მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აქვს თუ არა უფლება დამსაქმებელს გაათავისუფლოს დასაქმებული პანდემიის გამო? - ინტერვიუ „სამართლის ჯგუფის“ ადვოკატთან
აქვს თუ არა უფლება დამსაქმებელს გაათავისუფლოს დასაქმებული პანდემიის გამო? - ინტერვიუ „სამართლის ჯგუფის“ ადვოკატთან

მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მთავ­რო­ბამ ზო­მე­ბის მი­ღე­ბა და­ი­წყო, აიკ­რძა­ლა ყვი­თე­ლი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბა, აფ­თი­ა­ქე­ბი­სა და სურ­სა­თის მა­ღა­ზი­ე­ბის გარ­და, სხვა სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტებ­მა ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა შე­წყვი­ტა, რაც ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ ნა­წილს ფი­ნან­სურ პრობ­ლე­მებს უქ­მნის.

აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ კომ­პა­ნი­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი მუ­შა­ო­ბის დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზე გა­და­ვი­და, რამ­დე­ნა­დაც სფე­როს სპე­ცი­ფი­კა ამის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ო­და და ცდი­ლობს, პან­დე­მი­ის გამო არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებს ასე გა­უმკლავ­დეს.

ამ პრო­ცეს­ში ბევ­რი კი­თხვა ის­მე­ბა რო­გორც და­საქ­მე­ბუ­ლე­ბის, ისე დამ­საქ­მებ­ლე­ბის მხრი­დან, თუ რისი უფ­ლე­ბა აქვთ მათ მა­შინ, როცა ქვე­ყა­ნა კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბას ებ­რძვის? აღ­ნიშ­ნულ­მა კი­თხვებ­მა გა­ურ­კვევ­ლო­ბა რომ არ შექ­მნას, „სა­მარ­თლის ჯგუ­ფის“ ერთ-ერთ დამ­ფუძ­ნე­ბელს ანა სამ­სო­ნი­ას და­ვუ­კავ­შირ­დით, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ზე ხში­რად დას­მულ კი­თხვებ­ზე დე­ტა­ლუ­რად გაგ­ვცა პა­სუ­ხე­ბი.

„სა­მარ­თლის ჯგუ­ფი“ მზად არის, ნე­ბის­მი­ერ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს სა­ინ­ფორ­მა­ციო დახ­მა­რე­ბა ახლა უკვე დის­ტან­ცი­უ­რა­დაც გა­უ­წი­ოს.

ანა სამ­სო­ნი­ას გან­მარ­ტე­ბით, პან­დე­მი­ის დროს დამ­საქ­მე­ბელ­სა და და­საქ­მე­ბულს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ნი­უ­ან­სე­ბი შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს. კონ­კრე­ტუ­ლად, რა ცვლი­ლე­ბებ­ზეა სა­უ­ბა­რი, ამის შე­სა­ხებ ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ:

აქვს თუ არა უფ­ლე­ბა დამ­საქ­მე­ბელს გა­ან­თა­ვი­სუფ­ლოს და­საქ­მე­ბუ­ლი პან­დე­მი­ის გამო?

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია COVID 19, რა­მაც გა­მო­იწ­ვია მთე­ლი რიგი ცვლი­ლე­ბე­ბი. 2020 წლის 11 მარტს მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს მი­ა­ნი­ჭა პან­დე­მი­ის სტა­ტუ­სი, 2020 წლის 21 მარტს სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ცხად­და სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა. გა­მო­ი­ცა ისე­თი აქ­ტე­ბი, რო­გო­რი­ცაა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის დეკ­რე­ტი სა­ქარ­თვე­ლოს მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­სა­ტა­რე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა შე­სა­ხებ, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის აღ­კვე­თის მიზ­ნით გა­სა­ტა­რე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ. ზემ­ოთხსე­ნე­ბუ­ლი აქ­ტე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­წეს­და რიგი შე­ზღუდ­ვე­ბი, აღ­ნიშ­ნუ­ლი აქ­ტე­ბის შეს­რუ­ლე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში მოქ­მე­დებს სან­ქცი­ე­ბი.

