პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"დაინფიცირებული ქალი "ლარიანების" მაღაზიაში მუშაობდა, გასვენებასა და ქორწილს არ აკლდებოდა" - რას ჰყვებიან მარნეულელები
"დაინფიცირებული ქალი "ლარიანების" მაღაზიაში მუშაობდა, გასვენებასა და ქორწილს არ აკლდებოდა" - რას ჰყვებიან მარნეულელები

მას შემ­დეგ, რაც ეპი­დე­მი­ო­ლო­გებ­მა მარ­ნე­ულ­ში მცხოვ­რე­ბი კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ქა­ლის კონ­ტაქ­ტე­ბი გა­მო­იკ­ვლი­ეს და და­ად­გი­ნეს, რომ მას, ავა­დო­ბის პე­რი­ოდ­ში რამ­დე­ნი­მე ასე­ულ ადა­მი­ან­თან ჰქონ­და კონ­ტაქ­ტი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მარ­ნე­უ­ლი­სა და ბოლ­ნი­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მკაც­რი კა­რან­ტი­ნის შე­მო­ღე­ბა გა­და­წყვი­ტა. ამ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში უკვე შე­ი­ზღუ­და შეს­ვლა და გა­მოს­ვლა, და­ი­ხუ­რა ყვე­ლა ობი­ექ­ტი, ხელ­მი­საწ­ვდო­მია მხო­ლოდ მე­დი­კა­მენ­ტე­ბის, სურ­სა­თის და კრი­ტი­კუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სხვა ობი­ექ­ტე­ბი.

საპ­რე­ვენ­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში ჩა­ერ­თო ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო და თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი. თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის შე­სას­ვლე­ლებ­თან სპე­ცი­ა­ლუ­რი გამ­შვე­ბი პუნ­ქტე­ბი მო­ა­წყვეს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­მა კი მარ­ნე­ულ­ში სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტა­ლი მო­ა­წყო. და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ქა­ლი­სა და ად­გილ­ზე არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ მეტი დე­ტა­ლის გა­სარ­კვე­ვად "კვი­რის პა­ლიტ­რა" მარ­ნე­უ­ლე­ლებს ესა­უბ­რა:

ლანა მა­მე­დო­ვი:

- ჩვენ, ვი­საც გვეს­მის რა საფრ­თხეს­თან გვაქვს საქ­მე, ძა­ლი­ან შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, თუმ­ცა ვერ ვი­ტყვი, რომ აქ ყვე­ლა ასეა. ბევ­რს ეს ამ­ბა­ვი სა­ერ­თოდ არ ადარ­დებს. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ საქ­მე­ში ჯარი და პო­ლი­ცია ჩა­ერ­თო, იქ­ნებ მათ და­ამ­ყა­რონ წეს­რი­გი და აღ­კვე­თონ ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნის და­უ­დევ­რო­ბა.

- მო­სახ­ლე­ო­ბის ერთი ნა­წი­ლის უდარ­დე­ლო­ბა რით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, მათ ენის ბა­რი­ე­რის გამო შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცია არ აქვთ თუ საქ­მის კურ­ში არი­ან, მაგ­რამ უბ­რა­ლოდ მი­თი­თე­ბებს არ ას­რუ­ლე­ბენ?

- ზოგ­თან მარ­თლაც არის ენის ბა­რი­ე­რი, არც ქარ­თუ­ლი იცი­ან და არც - რუ­სუ­ლი. თუმ­ცა არი­ან ისე­თე­ბი, რომ­ლებ­მაც ყვე­ლა­ფე­რიც კარ­გად იცი­ან, მაგ­რამ მი­თი­თე­ბებს არ ას­რუ­ლე­ბენ. ზოგი ფიქ­რობს, რომ ყვე­ლა­ფე­რი გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლია და ხალ­ხის და­პა­ნი­კე­ბა ვი­ღა­ცის ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დის. ზოგს სჯე­რა, რომ ვირუ­სი მარ­თლა ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თოა, მაგ­რამ ჰგო­ნი­ათ, რომ ეს სხვა­გან ხდე­ბა და ჩვენ არა­ფე­რი შეგ­ვე­ხე­ბა.

