სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მის ინგლისმა“ გვირგვინი მოიხსნა და კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობს
"მის ინგლისმა“ გვირგვინი მოიხსნა და კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობს

ბაშა მუკ­ჰერ­ჯი 2019 წლის "მის ინ­გლი­სის“ ტი­ტუ­ლის მფლო­ბე­ლია. გო­გო­ნა ამ წო­დე­ბის სხვა მფლო­ბელ­თა მსგავ­სად, საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, თუმ­ცა კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო, ის ბრი­ტა­ნეთ­ში დაბ­რუნ­და და ახლა COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებს მკურ­ნა­ლობს.

ბაშა პრო­ფე­სი­ით ექი­მია და სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბამ­დე ექთ­ნად მუ­შა­ობ­და.

"მის ინ­გლი­სის“ ტი­ტუ­ლის მი­ღე­ბის შემ­დეგ, მან თა­ვი­სი ქვე­ყა­ნა "მის მსოფ­ლი­ოს“ კონ­კურ­სზე წა­რად­გინ­და, რის შემ­დე­გაც სხვა­დას­ხვა საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა კე­თი­ლი ნე­ბის ელ­ჩად მუ­შა­ო­ბა შეს­თა­ვა­ზეს. გო­გო­ნა აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო ამ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

"მი­მიწ­ვი­ეს აფ­რი­კა­ში, თურ­ქეთ­ში, ინ­დო­ეთ­ში, პა­კის­ტან­ში და სხვა აზი­ურ ქვეყ­ნებ­ში საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბის მიზ­ნით“, - უთხრა მან CNN-ს.

24 წლის ბაშა მარ­ტში ინ­დო­ეთ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც ერთ-ერთი საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კე­თი­ლი ნე­ბის ელ­ჩად იყო მივ­ლე­ნი­ლი. ორ­გა­ნი­ზა­ცია ფი­ნან­სუ­რად და­ეხ­მა­რა უსახ­ლკა­როდ დარ­ჩე­ნილ გო­გო­ნებს, ასე­ვე რამ­დე­ნი­მე სკო­ლას სას­კო­ლო ინ­ვენ­ტა­რი შე­უ­ძი­ნეს.

რო­დე­საც კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო ინ­გლის­ში ვი­თა­რე­ბა გარ­თულ­და, გო­გო­ნა სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და და იმ კლი­ნი­კა­ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, სა­დაც ადრე ექთა­ნი იყო. ბაშა ესა­უბ­რა კლი­ნი­კის მე­ნე­ჯე­რებს და სთხო­ვა მათ, რომ სამ­სა­ხურ­ში დაბ­რუ­ნე­ბის ნება მი­ე­ცათ.

"სა­ში­ნე­ლი გან­ცდაა, უბ­რა­ლოდ ატა­რებ­დე სი­ლა­მა­ზის დე­დოფ­ლის გვირ­გვინს, მა­შინ, როცა მსოფ­ლი­ო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა და ექი­მე­ბი ამ­დენს შრო­მო­ბენ.

მე სახ­ლში მსურ­და დაბ­რუ­ნე­ბა, მინ­დო­და აქ ჩა­მოს­ვლა და ჩემს ძველ სამ­სა­ხურ­ში წას­ვლა. ვფიქ­რობ­დი, რის­თვის მი­ვი­ღე გა­ნათ­ლე­ბა და რო­დის იქ­ნე­ბა უკე­თე­სი დრო, რომ მეც მე­დი­ცი­ნის სექ­ტო­რის ნა­წი­ლი გავ­ხდე. ვიცი, შე­მიძ­ლია მათ და­ვეხ­მა­რო.

არ არ­სე­ბობს უკე­თე­სი დრო და­ვეხ­მა­რო ინ­გლისს - ახლა ეს ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა“, - ამ­ბობს ბაშა მუკ­ჰერ­ჯი.

ინ­დო­ე­თი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ გო­გო­ნა 14 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კა­რან­ტინ­ში იყო, ახლა ის Pilgrim-ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მუ­შა­ობს.

ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით 55 242 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, მათ შო­რის, 6 159 გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ 135 გა­მო­ჯან­მრთელ­და.

ალეკო
4

გვირგვინი მოიხსნა,თუ კორონა? )))

ავტორი:

"მის ინგლისმა“ გვირგვინი მოიხსნა და კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობს

"მის ინგლისმა“ გვირგვინი მოიხსნა და კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობს

ბაშა მუკჰერჯი 2019 წლის "მის ინგლისის“ ტიტულის მფლობელია. გოგონა ამ წოდების სხვა მფლობელთა მსგავსად, საქველმოქმედო საქმიანობით იყო დაკავებული, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, ის ბრიტანეთში დაბრუნდა და ახლა COVID-19-ით ინფიცირებულებს მკურნალობს.

ბაშა პროფესიით ექიმია და სილამაზის კონკურსში მონაწილეობის მიღებამდე ექთნად მუშაობდა.

"მის ინგლისის“ ტიტულის მიღების შემდეგ, მან თავისი ქვეყანა "მის მსოფლიოს“ კონკურსზე წარადგინდა, რის შემდეგაც სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებმა კეთილი ნების ელჩად მუშაობა შესთავაზეს. გოგონა აქტიურად ჩაერთო ამ საქმიანობაში.

"მიმიწვიეს აფრიკაში, თურქეთში, ინდოეთში, პაკისტანში და სხვა აზიურ ქვეყნებში საქველმოქმედო საქმიანობის მიზნით“, - უთხრა მან CNN-ს.

24 წლის ბაშა მარტში ინდოეთში იმყოფებოდა, სადაც ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის კეთილი ნების ელჩად იყო მივლენილი. ორგანიზაცია ფინანსურად დაეხმარა უსახლკაროდ დარჩენილ გოგონებს, ასევე რამდენიმე სკოლას სასკოლო ინვენტარი შეუძინეს.

როდესაც კორონავირუსის გამო ინგლისში ვითარება გართულდა, გოგონა სამშობლოში დაბრუნდა და იმ კლინიკაში დაიწყო მუშაობა, სადაც ადრე ექთანი იყო. ბაშა ესაუბრა კლინიკის მენეჯერებს და სთხოვა მათ, რომ სამსახურში დაბრუნების ნება მიეცათ.

"საშინელი განცდაა, უბრალოდ ატარებდე სილამაზის დედოფლის გვირგვინს, მაშინ, როცა მსოფლიოში კორონავირუსით ამდენი ადამიანი იღუპება და ექიმები ამდენს შრომობენ.

მე სახლში მსურდა დაბრუნება, მინდოდა აქ ჩამოსვლა და ჩემს ძველ სამსახურში წასვლა. ვფიქრობდი, რისთვის მივიღე განათლება და როდის იქნება უკეთესი დრო, რომ მეც მედიცინის სექტორის ნაწილი გავხდე. ვიცი, შემიძლია მათ დავეხმარო.

არ არსებობს უკეთესი დრო დავეხმარო ინგლისს - ახლა ეს ყველაზე მეტად სჭირდება“, - ამბობს ბაშა მუკჰერჯი.

ინდოეთიდან დაბრუნების შემდეგ გოგონა 14 დღის განმავლობაში კარანტინში იყო, ახლა ის Pilgrim-ის საავადმყოფოში მუშაობს.

ბოლო ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 55 242 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის, 6 159 გარდაიცვალა, ხოლო ჯერჯერობით მხოლოდ 135 გამოჯანმრთელდა.

"რემდესივირი" კორონავირუსიანი პაციენტის უფრო სწრაფ გამოჯანმრთელებას უწყობს ხელს - რა აჩვენა წამალზე ჩატარებულმა კვლევამ

უკრაინაში კორონავირუსით მღვდელი გარდაიცვალა, რომელიც წირვა-ლოცვას ფარულად ატარებდა

"იუვენტუსის" ფეხბურთელს, პაოლო დიბალას კორონავირუსი 6 კვირაში 4-ჯერ დაუდასტურდა