მსოფლიო
საზოგადოება
კონფლიქტები

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პაციენტს ვირუსი განმეორებით შემოწმებისას, ე.წ. ოქროს სტანდარტით ტესტირებამ დაუდგინა - ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში პაციენტების მიღება შეჩერდა
პაციენტს ვირუსი განმეორებით შემოწმებისას, ე.წ. ოქროს სტანდარტით ტესტირებამ დაუდგინა - ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში პაციენტების მიღება შეჩერდა

ქარ­თულ-ჰო­ლან­დი­ურ ჰოს­პი­ტალ­ში ხან­დაზ­მულ პა­ცი­ენტს, რო­მე­ლიც კლი­ნი­კა­ში გულ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბით მო­ა­თავ­სეს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უდ­გინ­და.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ქარ­თულ-ჰო­ლან­დი­უ­რი ჰოს­პიტ­ლის სტრა­ტე­გი­ულ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა, ეკა­ტე­რი­ნე სა­ნი­კი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, პა­ცი­ენტს ე.წ. სწრა­ფი ტეს­ტით კო­რო­ნა­ვირუ­სი არ და­უდ­გინ­და, თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც მისი მე­უღ­ლის და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ გახ­და ცნო­ბი­ლი, ის კო­რო­ნა­ვირუს­ზე ხელ­მე­ო­რედ გა­და­ა­მოწ­მეს და პა­სუ­ხი და­დე­ბი­თი აღ­მოჩ­ნდა. ფაქ­ტის გამო, კლი­ნი­კამ პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­ღე­ბა დრო­ე­ბით შე­ა­ჩე­რა.

„პა­ცი­ენ­ტი 6 აპ­რილს შე­მო­ვი­და. გა­მო­ვი­კი­თხეთ, ხომ არ ჰქონ­და კო­რო­ნა­ვირუ­სის რა­ი­მე სიმპტო­მი და „სწრა­ფი ტეს­ტი“ ჩა­ტარ­და. ბოლო 2-3 კვი­რაა, ყვე­ლა სა­ეჭ­ვო შემ­თხვე­ვას ვა­მოწ­მებთ. ამ ქალ­ბა­ტო­ნის მო­ნა­ცე­მე­ბით, მას კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან კონ­ტაქ­ტი არ ჰქონ­და და არც სა­ეჭ­ვო სიმპტო­მე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და. ე.წ. სწრა­ფი ტეს­ტიც უარ­ყო­ფი­თი მო­ვი­და. ამი­ტომ, 6 აპ­რი­ლი­დან მას კვლე­ვე­ბი და მკურ­ნა­ლო­ბა უტარ­დე­ბო­და. მას ძი­რი­თა­დად გუ­ლით გა­მოწ­ვე­უ­ლი პა­თო­ლო­გი­ე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და.

რო­დე­საც ამ ქალ­ბა­ტო­ნის მე­უღ­ლეს COVID 19-ის ინ­ფექ­ცია და­უდ­გინ­და, ბუ­ნებ­რი­ვია, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრმა პრო­ტო­კო­ლის მი­ხედ­ვით იმუ­შა­ვა და კონ­ტაქ­ტე­ბის მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო, პირ­ველ რიგ­ში, მე­უღ­ლი­სა და ოჯა­ხის წევ­რე­ბის. ასე გა­მოვ­ლინ­და ინ­ფი­ცი­რე­ბა. ჩვენც შეგ­ვა­ტყო­ბი­ნეს, რომ მის მე­უღ­ლეს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უდ­გი­ნა, ამი­ტო­მაც კლი­ნი­კა­ში მყო­ფი ქალ­ბა­ტო­ნი უნდა გა­დაგ­ვე­მოწ­მე­ბი­ნა. და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრმა ე.წ. ოქ­როს სტან­დარ­ტით ჩა­ა­ტა­რა ტეს­ტი­რე­ბა, რო­მე­ლიც უფრო მგრძნო­ბი­ა­რე და უფრო სან­დოა. ამ ტეს­ტით დღეს ქალ­ბა­ტონს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უდ­გინ­და“, - აცხა­დებს ეკა­ტე­რი­ნე სა­ნი­კი­ძე.

მისი თქმით, პრო­ტო­კო­ლის მი­ხედ­ვით, ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს კონ­ტაქ­ტე­ბის შე­მოწ­მე­ბა.

„მო­გეხ­სე­ნე­ბათ, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი შე­სა­ბა­მის კლი­ნი­კებ­ში ან ე.წ. ცხე­ლე­ბის ცენ­ტრში თავ­სდე­ბი­ან. ჩვენ დღეს მი­ღე­ბა ჩავ­კე­ტეთ. მჭიდ­როდ ვთა­ნამ­შრომ­ლობთ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრთან და რა რე­კო­მენ­და­ცი­ებ­საც ისი­ნი მოგ­ცე­მენ, შე­სა­ბა­მი­სად ვი­მოქ­მე­დებთ. მედ­პერ­სო­ნა­ლის ინ­ფი­ცი­რე­ბის რა­ი­მე რის­კი არის თუ არა, ამა­ზე პირ­და­პი­რი პა­სუ­ხი დღეს მსოფ­ლი­ო­ში არა­ვის აქვს, მაგ­რამ სა­მე­დი­ცი­ნო ლო­გი­კით, იმ ქმე­დე­ბე­ბი­თა და სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვით, რო­მე­ლიც აქამ­დე კლი­ნი­კა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი პა­ცი­ენ­ტის­გან დას­ნე­ბოვ­ნე­ბუ­ლი არ უნდა იყოს“, - აცხა­დებს კლი­ნი­კის სტრა­ტე­გი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი.