გუ­შინ ქა­ლაქ­ში რომ გა­სუ­ლი­ყა­ვით, ვერ მიხ­ვდე­ბო­დით რომ აქ რა­ი­მე პრობ­ლე­მა იყო, ერთ ნიღ­ბი­ან­საც კი ვერ და­ი­ნა­ხავ­დით.

თუ ვინ­მეს ნი­ღა­ბი უკე­თია მიხ­ვდე­ბით, რომ ქარ­თვე­ლია. პრობ­ლე­მა მარ­ტო ის კი არ არის, თა­ვად არ იცა­ვენ უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მებს, იმ ადა­მი­ა­ნებ­საც დას­ცი­ნი­ან, ვინც ხელ­თათ­მა­ნე­ბით და ნიღ­ბით და­დი­ან. ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე საყ­ვე­დუ­რი არ ით­ქმის, ქუ­ჩებ­ში და დიდ მა­ღა­ზი­ებ­ში დე­ზინ­ფექ­ცია ჩა­ა­ტა­რეს. პრობ­ლე­მა კერ­ძო მა­ღა­ზი­ე­ბია, სა­დაც ყო­ველ­თვის ხალ­ხმრავ­ლო­ბაა და არც ნიღ­ბით საგ­რებ­ლობს ვინ­მე. გუ­შინ ბა­ზარ­ში ვი­ყა­ვი და იქაც უამ­რა­ვი ხალ­ხი იყო, დღეს, რო­გორც თქვეს, უკვე და­ი­კე­ტა. გუ­შინ იყო ნოვ­რუზ ბა­ი­რა­მის ბოლო დღე, ეს დიდი დღე­სას­წა­უ­ლია, რო­გორც ვიცი, ოჯა­ხებ­ში ყველ­გან სუფ­რა იყო და აღ­ნიშ­ნავ­დნენ ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

- თქვენ თუ იც­ნობ­დით იმ ქალ­ბა­ტონს, რო­მელ­საც კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უდ­გინ­და?

- პი­რა­დად არ ვიც­ნობ, მაგ­რამ ვიცი ვინ არის, მო­ე­დან­ზე "ლა­რი­ა­ნე­ბის" მა­ღა­ზი­ა­ში მუ­შა­ობ­და. რო­გორც თქვეს, უკვე დიდი ხა­ნია ავად არის, ვიდ­რე სუნ­თქვის პრობ­ლე­მა არ შე­ექ­მნა, ექიმ­თან არ მი­ვი­და. მარ­ტო ის არ არის პრობ­ლე­მა, გას­ვე­ნე­ბა­სა და ქორ­წილს არ აკ­ლდე­ბო­და, მის მა­ღა­ზი­ა­ში ყო­ველ­დღე ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი შე­დი­ო­და. ის და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი სახ­ლში არ ჩერ­დე­ბოდ­ნენ, აქ­ტი­უ­რად და­დი­ოდ­ნენ მე­ზობ­ლებ­თა­ნაც...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nini
3

ჩაკეტეთ თბილისი სანამ დროა

mm
1

წუნკალა! ეგღა გვაკლდა

ავტორი:

"დაინფიცირებული ქალი "ლარიანების" მაღაზიაში მუშაობდა, გასვენებასა და ქორწილს არ აკლდებოდა" - რას ჰყვებიან მარნეულელები

"დაინფიცირებული ქალი "ლარიანების" მაღაზიაში მუშაობდა, გასვენებასა და ქორწილს არ აკლდებოდა" - რას ჰყვებიან მარნეულელები

მას შემდეგ, რაც ეპიდემიოლოგებმა მარნეულში მცხოვრები კორონავირუსით ინფიცირებული ქალის კონტაქტები გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ მას, ავადობის პერიოდში რამდენიმე ასეულ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, ხელისუფლებამ მარნეულისა და ბოლნისის ტერიტორიაზე მკაცრი კარანტინის შემოღება გადაწყვიტა. ამ მუნიციპალიტეტში უკვე შეიზღუდა შესვლა და გამოსვლა, დაიხურა ყველა ობიექტი, ხელმისაწვდომია მხოლოდ მედიკამენტების, სურსათის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.

