მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია კორონავირუსით ინფიცირებულების მდგომარეობა და სად რამდენი პაციენტი მკურნალობს - ინფორმაცია საქართველოს კლინიკებიდან
როგორია კორონავირუსით ინფიცირებულების მდგომარეობა და სად რამდენი პაციენტი მკურნალობს - ინფორმაცია საქართველოს კლინიკებიდან

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რის ლე­ვან რა­ტი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, მის კლი­ნი­კა­ში მყო­ფი ახალ­შო­ბი­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

რო­გორც რა­ტი­ან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მათ­თან მკურ­ნა­ლობს რამ­დე­ნი­მე ორ­სუ­ლიც, რო­მელ­თა მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

„გვყავს რამ­დე­ნი­მე ახალ­შო­ბი­ლი, მათი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა, თუმ­ცა მარ­თვა­დი, ვი­ნა­ი­დან არ­ცერ­თი არ იმ­ყო­ფე­ბა მარ­თვით სუნ­თქვა­ზე. და­ნარ­ჩე­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში“, - გა­ნა­ცხა­და რა­ტი­ან­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ პი­რებს, მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­და.

„ამ დღე­ებ­ში გა­ვაგ­ზავ­ნით გან­მე­ო­რე­ბით ტეს­ტებს, თუ მო­ვი­და ორ­ჯე­რა­დად უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი, რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­ტო­ვე­ბენ კლი­ნი­კას“, - გა­ნა­ცხა­და რა­ტი­ან­მა.

რო­გორც ლე­ვან რა­ტი­ან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 17 პა­ცი­ენ­ტი გა­დის მკურ­ნა­ლო­ბას.

„ჩვენს კლი­ნი­კა­ში 67 პა­ცი­ენ­ტი წევს, აქე­დან 17 არის ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა, და­ნარ­ჩე­ნი 50 პა­ცი­ენ­ტი არის სა­ეჭ­ვო შემ­თხვე­ვა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ამო­აგ­დო მოგ­ზა­უ­რო­ბის ცნე­ბა და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლა მათ­განს, ვინც ჩვენ­თან კლი­ნი­კა­ში შე­მო­ვა, აქვს თუ არა ის­ტო­რია მოგ­ზა­უ­რო­ბის, ანამ­ნე­ზი, ცხე­ლე­ბა, პლუს სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა, ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა კო­ვი­დინ­ფექ­ცი­ის გა­მოკ­ვლე­ვას. რაც შე­ე­ხე­ბა პა­სუ­ხებს, რამ­დე­ნი­მე უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი მო­ვი­და, დღეს გა­და­მოწ­მდე­ბა პა­რაკ­ლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბი, თუ ეს პა­რაკ­ლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბი ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­თხოვ­ნებს აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ, ასე­თი პა­ცი­ენ­ტე­ბი და­ტო­ვე­ბენ კლი­ნი­კას და გა­დავ­ლენ სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნა­ში. რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში გვყავს რამ­დე­ნი­მე კრი­ტი­კუ­ლი პა­ცი­ენ­ტი, მათი მდგო­მა­რე­ბა ამ ეტაპ­ზე მძი­მეა“, - გა­ნა­ცხა­და რა­ტი­ან­მა.

რაც შე­ე­ხე­ბათ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში მო­თავ­სე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მცი­რე­წლო­ვა­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. ვ.ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მაკა სო­ლო­ღაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კლი­ნი­კა­ში ამ­ჟა­მად კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სულ 5 პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლობს და მათი მდგო­მა­რე­ო­ბა სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მი­საა. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, გუ­შინ ტეს­ტი­რე­ბა 7 ადა­მი­ანს ჩა­უ­ტარ­და და მათი პა­სუ­ხე­ბი უარ­ყო­ფი­თია.

სო­ლო­ღაშ­ვი­ლის თქმით, კო­რო­ნა­ვირუს­ზე დღეს კი­დევ ორი პა­ცი­ენ­ტი შე­მოწ­მდა, რო­მელ­თა პა­სუ­ხე­ბი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

„ჩვენს კლი­ნი­კა­ში არც ერთი ახა­ლი შემ­თხვე­ვა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. გუ­შინ კვლე­ვა­ში ჩარ­თუ­ლი 7 პა­ცი­ენ­ტი­დან ყვე­ლა­ზე უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი მო­ვი­და. დღეს კვლე­ვა­ში მხო­ლოდ 2 პა­ცი­ენ­ტი ერ­თვე­ბა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით გვექ­ნე­ბა მათი პა­სუ­ხე­ბი. ბოქ­სი­რე­ბულ სექ­ტორ­ში მკურ­ნა­ლობს 13 პა­ცი­ენ­ტი. ამ 13 პა­ცი­ენ­ტი­დან 5 არის კო­ვიდ19-ის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი დი­აგ­ნო­ზი. ამ ხუთი პა­ცი­ენ­ტის და­ა­ვა­დე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა არის სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის, კლა­სი­კუ­რი სიმპტო­მე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. აქე­დან 2 მცი­რე­წლო­ვა­ნია და მათი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია,“ - გა­ნა­ცხა­და მაკა სო­ლო­ღაშ­ვილ­მა.

ექიმ-ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტის, ლალი და­რახვე­ლი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზუგ­დი­დის ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სამი პა­ცი­ენ­ტია მო­თავ­სე­ბუ­ლი, მათ შო­რის ერთს კო­რო­ნა­ვირუ­სი აქვს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთი პა­ცი­ენ­ტი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თი­დან არის გა­დაყ­ვა­ნი­ლი. რო­გორც და­რახვე­ლი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ამ პა­ცი­ენტზე მა­სა­ლა ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­შია გა­დაგ­ზავ­ნი­ლი და დღეს გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, აქვს თუ არა მას კო­რო­ნა­ვირუ­სი.

„გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ამ­ჟა­მად მო­თავ­სე­ბუ­ლია 3 პა­ცი­ენ­ტი. ერთი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა, რომ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რი და და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია, ერთი არის დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია და ერთი ახა­ლი შემ­თხვე­ვა, რო­მელ­საც აქვს მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რია, შე­მოყ­ვა­ნი­ლია აფხა­ზე­თი­დან, ჩი­ვი­ლე­ბით ცხე­ლე­ბა, ხვე­ლა. ამ­ჟა­მად მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია და მა­სა­ლა გაგ­ზავ­ნი­ლია ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში კვლე­ვის მიზ­ნით. პა­ცი­ენ­ტი არ აღ­ნიშ­ნავს ვინ­მეს­თან კონ­ტაქტს, ორნი მო­დი­ოდ­ნენ, ერთი გა­დაყ­ვა­ნი­ლია სო­ხუმ­ში, მე­ო­რე ჩვენ­თან”, - გა­ნა­ცხა­და და­რახვე­ლი­ძემ.

ბა­თუმ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 70 წლის მა­მა­კა­ცის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კვლავ მძი­მეა, ასე­ვე სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მი­საა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 60 წლის ქა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბაც. 70 წლის მა­მა­კა­ცი მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა, ხოლო 60 წლის ქალს ორ­მხრი­ვი პნევ­მო­ნია აღე­ნიშ­ნე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­დევ ხუთ ინ­ფი­ცი­რე­ბულ ადა­მი­ანს, ექი­მე­ბის თქმით, მათი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია.

კლი­ნი­კა "მე­დალ­ფას" რე­გი­ო­ნუ­ლი დი­რექ­ტო­რის, ლე­ვან ან­თა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კლი­ნი­კას თვით­დი­ნე­ბით ერ­თმა პირ­მა მი­მარ­თა, რო­მელ­საც კვლე­ვის შე­დე­გად კო­რო­ნა­ვირუ­სი არ და­უ­დას­ტურ­და, იგი კლი­ნი­კი­დან უკვე გა­წე­რეს.

აჭა­რის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­თუ­მის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ბოქ­სი­რე­ბულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მო­თავ­სე­ბულ ოთხ ადა­მი­ანს კო­რო­ნა­ვირუ­სი არ და­უ­დას­ტურ­და, ისი­ნი სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცი­დან კლი­ნი­კა­ში იყ­ვნენ გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

უწყე­ბის ცნო­ბით, ბა­თუ­მის ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­ეჭ­ვო ნიშ­ნებს ხუთ ადა­მი­ან­ზე იკ­ვლე­ვენ. კვლე­ვის შე­დე­გე­ბი დღის ბო­ლოს გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

ცნო­ბის­თვის, აჭა­რა­ში 12 სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცეა გახ­სნი­ლი, სა­დაც 2000-მდე პი­რია მო­თავ­სე­ბუ­ლი. კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 7 პირი კლი­ნი­კა "მე­დალ­ფა­შია" მო­თავ­სე­ბუ­ლი.

