მსოფლიო
პოლიტიკა
სპორტი

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი 14 წლის მოზარდს დაუდასტურდა - "ეს ოჯახს უკავშირდება"
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი 14 წლის მოზარდს დაუდასტურდა - "ეს ოჯახს უკავშირდება"

თბი­ლი­სის ზღვის ჰოს­პი­ტა­ლის კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ცი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის, მა­რე­ხი ბე­ქა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სი 14 წლის ბავ­შვს და­უდ­გინ­და, რომ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მი­საა. რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მო­ზარდს თსუ-ს თბი­ლი­სის პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნენ.

ამას­თან, ბე­ქა­ი­ას გან­მარ­ტე­ბით, კვლე­ვა მათ თა­ნამ­შრომ­ლებ­საც ჩა­უ­ტარ­დათ, თუმ­ცა პა­სუ­ხი უარ­ყო­ფი­თია.

„გუ­შინ 25 კვლე­ვა ჩა­ტარ­და და ერთი და­დე­ბი­თი პა­სუ­ხია მი­ღე­ბუ­ლი, 24 უარ­ყო­ფი­თი. კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი თბი­ლი­სის პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში გა­და­ვა, და­ნარ­ჩე­ნი პრო­ფი­ლუ­რი კლი­ნი­კე­ბის მი­ხედ­ვით გა­და­ნა­წილ­დე­ბი­ან.

კვლე­ვა ჩვენს თა­ნამ­შრომ­ლებ­ზეც ჩა­ტარ­და, რომ­ლე­ბიც, მო­გეხ­სე­ნე­ბათ 14-დღი­ა­ნი გრა­ფი­კით მუ­შა­ო­ბენ. მათ­თან ყვე­ლას­თან უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხია მი­ღე­ბუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბულს, ეს ოჯახს უკავ­შირ­დე­ბა. მისი ოჯა­ხის ორი წევ­რი გუ­შინ უკვე პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში და­დე­ბი­თი პა­სუ­ხით გა­და­იყ­ვა­ნეს. ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 14 წლის ბავ­შვია. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მი­საა, სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა, თუმ­ცა პნევ­მო­ნია ვე­რი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი არ არის“, - გა­ნა­ცხა­და ბე­ქა­ი­ამ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა 208-მდე გა­ი­ზარ­და. მათ შო­რის 46 გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია, ხოლო 3 გარ­და­იც­ვა­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი 14 წლის მოზარდს დაუდასტურდა - "ეს ოჯახს უკავშირდება"

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი 14 წლის მოზარდს დაუდასტურდა - "ეს ოჯახს უკავშირდება"

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხი ბექაიას განცხადებით, კორონავირუსი 14 წლის ბავშვს დაუდგინდა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მოზარდს თსუ-ს თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანენ.

ამასთან, ბექაიას განმარტებით, კვლევა მათ თანამშრომლებსაც ჩაუტარდათ, თუმცა პასუხი უარყოფითია.

„გუშინ 25 კვლევა ჩატარდა და ერთი დადებითი პასუხია მიღებული, 24 უარყოფითი. კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადავა, დანარჩენი პროფილური კლინიკების მიხედვით გადანაწილდებიან.

კვლევა ჩვენს თანამშრომლებზეც ჩატარდა, რომლებიც, მოგეხსენებათ 14-დღიანი გრაფიკით მუშაობენ. მათთან ყველასთან უარყოფითი პასუხია მიღებული.

რაც შეეხება ინფიცირებულს, ეს ოჯახს უკავშირდება. მისი ოჯახის ორი წევრი გუშინ უკვე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დადებითი პასუხით გადაიყვანეს. ინფიცირებული 14 წლის ბავშვია. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, სუნთქვის გაძნელება აღენიშნება, თუმცა პნევმონია ვერიფიცირებული არ არის“, - განაცხადა ბექაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 208-მდე გაიზარდა. მათ შორის 46 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა.

კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა ეროვნულ ბანკს უკავშირდება - მარინა ეზუგბაია პაციენტების მდგომარეობაზე

LIVE "ნიუსრუმიდან" - გიორგი ფხაკაძე; არსენ გვენეტაძე

როგორ ვიკვებოთ სწორად იზოლაციაში, რომ არ გავსუქდეთ - აუცილებელი პროდუქტების სია და ლაშა უჩავას რეკომენდაციები