საპრევენციო ღონისძიებებში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტრო და თავდაცვის ძალები. თავდაცვის ძალებმა მუნიციპალიტეტების შესასვლელებთან სპეციალური გამშვები პუნქტები მოაწყვეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა კი მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო. დაინფიცირებული ქალისა და ადგილზე არსებული სიტუაციის შესახებ მეტი დეტალის გასარკვევად "კვირის პალიტრა" მარნეულელებს ესაუბრა:

ლანა მამედოვი:

- ჩვენ, ვისაც გვესმის რა საფრთხესთან გვაქვს საქმე, ძალიან შეშინებულები ვართ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ აქ ყველა ასეა. ბევრს ეს ამბავი საერთოდ არ ადარდებს. ძალიან მიხარია, რომ საქმეში ჯარი და პოლიცია ჩაერთო, იქნებ მათ დაამყარონ წესრიგი და აღკვეთონ ზოგიერთი ადამიანის დაუდევრობა.

- მოსახლეობის ერთი ნაწილის უდარდელობა რით არის განპირობებული, მათ ენის ბარიერის გამო შესაბამისი ინფორმაცია არ აქვთ თუ საქმის კურში არიან, მაგრამ უბრალოდ მითითებებს არ ასრულებენ?

- ზოგთან მართლაც არის ენის ბარიერი, არც ქართული იციან და არც - რუსული. თუმცა არიან ისეთები, რომლებმაც ყველაფერიც კარგად იციან, მაგრამ მითითებებს არ ასრულებენ. ზოგი ფიქრობს, რომ ყველაფერი გაზვიადებულია და ხალხის დაპანიკება ვიღაცის ინტერესებში შედის. ზოგს სჯერა, რომ ვირუსი მართლა ძალიან სახიფათოა, მაგრამ ჰგონიათ, რომ ეს სხვაგან ხდება და ჩვენ არაფერი შეგვეხება.

გუშინ ქალაქში რომ გასულიყავით, ვერ მიხვდებოდით რომ აქ რაიმე პრობლემა იყო, ერთ ნიღბიანსაც კი ვერ დაინახავდით.

თუ ვინმეს ნიღაბი უკეთია მიხვდებით, რომ ქართველია. პრობლემა მარტო ის კი არ არის, თავად არ იცავენ უსაფრთხოების ზომებს, იმ ადამიანებსაც დასცინიან, ვინც ხელთათმანებით და ნიღბით დადიან. ადგილობრივ ხელისუფლებაზე საყვედური არ ითქმის, ქუჩებში და დიდ მაღაზიებში დეზინფექცია ჩაატარეს. პრობლემა კერძო მაღაზიებია, სადაც ყოველთვის ხალხმრავლობაა და არც ნიღბით საგრებლობს ვინმე. გუშინ ბაზარში ვიყავი და იქაც უამრავი ხალხი იყო, დღეს, როგორც თქვეს, უკვე დაიკეტა. გუშინ იყო ნოვრუზ ბაირამის ბოლო დღე, ეს დიდი დღესასწაულია, როგორც ვიცი, ოჯახებში ყველგან სუფრა იყო და აღნიშნავდნენ ბოლო დღეების განმავლობაში.

- თქვენ თუ იცნობდით იმ ქალბატონს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა?

- პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი ვინ არის, მოედანზე "ლარიანების" მაღაზიაში მუშაობდა. როგორც თქვეს, უკვე დიდი ხანია ავად არის, ვიდრე სუნთქვის პრობლემა არ შეექმნა, ექიმთან არ მივიდა. მარტო ის არ არის პრობლემა, გასვენებასა და ქორწილს არ აკლდებოდა, მის მაღაზიაში ყოველდღე ათეულობით ადამიანი შედიოდა. ის და მისი ოჯახის წევრები სახლში არ ჩერდებოდნენ, აქტიურად დადიოდნენ მეზობლებთანაც...წაიკითხეთ სრულად

"ერთი ქვეყნისთვის რომ დავუშვათ გამონაკლისი, სხვებიც მოითხოვენო" - ესპანეთმა კორონავირუსით გარდაცვლილი ცირა ალი­ხა­ნაშ­ვი­ლის გადმოსვენებაზე უარი თქვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 67-მდე გაიზარდა

როგორია მარნეულიდან გადმოყვანილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა - "ამ ეტაპზე ვინარჩუნებთ სიცოცხლეს"