პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არც მეგობრები მყავს სახლში, არც დაბადების დღეს ვიხდი... არ არის ამის დრო" - იუბილარი სალომე ზურაბიშვილი მიმართვას ავრცელებს
"არც მეგობრები მყავს სახლში, არც დაბადების დღეს ვიხდი... არ არის ამის დრო" - იუბილარი სალომე ზურაბიშვილი მიმართვას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ზე" გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­ბა­დე­ბის დღის მო­ლოც­ვის­თვის მად­ლო­ბას უხ­დის და აღ­ნიშ­ნავს, რომ იუ­ბი­ლეს კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, ტრა­დი­ცი­უ­ლად ოჯა­ხი­სა და მე­გობ­რე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში არ აღ­ნიშ­ნავს.

რო­გორც ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, ამ­ჟა­მად უსაფრ­თხო­ე­ბის გამო, არც და­ბა­დე­ბის დღის აღ­ნიშ­ვნის და არც ქელე­ხის გა­დახ­დის დრო არ არის.

"პირ­ველ რიგ­ში, მინ­და ყვე­ლას ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა მო­გახ­სე­ნოთ, ვინც დღეს გა­მიხ­სე­ნეთ, გა­იხ­სე­ნეთ ჩემი და­ბა­დე­ბის დღე. მარ­თლაც ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა, რომ ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში კი­დევ იმის გრძნო­ბა გაქვთ, სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი გა­იხ­სე­ნოთ, ეს არის ჩვე­ნი სიძ­ლი­ე­რე. სა­ერ­თოდ, და­ბა­დე­ბის დღეს ყო­ველ­თვის ტრა­დი­ცი­უ­ლად ჩემს ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად ვიხ­დი. სამ­წუ­ხა­როდ, წელს ის ამე­რი­კა­შია, ვერ ჩა­მო­დის, მე­ო­რე შვი­ლი თე­ი­მუ­რა­ზი პა­რიზ­შია, იქე­დან ვერ ჩა­მო­დის და ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ, რომ ერ­თად, ოჯა­ხუ­რად გა­დაგ­ვე­ხა­და ეს და­ბა­დე­ბის დღე, მაგ­რამ ეს დღე­ვან­დელ დღეს ბევ­რის ხვედ­რია.

ვიცი, რომ ბევ­რი თქვენ­თა­გა­ნი ასე­ვე აქ იმ­ყო­ფე­ბა, როცა ოჯა­ხის წევ­რე­ბი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში არი­ან: იტა­ლი­ა­ში, ეს­პა­ნეთ­ში, საფ­რან­გეთ­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, სა­დაც ძა­ლი­ან მძი­მე პი­რო­ბე­ბია. ვიცი, ყვე­ლა­ნი ფიქ­რობთ იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე და სწუ­ხართ, თუ რა პი­რო­ბებ­ში არი­ან. ნა­წი­ლი მათ­გა­ნი ალ­ბათ ჩა­მო­ვა. ყვე­ლა­ნა­ი­რად ვეც­დე­ბით, რომ ვი­საც ექ­ნე­ბა სურ­ვი­ლი, სა­შუ­ა­ლე­ბაც ჰქონ­დეს, რომ ჩა­მო­ვი­დეს, მაგ­რამ ეს ძა­ლი­ან მძი­მე პე­რი­ო­დია ჩვენ­თვის. მეს­მის, რომ ეს უნდა გა­და­ვი­ტა­ნოთ. ეს არის ის გა­მოწ­ვე­ვა, რო­მელ­საც უნდა გა­ვუმკლავ­დეთ და გა­ვუმკლავ­დეთ ერ­თად, თუმ­ცა დღე­ვან­დელ დღეს დის­ტან­ცი­უ­რად.

