მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოგვიწევს შეზღუდვები მაღაზიებში, მსხვილ სავაჭრო ცენტრებში, ბაზრობებზე... ქვეყანაში იწყება შიდა გავრცელება და ყველა მოქალაქე უნდა იყოს მზად"
"მოგვიწევს შეზღუდვები მაღაზიებში, მსხვილ სავაჭრო ცენტრებში, ბაზრობებზე... ქვეყანაში იწყება შიდა გავრცელება და ყველა მოქალაქე უნდა იყოს მზად"

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას შე­საძ­ლოა, მო­უ­წი­ოს უფრო მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში.

მისი თქმით, მა­გა­ლი­თად, ისეთ ად­გი­ლებ­ში რო­გო­რე­ბი­ცაა - მა­ღა­ზი­ე­ბი, მსხვი­ლი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრე­ბი და ბაზ­რო­ბე­ბი.

„მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ჩვენ დღეს შევ­ზღუ­დეთ გარ­კვე­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მოქ­მე­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა, მოგ­ვი­წი­ოს კი­დევ და­მა­ტე­ბი­თი შე­ზღუდ­ვე­ბი ტრან­სპორ­ტის ნა­წილ­ში. შე­საძ­ლე­ბე­ლია მოგ­ვი­წი­ოს და ალ­ბათ კი­დევ მოგ­ვი­წევს უფრო მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში, მა­გა­ლი­თად, ისეთ ად­გი­ლებ­ში რო­გო­რე­ბი­ცაა - მა­ღა­ზი­ე­ბი, მსხვი­ლი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრე­ბი, ბაზ­რო­ბე­ბი და ა.შ. ჩვე­ნი ამო­ცა­ნა მარ­ტი­ვია - ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ იმის­თვის, რომ შიდა გა­და­ცე­მის სიჩ­ქა­რე შე­ვამ­ცი­როთ, იმის­თვის, რომ ჩვენ ჯან­დაც­ვის სის­ტე­მას მივ­ცეთ მეტი სა­შუ­ა­ლე­ბა და დრო უკვე ინ­ფი­ცი­რე­ბულ ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს უმ­კურ­ნა­ლონ მაქ­სი­მა­ლუ­რად ეფექ­ტუ­რად“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ქვე­ყა­ნა კა­რან­ტი­ნის რე­ჟიმ­ში გა­და­დის, თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა ასე­თი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შეც დავ­დგეთ.

„ეს ნიშ­ნავს იმას, რომ ჩვენ ჯან­დაც­ვის სის­ტე­მას უნდა შე­ვუ­წყოთ ხელი, რომ მათ­ზე ზე­წო­ლა და მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა არ იყოს პი­კუ­რი, არა­მედ, იყოს პლა­ტო­სე­ბუ­რი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ეს არის ის ხა­რის­ხობ­რი­ვი ცვლი­ლე­ბა მე­ნე­ჯმენ­ტში, რაც უნდა მოხ­დეს. ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ქვე­ყა­ნა კა­რან­ტი­ნის რე­ჟიმ­ში გა­და­დის, თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა ასე­თი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შეც დავ­დგეთ, ისე­ვე რო­გორც შე­იძ­ლე­ბა დავ­დგეთ ისე­თი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შეც, რო­გო­რი­ცაა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ „რუს­თა­ვი 2“-ის ეთერ­ში.

მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა არის გლო­ბა­ლუ­რი გა­მოწ­ვე­ვა, რო­მელ­საც ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფომ პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი მიდ­გო­მით უნდა უპა­სუ­ხოს.

