პოლიტიკა
კონფლიქტები
სამხედრო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
FOX NEWS: კორონავირუსი უხანის ლაბორატორიიდან გავრცელდა, ხოლო ჩინეთმა მონაცემები 100%-ით გააყალბა
FOX NEWS: კორონავირუსი უხანის ლაბორატორიიდან გავრცელდა, ხოლო ჩინეთმა მონაცემები 100%-ით გააყალბა

Foxnews.com აქ­ვეყ­ნებს ექ­სკლუ­ზი­ურ მა­სა­ლას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მი, COVID-19 უხა­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან გავ­რცელ­და და ვირუ­სის წარ­მო­მავ­ლო­ბა სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ ლა­ბო­რა­ტო­რი­ას უკავ­შირ­დე­ბა.

გა­მო­ცე­მა სხვა­დას­ხვა წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი უხა­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში შე­იქ­მნა არა რო­გორც ბი­ო­ლო­გი­უ­რი ია­რა­ღი, არა­მედ იმის­თვის, რომ ჩი­ნეთს ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა და და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რამ­დე­ნად ძლი­ე­რია ვირუ­სე­ბის აღ­მო­ჩე­ნი­სა და მათ­თან ბრძო­ლის კუ­თხით, ამით სურ­და ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი თვალ­საზ­რი­სით არა მხო­ლოდ თა­ნა­ბა­რია აშშ-თან, არა­მედ მას­ზე უფრო ძლი­ე­რიც.

Fox News-თან სა­უბ­რობს ბევ­რი სხვა­დას­ხვა წყა­რო, რომ­ლებ­საც აქვთ ინ­ფორ­მა­ცია ჩი­ნე­თის სა­ხელ­მწი­ფოს ად­რე­უ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ.

წყა­რო­ე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ვირუ­სის სა­წყი­სი გა­და­ცე­მა მარ­თლაც ღა­მუ­რი­დან ადა­მი­ან­ზე მოხ­და, თუმ­ცა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ე.წ. ნუ­ლო­ვა­ნი პა­ცი­ენ­ტი უხა­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მუ­შა­ობ­და, ხოლო ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­დეგ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში გა­ვი­და.

სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ უხა­ნის ცნო­ბილ ბა­ზარ­ში, რო­მელ­საც უკავ­შირ­დე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის წარ­მო­შო­ბა, არას­დროს იყი­დე­ბო­და ღა­მუ­რე­ბი, ჩი­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კი სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­ა­კე­თა ისე, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას აქ­ცენ­ტი ამ ბაზ­რო­ბა­ზე გა­და­ე­ტა­ნა და უხა­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ზე ეჭვი არ გას­ჩე­ნო­დათ. წყა­როს ცნო­ბით, ბაზ­რის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბით ჩი­ნეთ­მა ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზის და­მალ­ვა და ერ­თგვა­რად ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნა სცა­და.

Fox News წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით იმა­საც წერს, რომ ჩი­ნეთ­მა 100 პრო­ცენ­ტით შეც­ვა­ლა და და­მა­ლა მო­ნა­ცე­მე­ბი, ასე­ვე გა­ა­ნად­გუ­რა ნი­მუ­შე­ბი, ად­რე­უ­ლი ცნო­ბე­ბი და ან­გა­რი­შე­ბი ვირუ­სის შე­სა­ხებ.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით­ვე, ჩი­ნეთ­ში აშშ-ის სა­ელ­ჩოს ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ჯერ კი­დევ 2018 წლის გას­ცეს გაფრ­თხი­ლე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ უხა­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში უსაფრ­თხო­ე­ბის არა­საკ­მა­რი­სი დონე იყო. მათ ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დეს მსოფ­ლი­ოს მეც­ნი­ე­რებს. მა­შინ სა­უ­ბა­რი ეხე­ბო­და ღა­მუ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­რის­კო კვლე­ვებს.

"ჩვენ და­ნამ­დვი­ლე­ბით ვი­ცით, რომ ვირუ­სი ჩი­ნეთ­ში, უხან­ში გაჩ­ნდა. ვი­ცით, რომ უხა­ნის ვირუ­სო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტი არის მცი­რე მან­ძი­ლით და­შო­რე­ბუ­ლი უხა­ნის ცნო­ბი­ლი ბაზ­რი­დან. ჯერ კი­დევ ძა­ლი­ან ბევ­რი რამ არის გა­სარ­კვე­ვი და აშშ-ის მთავ­რო­ბა გულ­მოდ­გი­ნედ მუ­შა­ობს ყვე­ლაფ­რის გა­მო­სარ­კვე­ვად“, - ამ­ბობს აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი მაიკ პომ­პეო.

