მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვადები შეიცვალა და ვაქცინის გამოცდა გაცილებით მალე დაიწყება" - აშშ-ში მოღვაწე ქართველი მეცნიერი კორონავირუსის მკურნალობის გზებზე
"ვადები შეიცვალა და ვაქცინის გამოცდა გაცილებით მალე დაიწყება" - აშშ-ში მოღვაწე ქართველი მეცნიერი კორონავირუსის მკურნალობის გზებზე

ვიდ­რე მსოფ­ლი­ოს კო­რო­ნა­ვირუ­სი იპყრობს, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მთავ­რო­ბე­ბი და ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, წამ­ყვა­ნი კომ­პა­ნი­ე­ბი და მეც­ნი­ე­რე­ბი დღე­სა და ღა­მეს ას­წო­რე­ბენ მას­თან საბ­რძოლ­ვე­ლად, ადა­მი­ა­ნე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად და ან­ტი­ვირუ­სუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი­სა და ვაქ­ცი­ნის უს­წრა­ფე­სად გა­მო­საც­დე­ლად.

მსოფ­ლი­ოს ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ებს ზედ­მი­წევ­ნით ას­რუ­ლებს ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოც და, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ინ­ფექ­ცი­ო­ნისტ-იმუ­ნო­ლო­გე­ბი­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დიდი ძა­ლის­ხმე­ვით მაქ­სი­მა­ლუ­რად თან­მიმ­დევ­რუ­ლად ვებ­რძვით ვირუსს. მა­ინც რას წარ­მო­ად­გენს ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი, რა­ტომ გავ­რცელ­და ასე სწრა­ფად და კონ­კრე­ტუ­ლად რო­დის ვე­ლით ან­ტი­ვირუ­სულ მე­დი­კა­მენ­ტებ­სა და ვაქ­ცი­ნას? - ამ სა­კი­თხებ­ზე სა­სა­უბ­როდ აშშ-ის ჩრდი­ლო­ეთ­ში, ქა­ლაქ ჰა­ნო­ვერ­ში მცხოვ­რებ ქარ­თველ მეც­ნი­ერს, დორ­თმო­უ­თის კო­ლე­ჯის პრო­ფე­სორ ფრი­დონ შუ­ბი­თი­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით და, უპირ­ვე­ლე­სად, ამე­რი­კის უახ­ლე­სი ამ­ბე­ბი მო­ვი­კი­თხეთ, ქვეყ­ნის, სა­დაც უამ­რა­ვი ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე ცხოვ­რობს.

ფრი­დონ შუ­ბი­თი­ძე:

