საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 98-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4978 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 266 პირი.
ინფორმაციისთვის, 98 ადამიანიდან 18 გამოჯანმრთელებულია.
რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 722 000-ს აჭარბებს, გარდაცვლილია 34 000-მდე ადამიანი.
გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა 151 766-ია, ყველაზე მეტი ინფიცირებული - 75 700 ადამიანი, ჩინეთში გამოჯანმრთელდა.
ნამდვილი ტესტები რომ მოგივათ მოგაწყდებათ ათასობით ხალხი. ე, მაშინ ნახეთ სანამდე გაიზრდება.
გააკეთსო ქვეყანამ სწრაფო ტექსტორება და აი მაშინ ნახავთ, რამდენი დაინფიცირებულია და რა არის რეალური სურათი, როს შედეგადაც შეწყდება წილხვედრილობის თემით სპეკულაცია!სწარფი ტესტები აჩვენებს, რომ უსიმპტომო დაინფიცირებულთა რაოდნეობა გაცილებით მეტია, მაგრამ ამ დაიფიცირებულიებს მაინც მოერიდება ხალხი, შეგნებული კი თვითონაც! და კიდევ, საყოველთაო კარანტინი უნდა გამოცხადდეს ქვეყანაში, სხვა არაფერი უშველის! ამ ქვეყანაში მოსახლეობის დიდი ნაწილი შეუგნებელია!!!