პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
ინციდენტი ზუგდიდში - რა მოხდა ქალაქის ბულვარში, სადაც მიხეილ სააკაშვილის შტაბი პირბადეებსა და სადეზინფექციო ხსნარებს არიგებდა
ინციდენტი ზუგდიდში - რა მოხდა ქალაქის ბულვარში, სადაც მიხეილ სააკაშვილის შტაბი პირბადეებსა და სადეზინფექციო ხსნარებს არიგებდა

ზუგ­დი­დის ცენ­ტრა­ლურ ბულ­ვარ­ში "სა­ა­კაშ­ვი­ლის საპ­რე­ზი­დენ­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კის" და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ აქ­ცი­ას, სა­დაც პირ­ბა­დე­ებს, სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რებს და ხელ­თათ­მა­ნებს არი­გებ­დნენ, ინ­ცი­დენ­ტი მოჰ­ყვა. იმ პი­რო­ბებ­ში, როცა ქვეყ­ნის მას­შტა­ბით მო­სახ­ლე­ო­ბას სახ­ლში დარ­ჩე­ნის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ, ბულ­ვარ­ში სა­მე­დი­ცი­ნო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის მი­სა­ღე­ბად ასზე მეტი ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა "რა­დიო ათი­ნა­თი" იუ­წყე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ად­გილ­ზე ყოფ­ნი­სა და მო­წო­დე­ბი­სა, მო­ქა­ლა­ქე­ებს დის­ტან­ცია და­ეც­ვათ, ხალ­ხი ერ­თად იყო შეჯ­გუ­ფე­ბუ­ლი და ყვე­ლა ცდი­ლობ­და ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ნივ­თე­ბი მი­ე­ღო.

ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით, თა­ვის მარ­თლე­ბა მო­უხ­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთ ლი­დერს, ნიკა მე­ლი­ას. ის "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს:

"ზუგ­დიდ­თან და­კავ­ში­რე­ბით... ხან­და­ხან ხდე­ბა, აკე­თებ ერთს და გა­მოგ­დის მე­ო­რე და სა­ბო­დი­შოდ გიხ­დე­ბა საქ­მე. სწო­რედ ეს მოხ­და ზუგ­დიდ­ში. გვინ­დო­და დამ­ცა­ვი პა­კე­ტე­ბი (სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რი, ხელ­თათ­მა­ნე­ბი და პირ­ბა­დე­ე­ბი) მიგ­ვე­წო­დე­ბი­ნა ჩენი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის, რო­გორც მი­ვა­წო­დეთ სხვა რე­გი­ო­ნებ­ში - რი­გის, დის­ტან­ცი­ის დაც­ვით.

ზუგ­დიდ­ში კი, იმ­დე­ნი ხალ­ხი მო­ვი­და, სამ­წუ­ხა­როდ ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. აღ­მოჩ­ნდა იმი­ტო­მაც, რომ სხვა რე­გი­ო­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ზუგ­დიდ­ში პო­ლი­ცია არ გვეხ­მა­რე­ბო­და დის­ტან­ცი­ის რე­გუ­ლი­რე­ბა­ში.

რო­გორც კი საფრ­თხე გა­ა­ნა­ლიზ­და, და­რი­გე­ბა შე­წყდა, მაგ­რამ ეს მა­ინც არ გვა­მარ­თლებს. გათ­ვლი­ლი უნდა გვქო­ნო­და ყვე­ლა დე­ტა­ლი და პრო­ცე­სის გან­ვი­თა­რე­ბის ყვე­ლა შე­საძ­ლო ვა­რი­ან­ტი. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ნამ­დვი­ლად არ ელოდ­ნენ ამ­ხე­ლა ნა­კადს.