- სამ­წუ­ხა­როდ, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი, რო­მე­ლიც უამ­რავ ქვე­ყა­ნას ეხ­მა­რე­ბა, ამ ვირუ­სის­თვის, ასე ვთქვათ, მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. ქვეყ­ნის მას­შტა­ბით დღე­ის­თვის 11 ათა­სი ადა­მი­ან­ზე ცოტა მე­ტია შე­მოწ­მე­ბუ­ლი. ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ცი­ლე­ბით დი­დია, ვიდ­რე ამას რე­ა­ლუ­რი ციფ­რე­ბი გვიჩ­ვე­ნებს. პრე­პა­რა­ტი­სა და ვაქ­ცი­ნის გა­მოს­ვლამ­დე მის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ადა­მი­ა­ნებ­მა თა­ვიც და­ვი­ზღვი­ოთ და სხვე­ბიც და­ვა­ზღვი­ოთ. შე­სა­ში­ნებ­ლად არ ვამ­ბობ, მხო­ლოდ ზო­გა­დი, ყვე­ლა­ზე უა­რე­სი პროგ­ნო­ზია: წარ­მო­იდ­გი­ნეთ, თუ დე­და­მი­წის მო­სახ­ლე­ო­ბის 50-60 პრო­ცენ­ტი ერ­თდრო­უ­ლად და­ინ­ფი­ცირ­დე­ბა, აღარ იქ­ნე­ბა არც ექი­მი, აღარც გა­დამ­ყვა­ნი და ა.შ., რად­გან ადა­მი­ა­ნე­ბი მა­სობ­რი­ვად მი­ა­წყდე­ბი­ან სა­ა­ვად­მყო­ფო­ებს, ეს კი მთე­ლი სა­ხელ­მწი­ფო სის­ტე­მის ჩა­მონ­გრე­ვას გა­მო­იწ­ვევს - არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სი ვერც სა­მე­დი­ცი­ნო თვალ­საზ­რი­სით, ვერც საკ­ვე­ბით და ა.შ. მათ მომ­სა­ხუ­რე­ო­ბას ვერ აუვა. ამის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, რო­გორ­მე თავი უნდა და­ვიც­ვათ, გავფრ­თხილ­დეთ და ამით შევ­ძლოთ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის დრო­ის გა­ხან­გრძლი­ვე­ბა, რომ კონ­კრე­ტუ­ლი მო­მენ­ტის­თვის რაც შე­იძ­ლე­ბა ცოტა ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­დეს, სა­ხელ­მწი­ფოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა კი მათი მომ­სა­ხუ­რე­ბა მო­ა­ხერ­ხონ - ვთქვათ, ნა­წი­ლი რომ გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბა, ახა­ლი და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი მერე და­ე­მა­ტონ ანუ და­ინ­ფი­ცი­რე­ბა-გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა-და­ინ­ფი­ცი­რე­ბის პრო­ცე­სი პერ­მა­ნენ­ტუ­ლად წა­რი­მარ­თოს. რომ ვაკ­ვირ­დე­ბი, ეს სწო­რედ ის პრო­ცე­სია, რა­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში აკე­თე­ბენ, თა­ნაც - ყვე­ლა­ფერს ძა­ლი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლად, ინ­ფექ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და სა­ხელ­მწი­ფოს სტრუქ­ტუ­რე­ბი ზუს­ტად და სწო­რად მიჰ­ყვე­ბი­ან მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ებს. ისი­ნი გა­და­ნა­წი­ლე­ბის პრინ­ცი­პით ცდი­ლო­ბენ პრო­ცე­სის და­რე­გუ­ლი­რე­ბას! ეს ხალ­ხმა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ი­ნა­ხოს და და­ა­ფა­სოს ის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ამას შე­სა­ნიშ­ნა­ვად ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ.

- რო­გორც ვი­ცით, უკვე კომ­პა­ნი­ე­ბი COVID - 19-ის სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რატ­საც სცდი­ან - აბ­საც და ინი­ექ­ცი­ა­საც და, ასე­ვე, ინ­ტენ­სი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ ვირუ­სის ვაქ­ცი­ნა­ზეც.

- ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მეც­ნი­ე­რებს ვირუ­სის სტრუქ­ტუ­რის კარ­გად შეს­წავ­ლის შემ­დეგ მი­ე­ცათ და უახ­ლეს­მა ტექ­ნო­ლო­გი­ებ­მა, კერ­ძოდ, დნმ-ის გა­შიფვ­რის თა­ნა­მედ­რო­ვე აპა­რა­ტის შექ­მნამ ეს პრო­ცე­სი საგ­რძნობ­ლად და­აჩ­ქა­რა - 2002 წელს თუ ამას 1 წე­ლი­წა­დი სჭირ­დე­ბო­და, ახლა 1 სა­ათ­ზე ცოტა დრო­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. დნმ-ის გა­შიფვ­რის აპა­რა­ტის შექ­მნა­ზე ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი კი­დეც და თა­ვა­დაც მქონ­და რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტი. მსოფ­ლი­ოს ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია ინ­ფორ­მა­ცია, რომ მსოფ­ლი­ო­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 35 კომ­პა­ნია მუ­შა­ობს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. კომ­პა­ნი­ე­ბის 60-80 პრო­ცენ­ტის პრინ­ცი­პი არის ერთი და იგი­ვე - უნდა გა­ა­ჩე­რო რნმ-ის მოქ­მე­დე­ბა, ანუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მიმ­წო­დე­ბელ­მა რნმ-მა უნდა უთხრას დნმ-ს, რომ ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში მის­თვის ცუდი პი­რო­ბე­ბია და არ უნდა გამ­რავ­ლდეს. და­ნარ­ჩენს კი ადა­მი­ა­ნის იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა თა­ვად დას­ძლევს. ამას ემ­სა­ხუ­რე­ბა უკვე არ­სე­ბუ­ლი პრე­პა­რა­ტი რემ­დე­სი­ვი­რი, რო­მელ­მაც ტეს­ტი­რე­ბის რამ­დე­ნი­მე ეტა­პი წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რა და THE WALL STREET JOURNAL-ის უახ­ლე­სი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სწო­რედ ამ ან­ტი­ვირუ­სუ­ლი პრე­პა­რა­ტით მკურ­ნა­ლო­ბენ ია­პო­ნი­ა­ში საკ­რუ­ი­ზო ლა­ი­ნე­რის კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ ამე­რი­კელ მგზავ­რებს, თუმ­ცა იქა­უ­რი ექი­მე­ბი დე­ტა­ლებ­ზე ლა­პა­რაკს ჯერ­ჯე­რო­ბით თავს არი­დე­ბენ.

ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად მე­ო­რე მი­მარ­თუ­ლე­ბაა ან­ტი­ვირუ­სუ­ლი ვაქ­ცი­ნის შექ­მნა და ამ კუ­თხით მუ­შა­ო­ბის პი­ო­ნე­რი არის ბოს­ტონ­ში არ­სე­ბუ­ლი მცი­რე კომ­პა­ნია "მო­დერ­ნა". ვაქ­ცი­ნის გა­მოც­დის კუ­თხით აქამ­დე დი­დად არ ჩქა­რობ­დნენ, მაგ­რამ რად­გან კო­რო­ნა­ვირუს­მა მთელ მსოფ­ლი­ოს შე­უ­ტია, ამე­რი­კის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უდი­დე­სი რე­სურ­სი გა­მოჰ­ყო მის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად. მეც­ნი­ე­რე­ბი უკვე დღე­და­ღამ შრო­მო­ბენ, რომ ადა­მი­ა­ნებ­ზე გა­მო­საც­დე­ლად, რაც შე­იძ­ლე­ბა მალე მო­ამ­ზა­დონ ან­ტი­ვირუ­სუ­ლი ვაქ­ცი­ნა. თუკი დღემ­დე ფიქ­რობ­დნენ, რომ ვაქ­ცი­ნის ადა­მი­ა­ნებ­ზე პირ­ვე­ლი ტეს­ტი­რე­ბა მომ­დევ­ნო სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ი­წყე­ბო­და, ახლა ვა­დე­ბი შე­იც­ვა­ლა და მისი გა­მოც­და გა­ცი­ლე­ბით მალე და­ი­წყე­ბა. ამე­რი­კის ალერ­გი­ი­სა და ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტორ­მა - ენ­ტო­ნი ფოს­მა სამი დღის წინ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ა­ცხა­და, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში მსოფ­ლი­ოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა შე­ი­ტყობს, რომ პირ­ველ ჯან­მრთელ ადა­მი­ანს თავ­და­სა­ცა­ვად პირ­ვე­ლი ვაქ­ცი­ნა ვტყორ­ცნე­თო!

- მა­ინც რას წარ­მო­ად­გენს კო­რო­ნა­ვირუ­სი COVID - 19? წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tikitoki
1

ერთი კითხვა მაქვს: გუგლი ამბბობს, რომ ეს ადამიანი არ არის არც ექიმი, არც ბიოლოგი, არც არანაირი შეხება არ აქვს ვაქცინასთან და მის წარმოებასთან, პროფესიით რადიოფიზიკოსია. თავის საქმეში ღმერთმა ხელი მოუმართოს, მაგრამ, რატომ აძლევს თავს უფლებას, რომ ილაპარაკოს ასეთ სერიოზულ თემაზე, დილეტანტის პოზიციიდან? ახლა ცერცვაძე რომ გამოიყვანო და ტესლას "სფეის იქს" რაკეტებზე ალაპარაკო, სწორი იქნება? ჟურნალისტებო, ინგლისურენოვანი მედია სავსეა კომპეტენტური პირების ინტერვიუებით და მიმოხილვებით. ისინი თარგმნეთ. ან აშშ-ში მცხოვრები სპეციალისტი მონახეთ ვინმე-ქართველი ექიმების მეტი რა არის მანდ. არ შეიძლება ასეთი არაპროფესიონალიზმი. 