შრო­მის სა­კი­თხებს არე­გუ­ლი­რებს შრო­მის კო­დექ­სი, რო­მე­ლიც აკე­თებს კონ­კრე­ტულ ჩა­მო­ნათ­ვალს, თუ რა შემ­თხვე­ვებ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი შრო­მი­თი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­წყვე­ტა. ამ ჩა­მო­ნათ­ვალ­ში არ არის პან­დე­მია. ამი­ტომ, ავ­ტო­მა­ტუ­რად პან­დე­მი­ის მი­ზე­ზით ვერ მოხ­დე­ბა და­საქ­მე­ბულ­თან შრო­მი­თი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­წყვე­ტა. თუმ­ცა, შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ხე­ზე იყოს სხვა შე­წყვე­ტის სა­ფუძ­ვლე­ბი. მა­გა­ლი­თად, ერთ-ერთი ასე­თი სა­ფუძ­ვე­ლია ეკო­ნო­მი­კუ­რი გა­რე­მო­ე­ბე­ბი, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ან ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც აუ­ცი­ლე­ბელს ხდის სა­მუ­შაო ძა­ლის შემ­ცი­რე­ბას. ამ დროს, ორი­ვე მხა­რემ ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოს ეკო­ნო­მი­კურ გა­რე­მო­ე­ბებ­თან ერ­თად არის თუ არა სა­ხე­ზე სა­მუ­შაო ძა­ლის შემ­ცი­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა. ასე­ვე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­წყვე­ტა არის უკა­ნას­კნე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა და დამ­საქ­მე­ბე­ლი უნდა ეცა­დოს შე­წყვე­ტით არ დას­რულ­დეს ურ­თი­ერ­თო­ბა.

აქვს თუ არა უფ­ლე­ბა და­საქ­მე­ბულს არ გა­მო­ცხად­დეს სამ­სა­ხურ­ში?

პან­დე­მია არ ნიშ­ნავს იმას, რომ და­საქ­მე­ბულს ავ­ტო­მა­ტუ­რად შე­უძ­ლია არ გა­მო­ცხად­დეს სამ­სა­ხურ­ში. ასეთ დროს მი­ზან­შე­წო­ნი­ლია და­საქ­მე­ბულ­მა შე­ა­მოწ­მოს მისი დამ­საქ­მებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბა არის თუ არა შე­ჩე­რე­ბუ­ლი და რის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­და ეს. თუ შე­ჩე­რე­ბუ­ლია, უმ­ჯო­ბე­სია, და­საქ­მე­ბულს ჰქონ­დეს დამ­საქ­მე­ბელ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია, რათა გა­ერ­კვეს ხომ არ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი მისი საქ­მი­ა­ნო­ბა ელექტრო­ნულ ან რა­ი­მე სხვა რე­ჟიმ­ში გაგ­რძელ­დეს.

ასე­ვე, შე­საძ­ლე­ბე­ლია კონ­კრე­ტუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა არ იყოს შე­ჩე­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას ჰქონ­დეს სა­ნი­ტა­რუ­ლი/სა­დენ­ზი­ფექ­ციო მიზ­ნე­ბით და­გეგ­მი­ლი ხან­მოკ­ლე ღო­ნის­ძი­ე­ბა, რომ­ლის გან­მავ­ლო­ბა­შიც და­საქ­მე­ბულ­თა დაშ­ვე­ბა იყოს შე­ზღუ­დუ­ლი. ყო­ველ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში, დამ­საქ­მე­ბელ­სა და და­საქ­მე­ბულს შე­სა­ბა­მი­სი უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი გა­აჩ­ნი­ათ.