ქუ­თა­ი­სის ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვირუ­სის სიმპტო­მე­ბით გუ­შინ შე­სულ პა­ცი­ენ­ტებს კო­რო­ნა­ვირუ­სი არ და­უდ­გინ­დათ.

ექი­მის, თე­მურ ნა­დი­რა­ძის თქმით, რვა პა­ცი­ენ­ტი­დან შვი­დის პა­სუ­ხი გახ­და ცნო­ბი­ლი, ერ­თის პა­სუხს კი დღეს ელო­დე­ბი­ან. რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს, კლი­ნი­კა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის დი­აგ­ნო­ზით ორი პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლობს. მათ­გან, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია, ასა­კო­ვა­ნი მა­მა­კა­ცის მდგო­მა­რე­ო­ბა კი სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მი­საა, მას ორ­მხრი­ვი პნევ­მო­ნია და ტემ­პე­რა­ტუ­რა უფიქ­სირ­დე­ბა. ამ დრო­ის­თვის იმე­რე­თის ოთხ სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნა­ში 429 მო­ქა­ლა­ქეა მო­თავ­სე­ბუ­ლი. თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში 400 ადა­მი­ა­ნია.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა 98-მდე გა­ი­ზარ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მთავ­რო­ბის მიერ შექ­მნილ სპე­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე stopcov.ge-ზე არის გან­თავ­სე­ბუ­ლი. კა­რან­ტი­ნის რე­ჟიმ­შია 4978 ადა­მი­ა­ნი, ხოლო სტა­ცი­ო­ნარ­ში მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ - 266 პირი. 98 ადა­მი­ა­ნი­დან 18 გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია.

ავტორი:

როგორია კორონავირუსით ინფიცირებულების მდგომარეობა და სად რამდენი პაციენტი მკურნალობს - ინფორმაცია საქართველოს კლინიკებიდან

როგორია კორონავირუსით ინფიცირებულების მდგომარეობა და სად რამდენი პაციენტი მკურნალობს - ინფორმაცია საქართველოს კლინიკებიდან

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, მის კლინიკაში მყოფი ახალშობილების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათთან მკურნალობს რამდენიმე ორსულიც, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია.

„გვყავს რამდენიმე ახალშობილი, მათი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მართვადი, ვინაიდან არცერთი არ იმყოფება მართვით სუნთქვაზე. დანარჩენი პაციენტები იმყოფებიან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში“, - განაცხადა რატიანმა.

რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულ პირებს, მისივე ინფორმაციით, სამი ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

„ამ დღეებში გავაგზავნით განმეორებით ტესტებს, თუ მოვიდა ორჯერადად უარყოფითი პასუხი, რამდენიმე დღეში დატოვებენ კლინიკას“, - განაცხადა რატიანმა.

როგორც ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 17 პაციენტი გადის მკურნალობას.

„ჩვენს კლინიკაში 67 პაციენტი წევს, აქედან 17 არის ინფიცირებული, დადასტურებული შემთხვევა, დანარჩენი 50 პაციენტი არის საეჭვო შემთხვევა. მოგეხსენებათ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ამოაგდო მოგზაურობის ცნება და აქედან გამომდინარე, ყველა მათგანს, ვინც ჩვენთან კლინიკაში შემოვა, აქვს თუ არა ისტორია მოგზაურობის, ანამნეზი, ცხელება, პლუს სუნთქვის უკმარისობა, ექვემდებარება კოვიდინფექციის გამოკვლევას. რაც შეეხება პასუხებს, რამდენიმე უარყოფითი პასუხი მოვიდა, დღეს გადამოწმდება პარაკლინიკური კვლევები, თუ ეს პარაკლინიკური კვლევები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, ასეთი პაციენტები დატოვებენ კლინიკას და გადავლენ საკარანტინო ზონაში. რეანიმაციაში გვყავს რამდენიმე კრიტიკული პაციენტი, მათი მდგომარება ამ ეტაპზე მძიმეა“, - განაცხადა რატიანმა.

რაც შეეხებათ ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებულ პაციენტებს, კორონავირუსით ინფიცირებული მცირეწლოვანი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ვ.ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, კლინიკაში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებული სულ 5 პაციენტი მკურნალობს და მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მისივე განცხადებით, გუშინ ტესტირება 7 ადამიანს ჩაუტარდა და მათი პასუხები უარყოფითია.

