სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზურგს მაინც ვერ ვაქცევ, ყოველდღე ძველებურად ვუვლი" - საოკუპაციო ხაზთან მდებარე "ტიტების სოფლის" 35 წლიანი ისტორია და ჭკნობისთვის განწირული მოსავალი
"ზურგს მაინც ვერ ვაქცევ, ყოველდღე ძველებურად ვუვლი" - საოკუპაციო ხაზთან მდებარე "ტიტების სოფლის" 35 წლიანი ისტორია და ჭკნობისთვის განწირული მოსავალი

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის სი­ახ­ლო­ვეს მდე­ბა­რე სო­ფე­ლი ბრე­ძა რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წე­ლია ტი­ტე­ბი­თაა გან­თქმუ­ლი. ადრე თუ აქ მხო­ლოდ წი­თე­ლი ტი­ტე­ბის სათ­ბუ­რებს შეხ­ვდე­ბო­დით, ახლა ბრე­ძე­ლებს, ჰო­ლან­დი­ა­ში შე­ძე­ნი­ლი თეს­ლით, 15-მდე ჯი­შის და ფე­რის ტი­ტე­ბი მოჰ­ყავთ.

ქა­რე­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, მთა­გო­რი­ან ად­გილ­ზე მდე­ბა­რე სო­ფელ­ში, მეყ­ვა­ვი­ლე­ო­ბის ის­ტო­რია 35 წლის წინ და­წყე­ბუ­ლა და მას შემ­დეგ, მა­მე­ბის საქ­მე შვი­ლებს გა­უგ­რძე­ლე­ბი­ათ. ამ­ჟა­მად, ბრე­ძა­ში სა­სათ­ბუ­რე მე­ურ­ნე­ო­ბა­ში მეყ­ვა­ვი­ლე­ო­ბას 35-მდე ოჯა­ხი მის­დევს.

აქ ყვე­ლას ტი­ტე­ბი მოჰ­ყავს, თუმ­ცა ზოგი მარ­ტის და­სა­წყის­ში იღებს ნა­ად­რევ მო­სა­ვალს და შე­სა­ბა­მი­სად, რე­ა­ლი­ზა­ცი­აც 3 და 8 მარ­ტის დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე ხდე­ბა, უმ­რავ­ლე­სო­ბა კი, ნაგ­ვი­ა­ნევ მო­სა­ვალს ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას და სწო­რედ ახლა, მარ­ტის ბო­ლო­დან გეგ­მავ­დნენ ყვა­ვი­ლის გა­ყიდ­ვას, თუმ­ცა კო­რო­ნა­ვირუს­მა და მსოფ­ლიო პან­დე­მი­ამ გამ­ყოფ ხაზ­თან მცხოვ­რე­ბი მეყ­ვა­ვი­ლე ბრე­ძე­ლე­ბიც და­ა­ზა­რა­ლა - ათამ­დე ოჯა­ხის სა­სათ­ბუ­რე მე­ურ­ნე­ო­ბებ­ში ათა­სო­ბით ტიტა ჭკნე­ბა.

ალი­კა მე­ყან­წიშ­ვი­ლის­თვის ტი­ტე­ბის მე­ურ­ნე­ო­ბა სა­ო­ჯა­ხო ტრა­დი­ცია და ამავდრო­უ­ლად, ოჯა­ხის შე­მო­სავ­ლის ძი­რი­თა­დი წყა­როა. მის სა­სათ­ბუ­რე მე­ურ­ნე­ო­ბა­ში ჰო­ლან­დი­უ­რი ტი­ტე­ბის თით­ქმის ყვე­ლა სა­ხე­ო­ბას შეხ­ვდე­ბით. იცის, რომ რე­ა­ლი­ზა­ცი­ას ვე­ღარ შეძ­ლებს, ბუ­ნებ­რი­ვია, ისიც გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი აქვს, რომ რამ­დე­ნი­მე დღე­ში, მთე­ლი წლის ნა­ფე­რე­ბი ფე­რა­დი მო­სა­ვა­ლი ჭკნო­ბას და­ი­წყებს. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ზურგს მა­ინც ვერ აქ­ცევს და ყო­ველ­დღე ძვე­ლე­ბუ­რად უვ­ლის.

"ზა­რა­ლი ძა­ლი­ან დი­დია, ამ სათ­ბურ­ში 20 000-მდე ტი­ტაა, დიდი შრო­მაა ჩა­დე­ბუ­ლი, თით­ქმის ყვე­ლა, ვი­საც სათ­ბუ­რი გვაქვს, კრე­დი­ტით ვსარ­გებ­ლობთ. რე­ა­ლი­ზა­ცია სწო­რედ ახლა უნდა დაგ­ვე­წყო, თუმ­ცა, კო­რო­ნა­ვირუს­მა ყვე­ლა­ფე­რი შეც­ვა­ლა. ბუ­ნებ­რი­ვია, კა­ნონს ვე­მორ­ჩი­ლე­ბით, რე­ა­ლი­ზა­ცი­ას ვე­ღარ ვახ­დენთ, მაგ­რამ რას ვი­ზამთ, მხო­ლოდ ჩვე­ნი პრობ­ლე­მა ხომ არ არის, მთე­ლი მსოფ­ლიო და­ზა­რალ­და. მთა­ვა­რია, გა­დარ­ჩეს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნაც და სხვა­გა­ნაც მეტი აღარ იყოს მსხვერ­პლი“, - ამ­ბობს ალი­კა მე­ყან­წიშ­ვი­ლი და სა­გულ­და­გუ­ლოდ არ­ჩევს ჩემ­თვის სა­ჩუქ­რად სა­უ­კე­თე­სო ტი­ტებს.

წელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­სა­ვა­ლი აქვს სტე­ფა­ნიშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­საც, თუმ­ცა ბუ­ნებ­რი­ვია, რე­ა­ლი­ზა­ცი­ას ვერც აკა­კი სტე­ფა­ნიშ­ვი­ლი შეძ­ლებს. ათა­სო­ბით ტიტა სახ­ლის სარ­დაფ­ში­ცაა და­სა­წყო­ბე­ბუ­ლი, მაგ­რამ მყიდ­ვე­ლი არა­ვი­ნაა, Covid 19-მა და პან­დე­მი­ამ ყვა­ვი­ლე­ბის ბე­დიც შეც­ვა­ლა და მეყ­ვა­ვი­ლე­ე­ბი­საც... სულ მალე, მთე­ლი წლის ნა­ფე­რე­ბი, ფე­რა­დი და სურ­ნე­ლო­ვა­ნი მო­სა­ვა­ლი ჭკნო­ბას და­ი­წყებს.

ავ­ტო­რი: ია თი­ნი­კაშ­ვი­ლი

მაკაკო
0

ძალიან მომეწონა ტელეფონის ნომერი თუ იცით რომ დავუკავშირდეთ

ავტორი:

"ზურგს მაინც ვერ ვაქცევ, ყოველდღე ძველებურად ვუვლი" - საოკუპაციო ხაზთან მდებარე "ტიტების სოფლის" 35 წლიანი ისტორია და ჭკნობისთვის განწირული მოსავალი

"ზურგს მაინც ვერ ვაქცევ, ყოველდღე ძველებურად ვუვლი" - საოკუპაციო ხაზთან მდებარე "ტიტების სოფლის" 35 წლიანი ისტორია და ჭკნობისთვის განწირული მოსავალი

ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს მდებარე სოფელი ბრეძა რამდენიმე ათეული წელია ტიტებითაა განთქმული. ადრე თუ აქ მხოლოდ წითელი ტიტების სათბურებს შეხვდებოდით, ახლა ბრეძელებს, ჰოლანდიაში შეძენილი თესლით, 15-მდე ჯიშის და ფერის ტიტები მოჰყავთ.

