მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
BTU-ს მოწვევით, ისრაელის ინვესტორები ქართულ სტარტაპებს მრავალმილიონიან პაკეტს სთავაზობენ
BTU-ს მოწვევით, ისრაელის ინვესტორები ქართულ სტარტაპებს მრავალმილიონიან პაკეტს სთავაზობენ

თბი­ლი­სის მე­წარ­მე­ო­ბის სა­მი­ტი, რო­მე­ლიც ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვით სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად გა­ი­მარ­თე­ბა, ის­რა­ე­ლის სი­ლი­კონ ვა­დი­დან ინ­ვეს­ტო­რე­ბის მოწ­ვე­ვას და ქარ­თულ სტარ­ტა­პებ­თან შეხ­ვედ­რას, სხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად გუ­ლის­ხმობს.

მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი სა­ინ­ვეს­ტი­ციო პა­კე­ტით, ინ­ვეს­ტორ­თა ჯგუ­ფი სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ეწ­ვე­ვა და რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი 150მდე სტარ­ტა­პი­დან, შერ­ჩე­ულ ექ­ვსს შეხ­ვდე­ბა. ინ­ვეს­ტო­რის წი­ნა­შე ფი­ჩინ­გი ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ ფონ­დის ფარ­გლებ­ში ჩა­ტარ­დე­ბა. სტარ­ტა­პებს მი­ე­ცათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა ქვეყ­ნი­დან გა­უს­ვლე­ლად მო­ი­ზი­დონ უცხო­უ­რი ინ­ვე­სი­ტი­ცია და გა­ა­ფარ­თო­ვონ ბიზ­ნე­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რებ­ზე. ინი­ცი­ა­ტი­ვის პარტნი­ო­რია სა­ქარ­თვე­ლოს ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოც, რო­მე­ლიც და­მა­ტე­ბით სთა­ვა­ზობს სტარ­ტა­პებს 650,000 ლა­რი­ან საგ­რან­ტო პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ‘’Dollar to Dollar Basis’’ პრინ­ცი­პით.

გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ ფონ­დი ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში 2019 წლის მა­ის­ში და­ფუძნ­და და პირ­ვე­ლი სტარ­ტაპ სე­სია და­ფუძ­ნე­ბის­თა­ნა­ვე გა­მარ­თა. შერ­ჩე­ულ­მა ქარ­თულ­მა სტარ­ტაპ­მა ‘’INFLUENCE GEORGIA’’-მ და­ფი­ნან­სე­ბა 1,300,000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, GITA-სთან პარტნი­ო­რო­ბით, ის­რა­ე­ლის ინ­ვეს­ტო­რის­გან მი­ი­ღო.

თბი­ლი­სის მე­წარ­მე­ო­ბის სა­მი­ტის ფარ­გლებ­ში, გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ ფონ­დის მე­ო­რე სე­სი­ა­ზე ინ­ვეს­ტო­რე­ბის წი­ნა­შე წარ­სდგე­ბი­ან: Phubber App - “ფა­ბე­რი” – ციფ­რუ­ლი პლატ­ფორ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი შო­პინ­გის­თვის; Lingwing.com - უცხო ენე­ბის შე­სა­სა­წავ­ლი ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი აპ­ლი­კა­ცია; Biliki App - უფა­სო, პერ­სო­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბის გზამ­კვლე­ვი აპ­ლი­კა­ცია; Anima Chatbotics, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს ანტრეპ­რე­ნე­რებს, პროგ­რა­მის­ტებ­სა და ნა­რა­ტივ დი­ზა­ი­ნე­რებს ერთი მიზ­ნის ქვეშ: შე­იქ­მნას ცო­ცხა­ლი და თა­ვი­სი “სუ­ლის” მქო­ნე ციფ­რუ­ლი ასის­ტენ­ტე­ბი, ე.წ. “ჩეთ­ბო­ტე­ბი”; Best Offer, რო­მე­ლიც ამარ­ტი­ვებს სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბებს და დის­ტან­ცი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბით მყიდ­ველს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს მი­ი­ღოს სა­უ­კე­თე­სო შე­თა­ვა­ზე­ბა სა­სურ­ველ პრო­დუქტზე და სერ­ვის­ზე; Villam - ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბის მიერ შექ­მნი­ლი აგ­რი­ტე­ქის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ეხ­მა­რე­ბა ფერ­მერს გა­ზარ­დოს პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბა და გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს უსაფრ­თხო­ე­ბის სტან­დარ­ტე­ბი.

