ­ცდა­მა­ინც დი­დად არ ცდი­ლობს მო­სახ­ლე­ო­ბის კო­რო­ნა­ვირუ­სი­სა­გან დაც­ვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას, ფა­სე­ბი მა­ტუ­ლობს, ადა­მი­ა­ნე­ბი საჭ­მელ­ზე უკა­ნას­კნელ კა­პი­კებს ხარ­ჯა­ვენ, იზ­რდე­ბა პა­ნი­კა, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი კი ამ­ტკი­ცებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში შექ­მნი­ლი შე­და­რე­ბით ნორ­მა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცია მხო­ლოდ ბედ­ნი­ე­რი შემ­თხვე­ვის წყა­ლო­ბი­თაა.

თა­ვის მხრივ, ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი გა­დაკ­რუ­ლად მიგ­ვა­ნიშ­ნებს, რომ ჩვენ­თან თურ­მე ბევ­რი და­ა­ვა­დე­ბულ-გარ­დაც­ვლი­ლი იმი­ტო­მაა, რომ არა­ფერს ვმა­ლავთ, ზო­გი­ერ­თე­ბი კი ზუსტ რა­ო­დე­ნო­ბას მა­ლა­ვე­ნო... ცხა­დია, ეს სა­ქარ­თვე­ლოს ნამ­დვი­ლად არ ეხე­ბა - პი­რი­ქით, სომ­ხე­ბი ეჭ­ვო­ბენ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დღე-ღა­მე­ში სიკ­ვდი­ლის ერთ შემ­თხვე­ვას რომ გვამ­ცნობს, ეს მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ პა­ნი­კა თა­ვი­დან აი­ცი­ლონ. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ჩვენ­თან ვირუ­სით სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა ბევ­რად მა­ღა­ლია.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რე­ა­ლო­ბის გრძნო­ბა და­კარ­გა, სწრა­ფად მა­ტუ­ლობს უკ­მა­ყო­ფი­ლო­თა რი­ცხვი, სი­ტუ­ა­ცი­ას ისე­თი პირი უჩანს, ვა­ი­თუ, მა­სობ­რი­ვი უწეს­რი­გო­ბე­ბი მოხ­დეს. სო­ცი­ა­ლუ­რი ბუნ­ტი უკვე მომ­წი­ფე­ბუ­ლია და ყო­ველ დღეს შე­იძ­ლე­ბა ქუ­ჩის გა­მოს­ვლე­ბი და­ი­წყოს. ადა­მი­ა­ნე­ბი თავს მო­ტყუ­ე­ბუ­ლად გრძნო­ბენ. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარიამი
22

რაც გჭირთ, ყველაფერი რუსებისაგანაა, სანამ რუსებს არ გაყრით, სულ ასე იქნებით.

დათო
47

თქვენ რამენაირად სომხეთს და მოლდოვას არ გაცდეთ, ამათ თუ აჯობეთ მაგრები ხართ? რატომ არ ვცდილოთ ისრაელს, გერმანიას, ან თუნდაც თურქეთს მივბაძოთ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ერევანი ნაგავში იძირება, თბილისში კი რუსთაველის გამზირს რეცხავენ" - რას წერს სომხური გამოცემა ფაშინიანისა და გახარიას კორონავირუსთან ბრძოლის ეფექტურობაზე?

"ერევანი ნაგავში იძირება, თბილისში კი რუსთაველის გამზირს რეცხავენ" - რას წერს სომხური გამოცემა ფაშინიანისა და გახარიას კორონავირუსთან ბრძოლის ეფექტურობაზე?

სტატიაში, რომელიც სომხეთის გაზეთში "გოლოს არმენიი" 21 აპრილს გამოქვეყნდა, ერთმანეთთანაა შედარებული სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების ნიკოლ ფაშინიანისა და გიორგი გახარიას ბრძოლის ეფექტურობა კორონავირუსის წინააღმდეგ.

