Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეიდან ზუგდიდის ბაზრის ნაწილი გაიხსნება
დღეიდან ზუგდიდის ბაზრის ნაწილი გაიხსნება

ზუგ­დი­დის ბაზ­რის ნა­წი­ლი დღე­ი­დან, 12 აპ­რი­ლი­დან გა­იხ­სნე­ბა. ამის შე­სა­ხებ ზუგ­დი­დის მერ­მა გი­ორ­გი შენ­გე­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბაზ­რის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დე­ზინ­ფექ­ცია ჩა­ტარ­და. ამას­თა­ნა­ვე, ქა­ლა­ქის მერ­მა გან­მარ­ტა, რომ პრო­დუქ­ტის რე­ა­ლი­ზე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ცუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან.

„რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, კვი­რის და­სა­წყის­ში, ზუგ­დი­დის ცენ­ტრა­ლუ­რი ბა­ზა­რი და­ი­ხუ­რა იქ არ­სე­ბუ­ლი ცუდი ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის და­უც­ვე­ლო­ბის გამო. შე­სა­ბა­მი­სად, ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო, მე­რი­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხურ­თან და ბაზ­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან ერ­თად აქ­ტი­უ­რად ვი­ყა­ვით ჩარ­თუ­ლი, რათა მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი­ყო ბა­ზარ­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია.

დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით ძი­რი­თა­დი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რაც იქნა გა­ცე­მუ­ლი ბაზ­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­თვის, შეს­რუ­ლე­ბუ­ლია და ცენ­ტრა­ლუ­რი სუ­პერ­მარ­კე­ტის ნა­წი­ლი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას გა­ნა­ახ­ლებს. სა­უ­ბა­რია მთა­ვარ შე­ნო­ბა­ზე და იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც ხდე­ბო­და ხილ-ბოსტნე­უ­ლის რე­ა­ლი­ზე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რია და­მუ­შავ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი ხსნა­რით, ასე­ვე სის­ტე­მა­ტუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, და­მონ­ტაჟ­და სხვა­დას­ხვა, დე­ზინ­ფექ­ცი­ის­თვის სა­ჭი­რო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, მო­ე­წყო დე­ზო­ბა­რი­ე­რე­ბი. პერ­სო­ნა­ლი, ვინც უშუ­ა­ლოდ პრო­დუქ­ტის რე­ა­ლი­ზე­ბა­შია ჩარ­თუ­ლი, იქ­ნე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ცუ­ლი. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ბაზ­რის ტე­რი­ტო­რი­ზე შე­ზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით შევ­ლენ. ბა­ზარ­ში შევა მხო­ლოდ ის რა­ო­დე­ნო­ბა მომ­ხმა­რებ­ლე­ბის, რა რა­ო­დე­ნო­ბი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა დის­ტან­ცი­რე­ბის დაც­ვა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა. სხვა მომ­ხმა­რებ­ლებს მოც­და ბაზ­რის მიღ­მა შე­ეძ­ლე­ბათ, რა თქმა უნდა, იქაც შე­სა­ბა­მი­სი დის­ტან­ცი­ის დაც­ვით.

ბაზ­რის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა მკაც­რად გა­კონ­ტროლ­დე­ბა ჩვე­ნი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბი­სა და სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ. ნე­ბის­მი­ე­რი დარ­ღვე­ვის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ მზად ვართ ისევ გა­ვა­ტა­როთ მკაც­რი ზო­მე­ბი და მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ვიც­ვათ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა, რაც ამ ეტაპ­ზე თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია“, - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი შენ­გე­ლი­ამ.

ავტორი:

დღეიდან ზუგდიდის ბაზრის ნაწილი გაიხსნება

დღეიდან ზუგდიდის ბაზრის ნაწილი გაიხსნება

ზუგდიდის ბაზრის ნაწილი დღეიდან, 12 აპრილიდან გაიხსნება. ამის შესახებ ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ბაზრის მთელ ტერიტორიაზე დეზინფექცია ჩატარდა. ამასთანავე, ქალაქის მერმა განმარტა, რომ პროდუქტის რეალიზებაში ჩართული ადამიანები მაქსიმალურად დაცულები იქნებიან.

„როგორც მოგეხსენებათ, კვირის დასაწყისში, ზუგდიდის ცენტრალური ბაზარი დაიხურა იქ არსებული ცუდი ჰიგიენური ნორმების და რეკომენდაციების დაუცველობის გამო. შესაბამისად, ერთი კვირის განმავლობაში სურსათის ეროვნული სააგენტო, მერიის ზედამხედველობის სამსახურთან და ბაზრის ადმინისტრაციასთან ერთად აქტიურად ვიყავით ჩართული, რათა მოწესრიგებულიყო ბაზარში არსებული სიტუაცია.

დღეის მდგომარეობით ძირითადი რეკომენდაციები, რაც იქნა გაცემული ბაზრის ადმინისტრაციისთვის, შესრულებულია და ცენტრალური სუპერმარკეტის ნაწილი ფუნქციონირებას განაახლებს. საუბარია მთავარ შენობაზე და იმ ტერიტორიაზე, სადაც ხდებოდა ხილ-ბოსტნეულის რეალიზება. აღნიშნული ტერიტორია დამუშავდა სპეციალური ხსნარით, ასევე სისტემატურად მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები, დამონტაჟდა სხვადასხვა, დეზინფექციისთვის საჭირო საშუალებები, მოეწყო დეზობარიერები. პერსონალი, ვინც უშუალოდ პროდუქტის რეალიზებაშია ჩართული, იქნება მაქსიმალურად დაცული. მოქალაქეები ბაზრის ტერიტორიზე შეზღუდული რაოდენობით შევლენ. ბაზარში შევა მხოლოდ ის რაოდენობა მომხმარებლების, რა რაოდენობითაც შესაძლებელი იქნება დისტანცირების დაცვა და რეკომენდაციების გათვალისწინება. სხვა მომხმარებლებს მოცდა ბაზრის მიღმა შეეძლებათ, რა თქმა უნდა, იქაც შესაბამისი დისტანციის დაცვით.

ბაზრის ფუნქციონირება მკაცრად გაკონტროლდება ჩვენი ზედამხედველობისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ. ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ ისევ გავატაროთ მკაცრი ზომები და მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, რაც ამ ეტაპზე თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

წირვა აუცილებლად ჩატარდება... იმედია, ხალხი დაესწრება, აბა, რისთვის ტარდება?! - მეუფე ნიკოლოზი

რესპუბლიკურში Covid-19-ით ინფიცირებულ 3 პაციენტს პნევმონია აქვს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და საყურადღებო

"წელს განგებამ სხვანაირად გამოგვიწერა" - როდის ჩამოიტანენ წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში