სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
The American Interest ქართულენოვანი გამოცემა - 2020 წლიდან ცნობილი ამერიკული ჟურნალი „ამერიკული ინტერესი“ ქართულ ენაზე გამოიცემა
The American Interest ქართულენოვანი გამოცემა - 2020 წლიდან ცნობილი ამერიკული ჟურნალი „ამერიკული ინტერესი“ ქართულ ენაზე გამოიცემა

2005 წელს და­არ­სე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლი „ამე­რი­კუ­ლი ინ­ტე­რე­სი“ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის შიდა და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის, კულ­ტუ­რი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ხებ სან­დო და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის წამ­ყვან წყა­როდ ჩა­მო­ყა­ლიბ­და. ჟურ­ნა­ლის ძი­რი­თა­დი იდეა მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მკი­თხვე­ლის­თვის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის სიღ­რმი­სე­უ­ლი გა­გე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბის მი­ცე­მა იყო. „ამე­რი­კუ­ლი ინ­ტე­რე­სის“ და­მა­არ­სებ­ლის, პრო­ფე­სორ ფრენ­სის ფუ­კუ­ია­მას სი­ტყვე­ბით, ჟურ­ნა­ლის მი­სია „ამე­რი­კის მსოფ­ლი­ოს­თვის, ხოლო ამე­რი­კე­ლე­ბის­თვის მსოფ­ლი­ოს ახ­სნაა“.

გა­მო­ცე­მის სა­რე­დაქ­ციო საბ­ჭო­ში შე­დი­ან და ჟურ­ნალ­ში სტა­ტი­ებს აქ­ვეყ­ნე­ბენ სტენ­ფორ­დის, ჰარ­ვარ­დის, იე­ლის და მსოფ­ლი­ოს სხვა წამ­ყვა­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის პრო­ფე­სო­რე­ბი, ამე­რი­კე­ლი და ევ­რო­პე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, ამე­რი­კის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი და გა­მოც­დი­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბი, ნო­ბე­ლი­ან­ტი მეც­ნი­ე­რე­ბი და მწერ­ლე­ბი. მათ შო­რის: ფრენ­სის ფუ­კუ­ია­მა, ენ ეპლბა­უ­მი, ელი­ოტ კო­ე­ნი, მა­რიო ვარ­გას ლი­ო­სა, რო­ბერტ ფრან­კი, ბერ­ნარ ანრი-ლევი, ჯეფ­რი გედ­მი­ნი, ჩარლზ დე­ვიდსო­ნი, დე­ვიდ კრა­მე­რი და სხვე­ბი.

2020 წლის და­სა­წყის­ში „ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის კვლე­ვის ცენ­ტრის“ (EPRC) მიერ ჟურ­ნა­ლის გა­მომ­ცემ­ლებ­თან მიღ­წე­ულ იქნა შე­თან­ხმე­ბა „ამე­რი­კუ­ლი ინ­ტე­რე­სის“ ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი გა­მო­ცე­მის შე­სა­ხებ. ეს ჟურ­ნა­ლის პირ­ვე­ლი უცხო­უ­რე­ნო­ვა­ნი გა­მო­ცე­მა იქ­ნე­ბა.

ქარ­თუ­ლი ბეჭდ­ვი­თი მე­დი­ის სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჟურ­ნა­ლის გა­მო­ცე­მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს სან­დო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გაზ­რდის­თვის. შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ხებ პირ­ველ­წყა­როს გა­მო­ცე­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქარ­თულ მე­დია სივ­რცე­ში დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გა­უვ­ნე­ბელ­ყო­ფის კუ­თხი­თაც.

ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი გა­მო­ცე­მა, ამე­რი­კუ­ლი მსგავ­სად, ორ თვე­ში ერთხელ გა­მო­ი­ცე­მა. სა­წყის ეტაპ­ზე ჟურ­ნალ­ში ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მის მა­სა­ლა და­ი­ბეჭ­დე­ბა, თუმ­ცა იგეგ­მე­ბა ქარ­თუ­ლი გა­მო­ცე­მის­თვის ექ­სკლუ­ზი­უ­რი მა­სა­ლის შექ­მნა და და­მა­ტე­ბა. EPRC ბა­ზა­ზე შე­იქ­მნა გა­მოც­დი­ლი მთარ­გმნე­ლე­ბის, რე­დაქ­ტო­რე­ბი­სა და დი­ზა­ი­ნე­რე­ბის გუნ­დი, რომ­ლის მი­ზა­ნი ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი გა­მო­ცე­მის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფაა.

ქარ­თუ­ლი გა­მო­ცე­მის ტი­რა­ჟი 3,000 ეგ­ზემპლა­რია და ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მის იდენ­ტუ­რი ფორ­მა­ტი­სა და ხა­რის­ხის დაც­ვით იბეჭ­დე­ბა. ჟურ­ნა­ლის ხელ­მის­წვდო­მო­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად გაზ­რდის მიზ­ნით იგეგ­მე­ბა ქარ­თუ­ლი გა­მო­ცე­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის­თვის, სკო­ლე­ბის­თვის, სა­ჯა­რო და კერ­ძო ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის­თვის, წიგ­ნის მა­ღა­ზი­ე­ბი­სა და მე­დი­ა­თე­კე­ბის­თვის უსას­ყიდ­ლოდ გა­და­ცე­მა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცე­ვა რე­გი­ო­ნებს.

და­გეგ­მი­ლია ჟურ­ნა­ლის პრო­მო­ცი­ი­სა და გავ­რცე­ლე­ბის საქ­მე­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის ჩარ­თვა. „ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის კვლე­ვის ცენ­ტრის“ მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის, მათ შო­რის ყო­ველ­წლი­უ­რი სტენ­ფორ­დის ლი­დერ­თა გან­ვი­თა­რე­ბის აკა­დე­მი­ის (Leadership Academy for Development/LAD) და თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ის, მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ჩა­ერ­თვე­ბი­ან რე­გი­ო­ნებ­სა და ქა­ლა­ქებ­ში ჟურ­ნა­ლის გა­მო­ცე­მის ფარ­გლებ­ში გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­სა და შეხ­ვედ­რებ­ში.

ავტორი:

The American Interest ქართულენოვანი გამოცემა - 2020 წლიდან ცნობილი ამერიკული ჟურნალი „ამერიკული ინტერესი“ ქართულ ენაზე გამოიცემა

The American Interest ქართულენოვანი გამოცემა - 2020 წლიდან ცნობილი ამერიკული ჟურნალი „ამერიკული ინტერესი“ ქართულ ენაზე გამოიცემა

2005 წელს დაარსების შემდეგ ჟურნალი „ამერიკული ინტერესი“ შეერთებული შტატების შიდა და საგარეო პოლიტიკის, კულტურისა და საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების შესახებ სანდო და კვალიფიციური ინფორმაციის წამყვან წყაროდ ჩამოყალიბდა. ჟურნალის ძირითადი იდეა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მკითხველისთვის შეერთებულ შტატებში მიმდინარე პროცესების სიღრმისეული გაგების საშუალების მიცემა იყო. „ამერიკული ინტერესის“ დამაარსებლის, პროფესორ ფრენსის ფუკუიამას სიტყვებით, ჟურნალის მისია „ამერიკის მსოფლიოსთვის, ხოლო ამერიკელებისთვის მსოფლიოს ახსნაა“.

გამოცემის სარედაქციო საბჭოში შედიან და ჟურნალში სტატიებს აქვეყნებენ სტენფორდის, ჰარვარდის, იელის და მსოფლიოს სხვა წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები, ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები, ამერიკის საგარეო პოლიტიკის პროფესიონალები და გამოცდილი დიპლომატები, ნობელიანტი მეცნიერები და მწერლები. მათ შორის: ფრენსის ფუკუიამა, ენ ეპლბაუმი, ელიოტ კოენი, მარიო ვარგას ლიოსა, რობერტ ფრანკი, ბერნარ ანრი-ლევი, ჯეფრი გედმინი, ჩარლზ დევიდსონი, დევიდ კრამერი და სხვები.

2020 წლის დასაწყისში „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ (EPRC) მიერ ჟურნალის გამომცემლებთან მიღწეულ იქნა შეთანხმება „ამერიკული ინტერესის“ ქართულენოვანი ლიცენზირებული გამოცემის შესახებ. ეს ჟურნალის პირველი უცხოურენოვანი გამოცემა იქნება.

ქართული ბეჭდვითი მედიის სფეროში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ჟურნალის გამოცემას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სანდო და მრავალფეროვანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის. შეერთებულ შტატებში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პროცესების შესახებ პირველწყაროს გამოცემა მნიშვნელოვანია ქართულ მედია სივრცეში დეზინფორმაციის გაუვნებელყოფის კუთხითაც.

ქართულენოვანი გამოცემა, ამერიკული მსგავსად, ორ თვეში ერთხელ გამოიცემა. საწყის ეტაპზე ჟურნალში ამერიკული გამოცემის მასალა დაიბეჭდება, თუმცა იგეგმება ქართული გამოცემისთვის ექსკლუზიური მასალის შექმნა და დამატება. EPRC ბაზაზე შეიქმნა გამოცდილი მთარგმნელების, რედაქტორებისა და დიზაინერების გუნდი, რომლის მიზანი ქართულენოვანი გამოცემის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაა.

ქართული გამოცემის ტირაჟი 3,000 ეგზემპლარია და ამერიკული გამოცემის იდენტური ფორმატისა და ხარისხის დაცვით იბეჭდება. ჟურნალის ხელმისწვდომობის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით იგეგმება ქართული გამოცემის უნივერსიტეტებისთვის, სკოლებისთვის, საჯარო და კერძო ბიბლიოთეკებისთვის, წიგნის მაღაზიებისა და მედიათეკებისთვის უსასყიდლოდ გადაცემა. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა რეგიონებს.

დაგეგმილია ჟურნალის პრომოციისა და გავრცელების საქმეში საერთაშორისო პარტნიორების ჩართვა. „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ღონისძიებების, მათ შორის ყოველწლიური სტენფორდის ლიდერთა განვითარების აკადემიის (Leadership Academy for Development/LAD) და თბილისის საერთაშორისო კონფერენციის, მონაწილეები ჩაერთვებიან რეგიონებსა და ქალაქებში ჟურნალის გამოცემის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებსა და შეხვედრებში.

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა 98-მდე გა­ი­ზარ­და

შეცვალა თუ არა კორონავირუსმა ჰაერის მდგომარეობა საქართველოში - "დედაქალაქში პანდემიამ სერიოზული პრობლემა გამოასწორა"

"ხალხმა არასწორად გაიგო, რომ ვინც ბავშვობაშია აცრილი, მას იცავს" - რეალურად, მუშაობს თუ არა ბცჟ ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ?