პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
რესტორნების ქსელი „ჩემო კარგო“ სრულად მიტანის სერვისზე გადავიდა
რესტორნების ქსელი „ჩემო კარგო“ სრულად მიტანის სერვისზე გადავიდა

რეს­ტორ­ნე­ბის ქსე­ლი „ჩემო კარ­გო“ დრო­ე­ბით ად­გილ­ზე მომ­სა­ხუ­რე­ბას წყვეტს და სრუ­ლად მი­ტა­ნის სერ­ვის­ზე გა­და­დის. „ჩემო კარ­გოს“ აქამ­დეც ჰქონ­და მი­ტა­ნის სერ­ვი­სი, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბით მუ­შა­ობ­და. ამი­ე­რი­დან კი აღ­ნიშ­ნუ­ლი სერ­ვი­სი სრუ­ლი დატ­ვირ­თვით იმუ­შა­ვებს და მომ­ხმა­რებ­ლებს „ჩემო კარ­გოს“ ნე­ბის­მი­ე­რი კერ­ძის მი­ღე­ბა ად­გილ­ზე შე­ეძ­ლე­ბა. მი­ტა­ნის სერ­ვი­სი უკონ­ტაქ­ტო იქ­ნე­ბა თუ არა თა­ვად მომ­ხმა­რებ­ლის სურ­ვილ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

„ამ ეტაპ­ზე ჩვე­ნი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბაა. მომ­ხმა­რე­ბელს ად­გილ­ზე მი­ტა­ნის ნო­ვა­ტო­რულ მომ­სა­ხუ­რე­ბას ვთა­ვა­ზობთ. ჩვენ ვართ სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი კომ­პა­ნია, რო­მელ­მაც შექ­მნა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ი­ტი და ამას­თა­ნა­ვე მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი, რო­მელ­თა დახ­მა­რე­ბი­თაც მომ­ხამ­რე­ბელს შე­უძ­ლია ონ­ლა­ინ ისარ­გებ­ლოს მი­ტა­ნის სერ­ვი­სით. ამას­თა­ნა­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ კერ­ძებ­თან ერ­თად ჩვენს მომ­ხმა­რებ­ლებს შე­უძ­ლი­ათ, ისარ­გებ­ლონ ჩვე­ნი ად­გილ­ზე წარ­მო­ე­ბუ­ლი ლუ­დის ად­გილ­ზე მი­ტა­ნის სერ­ვი­სით, რომ­ლის ანა­ლო­გიც ამ ეტაპ­ზე ქა­ლაქ­ში არ არ­სე­ბობს.

რაც შე­ე­ხე­ბა უსაფრ­თხო მი­წო­დე­ბას, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აქ­ტი­ურ მუ­შა­ო­ბას არ ვწყვეტთ. ვით­ვა­ლის­წი­ნებთ მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ებ­სა და სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მი­თი­თებს, რათა მოხ­დეს შეკ­ვე­თე­ბის მი­ღე­ბა და გაშ­ვე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის სრუ­ლი წე­სე­ბის დაც­ვით . ჩვე­ნი კუ­რი­ე­რე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­მო­სი­ლე­ბი არი­ან და სა­გან­გე­ბოდ მუ­შავ­დე­ბა მათი ყუ­თე­ბიც. ამის მი­უ­ხე­და­ვად, მომ­ხმა­რე­ბელს ვთა­ვა­ზობთ უკონ­ტაქ­ტო მი­ტა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­საც. სა­გან­გე­ბოდ მუ­შავ­დე­ბა ობი­ექ­ტი, სა­დაც კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა ხდე­ბა. ჩვე­ნი და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად მოწ­მდე­ბი­ან ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. სპე­ცი­ა­ლუ­რად ვა­მუ­შა­ვებთ პრო­დუქ­ტებ­საც, რომ კერ­ძე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა სრუ­ლად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს,“ – აცხა­დე­ბენ „ჩემო კარ­გო­ში“.

შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­და „ჩემო კარ­გოს“ მე­ნი­უ­ში და მას სპე­ცი­ა­ლუ­რი ლანჩ მე­ნი­უ­ე­ბი და სა­ო­ჯა­ხო მე­ნი­უ­ე­ბი და­ე­მა­ტა ხელ­მი­საწ­ვდომ ფა­სად.

„არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჯან­სა­ღი და უსაფრ­თხო კვე­ბა სახ­ლში და მათ­თვი­საც, ვი­საც კვლავ ოფი­სებ­ში უწევს მუ­შა­ო­ბა. ჩვენ ვალ­დე­ბუ­ლად ვგრძნობთ თავს, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვიზ­რუ­ნოთ მომ­ხმა­რებ­ლებ­ზე. სწო­რედ ამი­ტომ შე­ვად­გი­ნეთ სპე­ცი­ა­ლუ­რი მე­ნი­უ­ე­ბი, რო­მე­ლიც შე­ი­ცავს ყო­ველ­დღი­უ­რი კვე­ბის­თვის სა­ჭი­რო ვი­ტა­მი­ნებ­სა და მი­ნე­რა­ლებს. აღ­ნიშ­ნულ მე­ნი­უ­ებს ექ­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ფასი და მომ­ხმა­რე­ბელს 20%–იანი ფას­დაკ­ლე­ბით შევ­თა­ვა­ზებთ. ლანჩ მე­ნიუ და­ი­წყე­ბა 7 ლა­რი­დან, სა­ო­ჯა­ხო მე­ნიუ კი – 30 ლა­რი­დან,“ – გან­მარ­ტა­ვენ „ჩემო კარ­გო­ში“.

შეკ­ვე­თის შემ­თხვე­ვა­ში ან­გა­რიშს­წო­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია: ონ­ლა­ინ გა­დახ­დით ვებგ­ვერ­დის დახ­მა­რე­ბით, ბა­რა­თით ან ნაღ­დი ფუ­ლით.

ად­გილ­ზე მი­ტა­ნის სერ­ვი­სით სარ­გებ­ლო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია შემ­დე­გი არ­ხე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით:

  • ტე­ლე­ფო­ნი: +995 571 10 30 10 ; 2 69 30 10
  • ონ­ლა­ინ : WWW.CHEMOKARGO.GE
  • აპ­ლი­კა­ცი­ით : მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცია " ჩემო კარ­გო "

კომ­პა­ნი­ის სა­კუ­თა­რი მი­ტა­ნის სერ­ვი­სის პა­რა­ლე­ლუ­რად, „ჩემო კარ­გო“ კერ­ძე­ბის შეკ­ვე­თა და ად­გილ­ზე მი­ღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია „გლო­ვოს“, „ვოლ­ტის“, menu.ge–ს მეშ­ვე­ო­ბით.

ავტორი:

რესტორნების ქსელი „ჩემო კარგო“ სრულად მიტანის სერვისზე გადავიდა

რესტორნების ქსელი „ჩემო კარგო“ სრულად მიტანის სერვისზე გადავიდა

რესტორნების ქსელი „ჩემო კარგო“ დროებით ადგილზე მომსახურებას წყვეტს და სრულად მიტანის სერვისზე გადადის. „ჩემო კარგოს“ აქამდეც ჰქონდა მიტანის სერვისი, რომელიც საკმაოდ წარმატებით მუშაობდა. ამიერიდან კი აღნიშნული სერვისი სრული დატვირთვით იმუშავებს და მომხმარებლებს „ჩემო კარგოს“ ნებისმიერი კერძის მიღება ადგილზე შეეძლება. მიტანის სერვისი უკონტაქტო იქნება თუ არა თავად მომხმარებლის სურვილზეა დამოკიდებული.

„ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მომხმარებლებისა და თანამშრომლების უსაფრთხოებაა. მომხმარებელს ადგილზე მიტანის ნოვატორულ მომსახურებას ვთავაზობთ. ჩვენ ვართ საქართველოში პირველი კომპანია, რომელმაც შექმნა სპეციალური საიტი და ამასთანავე მობილური აპლიკაციები, რომელთა დახმარებითაც მომხამრებელს შეუძლია ონლაინ ისარგებლოს მიტანის სერვისით. ამასთანავე მნიშვნელოვანია ისიც, რომ კერძებთან ერთად ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ, ისარგებლონ ჩვენი ადგილზე წარმოებული ლუდის ადგილზე მიტანის სერვისით, რომლის ანალოგიც ამ ეტაპზე ქალაქში არ არსებობს.

რაც შეეხება უსაფრთხო მიწოდებას, ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას არ ვწყვეტთ. ვითვალისწინებთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მითითებს, რათა მოხდეს შეკვეთების მიღება და გაშვება უსაფრთხოების სრული წესების დაცვით . ჩვენი კურიერები სპეციალურად შემოსილები არიან და საგანგებოდ მუშავდება მათი ყუთებიც. ამის მიუხედავად, მომხმარებელს ვთავაზობთ უკონტაქტო მიტანის შესაძლებლობასაც. საგანგებოდ მუშავდება ობიექტი, სადაც კერძების მომზადება ხდება. ჩვენი დასაქმებულები ყოველდღიურად მოწმდებიან ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. სპეციალურად ვამუშავებთ პროდუქტებსაც, რომ კერძების უსაფრთხოება სრულად უზრუნველყოფილი იყოს,“ – აცხადებენ „ჩემო კარგოში“.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, გარკვეული ცვლილებები შევიდა „ჩემო კარგოს“ მენიუში და მას სპეციალური ლანჩ მენიუები და საოჯახო მენიუები დაემატა ხელმისაწვდომ ფასად.

„არსებულ ვითარებაში მეტად მნიშვნელოვანია ჯანსაღი და უსაფრთხო კვება სახლში და მათთვისაც, ვისაც კვლავ ოფისებში უწევს მუშაობა. ჩვენ ვალდებულად ვგრძნობთ თავს, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ მომხმარებლებზე. სწორედ ამიტომ შევადგინეთ სპეციალური მენიუები, რომელიც შეიცავს ყოველდღიური კვებისთვის საჭირო ვიტამინებსა და მინერალებს. აღნიშნულ მენიუებს ექნება სპეციალური ფასი და მომხმარებელს 20%–იანი ფასდაკლებით შევთავაზებთ. ლანჩ მენიუ დაიწყება 7 ლარიდან, საოჯახო მენიუ კი – 30 ლარიდან,“ – განმარტავენ „ჩემო კარგოში“.

შეკვეთის შემთხვევაში ანგარიშსწორება შესაძლებელია: ონლაინ გადახდით ვებგვერდის დახმარებით, ბარათით ან ნაღდი ფულით.

ადგილზე მიტანის სერვისით სარგებლობა შესაძლებელია შემდეგი არხების საშუალებით:

  • ტელეფონი: +995 571 10 30 10 ; 2 69 30 10
  • ონლაინ : WWW.CHEMOKARGO.GE
  • აპლიკაციით : მობილური აპლიკაცია " ჩემო კარგო "

კომპანიის საკუთარი მიტანის სერვისის პარალელურად, „ჩემო კარგო“ კერძების შეკვეთა და ადგილზე მიღება შესაძლებელია „გლოვოს“, „ვოლტის“, menu.ge–ს მეშვეობით.

ინოვაციური, ფარის ტიპის ნიღბები საქართველოში მზადდება - კომპანია "ფავორიტი სტილის" პროექტი COVID-19-ის წინააღმდეგ

როგორ შეიცვალა წარმოებებსა და მარკეტებში დასაქმებული ადამიანების სამუშაო რეჟიმი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ

როგორ მოვუაროთ თმას და კანს გაზაფხულზე, სახლის პირობებში: სილამაზის პროცედურები, რომელიც იზოლაციაში ყოფნისას უნდა ჩაიტაროთ