სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას მოგიტანთ "დაუმორჩილებელი" ახალმთვარეობა - როგორ შეიცვლება ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრება 23 აპრილის შემდეგ
რას მოგიტანთ "დაუმორჩილებელი" ახალმთვარეობა - როგორ შეიცვლება ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრება 23 აპრილის შემდეგ

23 აპ­რილს ახალმთვა­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით კუ­როს ზო­დი­ა­ქოს მე­ხუ­თე გრა­დუს­ში. რო­გორც წესი, კურო დინ­ჯი და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ ეს ახალმთვა­რე­ო­ბა შეგ­ვიძ­ლია კო­რი­დას შე­ვა­და­როთ. რად­გან ამ მო­სიყ­ვა­რუ­ლე და აუჩ­ქა­რე­ბელ კუ­როს, ახალმთვა­რე­ო­ბა ელ­ვა­სა­ვით და­ა­ცხრე­ბა თავ­ზე და გან­სხვა­ვე­ბუ­ლად მოქ­მე­დე­ბას აი­ძუ­ლებს.

20 აპ­რი­ლი­დან მზე კუ­როს ზო­დი­ა­ქო­შია. კურო ეს არის კომ­ფორ­ტი, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი. ამი­ტომ, სა­ნამ მზე ტყუ­პის ზო­დი­ა­ქო­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს, ეს თე­მე­ბი იქ­ნე­ბა აქ­ტუ­ა­ლუ­რი. ახალმთვა­რე­ო­ბა გვექ­ნე­ბა 23 აპ­რილს, 6:25-ზე მა­ნამ­დე (და­ი­წყე­ბა 22 აპ­რილს 6:36-ზე) გვექ­ნე­ბა მთვა­რის ოც­და­მე­ცხრე დღე. უსი­ა­მოვ­ნო დღეა, ამი­ტომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ფრთხი­ლად უნდა გან­ვლოთ. მთვა­რის მე­ო­რე დღე კი და­ი­წყე­ბა 23 აპ­რილს, 6:49-ზე. რო­გორც ხე­დავთ, მთვა­რის პირ­ვე­ლი დღე სულ რამ­დე­ნი­მე წუთს გას­ტანს.

ამი­ტომ, თუ სა­მო­მავ­ლო სურ­ვი­ლის ჩა­ფიქ­რე­ბა გსურთ, სწრა­ფად უნდა იმოქ­მე­დოთ. სურ­ვი­ლი კი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უნდა იყოს ფი­ნან­სებ­თან, მა­ტე­რი­ა­ლურ სა­კი­თხებ­თან

კუ­როს ზო­დი­ა­ქოს ერთ-ერთი თე­მაა ფული, თა­ნაც კუ­როს ზო­დი­ა­ქო­ში მდე­ბა­რე­ობს მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბის პლა­ნე­ტა ურა­ნიც (ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე მზეს­თან და მთვა­რეს­თან აქვს შე­ერ­თე­ბა, რაც კი­დევ უფრო ამ­ძაფ­რებს ამ ას­პექტს). ამი­ტომ, უნდა გა­ა­ა­ნა­ლი­ზოთ თქვე­ნი ფი­ნან­სე­ბი, რაში იხ­დით ფულს და სა­ი­დან გსურთ ფუ­ლის მი­ღე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი გზე­ბი გა­მო­გიჩ­ნდეთ ან ახა­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი გა­მო­ნა­ხოთ სიმ­დიდ­რის და­საგ­რო­ვებ­ლად. ან მე­ო­რე ვა­რი­ან­ტი არ­სე­ბობს, ურა­ნის გავ­ლე­ნით მო­უ­ლოდ­ნე­ლოდ და­კარ­გოთ დიდი თან­ხა. ამი­ტომ, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, არას­ტა­ბი­ლურ ენერ­გი­ას ადეკ­ვა­ტუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით რომ შეხ­ვდეთ.

