Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ნოე ამ გასეირნებით აღტაცებული იყო" - როგორ დაეხმარა პატრული "კომენდანტის საათის" დროს ქუჩაში დარჩენილ მამა-შვილს
"ნოე ამ გასეირნებით აღტაცებული იყო" - როგორ დაეხმარა პატრული "კომენდანტის საათის" დროს ქუჩაში დარჩენილ მამა-შვილს

უკვე ერთი თვეა ქვე­ყა­ნა­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბაა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, ასე­ვე მოქ­მე­დებს ე.წ. კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი. 21:00 სა­ა­თი­დან დი­ლის 06:00 სა­ა­თამ­დე გა­და­ად­გი­ლე­ბა აკ­რძა­ლუ­ლია. თუმ­ცა არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზის გამო, აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში ქუ­ჩა­ში ხვდე­ბი­ან.

მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მოხ­ვდა მო­ქა­ლა­ქე და­ვით და­ნე­ლი­აც, რო­მელ­მაც სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში შვი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა. სა­მე­დი­ცი­ნო კლი­ნი­კი­დან გა­მოს­ვლის დროს "კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი" უკვე ამოქ­მე­დე­ბუ­ლი იყო, შე­სა­ბა­მი­სად სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბის პრობ­ლე­მა დად­გა. რო­გორც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, გა­და­წყვტია 112-ზე და­ე­რე­კა და დახ­მა­რე­ბა ეთხო­ვა. ამის შემ­დეგ მას­თან სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მი­ვიდ­ნენ და და­ვით და­ნე­ლია მცი­რე­წლო­ვან შვილ­ტან ერ­თად შინ წა­იყ­ვა­ნეს.

"ამ ორმა კე­თილ­მა ადა­მი­ან­მა კრწა­ნი­სი­დან სახ­ლში მოგ­ვიყ­ვა­ნა! რის­თვი­საც დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი მათ! - ბა­ტონ ვახ­ტანგ ქა­ვჟა­რა­ძეს და ბა­ტონ გი­ორ­გი ტლა­შა­ძეს!

ის­ტო­რია კი და­ი­წყო ასე:ჩემ­მა პა­ტა­რა ბიჭ­მა - ნოემ უნებ­ლი­ედ თვალ­ში პლასტმა­სის მახ­ვი­ლი თავ­სა­ხუ­რი მო­ირ­ტყა. ბევ­რი არ უტი­რია, მაგ­რამ თვა­ლის გარსზე მცი­რე სი­წით­ლე შევ­ნიშ­ნეთ.

ყო­ვე­ლი შემ­თხვე­ვის­თვის სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა გა­მო­ვი­ძა­ხეთ, ჩაც­მა და მო­წეს­რი­გე­ბა ვერ მო­ვას­წა­რით რომ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბაც მო­ვი­და.გა­და­წყდა რომ კლი­ნი­კა "ნიუ ჰოს­პი­ტალ­ში" გა­და­ვეყ­ვა­ნეთ. იქაც მა­ლე­ვე მი­ვე­დით (ქუ­ჩე­ბი ხომ ცა­რი­ე­ლია)

სა­ბედ­ნი­ე­როდ გა­დავ­რჩით და მცი­რე­დი სის­ხლჩაქ­ცე­ვა აღ­მოჩ­ნდა.

რომ გა­მოგ­ვწე­რეს მერე მო­ვე­დი გონს, რომ ფე­ხით ვი­ყა­ვი, რომ ტაქ­სე­ბი აღარ და­დი­ან და წვიმს!თან კრწა­ნი­სი­დან პე­კინ­ზე მის­ვლა ფე­ხით?! დავ­რე­კე 112-ზე და ოპე­რა­ტორს ავუხ­სე­ნი სი­ტუ­ა­ცია. ოპე­რა­ტორ­მა შე­მომ­თა­ვა­ზა - სა­პატ­რუ­ლო ეკი­პაჟს გა­მო­გიგ­ზავ­ნი­თო.

სი­მარ­თლე გი­თხრათ ძა­ლი­ან მე­უ­ხერ­ხუ­ლა, მაგ­რამ სხვა გზაც არ იყო. ამა­სო­ბა­ში მო­ვი­და სა­პატ­რუ­ლო ეკი­პა­ჟი, გა­მოგ­ვკი­თხეს რა მოხ­და, ხომ მშვი­დო­ბა გვაქვს და ა.შ. ვუ­ხა­დე ბო­დი­შე­ბი, რომ შე­ვა­წუ­ხე, მარ­თლა უხერ­ხუ­ლად ვიგ­რძე­ნი თავი...

მოკ­ლედ მოგ­ვაგ­რი­ა­ლეს სახ­ლში! ნოე ამ გა­სე­ირ­ნე­ბით იყო აღ­ტა­ცე­ბუ­ლი. ორი­ვე გზა­ზე ციმ­ცი­მე­ბით მივ­ქრო­დით და რაც მთა­ვა­რია ეს ის შემ­თხვე­ვა იყო, რომ დედ-მამა გვერ­დით ეჯდა! (სხვა დროს უკან იჯდა თა­ვის სა­ვარ­ძელ­ში და დედ-მამა წინ).

კი­დევ ერთხელ დიდი მად­ლო­ბა დახ­მა­რე­ბის­თვის და ამ ორ ადა­მი­ანს ვუ­სურ­ვებ პირ­ველ რიგ­ში ჯან­მრთე­ლო­ბას და შემ­დეგ უკვე გამ­ძლე­ო­ბა­სა და მხნე­ო­ბას ამ რთულ პე­რი­ოდ­ში!" - წერს და­ნე­ლია.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
2

ყოჩაღ კარგი ხალხი ხართ!!!

