პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ერთ-ერთმა მოქალაქემ იყიდა ქლოროქინის განსხვავებული ფორმა და დაიღუპა" - აშშ-ში მცხოვრები ექიმი კორონავირუსის მკურნალობის მითებსა და თვითმკურნალობის მავნებლობაზე
"ერთ-ერთმა მოქალაქემ იყიდა ქლოროქინის განსხვავებული ფორმა და დაიღუპა" - აშშ-ში მცხოვრები ექიმი კორონავირუსის მკურნალობის მითებსა და თვითმკურნალობის მავნებლობაზე

ეპი­დე­მი­ო­ლო­გი მა­ნა­ნა გა­გუა წლე­ბის მან­ძილ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გუნდში მუ­შა­ობ­და. ახლა ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს და პან­დე­მი­ას, სხვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის თვა­ლით აკ­ვირ­დე­ბა. ფიქ­რობს, რომ მსოფ­ლიო სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დგას, ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის კი ის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე თვის წინ რუ­ტი­ნად მი­აჩ­ნდათ, კა­რან­ტი­ნის პი­რო­ბებ­ში სა­ნატ­რე­ლი გახ­და.

- ამე­რი­კა­ში 21 წე­ლია, ვცხოვ­რობ. თავ­და­პირ­ვე­ლად ბოს­ტონ­ში, მა­სა­ჩუ­სეტ­სის შტატ­ში, შემ­დეგ ჩრდი­ლო­ეთ კა­რო­ლი­ნა­ში და ახლა მე­რი­ლენდში, ქა­ლაქ ანა­პო­ლის­ში. კო­რო­ნა­ვირუს­მა აბ­სო­ლუ­ტუ­რად თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის წესი. თუ ადრე ყო­ველ­გვა­რი შე­ზღუდ­ვის გა­რე­შე დავ­დი­ო­დით ყველ­გან, სა­დაც გვინ­დო­და და ვა­კე­თებ­დით იმას, რაც გვინ­დო­და, ახლა იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი ვართ, დავ­რჩეთ სახ­ლში და მხო­ლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის­თვის, ძი­რი­თა­დად პრო­დუქ­ტე­ბის სა­ყიდ­ლად გა­ვი­დეთ გა­რეთ. გა­ვა­უქ­მეთ თე­ატ­რის სე­ზო­ნის ბი­ლე­თე­ბი, ვე­ღარ მივ­დი­ვართ მე­გობ­რებ­თან ერ­თად კა­ფე­ში, რეს­ტო­რან­ში, კონ­ცერ­ტზე, ან სტუმ­რად. ჩემი შვი­ლი ჩვენ­გან ერთი სა­ა­თის სა­ვალ­ზე ცხოვ­რობს, მაგ­რამ გვე­რი­დე­ბა და კარ­გა ხა­ნია, არ გვი­ნა­ხავს. ასეთ დროს უფრო ხვდე­ბი და აფა­სებ იმ რუ­ტი­ნას, რო­მე­ლიც თით­ქოს ადრე მო­სა­წყე­ნიც გეჩ­ვე­ნე­ბო­და. ჩვენ კი­დევ შე­და­რე­ბით გაგ­ვი­მარ­თლა, რად­გან ოკე­ა­ნის ნა­პი­რას ვცხოვ­რობთ, ეზოც გვაქვს და სა­მე­ზობ­ლო­შიც ვა­ხერ­ხებთ სე­ირ­ნო­ბას, მაგ­რამ რა თქმა უნდა, ეს ვე­რა­ნა­ი­რად ვერ შეც­ვლის იმას, რაც ადრე იყო.

- თქვენს შტატ­ში რა მდგო­მა­რე­ო­ბაა?