ქარელის მუნიციპალიტეტში, მთაგორიან ადგილზე მდებარე სოფელში, მეყვავილეობის ისტორია 35 წლის წინ დაწყებულა და მას შემდეგ, მამების საქმე შვილებს გაუგრძელებიათ. ამჟამად, ბრეძაში სასათბურე მეურნეობაში მეყვავილეობას 35-მდე ოჯახი მისდევს.

აქ ყველას ტიტები მოჰყავს, თუმცა ზოგი მარტის დასაწყისში იღებს ნაადრევ მოსავალს და შესაბამისად, რეალიზაციაც 3 და 8 მარტის დღესასწაულებზე ხდება, უმრავლესობა კი, ნაგვიანევ მოსავალს ანიჭებს უპირატესობას და სწორედ ახლა, მარტის ბოლოდან გეგმავდნენ ყვავილის გაყიდვას, თუმცა კორონავირუსმა და მსოფლიო პანდემიამ გამყოფ ხაზთან მცხოვრები მეყვავილე ბრეძელებიც დააზარალა - ათამდე ოჯახის სასათბურე მეურნეობებში ათასობით ტიტა ჭკნება.

ალიკა მეყანწიშვილისთვის ტიტების მეურნეობა საოჯახო ტრადიცია და ამავდროულად, ოჯახის შემოსავლის ძირითადი წყაროა. მის სასათბურე მეურნეობაში ჰოლანდიური ტიტების თითქმის ყველა სახეობას შეხვდებით. იცის, რომ რეალიზაციას ვეღარ შეძლებს, ბუნებრივია, ისიც გაცნობიერებული აქვს, რომ რამდენიმე დღეში, მთელი წლის ნაფერები ფერადი მოსავალი ჭკნობას დაიწყებს. ამის მიუხედავად, ზურგს მაინც ვერ აქცევს და ყოველდღე ძველებურად უვლის.

"ზარალი ძალიან დიდია, ამ სათბურში 20 000-მდე ტიტაა, დიდი შრომაა ჩადებული, თითქმის ყველა, ვისაც სათბური გვაქვს, კრედიტით ვსარგებლობთ. რეალიზაცია სწორედ ახლა უნდა დაგვეწყო, თუმცა, კორონავირუსმა ყველაფერი შეცვალა. ბუნებრივია, კანონს ვემორჩილებით, რეალიზაციას ვეღარ ვახდენთ, მაგრამ რას ვიზამთ, მხოლოდ ჩვენი პრობლემა ხომ არ არის, მთელი მსოფლიო დაზარალდა. მთავარია, გადარჩეს ჩვენი ქვეყანაც და სხვაგანაც მეტი აღარ იყოს მსხვერპლი“, - ამბობს ალიკა მეყანწიშვილი და საგულდაგულოდ არჩევს ჩემთვის საჩუქრად საუკეთესო ტიტებს.

წელს განსაკუთრებული მოსავალი აქვს სტეფანიშვილების ოჯახსაც, თუმცა ბუნებრივია, რეალიზაციას ვერც აკაკი სტეფანიშვილი შეძლებს. ათასობით ტიტა სახლის სარდაფშიცაა დასაწყობებული, მაგრამ მყიდველი არავინაა, Covid 19-მა და პანდემიამ ყვავილების ბედიც შეცვალა და მეყვავილეებისაც... სულ მალე, მთელი წლის ნაფერები, ფერადი და სურნელოვანი მოსავალი ჭკნობას დაიწყებს.

ავტორი: ია თინიკაშვილი

სტრასბურგში კორონავირუსით გარდაცვლილი 40 წლამდე ქალი ონკოპაციენტი იყო - ახალი დეტალები ქართველ ემიგრანტზე

"ახლა ყველას გვიჭირს და უხერხულია დახმარების თხოვნა, მაგრამ შვილის გადასარჩენად უკან არაფერზე დავიხევ" - 28 წლის სალომე ხარებავა სიცოცხლისთვის იბრძვის

ადგილობრივ და საექსპორტო ბაზარზე ზრდის პოტენციალის მქონე დარგები - მოსაზრებები ექსპორტის დივერსიფიკაციასთან დაკავშირებით და შესაბამისი რეკომენდაციები