გარ­და ამი­სა, ურა­ნი მოგ­ვი­წო­დებს, რომ გავ­თა­ვი­სუფ­ლდეთ ყვე­ლა­ფერ იმის­გან, რაც ხელს გვიშ­ლის, ზედ­მე­ტი ტვირ­თი­სა და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­გა­ნაც. მას სი­ახ­ლე­ე­ბი სურს და ეს სი­ახ­ლე­ე­ბი რამ­დე­ნად იქ­ნე­ბა ყვე­ლას­თვის პო­ზი­ტი­უ­რი უც­ნო­ბია. ნუ შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბით ცვლი­ლე­ბებს. მთვა­რის ეს თვე მო­ი­თხოვს ჩვენ­გან, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­ვაქ­ცი­ოთ ჩვენს ოჯახს. ჩვენს მშობ­ლებს. რო­გორც იცით, ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე ემო­ცი­უ­რო­ბა იმა­ტებს ამი­ტომ, ეცა­დეთ, არ იყოთ კონ­ფლიქ­ტუ­რი, კრი­ტი­კუ­ლი, არ გა­მო­ე­კი­დოთ სი­ტყვებს. გან­სა­კუთ­რე­ბით ადეკ­ვა­ტუ­რო­ბა მო­გე­თხო­ვე­ბათ ახალმთვა­რე­ო­ბის წინა დღეს (თუმ­ცა, და­ძა­ბუ­ლი პე­რი­ო­დი მთელ კვი­რას, 29 აპ­რი­ლამ­დე გას­ტანს). პლა­ნე­ტა მერ­კუ­რი ახლა ვერ­ძის ზო­დი­ა­ქო­შია, რაც გვაძ­ლევს და­უ­ფიქ­რებ­ლად ნათ­ქვამ ფრა­ზებს, საკ­მა­ოდ უხეშ ფორ­მა­ში. მერ­კურს კი ცუდი ას­პექ­ტი აქვს პლა­ნე­ტა პლუ­ტონ­თან, რო­მე­ლიც ძი­რე­ულ ცვლი­ლე­ბებს გა­ნა­გებს. ამი­ტომ, ფრთხი­ლად რო­გორც ოჯა­ხის წევ­რებ­თან, ასე­ვე ძა­ლო­ვა­ნებ­თან და გარ­შე­მო მყო­ფებ­თან, ზო­გა­დად.

გან­სა­კუთ­რე­ბით უნდა გა­მოვ­ყოთ 26 აპ­რი­ლი, ეს არის დღე, როცა მთვა­რე და მზე თა­ვი­სი ეგ­ზალ­ტა­ცი­ის ნიშ­ნებ­ში ხვდე­ბა. ამ დღეს სა­სურ­ვე­ლია, ფუ­ლის რი­ტუ­ა­ლი გა­ა­კე­თოთ. ან იმ თე­მა­ზე მი­მარ­თოთ თქვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს: ქორ­წი­ნე­ბის გა­ფორ­მე­ბა, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის, სამ­კა­უ­ლე­ბის შე­ძე­ნა, ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის და­წყე­ბა, ფუ­ლის და­ბან­დე­ბა (ოღონდ სან­დო საქ­მე­ებ­ში) სუ­ლი­ე­რი პრაქ­ტი­კე­ბი, ჯან­მრთე­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სის და­წყე­ბა, ბავ­შვის ჩა­სახ­ვა, მავ­ნე ჩვე­ვე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ქველ­მოქ­მე­დე­ბა.

  • ვის რა ელის მთვა­რის ამ პე­რი­ოდ­ში კუ­რო­ში ახალმთვა­რე­ო­ბის შემ­დეგ?

რო­გორც უკვე იცით, კუ­როს ზო­დი­ა­ქო­ში მზე­სა და მთვა­რეს უერ­თდე­ბა პლან­ტე­ბა ურა­ნიც (ზე­მო­ჩა­მოთ­ვლილ თე­მებს, რა­საც ურა­ნი გა­ნა­გებს, უნდა და­ვუ­მა­ტოთ ას­ტრო­ლო­გი­აც, ინ­ტერ­ნე­ტიც, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბიც, მე­გო­ბარ-თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბიც), რაც იწ­ვევს მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბებს, ორი­გი­ნა­ლუ­რო­ბას, და­უ­გეგ­მავ მოვ­ლე­ნებს, რაც ჩვენ­გან ითხოვს დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლო­ბას და გა­აზ­რე­ბუ­ლო­ბას. მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა კუ­როს თე­მებს, ცვლი­ლე­ბე­ბი აქაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

  • ვერ­ძი

ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა გმარ­თებთ ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად. ინ­ტერ­ნე­ტით მო­ი­ძი­ეთ შე­მო­სავ­ლის ახა­ლი წყა­რო. აქ­ტუ­ა­ლუ­რია ელექტრო­ფუ­ლი­სა და კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის თე­მე­ბი. სა­სარ­გებ­ლოა ამ თვე­ში ელექტრო და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კის შე­ძე­ნა. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი შე­მო­იკ­რი­ბოს ახა­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის.