ზუგ­დი­დის ინ­ცი­დენ­ტმა აჩ­ვე­ნა ერ­თის მხრივ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის მო­უმ­ზა­დებ­ლო­ბა და მე­ო­რეს მხრივ ის, თუ რო­გორ ჰყავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­ტო­ვე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი პირ­ბა­დე­ე­ბი­სა და სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­რე­შე, სახ­ლში გა­მოხ­დი­ლი არ­ყით დე­ზინ­ფექ­ცი­ი­სა და კაშ­ნე­ე­ბით დაც­ვის ამა­რა" - და­წე­რა მე­ლი­ამ.

ინ­ცი­დენტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა "მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შტა­ბიც":

სა­ა­კაშ­ვი­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში გახ­სნილ შტაბ­ში პირ­ბა­დე­ებს აფა­სო­ვე­ბენ

"პირ­ბა­დე­ე­ბი, ხელ­თათ­მა­ნე­ბი და სა­დე­ზინ­ფექ­ციო სი­თხე რიგ­დე­ბა უკვე 2 კვი­რაა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კის ეგი­დით ახალ­გაზ­რდა მო­ხა­ლი­სე­თა ჯგუ­ფე­ბის მიერ, რად­გან მთავ­რო­ბამ ვერ უზ­რუნ­ველ­ყო ამ დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის.

ყვე­ლა და­რი­გე­ბის პრო­ცე­სი იყო და­გეგ­მი­ლი მთავ­რო­ბის გა­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით, რი­გის რე­გუ­ლი­რე­ბას და ადა­მი­ან­თა შო­რის დის­ტან­ცი­ის დაც­ვა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყო პო­ლი­ცი­ის მიერ.

დღეს ზუგ­დიდ­ში მო­ვი­და იმა­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ვიდ­რე პო­ლი­ცი­ას წარ­მო­ედ­გი­ნა, და მო­ხა­ლი­სე­ებს და­რი­გე­ბის შე­ჩე­რე­ბა მო­უ­წი­ათ.

გან­მე­ო­რე­ბით მივ­მარ­თავთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ჩვენ მზად ვართ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის, და ვთხოვთ რომ ტყუ­ი­ლე­ბის გავ­რცე­ლე­ბის ნაც­ვლად ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ერ­თად და­ეხ­მა­როს ხალ­ხს" - ნათ­ქვა­მია ექს-პრე­ზი­დენ­ტის მხარ­დამ­ჭერ­თა მიერ "ფე­ის­ბუქ­ზე" გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მთა­ვა­რი ფოტო: რა­დიო ათი­ნა­თი

მკითხველის კომენტარები / 63 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პირბადე
35

რა ფუნქცია აქვს მაგ პირბადეს?

daviti
36

საღ აზრს ცილდება ამ პარტიის და ამ ხალხის მოქმედება, რისთვისაც გინდა ეს პირბადე იმ საფრთხეში თავს რატო იგდებ ამდენ ხალხში რომ ჭიდაობ? სამარცხვინო იყო მერის მოქმედება, რას ქვია არ დაშალე ეს შეკრება? რას ელოდებოდი?

ავტორი:

ინციდენტი ზუგდიდში - რა მოხდა ქალაქის ბულვარში, სადაც მიხეილ სააკაშვილის შტაბი პირბადეებსა და სადეზინფექციო ხსნარებს არიგებდა

ინციდენტი ზუგდიდში - რა მოხდა ქალაქის ბულვარში, სადაც მიხეილ სააკაშვილის შტაბი პირბადეებსა და სადეზინფექციო ხსნარებს არიგებდა

ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მიერ ორგანიზებულ აქციას, სადაც პირბადეებს, სადეზინფექციო ხსნარებს და ხელთათმანებს არიგებდნენ, ინციდენტი მოჰყვა. იმ პირობებში, როცა ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ, ბულვარში სამედიცინო აღჭურვილობის მისაღებად ასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა.

როგორც ადგილობრივი მედიასაშუალება "რადიო ათინათი" იუწყება, მიუხედავად პოლიციელების ადგილზე ყოფნისა და მოწოდებისა, მოქალაქეებს დისტანცია დაეცვათ, ხალხი ერთად იყო შეჯგუფებული და ყველა ცდილობდა ზემოაღნიშნული ნივთები მიეღო.