სა­ინ­ტე­რე­სოა, კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, და­საქ­მე­ბუ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ან თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა რამ­დე­ნად სა­პა­ტი­ოდ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს სამ­სა­ხურ­ში არ გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში?

კი­დევ ერთი სა­კი­თხია თა­ვად და­საქ­მე­ბუ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა, შე­საძ­ლოა და­საქ­მე­ბუ­ლი იყოს შე­უძ­ლოდ, ასეთ დროს იგი ვალ­დე­ბუ­ლია მი­მარ­თოს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, რათა და­დას­ტურ­დეს მისი დრო­ე­ბი­თი შრო­მი­სუ­უ­ნა­რო­ბა, ანა­ლო­გი­უ­რად ხდე­ბა თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­შიც, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის წი­ნა­პი­რო­ბე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნოს მიერ გა­ცე­მუ­ლი დო­კუ­მენ­ტი არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი წი­ნა­პი­რო­ბა, რათა და­საქ­მე­ბუ­ლის გა­მო­უ­ცხა­დებ­ლო­ბა არ ჩა­ით­ვა­ლოს დარ­ღვე­ვად. და­საქ­მე­ბუ­ლებ­მა ასე­თი დო­კუ­მენ­ტე­ბი უნდა შე­ი­ნა­ხონ და გა­დას­ცენ დამ­საქ­მებ­ლებს, ასე­ვე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია დამ­საქ­მებლთან გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, ში­ნა­გა­ნა­წე­სი, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი კონ­კრე­ტულ წესს ად­გენს, რო­მელ­თა დაც­ვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ამას­თან, ბევ­რი კომ­პა­ნია დის­ტან­ცი­ურ სა­მუ­შაო რე­ჟიმ­ზე რე­ჟიმ­ზე გა­და­ვი­და. ეს გა­რე­მო­ე­ბაც სა­ყუ­რა­დღე­ბოა, ორი­ვე მხა­რის სა­თა­ნა­დო ჩარ­თუ­ლო­ბით უნდა იქ­ნას უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი საქ­მი­ა­ნი მო­ნა­ცე­მე­ბის სა­თა­ნა­დო და­ცუ­ლო­ბა, კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის მიზ­ნით.

ასე­ვე, და­საქ­მე­ბულს უფ­ლე­ბა აქვს უარი გა­ნა­ცხა­დოს იმ სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის პი­რო­ბე­ბის და­უც­ვე­ლო­ბის გამო აშ­კა­რა და არ­სე­ბით საფრ­თხეს უქ­მნის სი­ცო­ცხლეს, ჯან­მრთე­ლო­ბას. ამ უფ­ლე­ბას­თან ერ­თად ამა­ვე დროს და­საქ­მე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლია და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­ა­ტყო­ბი­ნოს დამ­საქ­მე­ბელს იმ გა­რე­მო­ე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლის გა­მოც ამ­ბობს უარს ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე.

ბევ­რი იუ­რის­ტიც მის საქ­მი­ა­ნო­ბას ელექტრო­ნუ­ლი ფორ­მით ახორ­ცი­ე­ლებს, რათა და­ვიც­ვათ ძი­რი­თა­დი და არ­სე­ბი­თი ე.წ. „სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბის“ რე­კო­მენ­და­ცია, თუმ­ცა ეს ხელს არ გვიშ­ლის და­ვეხ­მა­როთ ადა­მი­ა­ნებს და მივ­ცეთ შე­სა­ბა­მი­სი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი. ჩვე­ნი გუნ­დიც მზად არის იმუ­შა­ვოს ამ რე­ჟიმ­ში, მათ შო­რის შრო­მით სა­მარ­თლებ­რივ სა­კი­თხებ­ზე.

სა­ინ­ტე­რე­სოა, აქვს თუ არა რა­ი­მე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა დამ­საქ­მე­ბელს და­საქ­მე­ბუ­ლის მი­მართ პან­დე­მი­ის დროს?

შრო­მის კო­დექ­სის შე­სა­ბა­მი­სად, დამ­საქ­მე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია უზ­რუნ­ველ­ყოს და­საქ­მე­ბუ­ლი სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რად უსაფრ­თხო სა­მუ­შაო გა­რე­მო­თი. დამ­საქ­მე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია მი­ი­ღოს ყვე­ლა გო­ნივ­რუ­ლი ზომა და­საქ­მე­ბუ­ლის უსაფრ­თხო­ე­ბი­სათ­ვის და მისი ჯან­მრთე­ლო­ბის და­სა­ცა­ვად. მა­გა­ლი­თად, რო­გო­რი­ცაა დის­ტან­ცი­რე­ბა, სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, პირ­ბა­დე დას­ხვა.კონ­კრე­ტუ­ლი დამ­საქ­მებ­ლის სპე­ცი­ფი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ეს ზო­მე­ბი გან­სხვავ­დე­ბა, მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ხდე­ბა ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მი­ღე­ბა და აღ­სრუ­ლე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად ახლა ორი­ვე მხა­რე უნდა იყოს ჩარ­თუ­ლი, იღებ­დეს გა­და­მოწ­მე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას და დრო­უ­ლად რე­ა­გი­რებ­დეს.

ასე­ვე, აქვს თუ არა რა­ი­მე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და­საქ­მე­ბულს დამ­საქ­მებ­ლის მი­მართ პან­დე­მი­ის დროს?

მა­გა­ლი­თად, სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის დროს სა­წარ­მო­ე­ბის, და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებს უფ­ლე­ბა აქვთ, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი მათ და­უ­კი­თხა­ვად, დრო­ე­ბით გა­და­იყ­ვა­ნონ ისეთ სა­მუ­შა­ო­ზე, რო­მე­ლიც არ არის შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. თუმ­ცა, აქაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დამ­საქ­მე­ბელს ახ­სოვ­დეს, რომ ეს უფ­ლე­ბა ბო­რო­ტად არ იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, მხო­ლოდ იმ მიზ­ნით უნდა მოხ­დეს ამ­გვა­რი უფ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­დე­საც ეს ემ­სა­ხუ­რე­ბა ლე­გი­ტი­მურ მი­ზანს და წარ­მო­ად­გენს უკი­დუ­რეს აუ­ცი­ლებ­ლო­ბას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

აქვს თუ არა უფლება დამსაქმებელს გაათავისუფლოს დასაქმებული პანდემიის გამო? - ინტერვიუ „სამართლის ჯგუფის“ ადვოკატთან

აქვს თუ არა უფლება დამსაქმებელს გაათავისუფლოს დასაქმებული პანდემიის გამო? - ინტერვიუ „სამართლის ჯგუფის“ ადვოკატთან

მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ მთავრობამ ზომების მიღება დაიწყო, აიკრძალა ყვითელი მიკროავტობუსებით გადაადგილება, აფთიაქებისა და სურსათის მაღაზიების გარდა, სხვა სავაჭრო ობიექტებმა ფუნქციონირება შეწყვიტა, რაც ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს ფინანსურ პრობლემებს უქმნის.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიების დიდი ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, რამდენადაც სფეროს სპეციფიკა ამის საშუალებას იძლეოდა და ცდილობს, პანდემიის გამო არსებულ გამოწვევებს ასე გაუმკლავდეს.

ამ პროცესში ბევრი კითხვა ისმება როგორც დასაქმებულების, ისე დამსაქმებლების მხრიდან, თუ რისი უფლება აქვთ მათ მაშინ, როცა ქვეყანა კორონავირუსის გავრცელებას ებრძვის? აღნიშნულმა კითხვებმა გაურკვევლობა რომ არ შექმნას, „სამართლის ჯგუფის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს ანა სამსონიას დავუკავშირდით, რომელმაც ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე დეტალურად გაგვცა პასუხები.

„სამართლის ჯგუფი“ მზად არის, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საინფორმაციო დახმარება ახლა უკვე დისტანციურადაც გაუწიოს.

ანა სამსონიას განმარტებით, პანდემიის დროს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობისას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნიუანსები შეიძლება შეიცვალოს. კონკრეტულად, რა ცვლილებებზეა საუბარი, ამის შესახებ ინტერვიუდან შეიტყობთ:

აქვს თუ არა უფლება დამსაქმებელს გაანთავისუფლოს დასაქმებული პანდემიის გამო?

მოგეხსენებათ, მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებულია ახალი კორონავირუსული ინფექცია COVID 19, რამაც გამოიწვია მთელი რიგი ცვლილებები. 2020 წლის 11 მარტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ განვითარებულ მოვლენებს მიანიჭა პანდემიის სტატუსი, 2020 წლის 21 მარტს საქართველოში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. გამოიცა ისეთი აქტები, როგორიცაა საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ, საქართველოს მთავრობის დადგენილება საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ. ზემოთხსენებული აქტების საფუძველზე დაწესდა რიგი შეზღუდვები, აღნიშნული აქტების შესრულება სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოქმედებს სანქციები.

შრომის საკითხებს არეგულირებს შრომის კოდექსი, რომელიც აკეთებს კონკრეტულ ჩამონათვალს, თუ რა შემთხვევებშია შესაძლებელი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. ამ ჩამონათვალში არ არის პანდემია. ამიტომ, ავტომატურად პანდემიის მიზეზით ვერ მოხდება დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. თუმცა, შესაძლებელია სახეზე იყოს სხვა შეწყვეტის საფუძვლები. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას. ამ დროს, ორივე მხარემ ყურადღება უნდა მიაქციოს ეკონომიკურ გარემოებებთან ერთად არის თუ არა სახეზე სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკანასკნელი ღონისძიება და დამსაქმებელი უნდა ეცადოს შეწყვეტით არ დასრულდეს ურთიერთობა.

აქვს თუ არა უფლება დასაქმებულს არ გამოცხადდეს სამსახურში?

პანდემია არ ნიშნავს იმას, რომ დასაქმებულს ავტომატურად შეუძლია არ გამოცხადდეს სამსახურში. ასეთ დროს მიზანშეწონილია დასაქმებულმა შეამოწმოს მისი დამსაქმებლის საქმიანობა არის თუ არა შეჩერებული და რის საფუძველზე მოხდა ეს. თუ შეჩერებულია, უმჯობესია, დასაქმებულს ჰქონდეს დამსაქმებელთან კომუნიკაცია, რათა გაერკვეს ხომ არ არის შესაძლებელი მისი საქმიანობა ელექტრონულ ან რაიმე სხვა რეჟიმში გაგრძელდეს.

ასევე, შესაძლებელია კონკრეტული დაწესებულების საქმიანობა არ იყოს შეჩერებული, მაგრამ დაწესებულებას ჰქონდეს სანიტარული/სადენზიფექციო მიზნებით დაგეგმილი ხანმოკლე ღონისძიება, რომლის განმავლობაშიც დასაქმებულთა დაშვება იყოს შეზღუდული. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შესაბამისი უფლება-მოვალეობები გააჩნიათ.

საინტერესოა, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, დასაქმებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ან თვითიზოლაციის ვალდებულება რამდენად საპატიოდ შეიძლება ჩაითვალოს სამსახურში არ გამოცხადების შემთხვევაში?

კიდევ ერთი საკითხია თავად დასაქმებულის მდგომარეობა, შესაძლოა დასაქმებული იყოს შეუძლოდ, ასეთ დროს იგი ვალდებულია მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, რათა დადასტურდეს მისი დროებითი შრომისუუნარობა, ანალოგიურად ხდება თვითიზოლაციის შემთხვევაშიც, თვითიზოლაციის წინაპირობების არსებობის შემთხვევაში შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი არის აუცილებელი წინაპირობა, რათა დასაქმებულის გამოუცხადებლობა არ ჩაითვალოს დარღვევად. დასაქმებულებმა ასეთი დოკუმენტები უნდა შეინახონ და გადასცენ დამსაქმებლებს, ასევე გასათვალისწინებელია დამსაქმებლთან გაფორმებული ხელშეკრულება, შინაგანაწესი, ზოგიერთი მათგანი კონკრეტულ წესს ადგენს, რომელთა დაცვა მნიშვნელოვანია.