  • კურო

შე­საძ­ლოა, სა­კუ­თარ თავ­ში ახა­ლი ძალა, ნიჭი (შე­მოქ­მე­დე­ბი­თიც) აღ­მო­ა­ჩი­ნოთ, აღ­მაფ­რე­ნას იგ­რძნობთ. მის წარ­მო­სა­ჩე­ნად კი თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი უნდა გა­მო­ი­ყე­ნოთ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა გმარ­თებთ იმ კუ­რო­ებს, ვისი და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბიც ახალმთვა­რე­ო­ბას­თან ახ­ლო­საა, ეხე­ბა: 22-25 აპ­რი­ლის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს. უნდა გა­მოხ­ვი­დეთ ჩვე­უ­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სი­დან, გა­მო­ავ­ლი­ნოთ ლი­დე­რის თვი­სე­ბე­ბი. თუმ­ცა, ისეთ გა­და­წყვე­ტო­ლე­ბებ­საც ნუ მი­ი­ღებთ, რომ მერე ინა­ნოთ. ვი­ცით, რომ თქვენ ხართ დახ­ვე­წი­ლი ნი­შა­ნი, ელე­გან­ტუ­რო­ბის უმაღ­ლე­სი შეგ­რძნე­ბით, მაგ­რამ ახალ მო­გი­წო­დებთ, რომ ურა­ნის უჩ­ვე­უ­ლო­ბა ორი­გი­ნა­ლუ­რად გა­მო­ავ­ლი­ნოთ: ჩა­იც­ვით ჩვე­უ­ლო სა­მო­სი, გა­ი­კე­თეთ უჩ­ვე­უ­ლო მა­კი­ა­ჟი და გა­და­ი­ღეთ ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლებ­საც მერე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ატ­ვირ­თავთ. მეტი ეპა­ტა­ჟი, მეტი ექ­სტრა­ვა­გან­ტუ­რო­ბა გა­მო­ავ­ლი­ნეთ. ხოლო თუ ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე ახალ პრო­ექტს და­ი­წყე­ბეთ, ესეც ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა. აქაც გირ­ჩევთ, რომ ძა­ლე­ბი თქვენ­თვის აქამ­დე უჩ­ვე­უ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მო­სინ­ჯოთ.

  • ტყუ­პი

23 აპ­რი­ლი­დან მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ სა­კუ­თარ ში­ნა­გან სამ­ყა­როს. რისი მიღ­წე­ვა გსურთ მო­მა­ვალ­ში? თავს უფ­ლე­ბა მი­ე­ცით, რომ ცოტა და­ის­ვე­ნოთ, გა­მო­ნა­ხეთ დრო მე­დი­ტა­ცი­ი­სა და ლოც­ვის­თვის. ახ­ლან­დე­ლი თვი­თი­ზო­ლა­ცია კარ­გია გან­მარ­ტო­ე­ბის­თვის, ში­ნა­გა­ნი სიმ­შვი­დის მო­პო­ვე­ბის­თვის. და­აკ­ვირ­დით სიზ­მრებს, შე­იძ­ლე­ბა მათ­ში შეხ­ვდეთ იმ კი­თხვებ­ზე პა­სუხს, რაც გა­წუ­ხებთ. აგ­რეთ­ვე, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებთ საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცი­ებ­ში, სხვე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად მო­ხა­ლი­სე გახ­დე­ბით.

  • კირჩხი­ბი

მთვა­რის ამ თვე­ში ცხოვ­რე­ბის ახალ ეტაპ­ზე უნდა გა­დახ­ვი­დეთ, უფრო თა­ნა­მედ­რო­ვე უნდა გახ­დეთ. მე­ტად უნდა გა­მო­ი­ყე­ნოთ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი. მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბი­თა და მხარ­და­ჭე­რით ახა­ლი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას შეძ­ლებთ. ვირ­ტუ­ა­ლუ­რად იკონ­ტაქ­ტეთ თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებ­თან ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა მუ­შა­ო­ბა ინ­ტერ­ნე­ტით და­ი­წყოს ან პრო­ექ­ტე­ბი ონ­ლა­ინ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს.

  • ლომი

ურა­ნი მო­უ­ლოდ­ნელ ცვლი­ლე­ბას შე­მო­ი­ტანს თქვენს კა­რი­ე­რა­ში, ან და­წი­ნა­ურ­დე­ბით, ან შე­იძ­ლე­ბა სრუ­ლი­ად შე­იც­ვა­ლოთ საქ­მი­ა­ნო­ბის, ბიზ­ნე­სის მი­მარ­თუ­ლე­ბა. აით­ვი­სეთ ახა­ლი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მე­ბი, გა­ჯე­ტე­ბი. იყა­ვით მზად ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის!

  • ქალ­წუ­ლი

გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბით შე­ზღუდ­ვე­ბის­გან, მე­ტად და­ა­ფა­სებთ სა­კუ­თარ თავს, შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნეთ თქვე­ნი ნიჭი, იყა­ვით ორი­გი­ნა­ლუ­რი. შე­იძ­ლე­ბა გე­ნი­ა­ლუ­რი მიგ­ნე­ბა გა­ა­კე­თოთ. ზო­გი­ერ­თი ახა­ლი ცოდ­ნის შე­ძე­ნას გა­და­წყვეტს. თქვენ სა­სარ­გებ­ლოდ მოგ­ვარ­დე­ბა იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბი. შან­სი მო­გე­ცე­მათ, რომ გახ­დეთ ცნო­ბი­ლი, თუნ­დაც ინ­ტერ­ნეტ­სამ­ყა­რო­ში.

