პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
Faceამბები
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველომ ხელშეკრულება გაწყვიტა სწრაფი ტესტების მწარმოებელ ჩინურ კომპანიასთან, რომლის ტესტები სავარაუდოდ, ზუსტ პასუხს არ იძლევა
საქართველომ ხელშეკრულება გაწყვიტა სწრაფი ტესტების მწარმოებელ ჩინურ კომპანიასთან, რომლის ტესტები სავარაუდოდ, ზუსტ პასუხს არ იძლევა

ჯან­დაც­ვის მი­ნიტ­რის ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის თქმით, სა­ქარ­თვე­ლომ გა­წყვი­ტა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­მო­სავ­ლე­ნი სწრა­ფი ტეს­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბელ ჩი­ნურ კომ­პა­ნია Bioeasy-თან, რომ­ლის ტეს­ტე­ბის სან­დო­ო­ბა­ში ეს­პა­ნეთ­მა ეჭვი შე­ი­ტა­ნა და შეს­ყი­დუ­ლი პრო­დუქ­ცია უკან და­აბ­რუ­ნა:

"ვიცი, რომ დიდი ვნე­ბა­თა­ღელ­ვაა ტეს­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და ვი­ტყვი იმას, რომ კომ­პა­ნია Bioeasy-მ, იქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე რომ არის მა­ღა­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე კომ­პა­ნია, გა­მო­აქ­ვეყ­ნა ნოტა და თა­ვი­სი პრო­დუქ­ცია გა­იწ­ვია ყვე­ლა ქვეყ­ნი­დან, სა­დაც იყო ის გა­ყი­დუ­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს და­დე­ბუ­ლი ჰქონ­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ამ კომ­პა­ნი­ას­თან, თუმ­ცა დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით ამ კომ­პა­ნი­ის ტეს­ტე­ბი ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში არ გაგ­ვაჩ­ნია. მინ­და და­ვამ­შვი­დო ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და გა­ვი­მე­ო­რო კი­დევ ერთხელ: ნე­ბის­მი­ე­რი ახა­ლი ტეს­ტი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­მო­დის, გა­დის დაკ­ვირ­ვე­ბას და ეს მდგო­მა­რე­ობს შემ­დეგ­ში - ყვე­ლა ტეს­ტი მოწ­მდე­ბა ლუ­გარ­ში აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბის სის­ტე­მით, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე ვაკ­ვირ­დე­ბით მათ სან­დო­ო­ბას და შემ­დეგ ვი­ყე­ნებთ ფარ­თო გა­მოკ­ვლე­ვის­თვის.

ასე რომ, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს არ აქვთ იმის რის­კი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბე­ბით მოხ­დეს მათი მცდა­რი დი­აგ­ნოს­ტი­კა" - გა­ნა­ცხა­და ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ.

მისი თქმით, მარ­თა­ლია კომ­პა­ნია Bioeasy-თან სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ჰქონ­და და­დე­ბუ­ლი, თუმ­ცა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ანუ­ლი­რე­ბუ­ლია, თან­ხა არ გა­და­რი­ცხუ­ლა და აწარ­მო­ე­ბენ მო­ლა­პა­რა­კე­ბას სხვა კომ­პა­ნი­ას­თან, რო­მე­ლიც გა­მოგ­ზავ­ნის პირ­ველ სა­ტეს­ტო 2 000 ტესტს, რაც შე­მოწ­მდე­ბა და შემ­დეგ და­ე­მა­ტე­ბა ტეს­ტე­ბის ახა­ლი რა­ო­დე­ნო­ბა.

მი­ნის­ტრმა გან­მარ­ტა, რომ ტეს­ტე­ბის შერ­ჩე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტე­ბი­სა და ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და სა­ელ­ჩო­ე­ბის სრუ­ლი ჩარ­თუ­ლო­ბით.

ტი­კა­რა­ძემ დას­ძი­ნა ისიც, რომ 1000 ცალი ტეს­ტი, რო­მე­ლიც ჩი­ნეთ­მა სა­ჩუქ­რად გა­მოგ­ზავ­ნა და მათ უკვე იყე­ნე­ბენ სა­კა­რან­ტი­ნე ზო­ნებ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად, PCR ტექ­ნო­ლო­გი­ა­ზე (პო­ლი­მე­რა­ზუ­ლი ჯაჭ­ვუ­რი რე­აქ­ცია) და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მა­ღა­ლი სან­დო­ო­ბის ტეს­ტე­ბია.

შე­გახ­სე­ნებთ, ეს­პა­ნე­ლი მე­დი­კო­სე­ბის გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­მო­სავ­ლე­ნი სწრა­ფი ტეს­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ქვე­ყა­ნამ ჩი­ნე­თი­დან იყი­და, სრუ­ლი სი­ზუს­ტით ვერ ად­გენს, ან შეც­დო­მით ავ­ლენს კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვებს და რომ ტეს­ტე­ბი არ იძ­ლე­ვა სწორ პა­სუ­ხებს. ამის შე­სა­ხებ ეს­პა­ნუ­რი გა­მო­ცე­მა El País წერს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ჩი­ნუ­რი სწრა­ფი ტეს­ტე­ბი შე­დეგს რამ­დე­ნი­მე წუთ­ში აჩ­ვე­ნებს, მაგ­რამ უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, ეს შე­დე­გი ზუს­ტი არ არის. Business Insider-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს­პა­ნე­თის მიერ და­წუ­ნე­ბუ­ლი ტეს­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლია ჩი­ნუ­რი ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნია Bioeasy.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მ7
2

