მსოფლიო
საზოგადოება
კონფლიქტები

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წინა სავარძელზე ჯდება, თუმცა ეს არ წარმოადგენს კანონდარღვევას" - ჯანდაცვის სამინისტრო ეკატერინე ტიკარაძეზე გავრცელებულ კადრებზე
"წინა სავარძელზე ჯდება, თუმცა ეს არ წარმოადგენს კანონდარღვევას" - ჯანდაცვის სამინისტრო ეკატერინე ტიკარაძეზე გავრცელებულ კადრებზე

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ სა­გან­გე­ბო რე­ჟი­მის წე­სე­ბი და­არ­ღვია, უარ­ყოფს. რო­გორც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, გა­სა­ჯა­რო­ე­ბულ ვი­დე­ო­კად­რებ­ში ჩანს, რომ მი­ნის­ტრი ავ­ტო­მო­ბი­ლის წინა სა­ვარ­ძელ­ზე ჯდე­ბა, თუმ­ცა ეს ფაქ­ტი არ წარ­მო­ად­გენს კა­ნონ­დარ­ღვე­ვას.

„გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრმა ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ სა­გან­გე­ბო რე­ჟი­მის წე­სე­ბი და­არ­ღვია, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს. გა­სა­ჯა­რო­ე­ბულ ვი­დე­ო­კად­რებ­ში ჩანს, რომ მი­ნის­ტრი ავ­ტო­მო­ბი­ლის წინა სა­ვარ­ძელ­ზე ჯდე­ბა, თუმ­ცა ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ ეს ფაქ­ტი არ წარ­მო­ად­გენს კა­ნონ­დარ­ღვე­ვას, რა­საც ადას­ტუ­რებს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის №181-ე დად­გე­ნი­ლე­ბის მე-2 მუხ­ლის მე-7 და მე-8 პუნ­ქტი და მე-14 მუხ­ლი.

რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, შე­ზღუდ­ვა არ ვრცელ­დე­ბა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის რე­ჟი­მის აღ­სრუ­ლე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი და სა­კა­რან­ტი­ნო ღო­ნის­ძი­ე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი უწყე­ბე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზე. 7. სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის ვა­დით იკ­რძა­ლე­ბა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბით 3-ზე მეტი პი­რის (მძღო­ლის ჩათ­ვლით) გა­და­ად­გი­ლე­ბა. ამას­თან, მგზავ­რე­ბი უნდა გან­თავ­სდნენ მძღო­ლის უკა­ნა მხა­რეს სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, თუ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის სა­ლო­ნის მო­წყო­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა. სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბით სამ­ზე მეტი პი­რის გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა არ ეხე­ბა ამ დად­გე­ნი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად დაშ­ვე­ბულ M2 და M3 კა­ტე­გო­რი­ე­ბის ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით მგზავ­რთა სპე­ცი­ა­ლურ რე­გუ­ლა­რულ გა­დაყ­ვა­ნას. ამ წე­სის დარ­ღვე­ვის­თვის შე­სა­ბა­მი­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მძღოლს.

8. ამ მუხ­ლის მე-7 პუნ­ქტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვა არ ვრცელ­დე­ბა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის რე­ჟი­მის აღ­სრუ­ლე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი და სა­კა­რან­ტი­ნო ღო­ნის­ძი­ე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი უწყე­ბე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზე,“ - ნათ­ქვა­მია სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ "ერ­თი­ან­მა ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" რამ­დე­ნი­მე დღის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დეო გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ჩანს, რომ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძე ავ­ტო­მო­ბი­ლის წინა სა­ვარ­ძელ­ზე ჯდე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gogi
0

კანონი ყველასთვის უნდა იყოს კანონი თქვენი დროც დადგება პასუხს აგებს ყველა ამ უკანონობისთვის!!

მიხო
0

რატომ ქმნის დამატებით პრობლემებს? მაინც არ არის მართალი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"წინა სავარძელზე ჯდება, თუმცა ეს არ წარმოადგენს კანონდარღვევას" - ჯანდაცვის სამინისტრო ეკატერინე ტიკარაძეზე გავრცელებულ კადრებზე

"წინა სავარძელზე ჯდება, თუმცა ეს არ წარმოადგენს კანონდარღვევას" - ჯანდაცვის სამინისტრო ეკატერინე ტიკარაძეზე გავრცელებულ კადრებზე

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო რეჟიმის წესები დაარღვია, უარყოფს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გასაჯაროებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მინისტრი ავტომობილის წინა სავარძელზე ჯდება, თუმცა ეს ფაქტი არ წარმოადგენს კანონდარღვევას.

„გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო რეჟიმის წესები დაარღვია, არ შეესაბამება სიმართლეს. გასაჯაროებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მინისტრი ავტომობილის წინა სავარძელზე ჯდება, თუმცა ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს ფაქტი არ წარმოადგენს კანონდარღვევას, რასაც ადასტურებს საქართველოს მთავრობის №181-ე დადგენილების მე-2 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტი და მე-14 მუხლი.

რომლის მიხედვითაც, შეზღუდვა არ ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის აღსრულებაზე პასუხისმგებელი და საკარანტინო ღონისძიების განმახორციელებელი უწყებების უფლებამოსილი მოსამსახურეების გადაადგილებაზე. 7. საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. ამასთან, მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა მხარეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, თუ სატრანსპორტო საშუალების სალონის მოწყობა აღნიშნულის შესაძლებლობას იძლევა. სატრანსპორტო საშუალებით სამზე მეტი პირის გადაადგილების შეზღუდვა არ ეხება ამ დადგენილების შესაბამისად დაშვებულ M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა სპეციალურ რეგულარულ გადაყვანას. ამ წესის დარღვევისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობა ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მძღოლს.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის აღსრულებაზე პასუხისმგებელი და საკარანტინო ღონისძიების განმახორციელებელი უწყებების უფლებამოსილი მოსამსახურეების გადაადგილებაზე,“ - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ავტომობილის წინა სავარძელზე ჯდება.

თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგა

დაკვამლიანება თბილისის მეტროში - საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეწყდა

ჯანეტ ქერდიყოშვილისა და ნოე სულაბერიძის ულამაზესი ქალიშვილი (ფოტო)