მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროექტის - #თიბისიშენთვის ფარგლებში კომპანიამ 6 უნივერსიტეტისთვის ლეპტოპები შეიძინა
პროექტის - #თიბისიშენთვის ფარგლებში კომპანიამ 6 უნივერსიტეტისთვის ლეპტოპები შეიძინა

პრო­ექ­ტის - #თი­ბი­სი­შენ­თვის ფარ­გლებ­ში კომ­პა­ნი­ამ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თვის ლეპ­ტო­პე­ბი შე­ი­ძი­ნა. პირ­ველ ეტაპ­ზე, ლეპ­ტო­პე­ბი თი­ბი­სის პარტნი­ორ სას­წავ­ლებ­ლებს - თა­ვი­სუ­ფალ, კავ­კა­სი­ის, ევ­რო­პის, ქარ­თულ-ამე­რი­კულ და შავი ზღვის უნი­ვერ­სი­ტე­ტებს, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მე­თა ინ­სტი­ტუტს (GIPA) გა­და­ე­ცე­მათ. სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბამ­დე აღ­ნიშ­ნუ­ლი ტექ­ნი­კით სულ 161 სტუ­დენ­ტი ისარ­გებ­ლებს.

ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის­თვის ის სტუ­დენ­ტე­ბი შე­ირჩნენ, რო­მელ­თა ოჯა­ხე­ბიც, ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, პერ­სო­ნა­ლურ კომ­პი­უ­ტერს არ ფლო­ბენ და რო­მელ­თა სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ამ მი­ზე­ზის გამო შე­ფერ­ხე­ბის წი­ნა­შე დად­გა. შერ­ჩე­უ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­ფი­ნან­სე­ბით და საგ­რან­ტო პროგ­რა­მით სწავ­ლობს და წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტია.

„კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის რე­ჟიმ­ზე გა­და­ვი­და. თი­ბი­სის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ დის­ტან­ცი­უ­რად სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ყვე­ლა სტუ­დენტს შე­უ­ფერ­ხებ­ლად მი­ე­ცეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა არ იქ­ნე­ბა ერთჯე­რა­დი ხა­სი­ა­თის. პირ­ველ ეტაპ­ზე კი თი­ბი­სის პარტნი­ო­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის სტუ­დენ­ტე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლეთ.“ - გი­ორ­გი თხე­ლი­ძე, თი­ბი­სის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე.

პროგ­რა­მა - „თი­ბი­სი შენ­თვის“ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის მხა­რადსა­ჭე­რად შე­იქ­მნა და ის COVID-19-ის მიერ მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის შე­სამ­ცი­რებ­ლად თი­ბი­სის ინი­ცი­რე­ბულ სხვა­დას­ხვა პრო­ექტს და პარტნი­ო­რებ­თან კო­ლა­ბო­რა­ცი­ებს გა­ა­ერ­თი­ა­ნებს.

მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მა 2 კომ­პო­ნენ­ტის­გან შედ­გე­ბა: 2 მი­ლი­ო­ნი ლარი სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის­თვის გა­მო­ი­ყო­ფა, სა­დაც აქ­ცენ­ტი გა­კეთ­დე­ბა დის­ტან­ცი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბა­ზე, ხან­დაზ­მუ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბა­სა და ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბა­ზე; 3 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი კი, მომ­დევ­ნო ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მომ­ხმა­რებ­ლე­ბის სა­კო­მი­სიო ხარ­ჯის შე­სამ­სუ­ბუ­ქებ­ლად, რო­გორც ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის, ისე ბიზ­ნე­სე­ბის­თვის.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
8

ეტყობა, კურსის ცვლილების გამო 15 ლარს რომ იღებენ გაყიდვისას ზედმეტს, იმ ხალხისაგან, ვინც ეს ვალუტა თვითონ უნდა დაუბრუნონ, იმ ფულით შეიძინეს...

???
1

სოციალურად დაუცველები ასეთ ძვირიან სასწავლებლებში როგორ სწავლობენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

პროექტის - #თიბისიშენთვის ფარგლებში კომპანიამ 6 უნივერსიტეტისთვის ლეპტოპები შეიძინა

პროექტის - #თიბისიშენთვის ფარგლებში კომპანიამ 6 უნივერსიტეტისთვის ლეპტოპები შეიძინა

პროექტის - #თიბისიშენთვის ფარგლებში კომპანიამ სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის ლეპტოპები შეიძინა. პირველ ეტაპზე, ლეპტოპები თიბისის პარტნიორ სასწავლებლებს - თავისუფალ, კავკასიის, ევროპის, ქართულ-ამერიკულ და შავი ზღვის უნივერსიტეტებს, ასევე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA) გადაეცემათ. სწავლის დასრულებამდე აღნიშნული ტექნიკით სულ 161 სტუდენტი ისარგებლებს.

ამ ინიციატივისთვის ის სტუდენტები შეირჩნენ, რომელთა ოჯახებიც, ოფიციალური მონაცემებით, პერსონალურ კომპიუტერს არ ფლობენ და რომელთა სასწავლო პროცესი ამ მიზეზის გამო შეფერხების წინაშე დადგა. შერჩეული ახალგაზრდების უმრავლესობა, უნივერსიტეტის დაფინანსებით და საგრანტო პროგრამით სწავლობს და წარმატებული სტუდენტია.

„კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადავიდა. თიბისისთვის მნიშვნელოვანია, რომ დისტანციურად სწავლის გაგრძელებისა და განათლების მიღების შესაძლებლობა ყველა სტუდენტს შეუფერხებლად მიეცეს. აღნიშნული ინიციატივა არ იქნება ერთჯერადი ხასიათის. პირველ ეტაპზე კი თიბისის პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტების საჭიროებები დავაკმაყოფილეთ.“ - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

პროგრამა - „თიბისი შენთვის“ საქართველოს მოსახლეობის მხარადსაჭერად შეიქმნა და ის COVID-19-ის მიერ მიყენებული ზიანის შესამცირებლად თიბისის ინიცირებულ სხვადასხვა პროექტს და პარტნიორებთან კოლაბორაციებს გააერთიანებს.

მხარდაჭერის პროგრამა 2 კომპონენტისგან შედგება: 2 მილიონი ლარი სოციალური დახმარების ინიციატივებისთვის გამოიყოფა, სადაც აქცენტი გაკეთდება დისტანციური განათლების ხელშეწყობაზე, ხანდაზმულების დახმარებასა და ციფრული ტექნოლოგიების გავრცელებაზე; 3 მილიონ ლარზე მეტი კი, მომდევნო ორი თვის განმავლობაში მომხმარებლების საკომისიო ხარჯის შესამსუბუქებლად, როგორც ფიზიკური პირების, ისე ბიზნესებისთვის.

ახალი შეთავაზებები ფართო საზოგადოებასა და ბიზნესს –  როგორ შეიცვალა ელექტრონული კომერცია უკანასკნელ პერიოდში

„ნიკორამ“  StopCOV ფონდის მხარდასაჭერად 100 000 ლარი გადარიცხა

ინოვაციური, ფარის ტიპის ნიღბები საქართველოში მზადდება - კომპანია "ფავორიტი სტილის" პროექტი COVID-19-ის წინააღმდეგ