ამ მი­მარ­თვით მინ­და იმის მა­გა­ლი­თი მოგ­ცეთ, რომ მე დღეს არც მე­გობ­რე­ბი არ მყავს სახ­ლში და არც და­ბა­დე­ბის დღეს ვიხ­დი. უნდა შე­ვიგ­ნოთ, რომ არ არის დრო, არც და­ბა­დე­ბის დღის გა­დახ­დის, სამ­წუ­ხა­როდ, არც ქელე­ხის, არც ქორ­წი­ლის, ეს ყვე­ლა­ფე­რი ცოტა ხნით უნდა გა­დავ­დოთ, მერე ბევ­რად უფრო სხვა­ნა­ი­რად გა­და­ვიხ­დით ყვე­ლა­ფერს, რაც სა­ჭი­როა, მაგ­რამ დღეს არც მე­გობ­რებ­თან არ უნდა შე­ვიკ­რი­ბოთ, ეს არის ჩვე­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მე­გობ­რე­ბის მი­მართ, რომ მათ არ შე­ვუქ­მნათ რა­ი­მე საფრ­თხე.

დღეს ნე­ბის­მი­ე­რი ჩვენ­თა­გა­ნი ისე, რომ არც ვი­ცით, შე­იძ­ლე­ბა გა­დამ­დე­ბი იყოს, შე­იძ­ლე­ბა ჩვენ ვა­ტა­რებ­დეთ ვირუსს. ასე, რომ ძა­ლი­ან უნდა გა­ვუფრ­თხილ­დეთ ჩვენს ახ­ლობ­ლებს, ოჯახს, მე­ზობ­ლებს და ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ქვეყ­ნის მკვიდ­რია. ჩვენ ყვე­ლა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ვართ, მეც პირ­ველ რიგ­ში და თქვენც ჩემ­თან ერ­თად. მინ­და, კი­დევ ერთხელ ყვე­ლას დიდი მად­ლო­ბა მო­გახ­სე­ნოთ, მინ­და გა­გამ­ხნე­ვოთ, ეს მხო­ლოდ დრო­ე­ბი­თია, მაგ­რამ გა­სავ­ლე­ლი დრო ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ჩვენ ამ გან­საც­დე­ლის­გან გა­მო­ვალთ, თუ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­ვიქ­ცე­ვით, რო­გორც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, ასე­ვე კო­ლექ­ტი­უ­რად. ხვა­ლინ­დე­ლი დღე­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ყვე­ლას ეკის­რე­ბა. ეს უნდა შე­ვიგ­ნოთ და ყვე­ლამ ერ­თად ეს ტვირ­თი ვა­ტა­როთ. ძნე­ლია, ალ­ბათ, კი­დევ უფრო ძნე­ლი იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ დღე­ებ­სა და კვი­რებ­ში, მაგ­რამ სა­ბო­ლოო გა­მარ­ჯვე­ბა ჩვე­ნი იქ­ნე­ბა, თუ შევ­ძლებთ, რომ მო­ვიქ­ცეთ, რო­გორც ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა, პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი ერი. მჯე­რა ჩემი თა­ვის და თქვე­ნი, ამას ერ­თად შევ­ძლებთ", - აცხა­დებს პრე­ზი­დენ­ტი ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
წესრიგა
32

ჩვენი დედოფალი;)

kato
25

გილოცავთ ჩვენო ლამაზო პრეზიდენტო. გისურვებთ ის სიყვარული მოეცეს თქვენს სამშობლოს თქვენთვის, რაზეც გიოცნებიათ ბავშვობაში, როცა თქვენი დიდი წინაპრები გიყვებოდნენ სანატრელი სამშობლოს ამბებს

ავტორი:

"არც მეგობრები მყავს სახლში, არც დაბადების დღეს ვიხდი... არ არის ამის დრო" - იუბილარი სალომე ზურაბიშვილი მიმართვას ავრცელებს

"არც მეგობრები მყავს სახლში, არც დაბადების დღეს ვიხდი... არ არის ამის დრო" - იუბილარი სალომე ზურაბიშვილი მიმართვას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საზოგადოებას დაბადების დღის მოლოცვისთვის მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ იუბილეს კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო, ტრადიციულად ოჯახისა და მეგობრების გარემოცვაში არ აღნიშნავს.

როგორც ზურაბიშვილი განმარტავს, ამჟამად უსაფრთხოების გამო, არც დაბადების დღის აღნიშვნის და არც ქელეხის გადახდის დრო არ არის.