  • სას­წო­რი

მემ­კვიდ­რე­ო­ბას­თან, კრე­დი­ტებ­თან, ვა­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მთვა­რის თვე და­გიდ­გათ. მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბი გე­ლით პარტნი­ო­რის ფუ­ლებ­თა­ნაც. ზო­გა­დად, ამ პე­რი­ოდ­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბი და რის­კე­ბი გამ­ძაფ­რე­ბუ­ლია. მო­ე­რი­დეთ სპონ­ტა­ნუ­რო­ბას. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ საქ­მე დიდ ფულს ეხე­ბა. კი, შე­იძ­ლე­ბა "დიდი კუში" მოხ­სნათ, მაგ­რამ ვე­რა­ვინ და­გი­ცავთ გა­ბანკრო­ტე­ბის­გა­ნაც. მხო­ლოდ იმ თან­ხით გა­რის­კეთ, რისი და­კარ­გვაც უმ­ტკივ­ნე­უ­ლო იქ­ნე­ბა თქვენ­თვის. აგ­რეთ­ვე, ამ პე­რი­ოდ­ში არ გირ­ჩევთ ვა­ლე­ბი­სა და კრე­დი­ტე­ბის აღე­ბას. უფრო მე­ტიც, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ გა­და­ფა­რავთ ვა­ლებს. თუ არ ერ­კვე­ვით კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტი­სა და ელექტრო­ფუ­ლის თე­მებ­ში, ნურც გა­ე­კა­რე­ბით. ეს არის ცვლი­ლე­ბე­ბის, ახალ ეტაპ­ზე გა­დას­ვლის, ევო­ლუ­ცი­ი­სა და ზრდის პე­რი­ო­დი. თუ მზად ხართ, ძა­ლი­ან დიდი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მო­გე­ცე­მათ.

  • მო­რი­ე­ლი

მთვა­რის მთა­ვა­რი თემა არის ურ­თი­ერ­თო­ბა სა­სიყ­ვა­რუ­ლო და საქ­მი­ან პარტნი­ო­რებ­თან. ურა­ნის გავ­ლე­ნით მო­გინ­დე­ბათ თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ვერ შე­ე­გუ­ე­ბით შე­ზღუდ­ვებს, პარტნი­ო­რის მო­თხოვ­ნებს. ამი­ტომ, უნდა გაფრ­თხილ­დეთ, რომ არ და­კარ­გოთ ის, რაც ახლა გაქვთ. სა­კუ­თარ ჭირ­ვე­უ­ლო­ბა­ზე მე­ტად სხვე­ბის აზრს მო­უს­მი­ნეთ. სხვა­თა შო­რის, თუ მო­ინ­დო­მებთ, პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა შე­იძ­ლე­ბა სრუ­ლი­ად სხვა ეტაპ­ზე გა­და­იყ­ვა­ნოთ. ერ­თად შე­ად­გი­ნეთ მოქ­მე­დე­ბის სა­ერ­თო სცე­ნა­რი.

  • მშვილ­დო­სა­ნი

23 აპ­რი­ლი­დან მეტი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოთ ყო­ველ­დღი­ურ საქ­მე­ებს და რა თქმა უნდა, ჯან­მრთე­ლო­ბას. თუ დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი ხართ, სას­წრა­ფოდ აით­ვი­სეთ თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, ტექ­ნი­კა, გა­ჯე­ტე­ბი, რო­ბო­ტი­ზა­ცია, რაც გა­გი­მარ­ტი­ვებთ რუ­ტი­ნუ­ლი საქ­მე­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბას. ამას­თა­ნა­ვე, უნდა და­ის­ვე­ნოთ ხოლ­მე და ნერ­ვებ­საც გა­უფრ­თხილ­დეთ. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე და არატ­რა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დე­ბი მკურ­ნა­ლო­ბა­ში გა­მო­ი­ყე­ნოს.

  • თხის რქა

თქვენ­თვის უჩ­ვე­უ­ლო მთვა­რის თვე და­გიდ­გათ. მუ­დამ საქ­მე­ებ­სა და კა­რი­ე­რა­ზე ხართ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი. ახლა კი სა­კუ­თარ თავ­ში ახალ შე­მოქ­მე­დე­ბით ნიჭს აღ­მო­ა­ჩენთ. მო­გინ­დე­ბათ, რა­ღაც ორი­გი­ნა­ლუ­რი შექ­მნათ. თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­სა და თვი­თპ­რე­ზენ­ტა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­გე­ცე­მათ. თავს ვარ­სკვლა­ვად ან ჯგუ­ფის (სა­დაც მუ­შა­ობთ) ლი­დე­რად იგ­რძნობთ. ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა სა­ზო­გა­დოდ (ინ­ტერ­ნე­ტით) შე­ა­ქონ. თუ ორი­გი­ნა­ლუ­რი და უჩ­ვე­უ­ლო იდე­ე­ბი და­გე­ბა­დე­ბათ, და­ი­წყეთ მათი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. თუ შვი­ლე­ბი გყავთ, ხში­რად გა­ა­ხა­რეთ სა­ჩუქ­რე­ბი­თა და სი­ურპრი­ზე­ბით.

  • მერ­წყუ­ლი

თქვე­ნი ძი­რი­თა­დი საზ­რუ­ნა­ვი იქ­ნე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­გეგ­მვა სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­ში. შე­იძ­ლე­ბა სამ­ზრე­უ­ლოს­თვის ახა­ლი ტექ­ნი­კა შე­ი­ძი­ნოთ. ან ე.წ. ჭკვი­ა­ნი სახ­ლის შექ­მნა. შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი აით­ვი­სოთ, რაც სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბას შე­გიმ­სუ­ბუ­ქებთ. ყუ­რა­დღე­ბა გმარ­თებთ მშობ­ლე­ბის მი­მარ­თაც. მათ თქვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი და მზრუნ­ვე­ლო­ბა სჭირ­დე­ბათ. შე­გიძ­ლი­ათ მათ თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ათ­ვი­სე­ბა­ში და­ეხ­მა­როთ. თუ მშობ­ლე­ბი არ გყავთ, ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ნა­თე­სა­ვებს. ზო­გი­ერთს გა­გიჩ­ნდე­ბათ სურ­ვი­ლი, გა­ნა­ახ­ლოთ სახ­ლი, გა­ა­კე­თოთ რე­მონ­ტი... ზოგი შე­იძ­ლე­ბა ბი­ნი­დან სა­კუ­თარ სახ­ლში ან პი­რი­ქით გა­და­ვი­დეს.

  • თევ­ზე­ბი

მო­ი­მა­ტებს კონ­ტაქ­ტე­ბი - მი­მო­წე­რა, ზა­რე­ბი - ინ­ტერ­ნე­ტით. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი აით­ვი­სოს ან ინ­ტერ­ნე­ტით ახალ ცოდ­ნას და­ე­უფ­ლოს. თუ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა გა­ყიდ­ვებ­თა­ნაა კავ­შირ­ში, მო­ი­მა­ტებს კლი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, თქვე­ნი პრო­დუქ­ცია გახ­დე­ბა პო­პუ­ლა­რუ­ლი. კარ­გია სა­კუ­თა­რი თა­ვის, ბრენ­დის, საქ­მი­ა­ნო­ბის რეკ­ლა­მი­რე­ბა, გა­მო­ი­ყე­ნეთ თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი.

ავტორი:

რას მოგიტანთ "დაუმორჩილებელი" ახალმთვარეობა - როგორ შეიცვლება ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრება 23 აპრილის შემდეგ

რას მოგიტანთ "დაუმორჩილებელი" ახალმთვარეობა - როგორ შეიცვლება ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრება 23 აპრილის შემდეგ

23 აპრილს ახალმთვარეობას ველოდებით კუროს ზოდიაქოს მეხუთე გრადუსში. როგორც წესი, კურო დინჯი და გაწონასწორებულია, მაგრამ ეს ახალმთვარეობა შეგვიძლია კორიდას შევადაროთ. რადგან ამ მოსიყვარულე და აუჩქარებელ კუროს, ახალმთვარეობა ელვასავით დააცხრება თავზე და განსხვავებულად მოქმედებას აიძულებს.

20 აპრილიდან მზე კუროს ზოდიაქოშია. კურო ეს არის კომფორტი, მატერიალური კეთილდღეობა, სიყვარული. ამიტომ, სანამ მზე ტყუპის ზოდიაქოში გადაინაცვლებს, ეს თემები იქნება აქტუალური. ახალმთვარეობა გვექნება 23 აპრილს, 6:25-ზე მანამდე (დაიწყება 22 აპრილს 6:36-ზე) გვექნება მთვარის ოცდამეცხრე დღე. უსიამოვნო დღეა, ამიტომ მაქსიმალურად ფრთხილად უნდა განვლოთ. მთვარის მეორე დღე კი დაიწყება 23 აპრილს, 6:49-ზე. როგორც ხედავთ, მთვარის პირველი დღე სულ რამდენიმე წუთს გასტანს.

ამიტომ, თუ სამომავლო სურვილის ჩაფიქრება გსურთ, სწრაფად უნდა იმოქმედოთ. სურვილი კი დაკავშირებული უნდა იყოს ფინანსებთან, მატერიალურ საკითხებთან

კუროს ზოდიაქოს ერთ-ერთი თემაა ფული, თანაც კუროს ზოდიაქოში მდებარეობს მოულოდნელობების პლანეტა ურანიც (ახალმთვარეობაზე მზესთან და მთვარესთან აქვს შეერთება, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ამ ასპექტს). ამიტომ, უნდა გააანალიზოთ თქვენი ფინანსები, რაში იხდით ფულს და საიდან გსურთ ფულის მიღება. შეიძლება ახალი გზები გამოგიჩნდეთ ან ახალი საშუალებები გამონახოთ სიმდიდრის დასაგროვებლად. ან მეორე ვარიანტი არსებობს, ურანის გავლენით მოულოდნელოდ დაკარგოთ დიდი თანხა. ამიტომ, გაითვალისწინეთ, არასტაბილურ ენერგიას ადეკვატური გადაწყვეტილებით რომ შეხვდეთ.

გარდა ამისა, ურანი მოგვიწოდებს, რომ გავთავისუფლდეთ ყველაფერ იმისგან, რაც ხელს გვიშლის, ზედმეტი ტვირთისა და ურთიერთობებისგანაც. მას სიახლეები სურს და ეს სიახლეები რამდენად იქნება ყველასთვის პოზიტიური უცნობია. ნუ შეეწინააღმდეგებით ცვლილებებს. მთვარის ეს თვე მოითხოვს ჩვენგან, რომ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ჩვენს ოჯახს. ჩვენს მშობლებს. როგორც იცით, ახალმთვარეობაზე ემოციურობა იმატებს ამიტომ, ეცადეთ, არ იყოთ კონფლიქტური, კრიტიკული, არ გამოეკიდოთ სიტყვებს. განსაკუთრებით ადეკვატურობა მოგეთხოვებათ ახალმთვარეობის წინა დღეს (თუმცა, დაძაბული პერიოდი მთელ კვირას, 29 აპრილამდე გასტანს). პლანეტა მერკური ახლა ვერძის ზოდიაქოშია, რაც გვაძლევს დაუფიქრებლად ნათქვამ ფრაზებს, საკმაოდ უხეშ ფორმაში. მერკურს კი ცუდი ასპექტი აქვს პლანეტა პლუტონთან, რომელიც ძირეულ ცვლილებებს განაგებს. ამიტომ, ფრთხილად როგორც ოჯახის წევრებთან, ასევე ძალოვანებთან და გარშემო მყოფებთან, ზოგადად.

განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ 26 აპრილი, ეს არის დღე, როცა მთვარე და მზე თავისი ეგზალტაციის ნიშნებში ხვდება. ამ დღეს სასურველია, ფულის რიტუალი გააკეთოთ. ან იმ თემაზე მიმართოთ თქვენი ყურადღება, რაც მნიშვნელოვანია. ეს შეიძლება იყოს: ქორწინების გაფორმება, ძვირად ღირებული ნივთების, უძრავი ქონების, სამკაულების შეძენა, ახალი პროექტების დაწყება, ფულის დაბანდება (ოღონდ სანდო საქმეებში) სულიერი პრაქტიკები, ჯანმრთელი ცხოვრების წესის დაწყება, ბავშვის ჩასახვა, მავნე ჩვევებისგან გათავისუფლება, ქველმოქმედება.

  • ვის რა ელის მთვარის ამ პერიოდში კუროში ახალმთვარეობის შემდეგ?

როგორც უკვე იცით, კუროს ზოდიაქოში მზესა და მთვარეს უერთდება პლანტება ურანიც (ზემოჩამოთვლილ თემებს, რასაც ურანი განაგებს, უნდა დავუმატოთ ასტროლოგიაც, ინტერნეტიც, თანამედროვე ტექნოლოგიებიც, მეგობარ-თანამოაზრეებიც), რაც იწვევს მოულოდნელობებს, ორიგინალურობას, დაუგეგმავ მოვლენებს, რაც ჩვენგან ითხოვს დაკვირვებულობას და გააზრებულობას. მიაქციეთ ყურადღება კუროს თემებს, ცვლილებები აქაა მოსალოდნელი.

  • ვერძი

ახალი ტექნოლოგიების გამოყენება გმართებთ ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. ინტერნეტით მოიძიეთ შემოსავლის ახალი წყარო. აქტუალურია ელექტროფულისა და კრიპტოვალუტის თემები. სასარგებლოა ამ თვეში ელექტრო და კომპიუტერული ტექნიკის შეძენა. ზოგიერთმა შეიძლება თანამოაზრეები შემოიკრიბოს ახალი საქმიანობისთვის.

