სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტები, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნებში ცდიან - როდის გვეცოდინება, რომელი წამალი კურნავს ვირუსს
კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტები, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნებში ცდიან - როდის გვეცოდინება, რომელი წამალი კურნავს ვირუსს

სხვა­დას­ხვა ფარ­მა­კო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო წამ­ლის შე­საქ­მნე­ლად და­მო­უ­კი­დებ­ლად მუ­შა­ო­ბენ. ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში წა­მა­ლი უკვე შე­იქ­მნა და ამ ეტაპ­ზე მისი გა­მოც­და მიმ­დი­ნა­რე­ობს, ზო­გან კი სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ უკვე არ­სე­ბულ წამ­ლებს ცდი­ან. ტეს­ტი­რე­ბა და­წყე­ბუ­ლია აშშ-ში, ევ­რო­პა­ში, ასე­ვე აზი­ის ქვეყ­ნებ­ში.

Euronews.com წერს, რომ ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად მოქ­მე­დე­ბენ და მი­მარ­თა­ვენ მკურ­ნა­ლო­ბის ექ­სპე­რი­მენ­ტულ მე­თო­დებს უკვე არ­სე­ბუ­ლი წამ­ლე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად. კვლე­ვა­ში ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან ნი­დერ­ლან­დებ­ში, ბელ­გი­ა­ში, ლუქ­სემ­ბურ­გში, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, საფ­რან­გეთ­სა და ეს­პა­ნეთ­ში მცხოვ­რე­ბი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი, თუმ­ცა არ კონ­კრეტ­დე­ბა, თუ რამ­დენ ადა­მი­ან­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა.

ივ­ლე­ვენ ისეთ წამ­ლებს, რო­ო­გო­რე­ბი­ცაა რემ­დე­სი­ვი­რი (ებო­ლას სა­წი­ნაღ­მდე­გო პრე­პა­რა­ტი), ლო­პი­ნა­ვი­რი (შიდსის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრე­პა­რა­ტი), ჰიდ­რო­ქ­სიქ­ლო­რო­ქი­ნი (მა­ლა­რი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო წა­მა­ლი).

რო­გორც სხვა­დას­ხვა გა­მო­ცე­მე­ბი წე­რენ, მე­დი­კო­სე­ბი მთა­ვარ იმედს მა­ლა­რი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრე­პა­რატ­ზე, ჰიდ­რო­ქ­სიქ­ლო­რო­ქინ­ზე ამ­ყა­რე­ბენ, რო­მე­ლიც ქლო­რო­ქი­ნის ერთ-ერთი ვერ­სი­აა. ეს წა­მა­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 1940 წლი­დან არ­სე­ბობს.

მე­დი­კო­სე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ კვლე­ვის შე­დე­გე­ბი აპ­რილ­ში უნდა გახ­დეს ცნო­ბი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ახალ წა­მალს, მისი გა­მოც­და აშშ-ში უკვე და­ი­წყეს. ამე­რი­კუ­ლი ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნია, Gilead Sciences-ის მეც­ნი­ე­რებ­მა შექ­მნეს ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი პრე­პა­რა­ტი და ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ ახა­ლი ტი­პის კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის კუ­თხით, იმე­დის­მომ­ცე­მი სუ­რა­თი აქვთ. პრე­პა­რა­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით უკვე გა­ნი­კურ­ნა ერთი ადა­მი­ა­ნი, თუმ­ცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკ­მა­რი­სი მის ეფექ­ტუ­რო­ბა­ზე სა­სა­უბ­როდ. პრე­პა­რატს 394 ადა­მი­ან­ზე ცდი­ან და ამ­ბო­ბენ, რომ შე­დე­გი არ­პი­ლის და­სა­წყის­ში ეცო­დი­ნე­ბათ.

"პო­ტენ­ცი­უ­რად ამ წა­მალს შე­ეძ­ლე­ბა და­ა­ვა­დე­ბის გარ­თუ­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბა, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­დარ­ჩე­ნა, რომ­ლე­ბიც უკვე ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი არი­ან და შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მისი გა­მო­ყე­ნე­ბა პრო­ფი­ლაქ­ტი­კის მიზ­ნით", - ამ­ბობს ჩრდი­ლო­ეთ კა­რო­ლი­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ტი­მო­თი ში­ჰა­ნი, რო­მე­ლიც ერთ-ერ­თია იმ მკვლე­ვარ­თა­გან, რომ­ლე­ბიც მე­დი­კა­მენ­ტის ეფექ­ტუ­რო­ბას სწავ­ლო­ბენ.

მე­დი­კო­სე­ბი იმე­დი­ა­ნად უყუ­რე­ბენ ია­პო­ნუ­რი წარ­მო­ე­ბის გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო წა­მალ­საც. სა­უ­ბა­რია პრე­პა­რატ "ფა­ვი­პი­რა­ვი­რზე“ და რო­გორც ჩი­ნე­ლი ექი­მე­ბი ამ­ბო­ბენ, წა­მა­ლი ეფექ­ტუ­რი აღ­მოჩ­ნდა კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბულ­თა სამ­კურ­ნა­ლოდ.

ჩი­ნე­ლი ექი­მე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უხან­ში ამ წამ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით, 340 პა­ცი­ენტზე ჩა­ტარ­და ტეს­ტი­რე­ბა. შე­დე­გი კი პო­ზი­ტი­უ­რი და იმე­დის­მომ­ცე­მია.წა­მალს ია­პო­ნუ­რი ფარ­მა­კო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნია Fujifilm Toyama Chemical 2016 წლი­დან აწარ­მო­ებს.

