მსოფლიო
პოლიტიკა
სპორტი

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კლინიკების ნაწილი მოქალაქეებს საერთაშორისო პასპორტის წარდგენას სთხოვს
კლინიკების ნაწილი მოქალაქეებს საერთაშორისო პასპორტის წარდგენას სთხოვს

კლი­ნი­კე­ბის ნა­წი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ებს მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვამ­დე სა­ერ­თა­შო­რი­სო პას­პორ­ტის წარ­დგე­ნას სთხოვს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ერთ-ერ­თმა მო­ქა­ლა­ქემ გა­ნუ­ცხა­და, ის კლი­ნი­კა „მე­დი­ში“ გეგ­მურ კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე დღეს დი­ლით იყო ჩა­წე­რი­ლი, თუმ­ცა, მომ­სა­ხუ­რე­ბა ვერ მი­ი­ღო, რად­გან სა­ერ­თა­შო­რი­სო პას­პორ­ტის წარ­დგე­ნა სთხო­ვეს და მას ეს პას­პორ­ტი თან არ ჰქონ­და.

მი­სი­ვე თქმით, პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა მას­თან ერ­თად კლი­ნი­კა­ში მი­სულ სხვა პი­რებ­საც, რომ­ლებ­საც დღეს, მათ შო­რის, ოპე­რა­ცი­აც ჰქონ­დათ და­ნიშ­ნუ­ლი.

მო­ქა­ლა­ქის თქმით, მას პას­პორ­ტის ასა­ღე­ბად სახ­ლში მის­ვლა მო­უ­წია, რად­გან წი­ნას­წარ ამ დი­რექ­ტი­ვის შე­სა­ხებ არა­ვის გა­უფრ­თხი­ლე­ბია.

"ჩემ გარ­და კლი­ნი­კის მი­სა­ღებ­ში რამ­დე­ნი­მე პირი იყო. ორ მათ­განს ოპე­რა­ცი­აც ჰქონ­დათ და­ნიშ­ნუ­ლი. არა­ვინ ვი­ცო­დით წი­ნას­წარ პას­პორ­ტის წარ­დგე­ნა თუ იყო სა­ჭი­რო. ალ­ბათ, უნდა შე­ა­მოწ­მონ, გვაქვს თუ არა მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რია უცხო­ე­თის ქვეყ­ნებ­ში. მე სახ­ლში წა­მოს­ვლა დამ­ჭირ­და პას­პორ­ტის წა­სა­ღე­ბად. ამის გამო კონ­სულ­ტა­ცი­ის დრო გა­და­მი­წი­ეს," - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მო­ქა­ლა­ქემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და­უ­კავ­შირ­და. უწყე­ბის ცნო­ბით, სა­მი­ნის­ტროს კლი­ნი­კე­ბის­თვის არა­ნა­ი­რი მი­თი­თე­ბა არ მი­უ­ცია, რომ მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვამ­დე პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის პას­პორ­ტის წარ­დგე­ნა მო­ე­თხო­ვათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

კლინიკების ნაწილი მოქალაქეებს საერთაშორისო პასპორტის წარდგენას სთხოვს

კლინიკების ნაწილი მოქალაქეებს საერთაშორისო პასპორტის წარდგენას სთხოვს

კლინიკების ნაწილი მოქალაქეებს მომსახურების გაწევამდე საერთაშორისო პასპორტის წარდგენას სთხოვს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა მოქალაქემ განუცხადა, ის კლინიკა „მედიში“ გეგმურ კონსულტაციაზე დღეს დილით იყო ჩაწერილი, თუმცა, მომსახურება ვერ მიიღო, რადგან საერთაშორისო პასპორტის წარდგენა სთხოვეს და მას ეს პასპორტი თან არ ჰქონდა.

მისივე თქმით, პრობლემა შეექმნა მასთან ერთად კლინიკაში მისულ სხვა პირებსაც, რომლებსაც დღეს, მათ შორის, ოპერაციაც ჰქონდათ დანიშნული.

მოქალაქის თქმით, მას პასპორტის ასაღებად სახლში მისვლა მოუწია, რადგან წინასწარ ამ დირექტივის შესახებ არავის გაუფრთხილებია.

"ჩემ გარდა კლინიკის მისაღებში რამდენიმე პირი იყო. ორ მათგანს ოპერაციაც ჰქონდათ დანიშნული. არავინ ვიცოდით წინასწარ პასპორტის წარდგენა თუ იყო საჭირო. ალბათ, უნდა შეამოწმონ, გვაქვს თუ არა მოგზაურობის ისტორია უცხოეთის ქვეყნებში. მე სახლში წამოსვლა დამჭირდა პასპორტის წასაღებად. ამის გამო კონსულტაციის დრო გადამიწიეს," - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" მოქალაქემ.

"ინტერპრესნიუსი" აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების ცნობით, სამინისტროს კლინიკებისთვის არანაირი მითითება არ მიუცია, რომ მომსახურების გაწევამდე პაციენტებისთვის პასპორტის წარდგენა მოეთხოვათ.

რა უნდა ვიცოდეთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ

განათლების სამინისტრო სკოლებს რეკომენდაციებით მიმართავს

ინფიცირებული ტურისტის გუდაურში ყოფნა არ ნიშნავს, რომ მას იქ ვინმე ჩაეხუტა - პაატა იმნაძე ჩეხ ტურისტებზე