სოლოღაშვილის თქმით, კორონავირუსზე დღეს კიდევ ორი პაციენტი შემოწმდა, რომელთა პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„ჩვენს კლინიკაში არც ერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. გუშინ კვლევაში ჩართული 7 პაციენტიდან ყველაზე უარყოფითი პასუხი მოვიდა. დღეს კვლევაში მხოლოდ 2 პაციენტი ერთვება და მოგვიანებით გვექნება მათი პასუხები. ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 13 პაციენტი. ამ 13 პაციენტიდან 5 არის კოვიდ19-ის დადასტურებული დიაგნოზი. ამ ხუთი პაციენტის დაავადების მიმდინარეობა არის საშუალო სიმძიმის, კლასიკური სიმპტომებით მიმდინარეობს. აქედან 2 მცირეწლოვანია და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია,“ - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

ექიმ-ინფექციონისტის, ლალი დარახველიძის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში სამი პაციენტია მოთავსებული, მათ შორის ერთს კორონავირუსი აქვს დადასტურებული.

მისივე ინფორმაციით, ერთი პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადაყვანილი. როგორც დარახველიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ პაციენტზე მასალა ლაბორატორიაშია გადაგზავნილი და დღეს გახდება ცნობილი, აქვს თუ არა მას კორონავირუსი.

„განყოფილებაში ამჟამად მოთავსებულია 3 პაციენტი. ერთი დადასტურებული შემთხვევაა, რომლის მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია, ერთი არის დაკვირვების ქვეშ და მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია და ერთი ახალი შემთხვევა, რომელსაც აქვს მოგზაურობის ისტორია, შემოყვანილია აფხაზეთიდან, ჩივილებით ცხელება, ხველა. ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია და მასალა გაგზავნილია ლაბორატორიაში კვლევის მიზნით. პაციენტი არ აღნიშნავს ვინმესთან კონტაქტს, ორნი მოდიოდნენ, ერთი გადაყვანილია სოხუმში, მეორე ჩვენთან”, - განაცხადა დარახველიძემ.

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 70 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, ასევე საშუალო სიმძიმისაა ინფიცირებული 60 წლის ქალის მდგომარეობაც. 70 წლის მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ხოლო 60 წლის ქალს ორმხრივი პნევმონია აღენიშნება.

რაც შეეხება კიდევ ხუთ ინფიცირებულ ადამიანს, ექიმების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კლინიკა "მედალფას" რეგიონული დირექტორის, ლევან ანთაძის ინფორმაციით, კლინიკას თვითდინებით ერთმა პირმა მიმართა, რომელსაც კვლევის შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა, იგი კლინიკიდან უკვე გაწერეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებულ ოთხ ადამიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ისინი საკარანტინო სივრციდან კლინიკაში იყვნენ გადაყვანილი.

უწყების ცნობით, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის საეჭვო ნიშნებს ხუთ ადამიანზე იკვლევენ. კვლევის შედეგები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, აჭარაში 12 საკარანტინო სივრცეა გახსნილი, სადაც 2000-მდე პირია მოთავსებული. კორონავირუსით ინფიცირებული 7 პირი კლინიკა "მედალფაშია" მოთავსებული.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომებით გუშინ შესულ პაციენტებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ.

ექიმის, თემურ ნადირაძის თქმით, რვა პაციენტიდან შვიდის პასუხი გახდა ცნობილი, ერთის პასუხს კი დღეს ელოდებიან. რაც შეეხება ინფიცირებულ პაციენტებს, კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით ორი პაციენტი მკურნალობს. მათგან, ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ასაკოვანი მამაკაცის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა, მას ორმხრივი პნევმონია და ტემპერატურა უფიქსირდება. ამ დროისთვის იმერეთის ოთხ საკარანტინო ზონაში 429 მოქალაქეა მოთავსებული. თვითიზოლაციაში 400 ადამიანია.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 98-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4978 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 266 პირი. 98 ადამიანიდან 18 გამოჯანმრთელებულია.

"ხალხმა არასწორად გაიგო, რომ ვინც ბავშვობაშია აცრილი, მას იცავს" - რეალურად, მუშაობს თუ არა ბცჟ ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ?

3 აპრილამდე საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

BTU-ს მოწვევით, ისრაელის ინვესტორები ქართულ სტარტაპებს მრავალმილიონიან პაკეტს სთავაზობენ