ინ­ვეს­ტორ­თა ვი­ზი­ტი თბი­ლი­სის მე­წარ­მე­ო­ბის სა­მი­ტის ფარ­გლებ­ში უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში იგეგ­მე­ბა, სა­დაც გა­ირ­კვე­ვა შერ­ჩე­უ­ლი სტარ­ტა­პე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის სა­კი­თხი.

ავტორი:

BTU-ს მოწვევით, ისრაელის ინვესტორები ქართულ სტარტაპებს მრავალმილიონიან პაკეტს სთავაზობენ

BTU-ს მოწვევით, ისრაელის ინვესტორები ქართულ სტარტაპებს მრავალმილიონიან პაკეტს სთავაზობენ

თბილისის მეწარმეობის სამიტი, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინიციატივით საქართველოში პირველად გაიმართება, ისრაელის სილიკონ ვადიდან ინვესტორების მოწვევას და ქართულ სტარტაპებთან შეხვედრას, სხვა აქტივობების პარალელურად გულისხმობს.

მრავალმილიონიანი საინვესტიციო პაკეტით, ინვესტორთა ჯგუფი საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა და რეგისტრირებული 150მდე სტარტაპიდან, შერჩეულ ექვსს შეხვდება. ინვესტორის წინაშე ფიჩინგი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ დაფუძნებული გლობალური სტარტაპ ფონდის ფარგლებში ჩატარდება. სტარტაპებს მიეცათ შესაძლებლობა ქვეყნიდან გაუსვლელად მოიზიდონ უცხოური ინვესიტიცია და გააფართოვონ ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებზე. ინიციატივის პარტნიორია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოც, რომელიც დამატებით სთავაზობს სტარტაპებს 650,000 ლარიან საგრანტო პროექტში მონაწილეობას ‘’Dollar to Dollar Basis’’ პრინციპით.

გლობალური სტარტაპ ფონდი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში 2019 წლის მაისში დაფუძნდა და პირველი სტარტაპ სესია დაფუძნებისთანავე გამართა. შერჩეულმა ქართულმა სტარტაპმა ‘’INFLUENCE GEORGIA’’-მ დაფინანსება 1,300,000 ლარის ოდენობით, GITA-სთან პარტნიორობით, ისრაელის ინვესტორისგან მიიღო.

თბილისის მეწარმეობის სამიტის ფარგლებში, გლობალური სტარტაპ ფონდის მეორე სესიაზე ინვესტორების წინაშე წარსდგებიან: Phubber App - “ფაბერი” – ციფრული პლატფორმა სოციალური შოპინგისთვის; Lingwing.com - უცხო ენების შესასაწავლი ინტერაქტიული აპლიკაცია; Biliki App - უფასო, პერსონალიზებული მოგზაურობის გზამკვლევი აპლიკაცია; Anima Chatbotics, რომელიც აერთიანებს ანტრეპრენერებს, პროგრამისტებსა და ნარატივ დიზაინერებს ერთი მიზნის ქვეშ: შეიქმნას ცოცხალი და თავისი “სულის” მქონე ციფრული ასისტენტები, ე.წ. “ჩეთბოტები”; Best Offer, რომელიც ამარტივებს სავაჭრო ურთიერთობებს და დისტანციური მომსახურებით მყიდველს საშუალებას აძლევს მიიღოს საუკეთესო შეთავაზება სასურველ პროდუქტზე და სერვისზე; Villam - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ შექმნილი აგრიტექის გადაწყვეტილება, რომელიც ეხმარება ფერმერს გაზარდოს პროდუქტიულობა და გააუმჯობესოს უსაფრთხოების სტანდარტები.

ინვესტორთა ვიზიტი თბილისის მეწარმეობის სამიტის ფარგლებში უახლოეს მომავალში იგეგმება, სადაც გაირკვევა შერჩეული სტარტაპების დაფინანსების საკითხი.