არჩილა
1

ალერგიის და იმუნოლოგიური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორს აქამდე ენტონი ფაუჩი ერქვა და თქვენ გვარი გადაუკეთეთ, თუ თანამდებობიდან მოხსენით და ვინმე ფოსი დანიშნეთ? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ვადები შეიცვალა და ვაქცინის გამოცდა გაცილებით მალე დაიწყება" - აშშ-ში მოღვაწე ქართველი მეცნიერი კორონავირუსის მკურნალობის გზებზე

"ვადები შეიცვალა და ვაქცინის გამოცდა გაცილებით მალე დაიწყება" - აშშ-ში მოღვაწე ქართველი მეცნიერი კორონავირუსის მკურნალობის გზებზე

ვიდრე მსოფლიოს კორონავირუსი იპყრობს, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები და ჯანდაცვის ორგანიზაციები, წამყვანი კომპანიები და მეცნიერები დღესა და ღამეს ასწორებენ მასთან საბრძოლველად, ადამიანების გადასარჩენად და ანტივირუსული პრეპარატებისა და ვაქცინის უსწრაფესად გამოსაცდელად.

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს ზედმიწევნით ასრულებს ჩვენი სახელმწიფოც და, შესაბამისად, ჩვენი პროფესიონალი ინფექციონისტ-იმუნოლოგებისა და ხელისუფლების დიდი ძალისხმევით მაქსიმალურად თანმიმდევრულად ვებრძვით ვირუსს. მაინც რას წარმოადგენს ახალი კორონავირუსი, რატომ გავრცელდა ასე სწრაფად და კონკრეტულად როდის ველით ანტივირუსულ მედიკამენტებსა და ვაქცინას? - ამ საკითხებზე სასაუბროდ აშშ-ის ჩრდილოეთში, ქალაქ ჰანოვერში მცხოვრებ ქართველ მეცნიერს, დორთმოუთის კოლეჯის პროფესორ ფრიდონ შუბითიძეს დავუკავშირდით და, უპირველესად, ამერიკის უახლესი ამბები მოვიკითხეთ, ქვეყნის, სადაც უამრავი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს.

ფრიდონ შუბითიძე:

- სამწუხაროდ, ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც უამრავ ქვეყანას ეხმარება, ამ ვირუსისთვის, ასე ვთქვათ, მოუმზადებელი აღმოჩნდა. ქვეყნის მასშტაბით დღეისთვის 11 ათასი ადამიანზე ცოტა მეტია შემოწმებული. ვარაუდობენ, რომ დაინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით დიდია, ვიდრე ამას რეალური ციფრები გვიჩვენებს. პრეპარატისა და ვაქცინის გამოსვლამდე მის წინააღმდეგ საბრძოლველად ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანებმა თავიც დავიზღვიოთ და სხვებიც დავაზღვიოთ. შესაშინებლად არ ვამბობ, მხოლოდ ზოგადი, ყველაზე უარესი პროგნოზია: წარმოიდგინეთ, თუ დედამიწის მოსახლეობის 50-60 პროცენტი ერთდროულად დაინფიცირდება, აღარ იქნება არც ექიმი, აღარც გადამყვანი და ა.შ., რადგან ადამიანები მასობრივად მიაწყდებიან საავადმყოფოებს, ეს კი მთელი სახელმწიფო სისტემის ჩამონგრევას გამოიწვევს - არსებული რესურსი ვერც სამედიცინო თვალსაზრისით, ვერც საკვებით და ა.შ. მათ მომსახურეობას ვერ აუვა. ამის თავიდან ასაცილებლად, როგორმე თავი უნდა დავიცვათ, გავფრთხილდეთ და ამით შევძლოთ ვირუსის გავრცელების დროის გახანგრძლივება, რომ კონკრეტული მომენტისთვის რაც შეიძლება ცოტა ადამიანი დაინფიცირდეს, სახელმწიფოს წარმომადგენლებმა კი მათი მომსახურება მოახერხონ - ვთქვათ, ნაწილი რომ გამოჯანმრთელდება, ახალი დაინფიცირებულები მერე დაემატონ ანუ დაინფიცირება-გამოჯანმრთელება-დაინფიცირების პროცესი პერმანენტულად წარიმართოს. რომ ვაკვირდები, ეს სწორედ ის პროცესია, რასაც საქართველოში აკეთებენ, თანაც - ყველაფერს ძალიან მობილიზებულად, ინფექციური სამსახურის წარმომადგენლები და სახელმწიფოს სტრუქტურები ზუსტად და სწორად მიჰყვებიან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს. ისინი გადანაწილების პრინციპით ცდილობენ პროცესის დარეგულირებას! ეს ხალხმა აუცილებლად უნდა დაინახოს და დააფასოს ის პროფესიონალები, რომლებიც ამას შესანიშნავად ხელმძღვანელობენ.

