პოლიტიკა
კონფლიქტები

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამხედრო
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დამნაშავე ვარ, მაგრამ რასაც წერენ, ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება" - რას ყვება ინფიცირებული სპორტსმენი, რომლის გამოც, ათობით ადამიანი კარანტინში მოხვდა
"დამნაშავე ვარ, მაგრამ რასაც წერენ, ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება" - რას ყვება ინფიცირებული სპორტსმენი, რომლის გამოც, ათობით ადამიანი კარანტინში მოხვდა

სპორ­ტსმე­ნი, რო­მელ­საც რამ­დე­ნი­მე დღის წინ ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და, გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. მკლავ­ჭი­დე­ლი გი­ორ­გი ღვინ­ჯი­ლია ახა­ლი ამ­ბე­ბის სა­ა­გენ­ტო "ლა­ივპ­რესს" თა­ვად და­უ­კავ­შირ­და და გან­ცხა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბა სთხო­ვა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე Tsalenjikha • წა­ლენ­ჯი­ხა სპორ­ტსმე­ნის ვი­დე­ო­მი­მარ­თვაც გავ­რცელ­და:

გთა­ვა­ზობთ გი­ორ­გი ღვინ­ჯი­ლი­ას გან­ცხა­დე­ბას:

"მო­გე­სალ­მე­ბით, მე ვარ ის სპორ­ტსმე­ნი, სა­მეგ­რე­ლო­ში რომ ვი­ყა­ვი. პირ­ველ რიგ­ში დიდი ბო­დი­ში მინ­და მო­ვუ­ხა­დო ყვე­ლა იმ ხალ­ხს, ვინც ჩემს გამო კა­რან­ტინ­შია და ნერ­ვი­უ­ლო­ბენ. ვლო­ცუ­ლობ ყო­ველ­დღე, რომ მათ არა­ფე­რი და­უდ­გინ­დეთ. ვიცი, დამ­ნა­შა­ვე ვარ და ჩემს საქ­ცი­ელს არა­ნა­ი­რი გა­მარ­თლე­ბა არ აქვს და მე ყვე­ლა­ნა­ი­რი სას­ჯე­ლის ღირ­სი ვარ, მაგ­რამ რა­საც წე­რენ და გად­მო­ცე­მენ, ყვე­ლა­ფე­რი სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

28-29 მარტს გავ­ჩერ­დი ჩემი მე­გობ­რის ოჯახ­ში, წა­ლენ­ჯი­ხის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ ლი­ა­ში, ვის­თა­ნაც 20 მარტს მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტი მქონ­და თბი­ლის­ში. ვი­ყა­ვი ზუგ­დიდ­ში ერთ ოჯახ­ში 1 სა­ა­თით და ვი­ყა­ვი წა­ლენ­ჯი­ხის რა­ი­ო­ნის კი­დევ ერთ სო­ფელ­ში საფ­ლავ­ზე, სა­დაც ჩემს და­ნახ­ვა­ზე მე­ზო­ბელ­მა შე­მი­პა­ტი­ჟა სახ­ლში.

სა­ერ­თო ჯამ­ში კონ­ტაქ­ტი მქონ­და 16 ადა­მი­ან­თან. აქე­დან მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტი 4 ადა­მი­ან­თან. ვი­ცავ­დი მაქ­სი­მა­ლუ­რად დის­ტან­ცი­ას და ვე­რი­დე­ბო­დი ახლო კონ­ტაქტს ყვე­ლას­თან. არ ვყო­ფილ­ვარ ჩხო­რო­წყუს რა­ი­ონ­ში გავ­ლი­თაც. არ ვარ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე და სა­ერ­თოდ, ცხოვ­რე­ბა­ში ნამ­ყო­ფი არ ვარ იქ. არ გად­მოვ­სულ­ვარ აფხა­ზე­თი­დან. არ მაქვს მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რია.

ვერც წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. არ გა­მაჩ­ნდა არა­ნა­ი­რი სიმპტო­მი სა­ერ­თოდ. თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლის მე­ო­რე დღეს, 31 მარტს მე­გო­ბარ­მა და­მი­რე­კა, რო­მელ­თა­ნაც კავ­ში­რი მქონ­და 16 მარტს და მი­თხრა, რომ იმ­ყო­ფე­ბა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და ელო­დე­ბა ტეს­ტის პა­სუხს. პირ­ველ აპ­რილს და­უდ­გინ­და კო­რო­ნა­ვირუ­სი. მე ეგ­რე­ვე დავ­რე­კე კონ­ტაქ­ტებ­თან და ისი­ნი მო­ექ­ცნენ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში. 3 აპ­რილს მეც და­მიდ­გინ­და COVID-19...

