მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 3 პაციენტის გამოჯანმრთელებას ველოდებით" - მარინა ეზუგბაია განახლებული მონაცემებით
"დღეს კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 3 პაციენტის გამოჯანმრთელებას ველოდებით" - მარინა ეზუგბაია განახლებული მონაცემებით

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის, მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, დღეს კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი კი­დევ 3 პა­ცი­ენ­ტის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას ელო­დე­ბი­ან.

რო­გორც მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, აღ­ნიშ­ნულ 3 პა­ცი­ენტს პირ­ვე­ლი ტეს­ტი­რე­ბის შე­დე­გად კო­რო­ნა­ვირუ­სი არ და­უ­დას­ტურ­და, დღეს კი გან­მე­ო­რე­ბით ტესტს ჩა­უ­ტა­რე­ბენ.

„10 პა­ცი­ენ­ტი გა­მო­ჯან­მრთელ­და და პე­რი­ო­დუ­ლად, და­ა­ვა­დე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბის მი­ხედ­ვით მი­დის პა­ცი­ენ­ტე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი. როცა მათ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას ვე­ლით, მათ კვლე­ვას ვი­წყებთ pcr ტეს­ტი­რე­ბის სა­ხით. ასე­თი ტეს­ტი­რე­ბა გუ­შინ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი იყო 3 პა­ცი­ენ­ტთან და იყო უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი, ჩვენ ახლა ვე­ლო­დე­ბით 24 სა­ა­თის გას­ვლის შემ­დეგ გან­მე­ო­რე­ბით ტეს­ტი­რე­ბას, რის შე­დე­გებ­საც მო­გახ­სე­ნებთ“, - გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 4-მდე გა­ი­ზარ­და. რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მე­ო­თხე პა­ცი­ენ­ტის მძი­მე მდგო­მა­რე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს ორ­მხრი­ვი მძი­მე პნევ­მო­ნია და თა­ნარ­სე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა.

რამ­დე­ნი­მე დღეა ჩვენ გვყავს 3 მძი­მე პა­ცი­ენ­ტი. გუ­შინ დაგ­ვე­მა­ტა 1 მძი­მე ახა­ლი პა­ცი­ენ­ტი. ამ სიმ­ძი­მეს გა­ნა­პი­რო­ბებს ორ­მხრი­ვი მძი­მე პნევ­მო­ნია, თა­ვის სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბით და ასე­ვე თა­ნარ­სე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა რკი­ნა­დე­ფი­ცი­ტუ­რი მძი­მე ანე­მი­ის სა­ხით, რო­მე­ლიც არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას კი­დევ უფრო ამ­ძი­მებს. გუ­შინ­დელს მერე მდგო­მა­რე­ო­ბის პროგ­რე­სი­ე­ბა არ ყო­ფი­ლა ამ პირ­თან, სტა­ბი­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცი­აა და ვნა­ხოთ, თუ ასე გაგ­რძელ­და და მდგო­მა­რო­ე­ბა სტა­ბი­ლუ­რი თუ დაგ­ვრჩე­ბა, იმე­დია, რომ გა­მო­სა­ვა­ლიც კე­თილ­სა­ი­მე­დო უნდა იყოს.

და­ნარ­ჩე­ნი სამ პა­ცი­ენტს რაც შე­ე­ხე­ბა - ერთი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­საც პნევ­მო­ნი­ას­თან ერ­თად აქვს ჰი­პერ­ტო­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა სტა­ბი­ლუ­რია და შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ის სიმ­ძი­მის პე­რი­ო­დი გა­და­ი­ლა­ხა და გა­მო­სა­ვა­ლი უკვე კე­თილ­სა­ი­მე­დო უნდა იყოს. და­ნარ­ჩე­ნი ორი პა­ცი­ენ­ტი­დან, ერთი ასა­კო­ვა­ნი ქალ­ბა­ტო­ნია, რო­მელ­თა­ნაც გვაქვს მძი­მე სი­ტუ­ა­ცია იმ მხრივ, რომ გარ­და ორ­მხრი­ვი პნევ­მო­ნი­ი­სა და თა­ნარ­სე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბი­სა, ეს არის გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა და მძი­მე ნევ­რო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა, გა­მოვ­ლინ­და სეფ­სი­სის კლი­ნი­კა, ჯერ­ჯე­რო­ბით ამ ქალ­ბა­ტონ­თან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა რჩე­ბა, ასე­თი მკვეთ­რი გა­უ­ა­რე­სე­ბა არ შე­იმ­ჩნე­ვა გუ­შინ­დე­ლი­დან დღემ­დე, მაგ­რამ მა­ინც სე­რი­ო­ზუ­ლია და გა­მო­სა­ვალ­ზე ვერ ვი­ლა­პა­რა­კებთ, რო­გო­რი იქ­ნე­ბა და მე­სა­მე მძი­მე ავად­მყო­ფი, ეს არის თა­ნარ­სე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბით - დი­ა­ბე­ტის ფონ­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მძი­მე პნევ­მო­ნია ამ პა­ცი­ენ­ტთა­ნაც ჯერ­ჯე­რო­ბით და­ა­ვა­დე­ბა მი­ნი­მა­ლუ­რად, მაგ­რამ მა­ინც პროგ­რე­სი­რებს”, - გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, ორი ახა­ლი პა­ცი­ენ­ტი­დან ერ­თის ის­ტო­რია საფ­რან­გეთს, მე­ო­რის კი ამე­რი­კას უკავ­შირ­დე­ბა.

