სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თანაინვესტირების ფონდის" ერთ-ერთი დირექტორი კორონავირუსით დაინფიცირდა - ფონდის 10-მდე თანამშრომელი თვითიზოლაციაშია
"თანაინვესტირების ფონდის" ერთ-ერთი დირექტორი კორონავირუსით დაინფიცირდა - ფონდის 10-მდე თანამშრომელი თვითიზოლაციაშია

თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის ერთ-ერთი დი­რექ­ტო­რი, რო­მელ­საც კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და, ვირუ­სის და­დას­ტუ­რე­ბამ­დე თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონდში გა­ნუ­ცხა­დეს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ ქალს 10-მდე თა­ნამ­შრო­მელ­თან ჰქონ­და კონ­ტაქ­ტი, რომ­ლე­ბიც ამ­ჟა­მად თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან.

„და­ახ­ლო­ე­ბით, 10-მდე პირს ჰქონ­და ამ ადა­მი­ან­თან შემ­ხებ­ლო­ბა. ყვე­ლა მათ­გა­ნი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­შია. მათ ტეს­ტი­რე­ბა ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის მიერ ჩა­უ­ტარ­დე­ბათ მას შემ­დეგ, რაც სიმპტო­მე­ბი გა­მო­უვ­ლინ­დე­ბათ. ჯერ­ჯე­რო­ბით არ­ცერთ ადა­მი­ანს, ვი­საც ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან კონ­ტაქ­ტი ჰქონ­და, არა­ნა­ი­რი სიმპტო­მი არ გა­მოვ­ლე­ნი­ათ. ყვე­ლა მათ­გა­ნი კარ­გად იმ­ყო­ფე­ბა.

ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან დას­ტუ­რი, რომ აღ­ნიშ­ნულ პირს კო­რო­ნა­ვირუ­სი ჰქონ­და, გუ­შინ დი­ლით მო­ვი­და, თუმ­ცა, მა­ნამ­დე, 3-4 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს ადა­მი­ა­ნი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რად­გან მან იცო­და, რომ შე­ხე­ბა ჰქონ­და ისეთ ადა­მი­ან­თან, ვი­საც და­უდ­გინ­და კო­რო­ნა­ვირუ­სი. რო­გორც კი ეს ინ­ფორ­მა­ცია გა­ი­გო, ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში გა­და­ვი­და თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში. ის პირი, ვის­გა­ნაც მას ვირუ­სი გა­და­ე­დო, თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის თა­ნამ­შრო­მე­ლი არ არის, ცალ­კე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პი­რია, რო­მელ­საც თა­ვის მხრივ შე­ხე­ბა ჰქონ­და უცხო­ე­ლებ­თან“, - გა­ნა­ცხა­დეს თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონდში.

ამას­თან, ფონდში გან­მარ­ტა­ვენ, რომ „აქ­სის თა­უ­ერ­სის“ შე­ნო­ბა­ში გან­თავ­სე­ბულ სხვა ოფი­სებ­ში მო­მუ­შა­ვე პი­რებს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბათ.

„ჩვენს ოფისს აქვს აბ­სო­ლუ­ტუ­რად იზო­ლი­რე­ბუ­ლი შე­სას­ვლე­ლი, ცალ­კე კი­ბე­ე­ბი და კარი. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი შე­სას­ვლე­ლე­ბით ვსარ­გებ­ლობთ და არ აქვს შე­ხე­ბა სხვა ოფი­სებ­თან. შე­სა­ბა­მი­სად, სხვა ოფი­სებს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბათ. რო­გორც კი ქალ­ბა­ტონს ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და, ჩვენს ოფისს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ჩა­უ­ტარ­და სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და და­ხუ­რუ­ლია. და­ახ­ლო­ე­ბით, 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბა და­კე­ტი­ლი. თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ნა­წი­ლი ან თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­შია, ან სახ­ლი­დან, დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს. რა ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც გას­ცემს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო, რო­გორც იქ­ნე­ბა ცნო­ბე­ბი, ჩვენც ამის მი­ხედ­ვით მო­ვიქ­ცე­ვით“, - გა­ნუ­ცხა­დეს „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონდში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"თანაინვესტირების ფონდის" ერთ-ერთი დირექტორი კორონავირუსით დაინფიცირდა - ფონდის 10-მდე თანამშრომელი თვითიზოლაციაშია