ვე­სა­უბ­რე ყვე­ლა შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნოს კონ­ტაქ­ტე­ბის დად­გე­ნა­ზე. აღ­ვნიშ­ნა სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის ორ­გა­ნო­ე­ბის კარგ მუ­შა­ო­ბას. თით­ქმის 1 სა­ათ­ში ყვე­ლა კონ­ტაქ­ტი დად­გე­ნი­ლი იყო და ამ­ზა­დებ­დნენ კა­რან­ტინ­ში გა­და­საყ­ვა­ნად. 4 პირი, ვის­თა­ნაც ყვე­ლა­ზე ახლო კონ­ტაქ­ტი მქონ­და, შე­ა­მოწ­მეს COVID-19-ზე, არ­ცერ­თს არ და­უ­დას­ტურ­და.

დღეს მე­ა­თე დღეა კონ­ტაქ­ტი­დან და არ­ცერთ კა­რან­ტინ­ში მყოფ პირს არ აღე­ნიშ­ნე­ბა სიმპტო­მე­ბი. ცუდი ფაქ­ტი ის არის, რომ ყვე­ლა კონ­ტაქ­ტის პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცია გა­სა­ჯა­როვ­და. ყვე­ლას სა­ხე­ლი გვა­რი, მა­მის სა­ხე­ლი და მი­სა­მარ­თე­ბი და­ი­დო ინ­ტერ­ნეტ­ში პოს­ტის სა­ხით. ათა­სო­ბით ხალ­ხმა ნახა და ანა­თე­მას გა­დას­ცა ისი­ნი. მე ჩემს თავს არ ვდარ­დობ, იმ ხალ­ხს რას ერ­ჩოდ­ნენ, ვინც ისე­დაც მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია?

ღმერ­თმა და­გი­ფა­როთ, მაგ­რამ ხვალ შე­იძ­ლე­ბა თქვენ აღ­მოჩ­ნდეთ მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. ყვე­ლას მო­ვუ­წო­დებ ჩემს მწა­რე მა­გა­ლით­ზე, დარ­ჩით სახ­ლში. იყა­ვით ფრთხი­ლად. მო­ე­რი­დეთ ყვე­ლა­ნა­ირ კონ­ტაქტს. არა­ვინ არ ვართ და­ზღვე­უ­ლე­ბი.

შე­იძ­ლე­ბა სიმპტო­მე­ბი არ გქონ­დეს და ვი­ყოთ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, რო­გორც ჩემ შემ­თხვე­ვა­ში. უღ­რმე­სი მად­ლო­ბა მედ პერ­სო­ნალს და ყვე­ლა იმ უწყე­ბას, ვინც ჩვენს კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე ზრუ­ნავს... გვფა­რავ­დეთ უფა­ლი", - აცხა­დებს სპორ­ტსმე­ნი წა­ი­კი­თხეთ ვრცლად livepress.ge-ზე

მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ავთანდილი
2

16 მარტი,3 აპრილი,ანუ 14 დღე კარანტინი არასაკმარისია...

ქეთი
3

წუხილი გვიანია, დარჩი სახლში ნიშნავს სახლში დარჩენას!!!!

ავტორი:

"დამნაშავე ვარ, მაგრამ რასაც წერენ, ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება" - რას ყვება ინფიცირებული სპორტსმენი, რომლის გამოც, ათობით ადამიანი კარანტინში მოხვდა

"დამნაშავე ვარ, მაგრამ რასაც წერენ, ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება" - რას ყვება ინფიცირებული სპორტსმენი, რომლის გამოც, ათობით ადამიანი კარანტინში მოხვდა

სპორტსმენი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, განცხადებას ავრცელებს. მკლავჭიდელი გიორგი ღვინჯილია ახალი ამბების სააგენტო "ლაივპრესს" თავად დაუკავშირდა და განცხადების გავრცელება სთხოვა.

მოგვიანებით, "ფეისბუქის" გვერდზე Tsalenjikha • წალენჯიხა სპორტსმენის ვიდეომიმართვაც გავრცელდა:

გთავაზობთ გიორგი ღვინჯილიას განცხადებას:

"მოგესალმებით, მე ვარ ის სპორტსმენი, სამეგრელოში რომ ვიყავი. პირველ რიგში დიდი ბოდიში მინდა მოვუხადო ყველა იმ ხალხს, ვინც ჩემს გამო კარანტინშია და ნერვიულობენ. ვლოცულობ ყოველდღე, რომ მათ არაფერი დაუდგინდეთ. ვიცი, დამნაშავე ვარ და ჩემს საქციელს არანაირი გამართლება არ აქვს და მე ყველანაირი სასჯელის ღირსი ვარ, მაგრამ რასაც წერენ და გადმოცემენ, ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება.