"პირველ რიგში, მინდა ყველას ძალიან დიდი მადლობა მოგახსენოთ, ვინც დღეს გამიხსენეთ, გაიხსენეთ ჩემი დაბადების დღე. მართლაც ძალიან დიდი მადლობა, რომ ასეთ მდგომარეობაში კიდევ იმის გრძნობა გაქვთ, სხვა ადამიანები გაიხსენოთ, ეს არის ჩვენი სიძლიერე. საერთოდ, დაბადების დღეს ყოველთვის ტრადიციულად ჩემს ქალიშვილთან ერთად ვიხდი. სამწუხაროდ, წელს ის ამერიკაშია, ვერ ჩამოდის, მეორე შვილი თეიმურაზი პარიზშია, იქედან ვერ ჩამოდის და ვერ მოვახერხეთ, რომ ერთად, ოჯახურად გადაგვეხადა ეს დაბადების დღე, მაგრამ ეს დღევანდელ დღეს ბევრის ხვედრია.

ვიცი, რომ ბევრი თქვენთაგანი ასევე აქ იმყოფება, როცა ოჯახის წევრები სხვადასხვა ქვეყნებში არიან: იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, სადაც ძალიან მძიმე პირობებია. ვიცი, ყველანი ფიქრობთ იმ ადამიანებზე და სწუხართ, თუ რა პირობებში არიან. ნაწილი მათგანი ალბათ ჩამოვა. ყველანაირად ვეცდებით, რომ ვისაც ექნება სურვილი, საშუალებაც ჰქონდეს, რომ ჩამოვიდეს, მაგრამ ეს ძალიან მძიმე პერიოდია ჩვენთვის. მესმის, რომ ეს უნდა გადავიტანოთ. ეს არის ის გამოწვევა, რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ და გავუმკლავდეთ ერთად, თუმცა დღევანდელ დღეს დისტანციურად.

ამ მიმართვით მინდა იმის მაგალითი მოგცეთ, რომ მე დღეს არც მეგობრები არ მყავს სახლში და არც დაბადების დღეს ვიხდი. უნდა შევიგნოთ, რომ არ არის დრო, არც დაბადების დღის გადახდის, სამწუხაროდ, არც ქელეხის, არც ქორწილის, ეს ყველაფერი ცოტა ხნით უნდა გადავდოთ, მერე ბევრად უფრო სხვანაირად გადავიხდით ყველაფერს, რაც საჭიროა, მაგრამ დღეს არც მეგობრებთან არ უნდა შევიკრიბოთ, ეს არის ჩვენი ვალდებულება მეგობრების მიმართ, რომ მათ არ შევუქმნათ რაიმე საფრთხე.

დღეს ნებისმიერი ჩვენთაგანი ისე, რომ არც ვიცით, შეიძლება გადამდები იყოს, შეიძლება ჩვენ ვატარებდეთ ვირუსს. ასე, რომ ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ახლობლებს, ოჯახს, მეზობლებს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩვენი ქვეყნის მკვიდრია. ჩვენ ყველაზე პასუხისმგებელი ვართ, მეც პირველ რიგში და თქვენც ჩემთან ერთად. მინდა, კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა მოგახსენოთ, მინდა გაგამხნევოთ, ეს მხოლოდ დროებითია, მაგრამ გასავლელი დრო ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ განსაცდელისგან გამოვალთ, თუ პასუხისმგებლობით მოვიქცევით, როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოლექტიურად. ხვალინდელი დღეზე პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება. ეს უნდა შევიგნოთ და ყველამ ერთად ეს ტვირთი ვატაროთ. ძნელია, ალბათ, კიდევ უფრო ძნელი იქნება მომავალ დღეებსა და კვირებში, მაგრამ საბოლოო გამარჯვება ჩვენი იქნება, თუ შევძლებთ, რომ მოვიქცეთ, როგორც ცივილიზებული ქვეყანა, პასუხისმგებლიანი ერი. მჯერა ჩემი თავის და თქვენი, ამას ერთად შევძლებთ", - აცხადებს პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში.

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

"საქართველოს კრიზისის პერიოდში ერთად დგომის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს და ასე იქცევა პანდემიასთან ბრძოლაშიც" - ჯეიმს აპატურაი

სალომე ზურაბიშვილი აღდგომის წირვაზე მისვლას არ აპირებს - "პრეზიდენტს არ შეუძლია დაარღვიოს კანონი და წესი"