  • კურო

შესაძლოა, საკუთარ თავში ახალი ძალა, ნიჭი (შემოქმედებითიც) აღმოაჩინოთ, აღმაფრენას იგრძნობთ. მის წარმოსაჩენად კი თანამედროვე ტექნოლოგიები უნდა გამოიყენოთ. განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ იმ კუროებს, ვისი დაბადების დღეებიც ახალმთვარეობასთან ახლოსაა, ეხება: 22-25 აპრილის შუალედში დაბადებულებს. უნდა გამოხვიდეთ ჩვეული ცხოვრების წესიდან, გამოავლინოთ ლიდერის თვისებები. თუმცა, ისეთ გადაწყვეტოლებებსაც ნუ მიიღებთ, რომ მერე ინანოთ. ვიცით, რომ თქვენ ხართ დახვეწილი ნიშანი, ელეგანტურობის უმაღლესი შეგრძნებით, მაგრამ ახალ მოგიწოდებთ, რომ ურანის უჩვეულობა ორიგინალურად გამოავლინოთ: ჩაიცვით ჩვეულო სამოსი, გაიკეთეთ უჩვეულო მაკიაჟი და გადაიღეთ ფოტოები, რომლებსაც მერე სოციალურ ქსელში ატვირთავთ. მეტი ეპატაჟი, მეტი ექსტრავაგანტურობა გამოავლინეთ. ხოლო თუ ახალმთვარეობაზე ახალ პროექტს დაიწყებეთ, ესეც ძალიან კარგი იქნება. აქაც გირჩევთ, რომ ძალები თქვენთვის აქამდე უჩვეულო საქმიანობაში მოსინჯოთ.

  • ტყუპი

23 აპრილიდან მეტი ყურადღება მიაქციეთ საკუთარ შინაგან სამყაროს. რისი მიღწევა გსურთ მომავალში? თავს უფლება მიეცით, რომ ცოტა დაისვენოთ, გამონახეთ დრო მედიტაციისა და ლოცვისთვის. ახლანდელი თვითიზოლაცია კარგია განმარტოებისთვის, შინაგანი სიმშვიდის მოპოვებისთვის. დააკვირდით სიზმრებს, შეიძლება მათში შეხვდეთ იმ კითხვებზე პასუხს, რაც გაწუხებთ. აგრეთვე, კარგი იქნება, თუ მონაწილეობას მიიღებთ საქველმოქმედო აქციებში, სხვების დასახმარებლად მოხალისე გახდებით.

  • კირჩხიბი

მთვარის ამ თვეში ცხოვრების ახალ ეტაპზე უნდა გადახვიდეთ, უფრო თანამედროვე უნდა გახდეთ. მეტად უნდა გამოიყენოთ ტექნოლოგიები. მეგობრების დახმარებითა და მხარდაჭერით ახალი იდეების განხორციელებას შეძლებთ. ვირტუალურად იკონტაქტეთ თქვენთვის საინტერესო ადამიანებთან ზოგიერთმა შეიძლება მუშაობა ინტერნეტით დაიწყოს ან პროექტები ონლაინ განახორციელოს.

  • ლომი

ურანი მოულოდნელ ცვლილებას შემოიტანს თქვენს კარიერაში, ან დაწინაურდებით, ან შეიძლება სრულიად შეიცვალოთ საქმიანობის, ბიზნესის მიმართულება. აითვისეთ ახალი კომპიუტერული პროგრამები, გაჯეტები. იყავით მზად ცვლილებებისთვის!

  • ქალწული

გათავისუფლდებით შეზღუდვებისგან, მეტად დააფასებთ საკუთარ თავს, შესაძლებლობებს. მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი, იყავით ორიგინალური. შეიძლება გენიალური მიგნება გააკეთოთ. ზოგიერთი ახალი ცოდნის შეძენას გადაწყვეტს. თქვენ სასარგებლოდ მოგვარდება იურიდიული საკითხები. შანსი მოგეცემათ, რომ გახდეთ ცნობილი, თუნდაც ინტერნეტსამყაროში.

  • სასწორი

მემკვიდრეობასთან, კრედიტებთან, ვალებთან დაკავშირებული მთვარის თვე დაგიდგათ. მოულოდნელობები გელით პარტნიორის ფულებთანაც. ზოგადად, ამ პერიოდში მოულოდნელობები და რისკები გამძაფრებულია. მოერიდეთ სპონტანურობას. განსაკუთრებით, თუ საქმე დიდ ფულს ეხება. კი, შეიძლება "დიდი კუში" მოხსნათ, მაგრამ ვერავინ დაგიცავთ გაბანკროტებისგანაც. მხოლოდ იმ თანხით გარისკეთ, რისი დაკარგვაც უმტკივნეულო იქნება თქვენთვის. აგრეთვე, ამ პერიოდში არ გირჩევთ ვალებისა და კრედიტების აღებას. უფრო მეტიც, კარგი იქნება, თუ გადაფარავთ ვალებს. თუ არ ერკვევით კრიპტოვალუტისა და ელექტროფულის თემებში, ნურც გაეკარებით. ეს არის ცვლილებების, ახალ ეტაპზე გადასვლის, ევოლუციისა და ზრდის პერიოდი. თუ მზად ხართ, ძალიან დიდი შესაძლებლობები მოგეცემათ.