"საქართველოში ბუნებრივი გაზის 700 ათასი და ელექტრონერგიის 1,2 მომხმარებელი სახელმწიფოსაგან კომპენსაციას მიიღებს, ამ დროს კი ნიკოლის "ფეიკოსნები" ქართველებს დასცინოდნენ - შეხედეთ, თბილისში რუსთაველის გამზირს რეცხავენო, იმას კი ვერ ხედავენ, რომ ერევნის ქუჩები ნაგავში იძირება. ასევე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებმაც სამუშაო კორონავირუსის გამო დაკარგეს, მთავრობისაგან ექვსი თვის განმავლობაში დახმარებას მიიღებენ. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გამოაცხადა, რომ ფულადი კომპენსაცია სასიცოცხლო მინიმუმზე მეტი იქნებაო.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სომხეთზე და რეგიონის ქვეყნებზე უკეთესი სიტუაცია ჰქონდა, მაინც რადიკალურ ნაბიჯზე წავიდა და 10 დღის განმავლობაში თბილისსა და ქვეყნის მსხვილ ქალაქებს შორის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალა, მოქალაქეებს ნიღბების გაკეთება დაავალდებულა და მაღალი ჯარიმები დააწესა, სომხეთის მოქალაქეები კი ტელეეკრანებზე ყოველდღიურად ხედავენ უნიღბო მინისტრებს და დეპუტატებს.

საქართველოში შიდა კომუნიკაციები იმ დროს შეწყვიტეს, როცა დაავადებულთა რაოდენობა 400-ს მიუახლოვდა, გარდაცვლილი კი ოთხამდე იყო. სომხეთში კი - როცა ქვეყანაში 1039 დაავადებული და 14 გარდაცვლილი იყო. სომხეთისაგან განსხვავებით, სადაც მთავრობას პირველი მოხმარების საგნებისა და სურსათის ფასების მატებაზე არანაირი გავლენის მოხდენა არ შეუძლია, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას აღუთქვა, რომ პირად კონტროლზე ექნებოდა ფასები ცხრა დასახელების სურსათზე - ბრინჯზე, მაკარონის პროდუქციაზე, მცენარეულ ზეთზე, ფქვილზე, შაქარზე, რძის ფხვნილზე, წიწიბურასა და ლობიოზე.

საქართველო საერთაშორისო დონორებისაგან კორონავირუსთან ბრძოლისათვის 1,5 მილიარდ დოლარს მიიღებს, ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის პროექტები კი მხოლოდ კრიტიკას იმსახურებს და მას მოსახლეობისადმი მთავრობის დახმარებას ვერანაირად ვერ უწოდებ. ეს უფრო დახმარების იმიტაციაა.

სომხეთის ხელისუფლება დაუდევრად უყურებს და მაინცდამაინც დიდად არ ცდილობს მოსახლეობის კორონავირუსისაგან დაცვის უზრუნველყოფას, ფასები მატულობს, ადამიანები საჭმელზე უკანასკნელ კაპიკებს ხარჯავენ, იზრდება პანიკა, ჯანდაცვის მინისტრი კი ამტკიცებს, რომ საქართველოში შექმნილი შედარებით ნორმალური სიტუაცია მხოლოდ ბედნიერი შემთხვევის წყალობითაა.

თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანი გადაკრულად მიგვანიშნებს, რომ ჩვენთან თურმე ბევრი დაავადებულ-გარდაცვლილი იმიტომაა, რომ არაფერს ვმალავთ, ზოგიერთები კი ზუსტ რაოდენობას მალავენო... ცხადია, ეს საქართველოს ნამდვილად არ ეხება - პირიქით, სომხები ეჭვობენ, რომ ხელისუფლება დღე-ღამეში სიკვდილის ერთ შემთხვევას რომ გვამცნობს, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ პანიკა თავიდან აიცილონ. სინამდვილეში, ჩვენთან ვირუსით სიკვდილიანობა ბევრად მაღალია.

ხელისუფლებამ რეალობის გრძნობა დაკარგა, სწრაფად მატულობს უკმაყოფილოთა რიცხვი, სიტუაციას ისეთი პირი უჩანს, ვაითუ, მასობრივი უწესრიგობები მოხდეს. სოციალური ბუნტი უკვე მომწიფებულია და ყოველ დღეს შეიძლება ქუჩის გამოსვლები დაიწყოს. ადამიანები თავს მოტყუებულად გრძნობენ. წაიკითხეთ სრულად

LIVE: "360 გრადუსი" - აკაკი ბობოხიძე; დავით ბერძენიშვილი

"ოცნების" ყველაზე მდიდარი მინისტრები და ჩინოსნები სახლების გარეშე - რა ქონებას ფლობენ პოლიტიკოსები

"ძალადობას ადგილი არ ჰქონია... შემოიხია მაისური, არ გამოუვიდა პროვოკაცია და მას მაისურს საჩუქრად გადავცემ" - კალაძე ვარკეთილის ინციდენტზე