პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვთხოვ ეკლესიას, მღვდელმთავრებს, მოვუწოდოთ მოსახლეობას, წლევანდელი აღდგომა ჩავატაროთ სხვა ფორმატით" - ამირან გამყრელიძე
"ვთხოვ ეკლესიას, მღვდელმთავრებს, მოვუწოდოთ მოსახლეობას, წლევანდელი აღდგომა ჩავატაროთ სხვა ფორმატით" - ამირან გამყრელიძე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე მო­სახ­ლე­ო­ბას კი­დევ ერთხელ მი­მარ­თავს, დარ­ჩნენ სახ­ლში სა­აღ­დგო­მო პე­რი­ოდ­ში და არც ეკ­ლე­სი­ა­ში, არც სა­საფ­ლა­ო­ებ­ზე არ გა­ვიდ­ნენ.

მან ეკ­ლე­სი­ა­საც მი­მარ­თა, რომ მრევლს მი­მარ­თონ და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის­კენ მო­უ­წო­დონ:

"მომ­დევ­ნო ოთხი დღე, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­უფ­ლო დღე­სას­წა­უ­ლია და მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ზე­ი­მობს, რის­კის­შემ­ცვე­ლი ფაქ­ტო­რია. ამ დროს ტაძ­რებ­სა და სა­საფ­ლა­ო­ებ­ზე იკ­რი­ბე­ბი­ან დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ადა­მი­ა­ნე­ბი, აღ­დგო­მის წინა ღა­მეს, ლი­ტურ­გი­ა­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას...

მაგ­რამ კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, ჩვენ დღეს დიდი საფრ­თხის წი­ნა­შე ვართ. ჩემი მთა­ვა­რი მო­წო­დე­ბა კვლავ არის - დარ­ჩი სახ­ლში. დღეს მე ვთხოვ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას, ნუ შე­ვიკ­რი­ბე­ბით ეკ­ლე­სი­ა­ში, ჩვენ­ზე ილო­ცე­ბენ ჩვე­ნი მა­მა­ო­ე­ბი. ამ­ბო­ბენ, რომ იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი დის­ტან­ცია, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყა­ვით, მა­სობ­რი­ვი შეკ­რე­ბი­სას, ვერ მოხ­დე­ბა ამის დაც­ვა. გვყავს 300-ზე მეტი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ უამ­რა­ვი გა­მო­უვ­ლე­ნე­ლი ადა­მი­ა­ნია, ინ­ფექ­ცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლია და ამის გა­და­დე­ბის დიდი რის­კია ეკ­ლე­სი­ებ­ში.

უმორ­ჩი­ლე­სად ვთხოვ ეკ­ლე­სი­ას, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე პა­ტივ­ცე­მულ, მა­ღალ­რე­ი­ტინ­გულ ინ­სტი­ტუ­ცი­ას, ჩვენს მღვდელმთავ­რებს - მო­ვუ­წო­დოთ მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ წლე­ვან­დე­ლი აღ­დგო­მა ჩა­ვა­ტა­როთ სხვა ფორ­მა­ტით. ღმერ­თი უფრო მო­წყა­ლე იქ­ნე­ბა, თუ ბევ­რი ქარ­თვე­ლი გა­და­ურ­ჩე­ბა ამ ინ­ფექ­ცი­ას.

10 მა­ი­სამ­დე თუ სა­გან­გე­ბო რე­ჟიმს ოდ­ნავ მო­ვუშ­ვებთ, უფრო მეტ თა­ვი­სუფ­ლე­ბას მივ­ცემთ, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხვი შე­იძ­ლე­ბა 5-6 ათა­სამ­დე გა­ი­ზარ­დოს. ეს დიდი დარ­ტყმა იქ­ნე­ბა ქვეყ­ნის­თვის, ჩვენ ვერ გა­ვუძ­ლებთ" - აღ­ნიშ­ნა გამ­ყრე­ლი­ძემ "ქრო­ნი­კის" ეთერ­ში სა­უბ­რი­სას.