Fox news-ის ცნო­ბით, ჩი­ნეთ­ში იყ­ვნენ ექი­მე­ბი და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც აფრ­თხი­ლებ­დნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბი­სა და მისი გა­დამ­დე­ბი ბუ­ნე­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა ეს ადა­მი­ა­ნე­ბი "გა­უ­ჩი­ნარ­დნენ“. სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ჩი­ნეთ­მა სწრა­ფად შე­ა­ჩე­რა უხა­ნი­დან ჩი­ნე­თის სხვა ად­გი­ლებ­ში, შიდა მი­მოს­ვლა, თუმ­ცა სწრა­ფად­ვე არ შე­უ­ჩე­რე­ბია უხა­ნი­დან სა­ერ­თა­შო­რი­სო ფრე­ნე­ბი.

უფრო მე­ტიც, Fox News წერს, რომ ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია (WHO) თა­ვი­დან­ვე თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ობ­და ამ ყვე­ლა­ფერ­ში და ჩი­ნეთს რე­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის და­ფარ­ვა­ში ეხ­მა­რე­ბო­და.

ცნო­ბის­თვის, კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მი COVID-19 ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხა­ნი­დან მთელ მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცელ­და. 11 მარტს ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია გა­მო­ა­ცხა­და. ამ დრო­ის­თვის, გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, მსოფ­ლი­ო­ში 2 084 042 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, პა­ცი­ენ­ტთა შო­რის 134 669 გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 515 090 გა­მო­ჯან­მრთელ­და.

მკითხველის კომენტარები / 74 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mmm
11

ამაში არც არავის ეპარებოდა ეჭვი. რა ღამურა, რა პანგოლინი. აშკარად ჩანს რომ ხელოვნურად შექმნილი შტამია და ჯერ არავინ იცის როგორ დაამარცხონ თავად ჩინელების გარდა. აბა როგორ მოხდა რომ 2 კვირაში შეაჩერეს გავრცელება და 1 თვეც არ გასულა და უხანი გახსნეს. ახლა ამბობენ მხოლოდ იმპორტირებული შემთხვევები ფიქსირდებაო. ტრამპი მართალი იყო, ჩინეთმა მართლა უნდა აგოს პასუხი ამ ყველაფერზე და დროულად აღიაროს რაც ჩაიდინა. ამას რომ გააკეთებს, მერე ვაქცინასაც გამოაჩენს და მკურნალობის მეთოდებსაც გაუზიარებს მსოფლიოს.

..
2

რაც დასთესა მსოფლიომ იმას იმკის ეხლა, მთელი ბიზნესები ჩინეთში წაიღეს და ისე გააძლიერეს რო ეხლა მსოფლიოს ბატონობაზე გადავიდენ. ეს რუსეთი და ამერიკა კი ერთმანეთის ქიშპობით დაბრმავებული ვერც ხედავენ რო რამხელა გამანადგურებელი ძალაა ჩინეთი რომელიც არავის და არაფერს არ ინდობს თავისი პოლიტიკის გასატარებლად.

ავტორი:

FOX NEWS: კორონავირუსი უხანის ლაბორატორიიდან გავრცელდა, ხოლო ჩინეთმა მონაცემები 100%-ით გააყალბა

FOX NEWS: კორონავირუსი უხანის ლაბორატორიიდან გავრცელდა, ხოლო ჩინეთმა მონაცემები 100%-ით გააყალბა

Foxnews.com აქვეყნებს ექსკლუზიურ მასალას, რომლის თანახმადაც, კორონავირუსის ახალი შტამი, COVID-19 უხანის ლაბორატორიიდან გავრცელდა და ვირუსის წარმომავლობა სწორედ აღნიშნულ ლაბორატორიას უკავშირდება.

გამოცემა სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კორონავირუსი უხანის ლაბორატორიაში შეიქმნა არა როგორც ბიოლოგიური იარაღი, არამედ იმისთვის, რომ ჩინეთს ეჩვენებინა და დაემტკიცებინა, რამდენად ძლიერია ვირუსების აღმოჩენისა და მათთან ბრძოლის კუთხით, ამით სურდა ეჩვენებინათ, რომ აღნიშნული თვალსაზრისით არა მხოლოდ თანაბარია აშშ-თან, არამედ მასზე უფრო ძლიერიც.

