მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - მარინა ეზუგბაია უახლესი ინფორმაციით
საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - მარინა ეზუგბაია უახლესი ინფორმაციით

თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 4-ით გა­ი­ზარ­და, შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ ეტაპ­ზე 38 შემ­თხვე­ვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.

4 ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გუ­შინ, დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში და­დას­ტურ­და. ეზუგ­ბა­ი­ას გან­მარ­ტე­ბით, ინ­ფექ­ცი­ურ­ში ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბი­დან ორი პა­ცი­ენ­ტი შე­იყ­ვა­ნეს და ამ­ჟა­მად მათ კლი­ნი­კა­ში 31 პა­ცი­ენ­ტი გა­დის მკურ­ნა­ლო­ბას.

მი­სი­ვე თქმით, ამ ორი­ვე პი­რის ინ­ფი­ცი­რე­ბის კონ­ტაქ­ტი დად­გე­ნი­ლია და ისი­ნი და­ინ­ფი­ცირ­დნენ ერთ-ერთი პა­ცი­ენ­ტის­გან, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბა. ეზუგ­ბა­ი­ამ და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბის ასა­კი და სქე­სი არ გა­ამ­ხი­ლა, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნა, რომ მათ­გან არ­ცერ­თი არ არის არას­რულ­წლო­ვა­ნი.

"ოთხი ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი­დან ჩვენ­თან წევს მხო­ლოდ ორი. მათი ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით სტა­ბი­ლუ­რია. ყო­ველ­თვის ვლა­პა­რა­კობ, რომ და­სა­წყის­ში თუ და­ა­ვა­დე­ბა არ და­ი­წყო მძი­მედ, მა­შინ გარ­კვე­ულ­წი­ლად სტა­ბი­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცია გვაქვს ხოლ­მე. ასე­თი სი­ტუ­ა­ცი­აა ამ ორ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან. მათ­თან შე­ი­ნიშ­ნე­ბა მხო­ლოდ ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა, და­ბა­ლი ციფ­რე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით 37-დან - 37,5-მდე და მი­ნი­მა­ლუ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი კლი­ნი­კა.

თავ­და­პირ­ვე­ლად შე­მო­სულ ტეს­ტებ­ში ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა არ არის, მაგ­რამ ჩვენ ამას ვე­ლით და­ა­ვა­დე­ბის და­წყე­ბი­დან მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში. ვნა­ხოთ პირ­ვე­ლი სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რო­გო­რი დი­ნა­მი­კა გვექ­ნე­ბა ამ ორ პა­ცი­ენტზე. რენტგე­ნო­ლი­გი­უ­რად არ არის პნევ­მო­ნია“, - გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

ამ­ჟა­მად, კა­რან­ტი­ნის რე­ჟიმ­შია 1130 ადა­მი­ა­ნი, ხოლო სტა­ცი­ო­ნარ­ში მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ - 81 პირი.

38 ადა­მი­ა­ნი­დან 1 გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კესო
0

პირველწყარო დადგენილია???

კატერინა
0

პირველწყარო თუ არის ცნობილი??

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - მარინა ეზუგბაია უახლესი ინფორმაციით

საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - მარინა ეზუგბაია უახლესი ინფორმაციით

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების რაოდენობა 4-ით გაიზარდა, შესაბამისად, საქართველოში ამ ეტაპზე 38 შემთხვევაა დაფიქსირებული.

4 ახალი ინფიცირებულის შესახებ ინფორმაცია გუშინ, დღის მეორე ნახევარში დადასტურდა. ეზუგბაიას განმარტებით, ინფექციურში ახალი შემთხვევებიდან ორი პაციენტი შეიყვანეს და ამჟამად მათ კლინიკაში 31 პაციენტი გადის მკურნალობას.

მისივე თქმით, ამ ორივე პირის ინფიცირების კონტაქტი დადგენილია და ისინი დაინფიცირდნენ ერთ-ერთი პაციენტისგან, რომელიც ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება. ეზუგბაიამ დაავადებულების ასაკი და სქესი არ გაამხილა, თუმცა აღნიშნა, რომ მათგან არცერთი არ არის არასრულწლოვანი.

"ოთხი ახალი ინფიცირებულიდან ჩვენთან წევს მხოლოდ ორი. მათი ზოგადი მდგომარეობა ჯერჯერობით სტაბილურია. ყოველთვის ვლაპარაკობ, რომ დასაწყისში თუ დაავადება არ დაიწყო მძიმედ, მაშინ გარკვეულწილად სტაბილური სიტუაცია გვაქვს ხოლმე. ასეთი სიტუაციაა ამ ორ ინფიცირებულთან. მათთან შეინიშნება მხოლოდ ტემპერატურის მატება, დაბალი ციფრებით, დაახლოებით 37-დან - 37,5-მდე და მინიმალურად გამოხატული კლინიკა.

თავდაპირველად შემოსულ ტესტებში ლაბორატორიულად მნიშვნელოვანი ცვლილება არ არის, მაგრამ ჩვენ ამას ველით დაავადების დაწყებიდან მომდევნო დღეებში. ვნახოთ პირველი სამი დღის განმავლობაში როგორი დინამიკა გვექნება ამ ორ პაციენტზე. რენტგენოლიგიურად არ არის პნევმონია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ამჟამად, კარანტინის რეჟიმშია 1130 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 81 პირი.

38 ადამიანიდან 1 გამოჯანმრთელებულია.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"