- შტა­ტის სტა­ტის­ტი­კით, 992 შემ­თხვე­ვაა დღეს, ხვალ ალ­ბათ 1000 იქ­ნე­ბა. პირ­ვე­ლად კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია რომ გავ­რცელ­და, ყუ­რა­დღე­ბით ვა­დევ­ნებ­დი თვალს, შევ­დი­ო­დი ჯან­მო-ს და ამე­რი­კის და­ა­ვა­დე­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის სა­იტ­ზე, ასე­ვე ვუს­მენ­დი აშშ-ის ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის (NIH) დი­რექ­ტო­რის, ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩის ბრი­ფინ­გებს. რა თქმა უნდა, ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, მაგ­რამ თა­ვი­დან­ვე ადეკ­ვა­ტუ­რად ვერ შე­ვა­ფა­სე ამ ვირუ­სის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და მას­შტა­ბი. მა­შინ, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში არც ერთი შემ­თხვე­ვა არ იყო და ამე­რი­კა­ში ალ­ბათ 200-მდე, ვი­მე­დოვ­ნებ­დი, რომ ეს შე­იძ­ლე­ბა, ყო­ფი­ლი­ყო გრი­პის მსგავ­სი ვირუ­სი, რო­მე­ლიც სე­ზო­ნუ­რად უამ­რავ ადა­მი­ანს აა­ვა­დებს და სამ­წუ­ხა­როდ, ათი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა მისი სხვა­დას­ხვა გარ­თუ­ლე­ბის გამო. რა­ტომ მინ­და, ამას ხაზი გა­ვუს­ვა? - თუ მა­შინ, ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის ად­რე­ულ ეტაპ­ზე კი­დევ შე­იძ­ლე­ბო­და ასე­თი შეც­დო­მის დაშ­ვე­ბა, ახლა, რო­დე­საც ეპი­დე­მია პან­დე­მი­ა­ში გა­და­ი­ზარ­და და ბევრ ქვე­ყა­ნა­ში სრუ­ლი­ად კა­ტას­ტრო­ფუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა, აქა-იქ და არც თუ იშ­ვი­ა­თად ისევ ვხვდე­ბი მო­საზ­რე­ბას, რომ ეს გრი­პის ვირუ­სი­ვი­თაა, სე­ზო­ნუ­რია და დათ­ბო­ბას­თან ერ­თად გა­და­ივ­ლის, ამას არა­ნა­ი­რი გა­მარ­თლე­ბა არა აქვს. ვირუ­სი აღ­მოჩ­ნდა, რო­გორც ახლა ხში­რად ამ­ბო­ბენ, გა­ცი­ლე­ბით უფრო ვე­რა­გი, ვიდ­რე ბევ­რს შე­ეძ­ლო წარ­მო­ედ­გი­ნა.

ამას რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი აქვს: ჯერ ერთი, გა­და­ე­ცე­მა ჰა­ერ­წვე­თო­ვა­ნი გზით, და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ხვე­ლე­ბის, ლა­პა­რა­კის და სუნ­თქვის დრო­საც კი აფ­რქვევს სხვა­დას­ხვა ზო­მის წვე­თებს, რომ­ლე­ბიც შე­ი­ცავს ვირუსს. ეს წვე­თე­ბი შე­იძ­ლე­ბა დარ­ჩეს ჰა­ერ­ში აე­რო­ზო­ლის სა­ხით, ან ზე­და­პი­რებ­ზე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი­დან რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. გარ­და ამი­სა, არ­სე­ბობს სრუ­ლი­ად უსიმპტო­მო ფორ­მე­ბი, რო­მელ­თა გა­მოვ­ლე­ნა ტეს­ტი­რე­ბის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ისი­ნი აინ­ფი­ცი­რე­ბენ გარ­შე­მო მყო­ფებს. ამი­ტო­მაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, რო­დე­საც გა­რეთ ვართ, ვე­ცა­დოთ, არ შე­ვე­ხოთ სა­ხეს, სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბი­სას და ყოფ­ნი­სას ხში­რად და­ვი­ბა­ნოთ ხე­ლე­ბი, 20 წამი გა­საპვ­ნა და 10 წამი ჩა­მო­ბან­ვა, ალ­კოჰო­ლით, ან სხვა სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით და­ვა­მუ­შა­ვოთ ზე­და­პი­რე­ბი, კა­რე­ბის, მან­ქა­ნის სა­ხე­ლუ­რე­ბი, ტე­ლე­ფო­ნი და ა.შ. ბევ­რი გვირ­ჩევს, სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბის მერე, გა­მო­ვიც­ვა­ლოთ ტან­საც­მე­ლი, გავ­რე­ცხოთ და მი­ვი­ღოთ შხა­პი. თუ ერთჯე­რად ნი­ღაბს და ხელ­თათ­მა­ნებს იყე­ნებთ, ისი­ნიც ფრთხი­ლად და წე­სე­ბის დაც­ვით უნდა მო­ვიხ­სნათ და გა­დავ­ყა­როთ. რაც შე­ე­ხე­ბა ნიღ­ბებს, რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გვირ­ჩე­ვენ, ისი­ნი ძი­რი­თა­დად უნდა ატა­რონ და­ა­ვა­დე­ბუ­ლებ­მა და მედ­პერ­სო­ნალ­მა, ჯან­მრთელ ადა­მი­ა­ნებს ნიღ­ბე­ბის ტა­რე­ბას არ ურ­ჩე­ვენ. ამ სა­კი­თხზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი არ­სე­ბობს, აზი­ა­ში თით­ქმის ყვე­ლა ატა­რებს ნი­ღაბს, და­სავ­ლეთ­ში არა.