სა­ერ­თო ჯამ­ში, ამ ეტაპ­ზე 300-მდე მე­დი­კა­მენ­ტის კლი­ნი­კუ­რი ვერ­სიაა შექ­მნი­ლი და ამ ეტაპ­ზე ცდე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე იმე­დი­ა­ნად მკვლე­ვა­რე­ბი ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ წამ­ლებს უყუ­რე­ბენ.

dato
0

ეს იქნება რემდესივირი და აპრილის პირველ რიცხვებში ან პირველ კვირას ამას მსოფლიო სიხარული მოყვება ღმერთი თქვენსკენ ექიმებო და მეცნიერებო ამინ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტები, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნებში ცდიან - როდის გვეცოდინება, რომელი წამალი კურნავს ვირუსს

კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტები, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნებში ცდიან - როდის გვეცოდინება, რომელი წამალი კურნავს ვირუსს

სხვადასხვა ფარმაკოლოგიური კომპანიები კორონავირუსის საწინააღმდეგო წამლის შესაქმნელად დამოუკიდებლად მუშაობენ. ზოგიერთ ქვეყანაში წამალი უკვე შეიქმნა და ამ ეტაპზე მისი გამოცდა მიმდინარეობს, ზოგან კი სხვა დაავადებების სამკურნალოდ უკვე არსებულ წამლებს ცდიან. ტესტირება დაწყებულია აშშ-ში, ევროპაში, ასევე აზიის ქვეყნებში.

Euronews.com წერს, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყნები კოორდინირებულად მოქმედებენ და მიმართავენ მკურნალობის ექსპერიმენტულ მეთოდებს უკვე არსებული წამლების ეფექტურობის გამოსავლენად. კვლევაში ჩართულები არიან ნიდერლანდებში, ბელგიაში, ლუქსემბურგში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და ესპანეთში მცხოვრები ინფიცირებულები, თუმცა არ კონკრეტდება, თუ რამდენ ადამიანზე მიმდინარეობს ექსპერიმენტული მკურნალობა.

ივლევენ ისეთ წამლებს, როოგორებიცაა რემდესივირი (ებოლას საწინაღმდეგო პრეპარატი), ლოპინავირი (შიდსის საწინააღმდეგო პრეპარატი), ჰიდროქსიქლოროქინი (მალარიის საწინააღმდეგო წამალი).

როგორც სხვადასხვა გამოცემები წერენ, მედიკოსები მთავარ იმედს მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატზე, ჰიდროქსიქლოროქინზე ამყარებენ, რომელიც ქლოროქინის ერთ-ერთი ვერსიაა. ეს წამალი დაახლოებით 1940 წლიდან არსებობს.

მედიკოსები ამბობენ, რომ კვლევის შედეგები აპრილში უნდა გახდეს ცნობილი.

რაც შეეხება ახალ წამალს, მისი გამოცდა აშშ-ში უკვე დაიწყეს. ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია, Gilead Sciences-ის მეცნიერებმა შექმნეს ექსპერიმენტული პრეპარატი და ირწმუნებიან, რომ ახალი ტიპის კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით, იმედისმომცემი სურათი აქვთ. პრეპარატის საშუალებით უკვე განიკურნა ერთი ადამიანი, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი მის ეფექტურობაზე სასაუბროდ. პრეპარატს 394 ადამიანზე ცდიან და ამბობენ, რომ შედეგი არპილის დასაწყისში ეცოდინებათ.

"პოტენციურად ამ წამალს შეეძლება დაავადების გართულების შეჩერება, იმ ადამიანების გადარჩენა, რომლებიც უკვე ჰოსპიტალიზებულები არიან და შესაძლებელი იქნება მისი გამოყენება პროფილაქტიკის მიზნით", - ამბობს ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორი ტიმოთი შიჰანი, რომელიც ერთ-ერთია იმ მკვლევართაგან, რომლებიც მედიკამენტის ეფექტურობას სწავლობენ.

მედიკოსები იმედიანად უყურებენ იაპონური წარმოების გრიპის საწინააღმდეგო წამალსაც. საუბარია პრეპარატ "ფავიპირავირზე“ და როგორც ჩინელი ექიმები ამბობენ, წამალი ეფექტური აღმოჩნდა კორონავირუსით დაავადებულთა სამკურნალოდ.

ჩინელი ექიმების ინფორმაციით, უხანში ამ წამლის გამოყენებით, 340 პაციენტზე ჩატარდა ტესტირება. შედეგი კი პოზიტიური და იმედისმომცემია.წამალს იაპონური ფარმაკოლოგიური კომპანია Fujifilm Toyama Chemical 2016 წლიდან აწარმოებს.

საერთო ჯამში, ამ ეტაპზე 300-მდე მედიკამენტის კლინიკური ვერსიაა შექმნილი და ამ ეტაპზე ცდები მიმდინარეობს, თუმცა ყველაზე იმედიანად მკვლევარები ზემოთ ჩამოთვლილ წამლებს უყურებენ.

ჩინეთში მამაკაცი COVID-19-სგან განსხვავებული ვირუსით გარდაიცვალა - რა არის ჰანტავირუსი?

რუსეთში, კურილის კუნძულებზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა - გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე

როგორ ამტკიცებენ მეცნიერები, რომ ახალი კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილი არ არის?