ამასთან, ბევრი კომპანია დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე რეჟიმზე გადავიდა. ეს გარემოებაც საყურადღებოა, ორივე მხარის სათანადო ჩართულობით უნდა იქნას უზრუნველყოფილი საქმიანი მონაცემების სათანადო დაცულობა, კონფიდენციალურობის ვალდებულების შესრულების მიზნით.

ასევე, დასაქმებულს უფლება აქვს უარი განაცხადოს იმ სამუშაოს შესრულებაზე, რომელიც შრომის უსაფრთხოების პირობების დაუცველობის გამო აშკარა და არსებით საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას. ამ უფლებასთან ერთად ამავე დროს დასაქმებული ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს დამსაქმებელს იმ გარემოების შესახებ, რომლის გამოც ამბობს უარს ვალდებულების შესრულებაზე.

ბევრი იურისტიც მის საქმიანობას ელექტრონული ფორმით ახორციელებს, რათა დავიცვათ ძირითადი და არსებითი ე.წ. „სოციალური დისტანცირების“ რეკომენდაცია, თუმცა ეს ხელს არ გვიშლის დავეხმაროთ ადამიანებს და მივცეთ შესაბამისი კონსულტაციები. ჩვენი გუნდიც მზად არის იმუშავოს ამ რეჟიმში, მათ შორის შრომით სამართლებრივ საკითხებზე.

საინტერესოა, აქვს თუ არა რაიმე განსხვავებული ვალდებულება დამსაქმებელს დასაქმებულის მიმართ პანდემიის დროს?

შრომის კოდექსის შესაბამისად, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი. დამსაქმებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა დასაქმებულის უსაფრთხოებისათვის და მისი ჯანმრთელობის დასაცავად. მაგალითად, როგორიცაა დისტანცირება, სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება, პირბადე დასხვა.კონკრეტული დამსაქმებლის სპეციფიკის გათვალისწინებით ეს ზომები განსხვავდება, მიმდინარე მოვლენების პარალელურად ხდება ახალი რეგულაციების მიღება და აღსრულება, შესაბამისად ახლა ორივე მხარე უნდა იყოს ჩართული, იღებდეს გადამოწმებულ ინფორმაციას და დროულად რეაგირებდეს.

ასევე, აქვს თუ არა რაიმე განსხვავებული ვალდებულება დასაქმებულს დამსაქმებლის მიმართ პანდემიის დროს?

მაგალითად, საგანგებო მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის დროს საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების ხელმძღვანელებს უფლება აქვთ, საჭიროების შემთხვევაში, დასაქმებულები მათ დაუკითხავად, დროებით გადაიყვანონ ისეთ სამუშაოზე, რომელიც არ არის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული. თუმცა, აქაც მნიშვნელოვანია დამსაქმებელს ახსოვდეს, რომ ეს უფლება ბოროტად არ იქნას გამოყენებული, მხოლოდ იმ მიზნით უნდა მოხდეს ამგვარი უფლების გამოყენება, როდესაც ეს ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და წარმოადგენს უკიდურეს აუცილებლობას.

"გვყავს 4 მძიმე პაციენტი, ერთი ასაკოვანი ქალბატონი განსაკუთრებით მძიმედაა" - მარინა ეზუგბაია

LIVE: სპეცპროექტი COVID-19 - ამირან გამყრელიძე

"ჩემი ძმა ახლოს არ მიუშვეს, საშიშიაო" - ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ცირა ალიხანაშვილი მადრიდში სპეციალურ აკლდამაში დაკრძალეს