  • მორიელი

მთვარის მთავარი თემა არის ურთიერთობა სასიყვარულო და საქმიან პარტნიორებთან. ურანის გავლენით მოგინდებათ თავისუფლება, ვერ შეეგუებით შეზღუდვებს, პარტნიორის მოთხოვნებს. ამიტომ, უნდა გაფრთხილდეთ, რომ არ დაკარგოთ ის, რაც ახლა გაქვთ. საკუთარ ჭირვეულობაზე მეტად სხვების აზრს მოუსმინეთ. სხვათა შორის, თუ მოინდომებთ, პარტნიორული ურთიერთობა შეიძლება სრულიად სხვა ეტაპზე გადაიყვანოთ. ერთად შეადგინეთ მოქმედების საერთო სცენარი.

  • მშვილდოსანი

23 აპრილიდან მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ ყოველდღიურ საქმეებს და რა თქმა უნდა, ჯანმრთელობას. თუ დაქვემდებარებული თანამშრომელი ხართ, სასწრაფოდ აითვისეთ თანამედროვე ტექნოლოგიები, ტექნიკა, გაჯეტები, რობოტიზაცია, რაც გაგიმარტივებთ რუტინული საქმეების შესრულებას. ამასთანავე, უნდა დაისვენოთ ხოლმე და ნერვებსაც გაუფრთხილდეთ. ზოგიერთმა შეიძლება თანამედროვე და არატრადიციული მეთოდები მკურნალობაში გამოიყენოს.

  • თხის რქა

თქვენთვის უჩვეულო მთვარის თვე დაგიდგათ. მუდამ საქმეებსა და კარიერაზე ხართ ორიენტირებულები. ახლა კი საკუთარ თავში ახალ შემოქმედებით ნიჭს აღმოაჩენთ. მოგინდებათ, რაღაც ორიგინალური შექმნათ. თვითრეალიზაციისა და თვითპრეზენტაციის შესაძლებლობა მოგეცემათ. თავს ვარსკვლავად ან ჯგუფის (სადაც მუშაობთ) ლიდერად იგრძნობთ. ზოგიერთი შეიძლება საზოგადოდ (ინტერნეტით) შეაქონ. თუ ორიგინალური და უჩვეულო იდეები დაგებადებათ, დაიწყეთ მათი განხორციელება. თუ შვილები გყავთ, ხშირად გაახარეთ საჩუქრებითა და სიურპრიზებით.

  • მერწყული

თქვენი ძირითადი საზრუნავი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიების დაგეგმვა საოჯახო საქმეებში. შეიძლება სამზრეულოსთვის ახალი ტექნიკა შეიძინოთ. ან ე.წ. ჭკვიანი სახლის შექმნა. შეიძლება ახალი ტექნოლოგიები აითვისოთ, რაც საოჯახო საქმეების შესრულებას შეგიმსუბუქებთ. ყურადღება გმართებთ მშობლების მიმართაც. მათ თქვენი ყურადღება, სიყვარული და მზრუნველობა სჭირდებათ. შეგიძლიათ მათ თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებაში დაეხმაროთ. თუ მშობლები არ გყავთ, ყურადღება მიაქციეთ ნათესავებს. ზოგიერთს გაგიჩნდებათ სურვილი, განაახლოთ სახლი, გააკეთოთ რემონტი... ზოგი შეიძლება ბინიდან საკუთარ სახლში ან პირიქით გადავიდეს.

  • თევზები

მოიმატებს კონტაქტები - მიმოწერა, ზარები - ინტერნეტით. ზოგიერთმა შეიძლება ახალი ტექნოლოგიები აითვისოს ან ინტერნეტით ახალ ცოდნას დაეუფლოს. თუ თქვენი საქმიანობა გაყიდვებთანაა კავშირში, მოიმატებს კლიენტების რაოდენობა, თქვენი პროდუქცია გახდება პოპულარული. კარგია საკუთარი თავის, ბრენდის, საქმიანობის რეკლამირება, გამოიყენეთ თანამედროვე ტექნოლოგიები.

მელანია ტრამპი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლითა და ნიჩბით ხელში -  როგორ ფორმაში რგავს აშშ-ის პირველი ლედი ხეებს (ფოტოები)

შთამბეჭდავი ფოტოები ბათუმის ბულვარიდან, სადაც საკურა აყვავდა - "რაღაცები არასდროს იცვლება"

#მემიყვარსღვინო - ფლეშმობი ღვინის მოყვარულთათვის