„ერ­თის ის­ტო­რია საფ­რან­გე­თი­საა, ის თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და ზუს­ტად მე-13 დღეს მოხ­და მას­თან და­ა­ვა­დე­ბის და­დას­ტუ­რე­ბა, მე­ო­რე პა­ცი­ენ­ტი ეს არის და­დას­ტუ­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტთან კონ­ტაქ­ტი. ეს პა­ცი­ენ­ტიც იყო თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში და და­ა­ვა­დე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­დან მე­ო­რე დღეს მო­თავ­სდა ჩვენს კლი­ნი­კა­ში. მე­ო­რე პა­ცი­ენ­ტი ამე­რი­კუ­ლი კლას­ტე­რია“, - გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

მი­ის­ვე თქმით, გუ­შინ­დე­ლი დი­ლის მო­ნა­ცე­მებს 5 ახა­ლი შემ­თხვე­ვა და­ე­მა­ტა, დღეს დი­ლით 77 შემ­თხვე­ვა გვაქვს.

„აქე­დან 34 პა­ცი­ენ­ტი ჩვენ­თან არის მო­თავ­სე­ბუ­ლი, 10 გა­წე­რი­ლია, და­ნარ­ჩე­ნი 33 გან­თავ­სე­ბუ­ლია 5 მიმ­ღებ სხვა კლი­ნი­კა­ში. ამ 5 მიმ­ღებ კლი­ნი­კას კი­დევ და­ე­მა­ტა ზუგ­დი­დის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო და ერთ-ერთი ახა­ლი პა­ცი­ენ­ტი არის ზუგ­დი­დის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, ერთი ბა­თუმ­ში, ერთი გორ­ში და ორი ჩვენს ცენ­ტრში, 2 ახა­ლი შემ­თხვე­ვა და­ე­მა­ტა ჩვენს ცენ­ტრს. ჩვე­ნი შემ­თხვე­ვის ის­ტო­რია ამე­რი­კას უკავ­შირ­დე­ბა, ამე­რი­კის ის­ტო­რი­ის კონ­ტაქ­ტია ჩვენს პა­ცი­ენ­ტთან და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
0

მადლობა და დღეგრძელობა ჩვანს მედიკებს!!!

თამარი
0
ქალბატონო მარინა გვიყვარხართ. ღმერთმა გაგახაროთ....
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"დღეს კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 3 პაციენტის გამოჯანმრთელებას ველოდებით" - მარინა ეზუგბაია განახლებული მონაცემებით

"დღეს კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 3 პაციენტის გამოჯანმრთელებას ველოდებით" - მარინა ეზუგბაია განახლებული მონაცემებით

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს კორონავირუსით დაინფიცირებული კიდევ 3 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

როგორც მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, აღნიშნულ 3 პაციენტს პირველი ტესტირების შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა, დღეს კი განმეორებით ტესტს ჩაუტარებენ.

„10 პაციენტი გამოჯანმრთელდა და პერიოდულად, დაავადების ხანგრძლივობის მიხედვით მიდის პაციენტების მონიტორინგი. როცა მათ გამოჯანმრთელებას ველით, მათ კვლევას ვიწყებთ pcr ტესტირების სახით. ასეთი ტესტირება გუშინ ჩატარებული იყო 3 პაციენტთან და იყო უარყოფითი პასუხი, ჩვენ ახლა ველოდებით 24 საათის გასვლის შემდეგ განმეორებით ტესტირებას, რის შედეგებსაც მოგახსენებთ“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში მძიმე პაციენტების რაოდენობა 4-მდე გაიზარდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მეოთხე პაციენტის მძიმე მდგომარებას განაპირობებს ორმხრივი მძიმე პნევმონია და თანარსებული დაავადება.