"თანაინვესტირების ფონდის" ერთ-ერთი დირექტორი კორონავირუსით დაინფიცირდა - ფონდის 10-მდე თანამშრომელი თვითიზოლაციაშია

თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი დირექტორი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ვირუსის დადასტურებამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თანაინვესტირების ფონდში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირებულ ქალს 10-მდე თანამშრომელთან ჰქონდა კონტაქტი, რომლებიც ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

„დაახლოებით, 10-მდე პირს ჰქონდა ამ ადამიანთან შემხებლობა. ყველა მათგანი თვითიზოლაციაშია. მათ ტესტირება ლუგარის ლაბორატორიის მიერ ჩაუტარდებათ მას შემდეგ, რაც სიმპტომები გამოუვლინდებათ. ჯერჯერობით არცერთ ადამიანს, ვისაც ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა, არანაირი სიმპტომი არ გამოვლენიათ. ყველა მათგანი კარგად იმყოფება.

ლუგარის ლაბორატორიიდან დასტური, რომ აღნიშნულ პირს კორონავირუსი ჰქონდა, გუშინ დილით მოვიდა, თუმცა, მანამდე, 3-4 დღის განმავლობაში ეს ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, რადგან მან იცოდა, რომ შეხება ჰქონდა ისეთ ადამიანთან, ვისაც დაუდგინდა კორონავირუსი. როგორც კი ეს ინფორმაცია გაიგო, ნახევარ საათში გადავიდა თვითიზოლაციაში. ის პირი, ვისგანაც მას ვირუსი გადაედო, თანაინვესტირების ფონდის თანამშრომელი არ არის, ცალკე დამოუკიდებელი პირია, რომელსაც თავის მხრივ შეხება ჰქონდა უცხოელებთან“, - განაცხადეს თანაინვესტირების ფონდში.

ამასთან, ფონდში განმარტავენ, რომ „აქსის თაუერსის“ შენობაში განთავსებულ სხვა ოფისებში მომუშავე პირებს საფრთხე არ ემუქრებათ.

„ჩვენს ოფისს აქვს აბსოლუტურად იზოლირებული შესასვლელი, ცალკე კიბეები და კარი. დამოუკიდებელი შესასვლელებით ვსარგებლობთ და არ აქვს შეხება სხვა ოფისებთან. შესაბამისად, სხვა ოფისებს საფრთხე არ ემუქრებათ. როგორც კი ქალბატონს ვირუსი დაუდასტურდა, ჩვენს ოფისს დაუყოვნებლივ ჩაუტარდა სადეზინფექციო სამუშაოები და დახურულია. დაახლოებით, 2 კვირის განმავლობაში იქნება დაკეტილი. თანამშრომლების ნაწილი ან თვითიზოლაციაშია, ან სახლიდან, დისტანციურ რეჟიმში მუშაობს. რა ინფორმაციასაც გასცემს ჯანდაცვის სამინისტრო, როგორც იქნება ცნობები, ჩვენც ამის მიხედვით მოვიქცევით“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ თანაინვესტირების ფონდში.

"20 ადამიანი სხვადასხვა საავადმყოფოში დაკვირვებაზე იმყოფება" - ამირან გამყრელიძე უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე

თბილისის ცნობილი სასტუმროს მფლობელი კორონავირუსითაა ინფიცირებული - რა ინფორმაციას ფლობს შემთხვევაზე ამირან გამყრელიძე

ესპანეთში კორონავირუსით ქართველი ქალი გარდაიცვალა