- როგორც ვიცით, უკვე კომპანიები COVID - 19-ის სამკურნალო პრეპარატსაც სცდიან - აბსაც და ინიექციასაც და, ასევე, ინტენსიურად მუშაობენ ვირუსის ვაქცინაზეც.

- ამის შესაძლებლობა მეცნიერებს ვირუსის სტრუქტურის კარგად შესწავლის შემდეგ მიეცათ და უახლესმა ტექნოლოგიებმა, კერძოდ, დნმ-ის გაშიფვრის თანამედროვე აპარატის შექმნამ ეს პროცესი საგრძნობლად დააჩქარა - 2002 წელს თუ ამას 1 წელიწადი სჭირდებოდა, ახლა 1 საათზე ცოტა დროშია შესაძლებელი. დნმ-ის გაშიფვრის აპარატის შექმნაზე ვმონაწილეობდი კიდეც და თავადაც მქონდა რამდენიმე პროექტი. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ინფორმაცია, რომ მსოფლიოში, დაახლოებით, 35 კომპანია მუშაობს ამ მიმართულებით. კომპანიების 60-80 პროცენტის პრინციპი არის ერთი და იგივე - უნდა გააჩერო რნმ-ის მოქმედება, ანუ ინფორმაციის მიმწოდებელმა რნმ-მა უნდა უთხრას დნმ-ს, რომ ადამიანის ორგანიზმში მისთვის ცუდი პირობებია და არ უნდა გამრავლდეს. დანარჩენს კი ადამიანის იმუნური სისტემა თავად დასძლევს. ამას ემსახურება უკვე არსებული პრეპარატი რემდესივირი, რომელმაც ტესტირების რამდენიმე ეტაპი წარმატებით გაიარა და THE WALL STREET JOURNAL-ის უახლესი ინფორმაციით, სწორედ ამ ანტივირუსული პრეპარატით მკურნალობენ იაპონიაში საკრუიზო ლაინერის კორონავირუსით დაინფიცირებულ ამერიკელ მგზავრებს, თუმცა იქაური ექიმები დეტალებზე ლაპარაკს ჯერჯერობით თავს არიდებენ.

ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად მეორე მიმართულებაა ანტივირუსული ვაქცინის შექმნა და ამ კუთხით მუშაობის პიონერი არის ბოსტონში არსებული მცირე კომპანია "მოდერნა". ვაქცინის გამოცდის კუთხით აქამდე დიდად არ ჩქარობდნენ, მაგრამ რადგან კორონავირუსმა მთელ მსოფლიოს შეუტია, ამერიკის ხელისუფლებამ უდიდესი რესურსი გამოჰყო მის წინააღმდეგ საბრძოლველად. მეცნიერები უკვე დღედაღამ შრომობენ, რომ ადამიანებზე გამოსაცდელად, რაც შეიძლება მალე მოამზადონ ანტივირუსული ვაქცინა. თუკი დღემდე ფიქრობდნენ, რომ ვაქცინის ადამიანებზე პირველი ტესტირება მომდევნო სამი თვის განმავლობაში დაიწყებოდა, ახლა ვადები შეიცვალა და მისი გამოცდა გაცილებით მალე დაიწყება. ამერიკის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ნაციონალური ინსტიტუტის დირექტორმა - ენტონი ფოსმა სამი დღის წინ ოფიციალურად გამოაცხადა, დარწმუნებული ვარ, რამდენიმე კვირაში მსოფლიოს საზოგადოება შეიტყობს, რომ პირველ ჯანმრთელ ადამიანს თავდასაცავად პირველი ვაქცინა ვტყორცნეთო!

- მაინც რას წარმოადგენს კორონავირუსი COVID - 19? წაიკითხეთ სრულად

3 აპრილამდე საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

როგორია კორონავირუსით ინფიცირებულების მდგომარეობა და სად რამდენი პაციენტი მკურნალობს - ინფორმაცია საქართველოს კლინიკებიდან

BTU-ს მოწვევით, ისრაელის ინვესტორები ქართულ სტარტაპებს მრავალმილიონიან პაკეტს სთავაზობენ