„მსოფ­ლიო გლო­ბა­ლურ გა­მოწ­ვე­ვას ებ­რძვის, ეს გარ­კვე­ულ­წი­ლად თა­ვი­სე­ბუ­რი ომია. აქ თი­თო­ე­ულ სა­ხელ­მწი­ფოს აკის­რია პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ამ გა­მოწ­ვე­ვას უპა­სუ­ხოს და მო­იქ­ცეს პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნად. დღემ­დე ჩვენ ვმოქ­მე­დებ­დით ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბის რე­ჟიმ­ში. ვგუ­ლის­ხმობთ პირ­ველ რიგ­ში იმ­პორ­ტი­რე­ბულ გავ­რცე­ლე­ბას. უწყე­ბა­თა­შო­რი­სი საბ­ჭო შევ­ქმე­ნით 28 იან­ვარს, მა­შინ ჯერ კი­დევ ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის არც ერთი შემ­თხვე­ვა არ გვქონ­და. 26 თე­ბერ­ვალს შე­მო­ი­ტა­ნა პირ­ვე­ლად ირა­ნი­დან შე­მო­სულ­მა მო­ქა­ლა­ქემ ეს ვირუ­სი და შემ­დეგ გაჩ­ნდა რამ­დე­ნი­მე კლას­ტე­რი, იტა­ლი­უ­რი, ეს­პა­ნუ­რი თუ სხვა. რა სხვა­ო­ბაა გუ­შინ­დელ და გუ­შინ­დელს შო­რის, თუ აქამ­დე ვებ­რძო­დით იმ­პორ­ტი­რე­ბულ შემ­თხვე­ვებს, დღეს გვაქვს შიდა გავ­რცე­ლე­ბის რის­კი, შე­სა­ბა­მი­სად, სხვა მო­თხოვ­ნე­ბია ჯან­დაც­ვის სის­ტე­მას­თან, სხვა მე­ნე­ჯმენ­ტი და სხვა რე­ჟი­მია ჩა­სარ­თა­ვი. ჩვენ ახალ რე­ჟიმ­ზე უნდა გა­და­ვი­დეთ და ვებ­რძო­ლოთ გავ­რცე­ლე­ბას ქვეყ­ნის შიგ­ნით. რო­დე­საც გვექ­ნე­ბა ვირუ­სის მე­ო­თხე­უ­ლი გა­და­ცე­მა, ჩვე­ნი შან­სე­ბი, და­ვად­გი­ნოთ წყა­რო, უკვე მცი­რეა, ქვე­ყა­ნა­ში იწყე­ბა შიდა გავ­რცე­ლე­ბა და ჩვე­ნი ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე უნდა იყოს მზად, რომ ეს ნიშ­ნავს გე­ო­მეტ­რი­ულ პროგ­რე­სი­ას ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა­ში. ჩვენ უნდა ვი­სა­უბ­როთ ღიად, არ უნდა შე­ვუქ­მნათ ფუჭი მო­ლო­დი­ნე­ბი და არ უნდა გა­ვა­ლა­მა­ზოთ ობი­ექ­ტუ­რი რე­ა­ლო­ბა, ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. შიდა გავ­რცე­ლე­ბა ნიშ­ნავს, რომ არ­სე­ბობს გავ­რცე­ლე­ბის რის­კი, თუ დღეს მა­გა­ლი­თად გვაქვს 35 შემ­თხვე­ვა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, ეს ციფ­რი გა­იზ­რდე­ბა გე­ო­მეტ­რი­უ­ლად, ეს სულ სხვა რე­ა­ლო­ბაა, შე­სა­ბა­მი­სად, ის მიდ­გო­მე­ბი, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბას უნდა ჰქონ­დეს, იქ­ნე­ბა ბევ­რად უფრო მკაც­რი“, - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა „ღა­მის კუ­რი­ერ­ში“.

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თომა
40

გახარია ჯიგარია!

მედეა
52

რატომ არ კეტავთ ბანკებს???!!!

სადაც ყველაზე მეტი შანსია დაინფიცირების

იქ ყველა არჯულის ადამიანი შედის.დაინფიცირების ყველაზე მაღალი რისკი არის ბანკებში

გამოიყენოს ხალხმა ბანკო კარტები.ფულის შესატანათაც და ასაღებათაც.

უნდა დაიკეტოს ყველა ბანკი

ინფექციის გავრცელების ყველაზე დიდი წყარო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"მოგვიწევს შეზღუდვები მაღაზიებში, მსხვილ სავაჭრო ცენტრებში, ბაზრობებზე... ქვეყანაში იწყება შიდა გავრცელება და ყველა მოქალაქე უნდა იყოს მზად"

"მოგვიწევს შეზღუდვები მაღაზიებში, მსხვილ სავაჭრო ცენტრებში, ბაზრობებზე... ქვეყანაში იწყება შიდა გავრცელება და ყველა მოქალაქე უნდა იყოს მზად"

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მთავრობას შესაძლოა, მოუწიოს უფრო მკაცრი შეზღუდვები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