28-29 მარტს გავჩერდი ჩემი მეგობრის ოჯახში, წალენჯიხის რაიონში, სოფელ ლიაში, ვისთანაც 20 მარტს მჭიდრო კონტაქტი მქონდა თბილისში. ვიყავი ზუგდიდში ერთ ოჯახში 1 საათით და ვიყავი წალენჯიხის რაიონის კიდევ ერთ სოფელში საფლავზე, სადაც ჩემს დანახვაზე მეზობელმა შემიპატიჟა სახლში.

საერთო ჯამში კონტაქტი მქონდა 16 ადამიანთან. აქედან მჭიდრო კონტაქტი 4 ადამიანთან. ვიცავდი მაქსიმალურად დისტანციას და ვერიდებოდი ახლო კონტაქტს ყველასთან. არ ვყოფილვარ ჩხოროწყუს რაიონში გავლითაც. არ ვარ რუსეთის მოქალაქე და საერთოდ, ცხოვრებაში ნამყოფი არ ვარ იქ. არ გადმოვსულვარ აფხაზეთიდან. არ მაქვს მოგზაურობის ისტორია.

ვერც წარმომედგინა, რომ ინფიცირებული ვიყავი. არ გამაჩნდა არანაირი სიმპტომი საერთოდ. თბილისში ჩამოსვლის მეორე დღეს, 31 მარტს მეგობარმა დამირეკა, რომელთანაც კავშირი მქონდა 16 მარტს და მითხრა, რომ იმყოფება საავადმყოფოში და ელოდება ტესტის პასუხს. პირველ აპრილს დაუდგინდა კორონავირუსი. მე ეგრევე დავრეკე კონტაქტებთან და ისინი მოექცნენ თვითიზოლაციაში. 3 აპრილს მეც დამიდგინდა COVID-19...

ვესაუბრე ყველა შესაბამის ორგანოს კონტაქტების დადგენაზე. აღვნიშნა სამეგრელო-ზემო სვანეთის ორგანოების კარგ მუშაობას. თითქმის 1 საათში ყველა კონტაქტი დადგენილი იყო და ამზადებდნენ კარანტინში გადასაყვანად. 4 პირი, ვისთანაც ყველაზე ახლო კონტაქტი მქონდა, შეამოწმეს COVID-19-ზე, არცერთს არ დაუდასტურდა.

დღეს მეათე დღეა კონტაქტიდან და არცერთ კარანტინში მყოფ პირს არ აღენიშნება სიმპტომები. ცუდი ფაქტი ის არის, რომ ყველა კონტაქტის პირადი ინფორმაცია გასაჯაროვდა. ყველას სახელი გვარი, მამის სახელი და მისამართები დაიდო ინტერნეტში პოსტის სახით. ათასობით ხალხმა ნახა და ანათემას გადასცა ისინი. მე ჩემს თავს არ ვდარდობ, იმ ხალხს რას ერჩოდნენ, ვინც ისედაც მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია?

ღმერთმა დაგიფაროთ, მაგრამ ხვალ შეიძლება თქვენ აღმოჩნდეთ მსგავს სიტუაციაში. ყველას მოვუწოდებ ჩემს მწარე მაგალითზე, დარჩით სახლში. იყავით ფრთხილად. მოერიდეთ ყველანაირ კონტაქტს. არავინ არ ვართ დაზღვეულები.

შეიძლება სიმპტომები არ გქონდეს და ვიყოთ ინფიცირებული, როგორც ჩემ შემთხვევაში. უღრმესი მადლობა მედ პერსონალს და ყველა იმ უწყებას, ვინც ჩვენს კეთილდღეობაზე ზრუნავს... გვფარავდეთ უფალი", - აცხადებს სპორტსმენი წაიკითხეთ ვრცლად livepress.ge-ზე

თბილისის 200-მდე ქუჩას 24 საათის განმავლობაში წყალმომარაგება არ ექნება

"დიდი საქმე გააკეთა ნოდარმა... ჩვენი გზები გაიყარა" - გვარამიას და მელაძის პირველი კომენტარები "მთავარსა" და "ტვ პირველში" მომხდარ ცვლილებებზე

5 მაისიდან სამშენებლო და ავტოსარემონტო კომპანიები მუშაობას განაახლებენ