რო­გორც ეკა­ტე­რი­ნე სა­ნი­კი­ძე აღ­ნიშ­ნავს, ინ­ფი­ცი­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნის გამო, კლი­ნი­კამ პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­ღე­ბა დრო­ე­ბით შე­ა­ჩე­რა.

„ჩვენ ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ მი­ღე­ბა დავ­კე­ტეთ და არა კლი­ნი­კა. აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ არის, რომ კლი­ნი­კა მთლი­ა­ნად დავ­ხუ­როთ და ნა­ო­პე­რა­ცი­ე­ბი პა­ცი­ენ­ტე­ბი სად­მე გა­და­ვა­ნა­წი­ლოთ, თუმ­ცა ვი­საც შემ­ხებ­ლო­ბა ჰქონ­და, ყვე­ლა უნდა გა­მო­ვიკ­ვლი­ოთ. დრო­ე­ბი­თი საბ­ჭო შე­იკ­რი­ბა და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის წარ­მო­მად­გენ­ლის რე­კო­მენ­და­ცი­ით ვმოქ­მე­დებთ. რო­გორც კი პა­ცი­ენ­ტის ინ­ფი­ცი­რე­ბის ფაქ­ტი დად­გინ­და, მა­შინ­ვე შედ­გა სი­ე­ბი, ვი­საც შე­იძ­ლე­ბო­და მას­თან 6 აპ­რი­ლი­დან დღემ­დე კონ­ტაქ­ტი ჰქო­ნო­და“,-აცხა­დებს ეკა­ტე­რი­ნე სა­ნი­კი­ძე.

მისი თქმით, კლი­ნი­კა­ში ყოფ­ნი­სას პა­ცი­ენტს პნევ­მო­ნია და ტემ­პე­რა­ტუ­რა არ აღე­ნიშ­ნე­ბო­და, თუმ­ცა მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მე იყო.

„ჩვენ­თან პა­ცი­ენტს პნევ­მო­ნია არ და­ფიქ­სი­რე­ბია. კლი­ნი­კა­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში მას ძა­ლი­ან მა­ღალ დო­ნე­ზე უტარ­დე­ბო­და კვლე­ვა, ჩვე­ნი კლი­ნი­კა ზო­გა­დად, უფრო მე­ტად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია გა­და­უ­დე­ბელ შემ­თხვე­ვებ­სა და რე­ა­ნი­მა­ცი­ულ დახ­მა­რე­ბა­ზე. ამი­ტომ, ეს სა­კი­თხი პრო­ტო­კო­ლის მი­ხედ­ვით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ქალ­ბა­ტო­ნი 80 წლის არის, აღე­ნიშ­ნე­ბა თირკმლი­სა და ღვიძ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა, ფილ­ტვებ­ში შე­შუ­პე­ბა იყო, ასე­ვე უსი­ნათ­ლოა. მას­თან ინ­ფარ­ქტი გა­მო­ი­რი­ცხა და მარ­თვით სუნ­თქვა­ზე გა­და­ვი­და, თუმ­ცა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა. მინ­და გი­თხრათ, რომ ვირუ­სუ­ლი პნევ­მო­ნი­ის ნიშ­ნე­ბი მას ჩვენ­თან ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში არ და­ფიქ­სი­რე­ბია, ასე­ვე ტემ­პე­რა­ტუ­რაც“,-აცხა­დებს ეკა­ტე­რი­ნე სა­ნი­კი­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

პაციენტს ვირუსი განმეორებით შემოწმებისას, ე.წ. ოქროს სტანდარტით ტესტირებამ დაუდგინა - ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში პაციენტების მიღება შეჩერდა

პაციენტს ვირუსი განმეორებით შემოწმებისას, ე.წ. ოქროს სტანდარტით ტესტირებამ დაუდგინა - ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში პაციენტების მიღება შეჩერდა

ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში ხანდაზმულ პაციენტს, რომელიც კლინიკაში გულთან დაკავშირებული პრობლემებით მოათავსეს, მოგვიანებით კორონავირუსი დაუდგინდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტლის სტრატეგიულმა ხელმძღვანელმა, ეკატერინე სანიკიძემ განუცხადა, პაციენტს ე.წ. სწრაფი ტესტით კორონავირუსი არ დაუდგინდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მისი მეუღლის დაინფიცირების შესახებ გახდა ცნობილი, ის კორონავირუსზე ხელმეორედ გადაამოწმეს და პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ფაქტის გამო, კლინიკამ პაციენტების მიღება დროებით შეაჩერა.

