სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავარია სოფელ კარალეთთან - გარდაცვლილია ერთი, 18 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა
ავარია სოფელ კარალეთთან - გარდაცვლილია ერთი, 18 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა

გორი-ერგნე­თის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე, სო­ფელ კა­რა­ლეთ­თან მომ­ხდა­რი ავა­რი­ის შე­დე­გად 1 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, 2 კი და­შავ­და. და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ჯგუ­ფებ­მა კლი­ნი­კა "გორ­მედ­ში" გა­და­იყ­ვა­ნეს.

მო­რი­გე ქი­რურ­გის, ლექ­სო ხე­თა­გუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთი პა­ცი­ენ­ტის, 18 წლის ახალ­გაზ­რდის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა, იგი კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ცი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტშია მო­თავ­სე­ბუ­ლი და შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა უტარ­დე­ბა, მე­ო­რეს კი ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი დახ­მა­რე­ბა გა­ე­წია და კლი­ნი­კა უკვე და­ტო­ვა.

"ავა­რი­ის შე­დე­გად კლი­ნი­კა­ში ორი პა­ცი­ენ­ტი შე­მო­იყ­ვა­ნეს. ერ­თის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა, იგი გა­დაყ­ვა­ნი­ლია კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ცი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტში და და­წყე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე პა­ცი­ენტს, მას ზედა კი­დურ­ზე აღე­ნიშ­ნე­ბო­და მსუ­ბუ­ქი ტრავ­მა, ტრავ­მა­ტო­ლო­გის მხრი­დან გა­ე­წია შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა, ჩა­უ­ტარ­და ყვე­ლა სა­ჭი­რო კვლე­ვა და გა­ე­წე­რა ბი­ნა­ზე.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ორი და­შა­ვე­ბუ­ლის გარ­და, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ჯგუფ­მა შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან კი­დევ ერთი პირი გად­მო­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა, კლი­ნი­კა­ში შე­მოყ­ვა­ნი­სას გვა­მი იყო", - გა­ნა­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას ლექ­სო ხე­თა­გურ­მა.

მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ავტორი:

ავარია სოფელ კარალეთთან - გარდაცვლილია ერთი, 18 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა

ავარია სოფელ კარალეთთან - გარდაცვლილია ერთი, 18 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა

გორი-ერგნეთის საავტომობილო გზაზე, სოფელ კარალეთთან მომხდარი ავარიის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 2 კი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა "გორმედში" გადაიყვანეს.

მორიგე ქირურგის, ლექსო ხეთაგურის ინფორმაციით, ერთი პაციენტის, 18 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა, იგი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია მოთავსებული და შესაბამისი მკურნალობა უტარდება, მეორეს კი ამბულატორიული დახმარება გაეწია და კლინიკა უკვე დატოვა.

"ავარიის შედეგად კლინიკაში ორი პაციენტი შემოიყვანეს. ერთის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, იგი გადაყვანილია კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში და დაწყებულია შესაბამისი მკურნალობა. რაც შეეხება მეორე პაციენტს, მას ზედა კიდურზე აღენიშნებოდა მსუბუქი ტრავმა, ტრავმატოლოგის მხრიდან გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა და გაეწერა ბინაზე.

აღნიშნული ორი დაშავებულის გარდა, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა შემთხვევის ადგილიდან კიდევ ერთი პირი გადმოიყვანა, თუმცა, კლინიკაში შემოყვანისას გვამი იყო", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ლექსო ხეთაგურმა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 81-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 77-მდე გაიზარდა

მარნეულიდან თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 9 დღის ახალშობილი შეიყვანეს