პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"საკომენდანტო საათი და მძიმე საკარანტინო მოთხოვნები არ დგინდება" - გახარია
"საკომენდანტო საათი და მძიმე საკარანტინო მოთხოვნები არ დგინდება" - გახარია

სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის შე­მო­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დად­გე­ნი­ლე­ბით ამ ეტაპ­ზე სა­კო­მენ­დან­ტო სა­ა­თი არ დგინ­დე­ბა და არც მძი­მე სა­კა­რან­ტი­ნო მო­თხოვ­ნე­ბი, - ამის შე­სა­ხებ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მთავ­რო­ბის ამო­ცა­ნაა, და­იც­ვას ბა­ლან­სი - ვიზ­რუ­ნოთ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ისე, რომ სა­ერ­თოდ არ გა­ვა­ჩე­როთ ეკო­ნო­მი­კა.

"რაც შე­ე­ხე­ბა გა­და­ად­გი­ლე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ყვე­ლას მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ გა­და­ად­გი­ლე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა ნა­წი­ლობ­რივ შე­ზღუ­დუ­ლია. ამ დად­გე­ნი­ლე­ბით ამ ეტაპ­ზე სა­კო­მენ­დან­ტო სა­ა­თი არ დგინ­დე­ბა და არც მძი­მე სა­კა­რან­ტი­ნო მო­თხოვ­ნე­ბი.

ჩვენ ვზღუ­დავთ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მო­ბი­ლო­ბას და მო­ვუ­წო­დებთ მათ, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად დავ­რჩეთ სახ­ლში, რომ ვიზ­რუ­ნოთ ჩვე­ნი ოჯა­ხის და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ხან­დაზ­მულ წევ­რებ­ზე. რა თქმა უნდა, თუ ასე­თი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა დად­გა, ჩვენ შემ­დგომ გამ­კაც­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა გვაქვს და სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბის გამ­კაც­რე­ბით და­წყე­ბუ­ლი, უფრო მკაც­რი კა­რან­ტი­ნის ზო­მე­ბის მი­ღე­ბაც შეგ­ვიძ­ლია, თუმ­ცა ჩვენ ვამ­ბოთ, რომ ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი ამო­ცა­ნაა ბა­ლან­სი - ვიზ­რუ­ნოთ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, მაგ­რამ თან ისე, რომ სა­ერ­თოდ არ გა­ვა­ჩე­როთ ეკო­ნო­მი­კა“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა ცხად­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ გა­ა­კე­თა. სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა ახალ კო­რო­ნა­ვირუსს უკავ­შირ­დე­ბა, რო­მელ­საც მსოფ­ლიო თით­ქმის 3 თვეა ებ­რძვის.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 47-მდე გა­ი­ზარ­და, მათ­გან ერთი გა­მო­ჯან­მრთელ­და. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­მამ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით ბოლო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ზღვრე­ბის ჩა­კეტვის, ფრე­ნე­ბის შე­წყვე­ტის, გარ­კვე­უ­ლი სა­ბაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბის და­ხურ­ვის და სხვა არა­ერ­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

ავტორი:

"საკომენდანტო საათი და მძიმე საკარანტინო მოთხოვნები არ დგინდება" - გახარია

"საკომენდანტო საათი და მძიმე საკარანტინო მოთხოვნები არ დგინდება" - გახარია

საგანგებო მდგომარეობის შემოღებასთან დაკავშირებული დადგენილებით ამ ეტაპზე საკომენდანტო საათი არ დგინდება და არც მძიმე საკარანტინო მოთხოვნები, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე განმარტებით, მთავრობის ამოცანაა, დაიცვას ბალანსი - ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ისე, რომ საერთოდ არ გავაჩეროთ ეკონომიკა.

"რაც შეეხება გადაადგილების თავისუფლებას, ყველას მოგეხსენებათ, რომ გადაადგილების თავისუფლება ნაწილობრივ შეზღუდულია. ამ დადგენილებით ამ ეტაპზე საკომენდანტო საათი არ დგინდება და არც მძიმე საკარანტინო მოთხოვნები.

ჩვენ ვზღუდავთ მოქალაქეების მობილობას და მოვუწოდებთ მათ, რომ მაქსიმალურად დავრჩეთ სახლში, რომ ვიზრუნოთ ჩვენი ოჯახის და მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, ჩვენი საზოგადოების ხანდაზმულ წევრებზე. რა თქმა უნდა, თუ ასეთი აუცილებლობა დადგა, ჩვენ შემდგომ გამკაცრების საშუალება გვაქვს და სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამკაცრებით დაწყებული, უფრო მკაცრი კარანტინის ზომების მიღებაც შეგვიძლია, თუმცა ჩვენ ვამბოთ, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანაა ბალანსი - ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, მაგრამ თან ისე, რომ საერთოდ არ გავაჩეროთ ეკონომიკა“, - განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. შესაბამისი განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ახალ კორონავირუსს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო თითქმის 3 თვეა ებრძვის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 47-მდე გაიზარდა, მათგან ერთი გამოჯანმრთელდა. საქართველოს მთავრომამ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ბოლო ორი კვირის განმავლობაში საზღვრების ჩაკეტვის, ფრენების შეწყვეტის, გარკვეული საბაჭრო ობიექტების დახურვის და სხვა არაერთი გადაწყვეტილება მიიღო.

რა ხდება ტაძრებში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ - ფოტოები სოციალური ქსელიდან

სამების საკათედრო ტაძარში პოლიციელები მივიდნენ

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული 80 წელს გადაცილებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა - მარინა ეზუგბაიას კომენტარი