- ეპი­დე­მი­ო­ლო­გი ბრძან­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­მელ წლებ­ში მუ­შა­ობ­დით?

- სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ფა­კულ­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ გა­ნა­წი­ლე­ბით რამ­დე­ნი­მე წელი ვმუ­შა­ობ­დი ბა­თუ­მის რეს­პუბ­ლი­კურ სა­ნე­პიდ­სად­გურ­ში. 1993 წელს და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა შიდსი-სა და კლი­ნი­კუ­რი იმუ­ნო­ლო­გი­ის ცენ­ტრში და ეს იყო ალ­ბათ ჩემი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო წლე­ბი. ცენ­ტრი იყო სრუ­ლი­ად გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ბევ­რი თვალ­საზ­რი­სით. ის შე­იქ­მნა 1989 წელს ბა­ტო­ნი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით, იყო ერთ-ერთი პირ­ვე­ლი პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში და რო­გორც იტყვი­ან, ფეხ­და­ფეხ მიჰ­ყვე­ბო­და შიდს-ის ეპი­დე­მი­ას. პა­ცი­ენ­ტე­ბის ტეს­ტი­რე­ბა, კონ­ტაქ­ტე­ბის გა­მოვ­ლე­ნა, კონ­სულ­ტი­რე­ბა, მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა, პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ჯან­მო-ს და მსოფ­ლი­ოს სხვა წამ­ყვა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ცენ­ტრში მუ­შა­ო­ბა იყო რთუ­ლი, რად­გან ბა­ტო­ნი თენ­გი­ზი მკაც­რი იყო და გვთხოვ­და, ყვე­ლა­ფე­რი გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა ზედ­მი­წევ­ნით კარ­გად, მაგ­რამ ამა­ვე დროს იყო ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, რად­გან ჯერ ერთი, იმაღ­ლებ­დი ცოდ­ნას, მი­მო­წე­რა გვქონ­და, მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან მეც­ნი­ე­რებ­თან, მაგ. იგი­ვე ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩის­თან, 1998 წელს ჩა­ტარ­და სა­ქარ­თვე­ლო­სა და NIH-ის ერ­თობ­ლი­ვი კონ­ფე­რენ­ცია, რო­მელ­შიც წამ­ყვა­ნი მეც­ნი­ე­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ხში­რად ვეს­წრე­ბო­დით აივ-შიდს-ის კონ­ფე­რენ­ცი­ებს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში, ეს 90-იან წლებ­ში იშ­ვი­ა­თო­ბა იყო. მაგ­რამ რა­საც მინ­და გან­სა­კუთ­რე­ბით ხაზი გა­ვუს­ვა, ეს იყო არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი კო­ლექ­ტი­ვი, გა­მორ­ჩე­უ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბით, რომ­ლე­ბიც დღეს ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი არი­ან და მუ­შა­ო­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­შიც და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ებ­შიც. ამ­დე­ნი წე­ლია, წა­მო­სუ­ლი ვარ და ისევ ამ ოჯა­ხის წევ­რად მი­მაჩ­ნია თავი.

- თქვე­ნი გად­მო­სა­ხე­დი­დან, რამ­დე­ნად დიდი საფრ­თხის წი­ნა­შე დგას მსოფ­ლიო?

- საფრ­თხე რომ სე­რი­ო­ზუ­ლია, ამა­ზე სტა­ტის­ტი­კა მი­უ­თი­თებს. ვი­ცით, რა მდგო­მა­რე­ო­ბა იყო ჩი­ნეთ­ში, იტა­ლი­ა­ში, რაც ჯე­რაც არ არის დამ­თავ­რე­ბუ­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით მსგავ­სი სი­ტუ­ა­ცი­აა ეს­პა­ნეთ­ში, იმე­დია, ნაკ­ლე­ბი და­ნა­კარ­გე­ბით. იზ­რდე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის რი­ცხვი ინ­გლის­ში, გერ­მა­ნი­ა­ში და ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნებ­ში. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის რი­ცხვით ამ­ჟა­მად პირ­ველ ად­გილ­ზეა მსოფ­ლი­ო­ში. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლოც ვერ გა­და­ურ­ჩა ეპი­დე­მი­ას, დღე­ის­თვის 90 და­ა­ვა­დე­ბუ­ლია, თუმ­ცა მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით ჩვენ­თან უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა. ქარ­თვე­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი­სა და ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტე­ბის მიერ გა­დაგ­მუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ძა­ლი­ან ეფექ­ტი­ა­ნი გა­მოდ­გა, ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის წვლი­ლი ვირუს­თან ბრძო­ლა­ში სა­ერ­თოდ ფას­და­უ­დე­ბე­ლია. შე­და­რე­ბის­თვის, პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვე­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბის­თა­ნა­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში ტეს­ტის პა­სუ­ხი რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში იყო ცნო­ბი­ლი, მა­შინ რო­დე­საც ამე­რი­კა­ში ამას რამ­დე­ნი­მე დღე სჭირ­დე­ბო­და. რის­კი, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან დი­დია, აუ­ცი­ლე­ბე­ლია სხვა ქვეყ­ნე­ბის შეც­დო­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად თა­ვი­დან აცი­ლე­ბა. ყვე­ლა მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა ვე­ცა­დოთ, დავ­რჩეთ სახ­ლში და გავ­წყვი­ტოთ ინ­ფექ­ცი­ის პო­ტენ­ცი­უ­რი გავ­რცე­ლე­ბის ჯაჭ­ვი. ეს თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, ამით ფას­და­უ­დე­ბელ სამ­სა­ხურს გა­ვუ­წევთ ქვე­ყა­ნას.

ხაზ­გას­მით მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რო­გო­რი აუ­ცი­ლე­ბე­ლია რე­ლი­გი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში შეკ­რე­ბე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ზღუდ­ვა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ირან­ში, სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში, ამე­რი­კა­ში რამ­დე­ნი­მე კლას­ტე­რია, რო­მე­ლიც სწო­რედ ასე წარ­მო­იქ­მნა, ერ­თმა და­ა­ვა­დე­ბულ­მა შეძ­ლო ასე­უ­ლო­ბით სხვა ადა­მი­ა­ნის და­ინ­ფი­ცი­რე­ბა. პან­დე­მი­ამ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა და სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ კი­დევ არ ვი­ცით, რა იქ­ნე­ბა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, თუმ­ცა იმ­დე­ნა­დაა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს სა­მე­დი­ცი­ნო და არა მარ­ტო სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბა კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი და მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, კო­რო­ნა­ვირუსს აუ­ცი­ლებ­ლად და­ვა­მარ­ცხებთ, ეფექ­ტუ­რი სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბის აღ­მო­ჩე­ნით, ვაქ­ცი­ნის შე­მუ­შა­ვე­ბით, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ით და კა­რან­ტი­ნით.

- რას გვე­ტყვით კო­რო­ნა­ვირუ­სის ირ­გვლივ გავ­რცე­ლე­ბულ სამ­კურ­ნა­ლო მი­თებ­ზე?

- წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი მი­თე­ბი ვრცელ­დე­ბა ვირუ­სის და­სა­მარ­ცხე­ბელ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე და ამას სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გე­ბიც მოჰ­ყვა, მაგ. აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ერთ-ერთ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის სამ­კურ­ნა­ლოდ ეფექ­ტუ­რია პრე­პა­რა­ტი ქლო­რო­ქი­ნი (პლაქ­ვე­ნი­ლი), რო­მე­ლიც მა­ლა­რი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრე­პა­რა­ტია. საქ­მე იმა­შია, რომ ეს პრე­პა­რა­ტი გა­მოს­ცა­დეს საფ­რან­გეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ პა­ცი­ენ­ტე­ბის მცი­რე ჯგუფ­ზე და იყო მო­საზ­რე­ბა, რომ იგი გარ­კვე­ულ­წი­ლად, რა­ღაც ხა­რის­ხით ებ­რძვის კო­რო­ნა­ვირუსს, თუმ­ცა მას აქვს ტოქ­სი­უ­რი გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი და მისი გა­მო­ყე­ნე­ბა მხო­ლოდ ექი­მის მკაც­რი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ შე­იძ­ლე­ბა. ერთ-ერ­თმა მო­ქა­ლა­ქემ ამე­რი­კა­ში იყი­და ამ პრე­პა­რა­ტის აკ­ვა­რი­უ­მის საწ­მენ­დი ფორ­მა და და­ი­ღუ­პა. ამი­ტომ ექი­მის რჩე­ვის გა­რე­შე ყო­ველ­გვა­რი თვით­მკურ­ნა­ლო­ბის­გან თავი უნდა შე­ვი­კა­ვოთ. ალ­კოჰო­ლი მხო­ლოდ ზე­და­პი­რე­ბის და ხე­ლე­ბის და­სა­მუ­შა­ვებ­ლად შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ. ნი­ორს კი კო­რო­ნა­ვირუს­თან არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არა აქვს.

- ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვად რო­გორ უნდა და­ა­მარ­ცხოს ორ­გა­ნიზ­მმა ვირუ­სი ეპი­დე­მი­ის დროს.

- არა მარ­ტო ეპი­დე­მი­ის დროს, ზო­გა­დად ვირუ­სის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა უნდა ვე­ცა­დოთ, ვი­ცხოვ­როთ ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წე­სით, მი­ვირ­თვათ ბევ­რი ხილი და ბოსტნე­უ­ლი, ვი­ვარ­ჯი­შოთ, უარი ვთქვათ მავ­ნე ჩვე­ვებ­ზე, რო­გო­რი­ცაა სი­გა­რე­ტის მო­წე­ვა (რო­გორც ცნო­ბი­ლია, კო­რო­ნო­ვირუ­სით ინ­ფექ­ცია გა­ცი­ლე­ბით უფრო მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ობს მწე­ვე­ლებ­ში), გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის მი­ღე­ბა. ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ჩა­ვი­ტა­როთ აცრა სე­ზო­ნუ­რი გრი­პის წი­ნა­აღ­მდეგ და ხან­ში­შე­სუ­ლებ­მა ჩა­ი­ტა­რონ პნევ­მო­კო­კის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია, რათა კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­ულ პნევ­მო­ნი­ას ბაქ­ტე­რი­უ­ლი პნევ­მო­ნი­აც რომ არ და­ერ­თოს. თუ ვირუ­სი მა­ინც შე­გე­ყა­რათ, მსუ­ბუ­ქი ფორ­მის შემ­თხვე­ვა­ში, სიმპტო­მა­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა, სი­ცხის დამ­წე­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხე­ე­ბი და ა.შ. რთულ შემ­თხვე­ვებ­ში უნდა მივ­მარ­თოთ ექიმს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
3

უნდა დააზუსტოთ, რომ ამერიკაში ეს პრეპარატი არ იყო სამედიცინო დანიშნულების. მოქალაქემ შეიძინა პრეპარატი რომელიც აკვარიუმის გასაწმენდად გამოიყენებოდა და მიიღო ექიმის ნებართვის გარეშე. 

მუმლი მუხასაო
7

ახლა, მთლად ზუსტად თუ ითქვა ყველაფერი, ხალხს როგორღა შთააგონებ რომ უმწეოა))) 

ავტორი:

"ერთ-ერთმა მოქალაქემ იყიდა ქლოროქინის განსხვავებული ფორმა და დაიღუპა" - აშშ-ში მცხოვრები ექიმი კორონავირუსის მკურნალობის მითებსა და თვითმკურნალობის მავნებლობაზე

"ერთ-ერთმა მოქალაქემ იყიდა ქლოროქინის განსხვავებული ფორმა და დაიღუპა" - აშშ-ში მცხოვრები ექიმი კორონავირუსის მკურნალობის მითებსა და თვითმკურნალობის მავნებლობაზე

ეპიდემიოლოგი მანანა გაგუა წლების მანძილზე საქართველოში თენგიზ ცერცვაძის გუნდში მუშაობდა. ახლა ამერიკაში ცხოვრობს და პანდემიას, სხვებისგან განსხვავებით, პროფესიონალის თვალით აკვირდება. ფიქრობს, რომ მსოფლიო სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას, ადამიანებისთვის კი ის მდგომარეობა, რომელიც რამდენიმე თვის წინ რუტინად მიაჩნდათ, კარანტინის პირობებში სანატრელი გახდა.

- ამერიკაში 21 წელია, ვცხოვრობ. თავდაპირველად ბოსტონში, მასაჩუსეტსის შტატში, შემდეგ ჩრდილოეთ კაროლინაში და ახლა მერილენდში, ქალაქ ანაპოლისში. კორონავირუსმა აბსოლუტურად თავდაყირა დააყენა ჩვენი ცხოვრების წესი. თუ ადრე ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე დავდიოდით ყველგან, სადაც გვინდოდა და ვაკეთებდით იმას, რაც გვინდოდა, ახლა იძულებულები ვართ, დავრჩეთ სახლში და მხოლოდ აუცილებელი საჭიროებებისთვის, ძირითადად პროდუქტების საყიდლად გავიდეთ გარეთ. გავაუქმეთ თეატრის სეზონის ბილეთები, ვეღარ მივდივართ მეგობრებთან ერთად კაფეში, რესტორანში, კონცერტზე, ან სტუმრად. ჩემი შვილი ჩვენგან ერთი საათის სავალზე ცხოვრობს, მაგრამ გვერიდება და კარგა ხანია, არ გვინახავს. ასეთ დროს უფრო ხვდები და აფასებ იმ რუტინას, რომელიც თითქოს ადრე მოსაწყენიც გეჩვენებოდა. ჩვენ კიდევ შედარებით გაგვიმართლა, რადგან ოკეანის ნაპირას ვცხოვრობთ, ეზოც გვაქვს და სამეზობლოშიც ვახერხებთ სეირნობას, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ვერანაირად ვერ შეცვლის იმას, რაც ადრე იყო.

