რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა „როსპოტრებნადზორმა“ ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაცქინის გამოცდა დიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
“COVID-19 ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად და კონტროლის მიზნით, “როსპოტრებნადზორის” ვირუსოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის სახელმწიფო კვლევის ცენტრმა სწრაფად შეიმუშავა ვაქცინების პროტოტიპები, რომლებიც ექვს სხვადასხვა ტექნოლოგიურ პლატფორმაზეა დაფუძნებული,” - აღნიშნულია „როსპოტრებნადზორის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ექსპერტებმა შეძლეს ვაქცინების შექმნა გრიპის ფართოდ გამოყენებული რეკომბინანტური ვირუსული ვექტორების საფუძველზე.
„ამ ეტაპზე აუცილებელია, ვაქცინის მგრძნობიარე ლაბორატორიულ ცხოველებზე გამოცდა,“ - აცხადებენ „როსპოტრებნადზორში.“
მათი განმარტებით, აღიშნული ტესტების მიზანია ვაქცინის ყველაზე ეფექტური დოზის, სიხშირისა და გამოყენების მეთოდების განსაზღვრა.
შეგახსენებთ, ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის რუსეთში კორონავირუსის 199 შემთხვევაა დადასტურებული და გარდაცვლილია 1 პაციენტი.
ისევ რუსეთის მედი უნდა ვიქონიოთ ვაქცინის შექმნის საქმეში , ამერიკოსები უფასოდ არაფერს შქმნიან და სსრკს დროს უამრავი შქმნილი ვაქცუინა გვახსოვს რომელმაც კაცობრიობა გადაარჩინა და წამალი კაპიკები ღირს
რუსებს არანაერი ნორმალური ვაქცინა არ შეუქმნიათ და არც ქმნიან. ეხლაც რუსეთის მთელი ელიტა და ვისაც შესაძლებლობა აქვს ბავშვებს ფრანგული და ბრიტანული ვაქცინებით ცრიან და კორონავირუსის საწინაარმდეგო რა უნდა შექმნან წესიერი. თუ შექმნიან და პირველი დოზა პუტინს გაუკეთონ, თუ გაბედა და გაიკეთა?