ინციდენტთან დაკავშირებით, თავის მართლება მოუხდა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას. ის "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"ზუგდიდთან დაკავშირებით... ხანდახან ხდება, აკეთებ ერთს და გამოგდის მეორე და საბოდიშოდ გიხდება საქმე. სწორედ ეს მოხდა ზუგდიდში. გვინდოდა დამცავი პაკეტები (სადეზინფექციო ხსნარი, ხელთათმანები და პირბადეები) მიგვეწოდებინა ჩენი მოქალაქეებისათვის, როგორც მივაწოდეთ სხვა რეგიონებში - რიგის, დისტანციის დაცვით.

ზუგდიდში კი, იმდენი ხალხი მოვიდა, სამწუხაროდ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. აღმოჩნდა იმიტომაც, რომ სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, ზუგდიდში პოლიცია არ გვეხმარებოდა დისტანციის რეგულირებაში.

როგორც კი საფრთხე გაანალიზდა, დარიგება შეწყდა, მაგრამ ეს მაინც არ გვამართლებს. გათვლილი უნდა გვქონოდა ყველა დეტალი და პროცესის განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტი. ორგანიზატორები ნამდვილად არ ელოდნენ ამხელა ნაკადს.

ზუგდიდის ინციდენტმა აჩვენა ერთის მხრივ ორგანიზატორების მოუმზადებლობა და მეორეს მხრივ ის, თუ როგორ ჰყავს ხელისუფლებას დატოვებული მოქალაქეები პირბადეებისა და სადეზინფექციო საშუალებების გარეშე, სახლში გამოხდილი არყით დეზინფექციისა და კაშნეებით დაცვის ამარა" - დაწერა მელიამ.

ინციდენტს გამოეხმაურა "მიხეილ სააკაშვილის შტაბიც":

სააკაშვილის ბიბლიოთეკაში გახსნილ შტაბში პირბადეებს აფასოვებენ

"პირბადეები, ხელთათმანები და სადეზინფექციო სითხე რიგდება უკვე 2 კვირაა მთელი საქართველოს მასშტაბით მიხეილ სააკაშვილის ბიბლიოთეკის ეგიდით ახალგაზრდა მოხალისეთა ჯგუფების მიერ, რადგან მთავრობამ ვერ უზრუნველყო ამ დამცავი საშუალებების ხელმისაწვდომობა მოსახლეობისათვის.

ყველა დარიგების პროცესი იყო დაგეგმილი მთავრობის გაცემული რეკომენდაციების მიხედვით, რიგის რეგულირებას და ადამიანთა შორის დისტანციის დაცვა უზრუნველყოფილი იყო პოლიციის მიერ.

დღეს ზუგდიდში მოვიდა იმაზე მეტი ადამიანი ვიდრე პოლიციას წარმოედგინა, და მოხალისეებს დარიგების შეჩერება მოუწიათ.

განმეორებით მივმართავთ ხელისუფლებას, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, და ვთხოვთ რომ ტყუილების გავრცელების ნაცვლად ხელისუფლებამ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად დაეხმაროს ხალხს" - ნათქვამია ექს-პრეზიდენტის მხარდამჭერთა მიერ "ფეისბუქზე" გავრცელებულ განცხადებაში.

მთავარი ფოტო: რადიო ათინათი

"უმრავლესობა სახლებშია გამოკეტილ... ამ დროს ხელმწიფე და თავის უფლისწული ვიდეოტინგიცით პასუხობენ ერს" - სააკაშვილი ბერას ვიდეოზე

"ამ უმძიმესი კრიზისის დროს ყველას უთხრა, რომ ფეხებზე მკიდიხართო" - გიგა ბოკერია ბერას Tik-Tok-ზე  გავრცელებულ ვიდეოზე

LIVE: "360 გრადუსი" - ქალის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის ადვოკატი, ექიმი ლალი ტურძელაძე