- თქვენს შტატში რა მდგომარეობაა?

- შტატის სტატისტიკით, 992 შემთხვევაა დღეს, ხვალ ალბათ 1000 იქნება. პირველად კორონავირუსის შესახებ ინფორმაცია რომ გავრცელდა, ყურადღებით ვადევნებდი თვალს, შევდიოდი ჯანმო-ს და ამერიკის დაავადებათა ეროვნული ცენტრის საიტზე, ასევე ვუსმენდი აშშ-ის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) დირექტორის, ენტონი ფაუჩის ბრიფინგებს. რა თქმა უნდა, ვნერვიულობდი, მაგრამ თავიდანვე ადეკვატურად ვერ შევაფასე ამ ვირუსის შესაძლებლობები და მასშტაბი. მაშინ, როდესაც საქართველოში არც ერთი შემთხვევა არ იყო და ამერიკაში ალბათ 200-მდე, ვიმედოვნებდი, რომ ეს შეიძლება, ყოფილიყო გრიპის მსგავსი ვირუსი, რომელიც სეზონურად უამრავ ადამიანს აავადებს და სამწუხაროდ, ათიათასობით ადამიანი იღუპება მისი სხვადასხვა გართულების გამო. რატომ მინდა, ამას ხაზი გავუსვა? - თუ მაშინ, ინფექციის გავრცელების ადრეულ ეტაპზე კიდევ შეიძლებოდა ასეთი შეცდომის დაშვება, ახლა, როდესაც ეპიდემია პანდემიაში გადაიზარდა და ბევრ ქვეყანაში სრულიად კატასტროფული მდგომარეობაა, აქა-იქ და არც თუ იშვიათად ისევ ვხვდები მოსაზრებას, რომ ეს გრიპის ვირუსივითაა, სეზონურია და დათბობასთან ერთად გადაივლის, ამას არანაირი გამართლება არა აქვს. ვირუსი აღმოჩნდა, როგორც ახლა ხშირად ამბობენ, გაცილებით უფრო ვერაგი, ვიდრე ბევრს შეეძლო წარმოედგინა.

ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: ჯერ ერთი, გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით, დაავადებული ადამიანი ხველების, ლაპარაკის და სუნთქვის დროსაც კი აფრქვევს სხვადასხვა ზომის წვეთებს, რომლებიც შეიცავს ვირუსს. ეს წვეთები შეიძლება დარჩეს ჰაერში აეროზოლის სახით, ან ზედაპირებზე რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღის განმავლობაში. გარდა ამისა, არსებობს სრულიად უსიმპტომო ფორმები, რომელთა გამოვლენა ტესტირების გარეშე შეუძლებელია, მაგრამ სამწუხაროდ, ისინი აინფიცირებენ გარშემო მყოფებს. ამიტომაა აუცილებელი კორონავირუსით ინფიცირების თავიდან ასაცილებლად, როდესაც გარეთ ვართ, ვეცადოთ, არ შევეხოთ სახეს, სახლში დაბრუნებისას და ყოფნისას ხშირად დავიბანოთ ხელები, 20 წამი გასაპვნა და 10 წამი ჩამობანვა, ალკოჰოლით, ან სხვა სადეზინფექციო საშუალებებით დავამუშავოთ ზედაპირები, კარების, მანქანის სახელურები, ტელეფონი და ა.შ. ბევრი გვირჩევს, სახლში დაბრუნების მერე, გამოვიცვალოთ ტანსაცმელი, გავრეცხოთ და მივიღოთ შხაპი. თუ ერთჯერად ნიღაბს და ხელთათმანებს იყენებთ, ისინიც ფრთხილად და წესების დაცვით უნდა მოვიხსნათ და გადავყაროთ. რაც შეეხება ნიღბებს, როგორც სპეციალისტები გვირჩევენ, ისინი ძირითადად უნდა ატარონ დაავადებულებმა და მედპერსონალმა, ჯანმრთელ ადამიანებს ნიღბების ტარებას არ ურჩევენ. ამ საკითხზე განსხვავებული აზრი არსებობს, აზიაში თითქმის ყველა ატარებს ნიღაბს, დასავლეთში არა.