რამდენიმე დღეა ჩვენ გვყავს 3 მძიმე პაციენტი. გუშინ დაგვემატა 1 მძიმე ახალი პაციენტი. ამ სიმძიმეს განაპირობებს ორმხრივი მძიმე პნევმონია, თავის სუნთქვის უკმარისობით და ასევე თანარსებული დაავადება რკინადეფიციტური მძიმე ანემიის სახით, რომელიც არსებულ სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს. გუშინდელს მერე მდგომარეობის პროგრესიება არ ყოფილა ამ პირთან, სტაბილური სიტუაციაა და ვნახოთ, თუ ასე გაგრძელდა და მდგომაროება სტაბილური თუ დაგვრჩება, იმედია, რომ გამოსავალიც კეთილსაიმედო უნდა იყოს.

დანარჩენი სამ პაციენტს რაც შეეხება - ერთი ქალბატონი, რომელსაც პნევმონიასთან ერთად აქვს ჰიპერტონული დაავადება, მისი მდგომარეობა უკვე რამდენიმე დღეა სტაბილურია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის სიმძიმის პერიოდი გადაილახა და გამოსავალი უკვე კეთილსაიმედო უნდა იყოს. დანარჩენი ორი პაციენტიდან, ერთი ასაკოვანი ქალბატონია, რომელთანაც გვაქვს მძიმე სიტუაცია იმ მხრივ, რომ გარდა ორმხრივი პნევმონიისა და თანარსებული დაავადებისა, ეს არის გულის უკმარისობა და მძიმე ნევროლოგიური დაავადება, გამოვლინდა სეფსისის კლინიკა, ჯერჯერობით ამ ქალბატონთან მძიმე მდგომარეობა რჩება, ასეთი მკვეთრი გაუარესება არ შეიმჩნევა გუშინდელიდან დღემდე, მაგრამ მაინც სერიოზულია და გამოსავალზე ვერ ვილაპარაკებთ, როგორი იქნება და მესამე მძიმე ავადმყოფი, ეს არის თანარსებული დაავადებით - დიაბეტის ფონზე განვითარებული მძიმე პნევმონია ამ პაციენტთანაც ჯერჯერობით დაავადება მინიმალურად, მაგრამ მაინც პროგრესირებს”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ორი ახალი პაციენტიდან ერთის ისტორია საფრანგეთს, მეორის კი ამერიკას უკავშირდება.

„ერთის ისტორია საფრანგეთისაა, ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და ზუსტად მე-13 დღეს მოხდა მასთან დაავადების დადასტურება, მეორე პაციენტი ეს არის დადასტურებულ პაციენტთან კონტაქტი. ეს პაციენტიც იყო თვითიზოლაციაში და დაავადების გამოვლენიდან მეორე დღეს მოთავსდა ჩვენს კლინიკაში. მეორე პაციენტი ამერიკული კლასტერია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მიისვე თქმით, გუშინდელი დილის მონაცემებს 5 ახალი შემთხვევა დაემატა, დღეს დილით 77 შემთხვევა გვაქვს.

„აქედან 34 პაციენტი ჩვენთან არის მოთავსებული, 10 გაწერილია, დანარჩენი 33 განთავსებულია 5 მიმღებ სხვა კლინიკაში. ამ 5 მიმღებ კლინიკას კიდევ დაემატა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო და ერთ-ერთი ახალი პაციენტი არის ზუგდიდის საავადმყოფოში, ერთი ბათუმში, ერთი გორში და ორი ჩვენს ცენტრში, 2 ახალი შემთხვევა დაემატა ჩვენს ცენტრს. ჩვენი შემთხვევის ისტორია ამერიკას უკავშირდება, ამერიკის ისტორიის კონტაქტია ჩვენს პაციენტთან დაფიქსირებული“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

"დამეწყო სახსრების ტკივილით, არც სურდო მქონდა, არც მახველებდა" - რას ჰყვება კორონავირუსით ინფიცირებული, რომელიც ინფექციურში დედასთან და შვილებთან ერთად მკურნალობს

"ირლანდია უშვებს ტესტს, რომლითაც 15 წუთში დგინდება კორონავირუსი... უმუშევრად დარჩენილებს აქ დახმარება ენიშნებათ" - რას ყვება ქართველი ემიგრანტი

28 მარტამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი იქნება, მომდევნო დღეებში მოსალოდნელია წვიმა