მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინფექციურში კორონავირუსის მქონე პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია - "ველოდებით 11 პირის ტესტის პასუხს"
ინფექციურში კორონავირუსის მქონე პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია - "ველოდებით 11 პირის ტესტის პასუხს"

თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 46 პა­ცი­ენ­ტია მო­თავ­სე­ბუ­ლი, რო­მელ­თა შო­რის 28 პა­ცი­ენტს კო­რო­ნა­ვირუ­სი აქვს. მისი თქმით, კო­რო­ნა­ვირუს­ზე აღე­ბუ­ლია 11 პა­ცი­ენ­ტის ტეს­ტი და მათი პა­სუ­ხე­ბი ხვალ დი­ლით იქ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი. ეზუგ­ბა­ი­ას გან­მარ­ტე­ბით, ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

„ამ დრო­ის­თვის ჩვენ­თან წევს 46 პა­ცი­ენ­ტი. და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა 28 პა­ცი­ენ­ტია, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ახა­ლი შემ­თხვე­ვა არ შეგვმა­ტე­ბია. იცით, რომ ერთი პა­ცი­ენ­ტი გა­ე­წე­რა, 29 ადა­მი­ა­ნი იყო და 28 დარ­ჩა. დღეს დი­ლი­დან აღე­ბულ 11 პა­ცი­ენ­ტის ტესტზე ყველ­გან უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხია მი­ღე­ბუ­ლი. ეს პა­ცი­ენ­ტე­ბი თან­და­თა­ნო­ბით ჩვენს ცენ­ტრს და­ტო­ვე­ბენ, ზოგი სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ში, ზოგი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში გა­დას­ვლით. დღის მე­ო­რე ნა­ხევ­რის­თვის კვლავ 11 ტეს­ტია აღე­ბუ­ლი და პა­სუხს გვი­ან ვე­ლო­დე­ბით. ალ­ბათ, მათი შე­დე­გე­ბი თქვენ­თვის დი­ლის­თვის იქ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი. ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე სტა­ბი­ლუ­რია. არ­ცერ­თი მათ­გა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა არ გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლა“, - გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ დრო­ის­თვის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია კო­რო­ნა­ვირუ­სის 35 შემ­თხვე­ვა, რო­მელ­თა­გან ერთი გა­მო­ჯან­მრთელ­და, კლი­ნი­კი­დან გა­ე­წე­რა და თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის აქ­ტი­უ­რი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა წარ­მო­ად­გენს - 34 -ს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ინფექციურში კორონავირუსის მქონე პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია - "ველოდებით 11 პირის ტესტის პასუხს"

ინფექციურში კორონავირუსის მქონე პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია - "ველოდებით 11 პირის ტესტის პასუხს"

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში 46 პაციენტია მოთავსებული, რომელთა შორის 28 პაციენტს კორონავირუსი აქვს. მისი თქმით, კორონავირუსზე აღებულია 11 პაციენტის ტესტი და მათი პასუხები ხვალ დილით იქნება ცნობილი. ეზუგბაიას განმარტებით, ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„ამ დროისთვის ჩვენთან წევს 46 პაციენტი. დადასტურებული შემთხვევა 28 პაციენტია, დღის განმავლობაში ახალი შემთხვევა არ შეგვმატებია. იცით, რომ ერთი პაციენტი გაეწერა, 29 ადამიანი იყო და 28 დარჩა. დღეს დილიდან აღებულ 11 პაციენტის ტესტზე ყველგან უარყოფითი პასუხია მიღებული. ეს პაციენტები თანდათანობით ჩვენს ცენტრს დატოვებენ, ზოგი საკარანტინო სივრცეში, ზოგი თვითიზოლაციაში გადასვლით. დღის მეორე ნახევრისთვის კვლავ 11 ტესტია აღებული და პასუხს გვიან ველოდებით. ალბათ, მათი შედეგები თქვენთვის დილისთვის იქნება ცნობილი. ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა დილიდან საღამომდე სტაბილურია. არცერთი მათგანის მდგომარეობა არ გაუარესებულა“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში ამ დროისთვის დადასტურებულია კორონავირუსის 35 შემთხვევა, რომელთაგან ერთი გამოჯანმრთელდა, კლინიკიდან გაეწერა და თვითიზოლაციაში იმყოფება. შესაბამისად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების აქტიური შემთხვევების რაოდენობა წარმოადგენს - 34 -ს.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"