- ეპიდემიოლოგი ბრძანდებით, საქართველოში რომელ წლებში მუშაობდით?

- სამედიცინო ინსტიტუტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ განაწილებით რამდენიმე წელი ვმუშაობდი ბათუმის რესპუბლიკურ სანეპიდსადგურში. 1993 წელს დავიწყე მუშაობა შიდსი-სა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში და ეს იყო ალბათ ჩემი პროფესიული საქმიანობის ყველაზე საინტერესო წლები. ცენტრი იყო სრულიად გამორჩეული სამედიცინო დაწესებულება ბევრი თვალსაზრისით. ის შეიქმნა 1989 წელს ბატონი თენგიზ ცერცვაძის ინიციატივით, იყო ერთ-ერთი პირველი პოსტსაბჭოთა სივრცეში და როგორც იტყვიან, ფეხდაფეხ მიჰყვებოდა შიდს-ის ეპიდემიას. პაციენტების ტესტირება, კონტაქტების გამოვლენა, კონსულტირება, მოსახლეობის ინფორმირება, პროფილაქტიკური ღონისძიებები ხორციელდებოდა ჯანმო-ს და მსოფლიოს სხვა წამყვანი სამედიცინო ორგანიზაციების რეკომენდაციების შესაბამისად, ცენტრში მუშაობა იყო რთული, რადგან ბატონი თენგიზი მკაცრი იყო და გვთხოვდა, ყველაფერი გაგვეკეთებინა ზედმიწევნით კარგად, მაგრამ ამავე დროს იყო ძალიან საინტერესო, რადგან ჯერ ერთი, იმაღლებდი ცოდნას, მიმოწერა გვქონდა, მსოფლიოს წამყვან მეცნიერებთან, მაგ. იგივე ენტონი ფაუჩისთან, 1998 წელს ჩატარდა საქართველოსა და NIH-ის ერთობლივი კონფერენცია, რომელშიც წამყვანი მეცნიერები მონაწილეობდნენ. თანამშრომლები ხშირად ვესწრებოდით აივ-შიდს-ის კონფერენციებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ეს 90-იან წლებში იშვიათობა იყო. მაგრამ რასაც მინდა განსაკუთრებით ხაზი გავუსვა, ეს იყო არაჩვეულებრივი კოლექტივი, გამორჩეული პროფესიონალებით, რომლებიც დღეს ძალიან წარმატებულები არიან და მუშაობენ საქართველოშიც და ამერიკის შეერთებულ შტაებშიც. ამდენი წელია, წამოსული ვარ და ისევ ამ ოჯახის წევრად მიმაჩნია თავი.

- თქვენი გადმოსახედიდან, რამდენად დიდი საფრთხის წინაშე დგას მსოფლიო?

- საფრთხე რომ სერიოზულია, ამაზე სტატისტიკა მიუთითებს. ვიცით, რა მდგომარეობა იყო ჩინეთში, იტალიაში, რაც ჯერაც არ არის დამთავრებული, დაახლოებით მსგავსი სიტუაციაა ესპანეთში, იმედია, ნაკლები დანაკარგებით. იზრდება ინფიცირებულების რიცხვი ინგლისში, გერმანიაში და ევროპის სხვა ქვეყნებში. ამერიკის შეერთებული შტატები ინფიცირებულების რიცხვით ამჟამად პირველ ადგილზეა მსოფლიოში. სამწუხაროდ, საქართველოც ვერ გადაურჩა ეპიდემიას, დღეისთვის 90 დაავადებულია, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით ჩვენთან უკეთესი მდგომარეობაა. ქართველი ეპიდემიოლოგებისა და ინფექციონისტების მიერ გადაგმული ნაბიჯები ძალიან ეფექტიანი გამოდგა, ლუგარის ლაბორატორიის წვლილი ვირუსთან ბრძოლაში საერთოდ ფასდაუდებელია. შედარებისთვის, პირველი შემთხვევების გამოვლინებისთანავე საქართველოში ტესტის პასუხი რამდენიმე საათში იყო ცნობილი, მაშინ როდესაც ამერიკაში ამას რამდენიმე დღე სჭირდებოდა. რისკი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია, აუცილებელია სხვა ქვეყნების შეცდომების გათვალისწინება და შეძლებისდაგვარად თავიდან აცილება. ყველა მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, დავრჩეთ სახლში და გავწყვიტოთ ინფექციის პოტენციური გავრცელების ჯაჭვი. ეს თითოეული ადამიანის მოქალაქეობრივი ვალდებულებაა, ამით ფასდაუდებელ სამსახურს გავუწევთ ქვეყანას.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, როგორი აუცილებელია რელიგიურ დაწესებულებებში შეკრებების მაქსიმალურად შეზღუდვა. შეგახსენებთ, რომ ირანში, სამხრეთ კორეაში, საფრანგეთში, ამერიკაში რამდენიმე კლასტერია, რომელიც სწორედ ასე წარმოიქმნა, ერთმა დაავადებულმა შეძლო ასეულობით სხვა ადამიანის დაინფიცირება. პანდემიამ უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ ვიცით, რა იქნება უახლოეს მომავალში, თუმცა იმდენადაა მთელი მსოფლიოს სამედიცინო და არა მარტო სამედიცინო საზოგადოება კონცენტრირებული და მობილიზებული ამ მიმართულებით, დარწმუნებული ვარ, კორონავირუსს აუცილებლად დავამარცხებთ, ეფექტური სამკურნალო საშუალების აღმოჩენით, ვაქცინის შემუშავებით, თვითიზოლაციით და კარანტინით.