Fox News-თან საუბრობს ბევრი სხვადასხვა წყარო, რომლებსაც აქვთ ინფორმაცია ჩინეთის სახელმწიფოს ადრეული მოქმედებების შესახებ.

წყაროები ამბობენ, რომ ვირუსის საწყისი გადაცემა მართლაც ღამურიდან ადამიანზე მოხდა, თუმცა ინფიცირებული ე.წ. ნულოვანი პაციენტი უხანის ლაბორატორიაში მუშაობდა, ხოლო ინფიცირების შემდეგ მოსახლეობაში გავიდა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ უხანის ცნობილ ბაზარში, რომელსაც უკავშირდება კორონავირუსის წარმოშობა, არასდროს იყიდებოდა ღამურები, ჩინეთის ხელისუფლებამ კი სპეციალურად გააკეთა ისე, რომ საზოგადოებას აქცენტი ამ ბაზრობაზე გადაეტანა და უხანის ლაბორატორიაზე ეჭვი არ გასჩენოდათ. წყაროს ცნობით, ბაზრის დადანაშაულებით ჩინეთმა ვირუსის გავრცელების რეალური მიზეზის დამალვა და ერთგვარად ყურადღების გადატანა სცადა.

Fox News წყაროზე დაყრდნობით იმასაც წერს, რომ ჩინეთმა 100 პროცენტით შეცვალა და დამალა მონაცემები, ასევე გაანადგურა ნიმუშები, ადრეული ცნობები და ანგარიშები ვირუსის შესახებ.

გამოცემის ცნობითვე, ჩინეთში აშშ-ის საელჩოს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ჯერ კიდევ 2018 წლის გასცეს გაფრთხილება იმის შესახებ, რომ უხანის ლაბორატორიაში უსაფრთხოების არასაკმარისი დონე იყო. მათ ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს მსოფლიოს მეცნიერებს. მაშინ საუბარი ეხებოდა ღამურებთან დაკავშირებულ სარისკო კვლევებს.

"ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ ვირუსი ჩინეთში, უხანში გაჩნდა. ვიცით, რომ უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი არის მცირე მანძილით დაშორებული უხანის ცნობილი ბაზრიდან. ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ არის გასარკვევი და აშშ-ის მთავრობა გულმოდგინედ მუშაობს ყველაფრის გამოსარკვევად“, - ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო.

Fox news-ის ცნობით, ჩინეთში იყვნენ ექიმები და ჟურნალისტები, რომლებიც აფრთხილებდნენ საზოგადოებას ვირუსის გავრცელებისა და მისი გადამდები ბუნების შესახებ, თუმცა ეს ადამიანები "გაუჩინარდნენ“. სტატიაში აღნიშნულია, რომ ჩინეთმა სწრაფად შეაჩერა უხანიდან ჩინეთის სხვა ადგილებში, შიდა მიმოსვლა, თუმცა სწრაფადვე არ შეუჩერებია უხანიდან საერთაშორისო ფრენები.

უფრო მეტიც, Fox News წერს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) თავიდანვე თანამონაწილეობდა ამ ყველაფერში და ჩინეთს რეალური ინფორმაციის დაფარვაში ეხმარებოდა.

ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი შტამი COVID-19 ჩინეთის ქალაქ უხანიდან მთელ მსოფლიოში გავრცელდა. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია გამოაცხადა. ამ დროისთვის, გლობალური მასშტაბით, მსოფლიოში 2 084 042 ადამიანი დაინფიცირდა, პაციენტთა შორის 134 669 გარდაიცვალა, ხოლო 515 090 გამოჯანმრთელდა.

უხანში კორონავირუსმა 2019 წლის აგვისტოში იფეთქა? - თანამგზავრიდან მიღებული მონაცემების მიხედვით, ჰარვარდში სკანდალური კვლევა მოამზადეს

ნიგერიაში დააკავეს კაცი, რომელმაც 40 ადამიანი გააუპატიურა - მსხვერპლთა შორის უხუცესი 80 წლის, ხოლო ყველაზე პატარა 10 წლისაა

ენტონი ფაუჩი ჯანმო-ს წინააღმდეგ - "ის, რომ უსიმპტომო პაციენტებისგან COVID-19 იშვიათად ვრცელდება, არასწორია"