მისი თქმით, მაგალითად, ისეთ ადგილებში როგორებიცაა - მაღაზიები, მსხვილი სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ დღეს შევზღუდეთ გარკვეული საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოქმედება, შეიძლება, მოგვიწიოს კიდევ დამატებითი შეზღუდვები ტრანსპორტის ნაწილში. შესაძლებელია მოგვიწიოს და ალბათ კიდევ მოგვიწევს უფრო მკაცრი შეზღუდვები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მაგალითად, ისეთ ადგილებში როგორებიცაა - მაღაზიები, მსხვილი სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები და ა.შ. ჩვენი ამოცანა მარტივია - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შიდა გადაცემის სიჩქარე შევამციროთ, იმისთვის, რომ ჩვენ ჯანდაცვის სისტემას მივცეთ მეტი საშუალება და დრო უკვე ინფიცირებულ ჩვენს თანამოქალაქეებს უმკურნალონ მაქსიმალურად ეფექტურად“, - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა კარანტინის რეჟიმში გადადის, თუმცა შეიძლება ასეთი გამოწვევის წინაშეც დავდგეთ.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ჯანდაცვის სისტემას უნდა შევუწყოთ ხელი, რომ მათზე ზეწოლა და მიმართვიანობა არ იყოს პიკური, არამედ, იყოს პლატოსებური. მოგეხსენებათ, რომ ეს არის ის ხარისხობრივი ცვლილება მენეჯმენტში, რაც უნდა მოხდეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა კარანტინის რეჟიმში გადადის, თუმცა შეიძლება ასეთი გამოწვევის წინაშეც დავდგეთ, ისევე როგორც შეიძლება დავდგეთ ისეთი გამოწვევის წინაშეც, როგორიცაა საგანგებო მდგომარეობა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კორონავირუსის გავრცელება არის გლობალური გამოწვევა, რომელსაც ყველა სახელმწიფომ პასუხისმგებლიანი მიდგომით უნდა უპასუხოს.

„მსოფლიო გლობალურ გამოწვევას ებრძვის, ეს გარკვეულწილად თავისებური ომია. აქ თითოეულ სახელმწიფოს აკისრია პასუხისმგებლობა, ამ გამოწვევას უპასუხოს და მოიქცეს პასუხისმგებლიანად. დღემდე ჩვენ ვმოქმედებდით ვირუსის გავრცელების შეჩერების რეჟიმში. ვგულისხმობთ პირველ რიგში იმპორტირებულ გავრცელებას. უწყებათაშორისი საბჭო შევქმენით 28 იანვარს, მაშინ ჯერ კიდევ ვირუსით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გვქონდა. 26 თებერვალს შემოიტანა პირველად ირანიდან შემოსულმა მოქალაქემ ეს ვირუსი და შემდეგ გაჩნდა რამდენიმე კლასტერი, იტალიური, ესპანური თუ სხვა. რა სხვაობაა გუშინდელ და გუშინდელს შორის, თუ აქამდე ვებრძოდით იმპორტირებულ შემთხვევებს, დღეს გვაქვს შიდა გავრცელების რისკი, შესაბამისად, სხვა მოთხოვნებია ჯანდაცვის სისტემასთან, სხვა მენეჯმენტი და სხვა რეჟიმია ჩასართავი. ჩვენ ახალ რეჟიმზე უნდა გადავიდეთ და ვებრძოლოთ გავრცელებას ქვეყნის შიგნით. როდესაც გვექნება ვირუსის მეოთხეული გადაცემა, ჩვენი შანსები, დავადგინოთ წყარო, უკვე მცირეა, ქვეყანაში იწყება შიდა გავრცელება და ჩვენი ყველა მოქალაქე უნდა იყოს მზად, რომ ეს ნიშნავს გეომეტრიულ პროგრესიას ინფიცირებულების რაოდენობის ზრდაში. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ღიად, არ უნდა შევუქმნათ ფუჭი მოლოდინები და არ უნდა გავალამაზოთ ობიექტური რეალობა, ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. შიდა გავრცელება ნიშნავს, რომ არსებობს გავრცელების რისკი, თუ დღეს მაგალითად გვაქვს 35 შემთხვევა ინფიცირებული მოქალაქეების, ეს ციფრი გაიზრდება გეომეტრიულად, ეს სულ სხვა რეალობაა, შესაბამისად, ის მიდგომები, რომელიც მთავრობას უნდა ჰქონდეს, იქნება ბევრად უფრო მკაცრი“, - აღნიშნა პრემიერმა „ღამის კურიერში“.

"სხვა ტესტები შემოვა ქვეყანაში... თუმცა PCR ტესტების, ოქროს ტესტების მარაგი გვაქვს" - კახა კალაძე

იზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა, განთავსდება ბლოკ-პოსტები, გაკონტროლდება მანქანები - რა შეზღუდვებს აწესებს მთავრობა სამეგრელოში

სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ღონისძიებები მკაცრდება - გუბერნატორი