- რას გვეტყვით კორონავირუსის ირგვლივ გავრცელებულ სამკურნალო მითებზე?

- წარმოუდგენელი მითები ვრცელდება ვირუსის დასამარცხებელ საშუალებებზე და ამას სავალალო შედეგებიც მოჰყვა, მაგ. აშშ-ის პრეზიდენტმა ერთ-ერთ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კორონავირუსის სამკურნალოდ ეფექტურია პრეპარატი ქლოროქინი (პლაქვენილი), რომელიც მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატია. საქმე იმაშია, რომ ეს პრეპარატი გამოსცადეს საფრანგეთში კორონავირუსის წინააღმდეგ პაციენტების მცირე ჯგუფზე და იყო მოსაზრება, რომ იგი გარკვეულწილად, რაღაც ხარისხით ებრძვის კორონავირუსს, თუმცა მას აქვს ტოქსიური გვერდითი ეფექტები და მისი გამოყენება მხოლოდ ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ შეიძლება. ერთ-ერთმა მოქალაქემ ამერიკაში იყიდა ამ პრეპარატის აკვარიუმის საწმენდი ფორმა და დაიღუპა. ამიტომ ექიმის რჩევის გარეშე ყოველგვარი თვითმკურნალობისგან თავი უნდა შევიკავოთ. ალკოჰოლი მხოლოდ ზედაპირების და ხელების დასამუშავებლად შეიძლება გამოვიყენოთ. ნიორს კი კორონავირუსთან არანაირი შეხება არა აქვს.

- ყველაზე მარტივად როგორ უნდა დაამარცხოს ორგანიზმმა ვირუსი ეპიდემიის დროს.

- არა მარტო ეპიდემიის დროს, ზოგადად ვირუსის თავიდან ასაცილებლად უპირველეს ყოვლისა უნდა ვეცადოთ, ვიცხოვროთ ცხოვრების ჯანსაღი წესით, მივირთვათ ბევრი ხილი და ბოსტნეული, ვივარჯიშოთ, უარი ვთქვათ მავნე ჩვევებზე, როგორიცაა სიგარეტის მოწევა (როგორც ცნობილია, კორონოვირუსით ინფექცია გაცილებით უფრო მძიმედ მიმდინარეობს მწეველებში), გადაჭარბებული რაოდენობით ალკოჰოლური სასმელების მიღება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ჩავიტაროთ აცრა სეზონური გრიპის წინააღმდეგ და ხანშიშესულებმა ჩაიტარონ პნევმოკოკის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რათა კორონავირუსით გამოწვეულ პნევმონიას ბაქტერიული პნევმონიაც რომ არ დაერთოს. თუ ვირუსი მაინც შეგეყარათ, მსუბუქი ფორმის შემთხვევაში, სიმპტომატური მკურნალობა, სიცხის დამწევი საშუალებები, დიდი რაოდენობით სითხეები და ა.შ. რთულ შემთხვევებში უნდა მივმართოთ ექიმს.

კომენდანტის საათის დროს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ავტომობილით გადაადგილდებოდა - პოლიციას მან შეურაცხყოფა მიაყენა

ქართველი ექიმები ემიგრანტებს უფასო დახმარებას სთავაზობენ - სია მედიკოსების მონაცემებით

საქართველოს მოქალაქეს, სატვირთო ავტომობილის მძღოლს კორონავირუსი სომხეთში ტვირთის გადატანისას დაუდგინდა