"უარესს" გეტყვით
0

მორიგე რეანიმატოლოგი გახლდით ბათუმის ერთერთ კლინიკაში,შუაამისას სისხლი მოტანა დამჭირდა,არავინ იყო პატრონიც კი,ვიღაცამ თქვა პატრულის თანამშრომლის ტელეფონი მაქვს სახეზე არ ვიცნომ,მოდი დაურეკეო,რაგზა მქონდა...10 წუთი მაცალე და მანდ ვარო და 25 წუთში სისხლი ადგილზე მქონდა,სიცოცხლე გადარჩა!!! მაშინ ვერ მოვიცალე და დილით ვურეკავ მადლობა ვუთხრა ამ ღმერთკცს,პირიქით მომიხადა ბოდიშიც და მადლობაც,მითხრა იცი ექიმო ვინ ვარ??? ბათუმში რომ პოლიციელი დაჭრეს ისო...ღმართმა გვიმრავლოს ასეთი ადამიანები,ვენაცვალე მის გამზრდელს...

ავტორი:

"ნოე ამ გასეირნებით აღტაცებული იყო" - როგორ დაეხმარა პატრული "კომენდანტის საათის" დროს ქუჩაში დარჩენილ მამა-შვილს

"ნოე ამ გასეირნებით აღტაცებული იყო" - როგორ დაეხმარა პატრული "კომენდანტის საათის" დროს ქუჩაში დარჩენილ მამა-შვილს

უკვე ერთი თვეა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ასევე მოქმედებს ე.წ. კომენდანტის საათი. 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება აკრძალულია. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები გარკვეული მიზეზის გამო, აღნიშნულ პერიოდში ქუჩაში ხვდებიან.

მსგავს სიტუაციაში მოხვდა მოქალაქე დავით დანელიაც, რომელმაც საღამოს საათებში შვილი საავადმყოფოში გადაიყვანა. სამედიცინო კლინიკიდან გამოსვლის დროს "კომენდანტის საათი" უკვე ამოქმედებული იყო, შესაბამისად სახლში დაბრუნების პრობლემა დადგა. როგორც სოციალურ ქსელში წერს, გადაწყვტია 112-ზე დაერეკა და დახმარება ეთხოვა. ამის შემდეგ მასთან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ და დავით დანელია მცირეწლოვან შვილტან ერთად შინ წაიყვანეს.

"ამ ორმა კეთილმა ადამიანმა კრწანისიდან სახლში მოგვიყვანა! რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მათ! - ბატონ ვახტანგ ქავჟარაძეს და ბატონ გიორგი ტლაშაძეს!

ისტორია კი დაიწყო ასე:ჩემმა პატარა ბიჭმა - ნოემ უნებლიედ თვალში პლასტმასის მახვილი თავსახური მოირტყა. ბევრი არ უტირია, მაგრამ თვალის გარსზე მცირე სიწითლე შევნიშნეთ.

ყოველი შემთხვევისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოვიძახეთ, ჩაცმა და მოწესრიგება ვერ მოვასწარით რომ სასწრაფო დახმარებაც მოვიდა.გადაწყდა რომ კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალში" გადავეყვანეთ. იქაც მალევე მივედით (ქუჩები ხომ ცარიელია)

საბედნიეროდ გადავრჩით და მცირედი სისხლჩაქცევა აღმოჩნდა.

რომ გამოგვწერეს მერე მოვედი გონს, რომ ფეხით ვიყავი, რომ ტაქსები აღარ დადიან და წვიმს!თან კრწანისიდან პეკინზე მისვლა ფეხით?! დავრეკე 112-ზე და ოპერატორს ავუხსენი სიტუაცია. ოპერატორმა შემომთავაზა - საპატრულო ეკიპაჟს გამოგიგზავნითო.

სიმართლე გითხრათ ძალიან მეუხერხულა, მაგრამ სხვა გზაც არ იყო. ამასობაში მოვიდა საპატრულო ეკიპაჟი, გამოგვკითხეს რა მოხდა, ხომ მშვიდობა გვაქვს და ა.შ. ვუხადე ბოდიშები, რომ შევაწუხე, მართლა უხერხულად ვიგრძენი თავი...

მოკლედ მოგვაგრიალეს სახლში! ნოე ამ გასეირნებით იყო აღტაცებული. ორივე გზაზე ციმციმებით მივქროდით და რაც მთავარია ეს ის შემთხვევა იყო, რომ დედ-მამა გვერდით ეჯდა! (სხვა დროს უკან იჯდა თავის სავარძელში და დედ-მამა წინ).

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა დახმარებისთვის და ამ ორ ადამიანს ვუსურვებ პირველ რიგში ჯანმრთელობას და შემდეგ უკვე გამძლეობასა და მხნეობას ამ რთულ პერიოდში!" - წერს დანელია.

"ამბავი შემზარავი და თავზარდამცემია..." - რას წერს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი გარდაცვლილ კოლეგაზე

"შუადღიდან რომ დაგეყარათ მარილი ქუჩებზე წელი გეტკინებოდათ? ახლა ათობით მანქანა ილეწება" - ელისაშვილი თბილისის მერიას მიმართავს

"ხელით იკავებდნენ მოცურებულ მანქანებს, აღმართზე ასვლაში ეხმარებოდნენ" - მოქალაქე კახეთის საპატრულო პოლიციას მადლობას უხდის