მადლობა უფალს! ძლივს ჭკვიანური ნაბიჯი! იქნებ გონს მოეგონ და საჩვენებელი გამოსვლები ჭეშმარიტად საქმიანი მიმარტულებით გააგრძელონ.

h
9

როდის უნდ მიხვდეთ, რომ ჩინელებთან საქმის დაჭერა არ ღირს, იმ გვირაბს რომ აკეთებინებთ , ჩვენ ვერ გავაკეთებდით? ხარაგაულსი ძაღლი არ დატოვეს ყველა შეჭამეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

საქართველომ ხელშეკრულება გაწყვიტა სწრაფი ტესტების მწარმოებელ ჩინურ კომპანიასთან, რომლის ტესტები სავარაუდოდ, ზუსტ პასუხს არ იძლევა

საქართველომ ხელშეკრულება გაწყვიტა სწრაფი ტესტების მწარმოებელ ჩინურ კომპანიასთან, რომლის ტესტები სავარაუდოდ, ზუსტ პასუხს არ იძლევა

ჯანდაცვის მინიტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველომ გაწყვიტა ხელშეკრულება კორონავირუსის გამოსავლენი სწრაფი ტესტების მწარმოებელ ჩინურ კომპანია Bioeasy-თან, რომლის ტესტების სანდოობაში ესპანეთმა ეჭვი შეიტანა და შესყიდული პროდუქცია უკან დააბრუნა:

"ვიცი, რომ დიდი ვნებათაღელვაა ტესტებთან დაკავშირებით და ვიტყვი იმას, რომ კომპანია Bioeasy-მ, იქედან გამომდინარე რომ არის მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, გამოაქვეყნა ნოტა და თავისი პროდუქცია გაიწვია ყველა ქვეყნიდან, სადაც იყო ის გაყიდული.

საქართველოს დადებული ჰქონდა ხელშეკრულება ამ კომპანიასთან, თუმცა დღეის მდგომარეობით ამ კომპანიის ტესტები ლუგარის ლაბორატორიაში არ გაგვაჩნია. მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები და გავიმეორო კიდევ ერთხელ: ნებისმიერი ახალი ტესტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის, გადის დაკვირვებას და ეს მდგომარეობს შემდეგში - ყველა ტესტი მოწმდება ლუგარში აპრობირებული ტესტირების სისტემით, გარკვეული პერიოდის მანძილზე ვაკვირდებით მათ სანდოობას და შემდეგ ვიყენებთ ფართო გამოკვლევისთვის.

ასე რომ, საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ იმის რისკი, რომ საქართველოში არსებული ტესტირებებით მოხდეს მათი მცდარი დიაგნოსტიკა" - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი თქმით, მართალია კომპანია Bioeasy-თან საქართველოს ხელშეკრულება ჰქონდა დადებული, თუმცა ხელშეკრულება ანულირებულია, თანხა არ გადარიცხულა და აწარმოებენ მოლაპარაკებას სხვა კომპანიასთან, რომელიც გამოგზავნის პირველ სატესტო 2 000 ტესტს, რაც შემოწმდება და შემდეგ დაემატება ტესტების ახალი რაოდენობა.

მინისტრმა განმარტა, რომ ტესტების შერჩევა მიმდინარეობს ინფექციონისტებისა და ლუგარის ლაბორატორიის მონაწილეობით და საელჩოების სრული ჩართულობით.

ტიკარაძემ დასძინა ისიც, რომ 1000 ცალი ტესტი, რომელიც ჩინეთმა საჩუქრად გამოგზავნა და მათ უკვე იყენებენ საკარანტინე ზონებში კორონავირუსის შემთხვევების გამოსავლენად, PCR ტექნოლოგიაზე (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) დაფუძნებული მაღალი სანდოობის ტესტებია.

შეგახსენებთ, ესპანელი მედიკოსების განცხადებით, კორონავირუსის გამოსავლენი სწრაფი ტესტები, რომლებიც ქვეყანამ ჩინეთიდან იყიდა, სრული სიზუსტით ვერ ადგენს, ან შეცდომით ავლენს კორონავირუსის შემთხვევებს და რომ ტესტები არ იძლევა სწორ პასუხებს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა El País წერს.

გამოცემის ცნობით, ჩინური სწრაფი ტესტები შედეგს რამდენიმე წუთში აჩვენებს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ეს შედეგი ზუსტი არ არის. Business Insider-ის ინფორმაციით, ესპანეთის მიერ დაწუნებული ტესტების მწარმოებელია ჩინური ბიოტექნოლოგიური კომპანია Bioeasy.

პრემიერი: "როგორც რიგით ადამიანს, რიგით ქრისტიანს, ვერ წარმომიდგენია რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე მაღალი ფასეულობა მთავრობისა და ეკლესიისთვის"

რა იზღუდება საყოველთაო კარანტინის დროს - პრემიერი საგანგებო ღონისძიებებს განმარტავს

გახარია: "ვაცხადებთ, ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ დილის 8 საათიდან დაიწყება"