მკითხველის კომენტარები / 61 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
29
13

მივმართავ და ვთხოვ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მომდევნო 4 დღე გამოცხადდეს მკაცრი კარანტინი, მოსახლეობის სახლში დარჩენით.

!!!
24

სანთლები და სებისკვერები აქვთ გადაყიდი და ფული არი გასაკეთებელი ასე რომ ბატონო ამირან არავინ არ მოგისმენთ თუ ფულს გადაურიცხავთ და აუნაზღაურებთ ზარალს შეიძლება დაფიქრდნენ

ავტორი:

"ვთხოვ ეკლესიას, მღვდელმთავრებს, მოვუწოდოთ მოსახლეობას, წლევანდელი აღდგომა ჩავატაროთ სხვა ფორმატით" - ამირან გამყრელიძე

"ვთხოვ ეკლესიას, მღვდელმთავრებს, მოვუწოდოთ მოსახლეობას, წლევანდელი აღდგომა ჩავატაროთ სხვა ფორმატით" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიმართავს, დარჩნენ სახლში სააღდგომო პერიოდში და არც ეკლესიაში, არც სასაფლაოებზე არ გავიდნენ.

მან ეკლესიასაც მიმართა, რომ მრევლს მიმართონ და რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდონ:

"მომდევნო ოთხი დღე, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი საუფლო დღესასწაულია და მთელი საზოგადოება ზეიმობს, რისკისშემცველი ფაქტორია. ამ დროს ტაძრებსა და სასაფლაოებზე იკრიბებიან დიდი რაოდენობით ადამიანები, აღდგომის წინა ღამეს, ლიტურგიაში ბევრი ადამიანი იღებს მონაწილეობას...

მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ დღეს დიდი საფრთხის წინაშე ვართ. ჩემი მთავარი მოწოდება კვლავ არის - დარჩი სახლში. დღეს მე ვთხოვ საქართველოს მოსახლეობას, ნუ შევიკრიბებით ეკლესიაში, ჩვენზე ილოცებენ ჩვენი მამაოები. ამბობენ, რომ იქნება დაცული დისტანცია, მაგრამ დარწმუნებული იყავით, მასობრივი შეკრებისას, ვერ მოხდება ამის დაცვა. გვყავს 300-ზე მეტი ინფიცირებული, მაგრამ უამრავი გამოუვლენელი ადამიანია, ინფექციის მატარებელია და ამის გადადების დიდი რისკია ეკლესიებში.

უმორჩილესად ვთხოვ ეკლესიას, საქართველოში ყველაზე პატივცემულ, მაღალრეიტინგულ ინსტიტუციას, ჩვენს მღვდელმთავრებს - მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ წლევანდელი აღდგომა ჩავატაროთ სხვა ფორმატით. ღმერთი უფრო მოწყალე იქნება, თუ ბევრი ქართველი გადაურჩება ამ ინფექციას.

10 მაისამდე თუ საგანგებო რეჟიმს ოდნავ მოვუშვებთ, უფრო მეტ თავისუფლებას მივცემთ, ინფიცირებულთა რიცხვი შეიძლება 5-6 ათასამდე გაიზარდოს. ეს დიდი დარტყმა იქნება ქვეყნისთვის, ჩვენ ვერ გავუძლებთ" - აღნიშნა გამყრელიძემ "ქრონიკის" ეთერში საუბრისას.

შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცერს კორონავირუსი დაუდგინდა

"წინა სავარძელზე ჯდება, თუმცა ეს არ წარმოადგენს კანონდარღვევას" - ჯანდაცვის სამინისტრო ეკატერინე ტიკარაძეზე გავრცელებულ კადრებზე

როგორი ამინდია მოსალოდნელი მომდევნო დღეების განმავლობაში