„პაციენტი 6 აპრილს შემოვიდა. გამოვიკითხეთ, ხომ არ ჰქონდა კორონავირუსის რაიმე სიმპტომი და „სწრაფი ტესტი“ ჩატარდა. ბოლო 2-3 კვირაა, ყველა საეჭვო შემთხვევას ვამოწმებთ. ამ ქალბატონის მონაცემებით, მას კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტი არ ჰქონდა და არც საეჭვო სიმპტომები აღენიშნებოდა. ე.წ. სწრაფი ტესტიც უარყოფითი მოვიდა. ამიტომ, 6 აპრილიდან მას კვლევები და მკურნალობა უტარდებოდა. მას ძირითადად გულით გამოწვეული პათოლოგიები აღენიშნებოდა.

როდესაც ამ ქალბატონის მეუღლეს COVID 19-ის ინფექცია დაუდგინდა, ბუნებრივია, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა პროტოკოლის მიხედვით იმუშავა და კონტაქტების მოძიება დაიწყო, პირველ რიგში, მეუღლისა და ოჯახის წევრების. ასე გამოვლინდა ინფიცირება. ჩვენც შეგვატყობინეს, რომ მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინა, ამიტომაც კლინიკაში მყოფი ქალბატონი უნდა გადაგვემოწმებინა. დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ე.წ. ოქროს სტანდარტით ჩაატარა ტესტირება, რომელიც უფრო მგრძნობიარე და უფრო სანდოა. ამ ტესტით დღეს ქალბატონს კორონავირუსი დაუდგინდა“, - აცხადებს ეკატერინე სანიკიძე.

მისი თქმით, პროტოკოლის მიხედვით, ინფიცირებული შესაბამის კლინიკაში გადაიყვანეს და ამჟამად მიმდინარეობს კონტაქტების შემოწმება.

„მოგეხსენებათ, კორონავირუსით ინფიცირებულები შესაბამის კლინიკებში ან ე.წ. ცხელების ცენტრში თავსდებიან. ჩვენ დღეს მიღება ჩავკეტეთ. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და რა რეკომენდაციებსაც ისინი მოგცემენ, შესაბამისად ვიმოქმედებთ. მედპერსონალის ინფიცირების რაიმე რისკი არის თუ არა, ამაზე პირდაპირი პასუხი დღეს მსოფლიოში არავის აქვს, მაგრამ სამედიცინო ლოგიკით, იმ ქმედებებითა და სტანდარტების დაცვით, რომელიც აქამდე კლინიკაში მიმდინარეობდა, ვიმედოვნებთ, რომ სამედიცინო პერსონალი აღნიშნული პაციენტისგან დასნებოვნებული არ უნდა იყოს“, - აცხადებს კლინიკის სტრატეგიული დირექტორი.

როგორც ეკატერინე სანიკიძე აღნიშნავს, ინფიცირების გამოვლენის გამო, კლინიკამ პაციენტების მიღება დროებით შეაჩერა.

„ჩვენ ამ ეტაპზე მხოლოდ მიღება დავკეტეთ და არა კლინიკა. აუცილებლობა არ არის, რომ კლინიკა მთლიანად დავხუროთ და ნაოპერაციები პაციენტები სადმე გადავანაწილოთ, თუმცა ვისაც შემხებლობა ჰქონდა, ყველა უნდა გამოვიკვლიოთ. დროებითი საბჭო შეიკრიბა და დაავადებათა კონტროლის წარმომადგენლის რეკომენდაციით ვმოქმედებთ. როგორც კი პაციენტის ინფიცირების ფაქტი დადგინდა, მაშინვე შედგა სიები, ვისაც შეიძლებოდა მასთან 6 აპრილიდან დღემდე კონტაქტი ჰქონოდა“,-აცხადებს ეკატერინე სანიკიძე.

მისი თქმით, კლინიკაში ყოფნისას პაციენტს პნევმონია და ტემპერატურა არ აღენიშნებოდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.

„ჩვენთან პაციენტს პნევმონია არ დაფიქსირებია. კლინიკაში ყოფნის პერიოდში მას ძალიან მაღალ დონეზე უტარდებოდა კვლევა, ჩვენი კლინიკა ზოგადად, უფრო მეტად ორიენტირებულია გადაუდებელ შემთხვევებსა და რეანიმაციულ დახმარებაზე. ამიტომ, ეს საკითხი პროტოკოლის მიხედვით მიმდინარეობს. ქალბატონი 80 წლის არის, აღენიშნება თირკმლისა და ღვიძლის დაზიანება, ფილტვებში შეშუპება იყო, ასევე უსინათლოა. მასთან ინფარქტი გამოირიცხა და მართვით სუნთქვაზე გადავიდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მინდა გითხრათ, რომ ვირუსული პნევმონიის ნიშნები მას ჩვენთან ყოფნის პერიოდში არ დაფიქსირებია, ასევე ტემპერატურაც“,-აცხადებს ეკატერინე სანიკიძე.

საქართველოში Covid-19-თ ინფიცირების 5 ახალი შემთხვევაა

თბილისის მედიცინის ინსტიტუტის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ხაშურში ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა