მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თენგიზ ცერცვაძე ასახელებს პრეპარატებს, რომლითაც კორონავირუსს მკურნალობენ - "მათი მიღება დაუშვებელია ეჭვის საფუძველზე ან პრევენციისთვის"
თენგიზ ცერცვაძე ასახელებს პრეპარატებს, რომლითაც კორონავირუსს მკურნალობენ - "მათი მიღება დაუშვებელია ეჭვის საფუძველზე ან პრევენციისთვის"

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რი, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე იმ პრე­პა­რა­ტებს ასა­ხე­ლებს, რომ­ლი­თაც სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს მკურ­ნა­ლო­ბენ.

რო­გორც თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ გა­და­ცე­მა­ში "გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძის პო­ლი­ტი­კის ფორ­მუ­ლა" გა­ნა­ცხა­და, ამ მე­დი­კა­მენ­ტებს ჩვენ­თან სხვა ქვეყ­ნე­ბის პრაქ­ტი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით იყე­ნე­ბენ, თუმ­ცა ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის, რომ მათ პირ­და­პი­რი ან­ტი­ვირუ­სუ­ლი ეფექ­ტი აქვთ კო­რო­ნა­ვირუ­სის მი­მართ.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჯერ რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის მე­დი­კა­მენ­ტი, რო­მელ­საც დად­გე­ნი­ლი, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ან­ტი­ვირუ­სუ­ლი პირ­და­პი­რი ეფექ­ტი აქვს კო­რო­ნა­ვირუ­სის მი­მართ, იმ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ეპი­დე­მი­ე­ბია, იც­დე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით, 5-6 მე­დი­კა­მენ­ტი და ექ­სპერ­ტუ­ლი ცოდ­ნის დო­ნე­ზე, ცალ­კე­უ­ლი ავ­ტო­რე­ბის ცალ­კე­უ­ლი კვლე­ვის დო­ნე­ზე, შექ­მნი­ლია გარ­კვე­უ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბა, რომ ამ 5-6-დან ზო­გი­ერ­თი ეფექ­ტუ­რია, ზო­გი­ერ­თი კი ნაკ­ლე­ბად.

თუმ­ცა, საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ რო­მე­ლი­მე ოფი­ცი­ა­ლუ­რად აღი­ა­რო, რო­გორც გა­მო­სა­დე­გი ამ ინ­ფექ­ცი­ის სამ­კურ­ნა­ლოდ, ჯერ მი­ღე­ბუ­ლი არ არის. ასე რომ ოფი­ცი­ა­ლურ ინ­სტან­ცი­ებს (მათ­გან მთა­ვა­რია ამე­რი­კის წამ­ლი­სა და საკ­ვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის სა­ა­გენ­ტო) და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცია მი­ღე­ბუ­ლი ამ დრო­ის­თვის არ­ცერ­თს არ აქვს.

რამ­დე­ნა­დაც სხვა ქვეყ­ნე­ბი იყე­ნე­ბენ აქ­ტი­უ­რად ამ მე­დი­კა­მენ­ტებს, ჩვენც მი­ვე­ცით ჩვენს თავს უფ­ლე­ბა, რომ მათ მიერ რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი იმ 5-6 მე­დი­კა­მენ­ტი­დან, რომ­ლებ­საც ყვე­ლა­ზე უკე­თე­სად თვლი­ან, გა­მო­ვი­ყე­ნოთ", - გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.

მან კონ­კრე­ტუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბიც და­ა­სა­ხე­ლა და ამავდრო­უ­ლად მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მკაც­რად გა­აფრ­თხი­ლა, რომ ამ წამ­ლე­ბის მი­ღე­ბა ექი­მე­ბის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე კა­ტე­გო­რი­უ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია!

"რომ და­ვა­სა­ხე­ლო, შემ­დეგ ვი­ღა­ცებ­მა არ და­ი­წყონ მათი სმა პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი მიზ­ნით. ჯერ ერთი, ისი­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი და მე­ო­რეც, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რა­დაც, ისი­ნი მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში ინიშ­ნე­ბა, რო­დე­საც ინ­ფექ­ცია და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია და არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში, არა­ვინ არ უნდა მი­ი­ღოს ეჭ­ვის სა­ფუძ­ველ­ზე ან პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მით....

ესე­ნია მა­გა­ლი­თად, შიდსის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მე­დი­კა­მენ­ტი ე.წ. ლო­პი­ნა­ვი-რი­ტო­ნა­ვი­რი; რი­ბა­ვი­ნი, რო­მე­ლიც C ჰე­პა­ტი­ტის სამ­კურ­ნა­ლოდ ფარ­თოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, ასე­ვე ხლო­რო­ხი­ნი და დე­ზოქ­სი ხლო­რო­ხი­ნი, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რევ­მა­ტი­უ­ლი და ავ­ტო­ი­მუ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ.

ყვე­ლა ისე­თი მე­დი­კა­მენ­ტია, რო­მე­ლიც სხვა და­ა­ვა­დე­ბის დროს წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და და ახლა იც­დე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის დროს. ცალ­კე მინ­და გა­მოვ­ყო ე.წ. რენ­დე­სე­ვი­რი, რო­მე­ლიც ამათ­გან იმით გან­სხვავ­დე­ბა, რომ ის სპე­ცი­ა­ლუ­რად ებო­ლას სამ­კურ­ნა­ლოდ 2013-2014 წლებ­ში შექ­მნა კომ­პა­ნია "გი­ლი­ად­მა". ეს ის კომ­პა­ნი­აა, რო­მელ­მაც რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი გარ­ღვე­ვა მო­ახ­დი­ნა C ჰე­პა­ტი­ტის მკურ­ნა­ლო­ბა­ში და რო­მე­ლიც ჩვე­ნი მთა­ვა­რი პარტნი­ო­რია.

ამ მე­დი­კა­მენ­ტმა მა­შინ არ გა­ა­მარ­თლა, მაგ­რამ ახლა სე­რი­ო­ზუ­ლად ფიქ­რო­ბენ, რომ ეს მე­დი­კა­მენ­ტი კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ კარ­გი იქ­ნე­ბა. ჩვენ ეს ბოლო მე­დი­კა­მენ­ტი არ გვაქვს, თუმ­ცა სა­ხელ­მწი­ფო ზრუ­ნავს უკვე, რომ ჩვენც მო­ვი­პო­ვოთ", - აღ­ნიშ­ნა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.

ცნო­ბი­სათ­ვის, ჩა­მოთ­ვლი­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის ყიდ­ვა აფ­თი­ა­ქებ­ში შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტე­ბის ან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შეკ­ვე­თის გა­რე­შე, შე­უძ­ლე­ბე­ლია.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Mari
6

რესტორანი კაფეები უნდა დაიხუროს( მოემსახურონ მხოლოდ სახლში გატანებით) ..წირვა და თავშეყრა უნდა შეჩერდეს დროებით.

ალექს
2

ეგერ უტრეხტის ერასმუსის ციტობიოლოგები ეძებენ ფარმაფირმას, რომელიც მათ მიერ გამოყვანილი ანტისხეულის ბაზასე გამოუშვებენ ყველანაირი კორონას წამალს და მთელ მსოფლიოს მიაწოდებენ ,ითავეთ ეს საქმე ,უქართველებოდ ხომ არსად არაფერი ხდება?!

ავტორი:

თენგიზ ცერცვაძე ასახელებს პრეპარატებს, რომლითაც კორონავირუსს მკურნალობენ - "მათი მიღება დაუშვებელია ეჭვის საფუძველზე ან პრევენციისთვის"

თენგიზ ცერცვაძე ასახელებს პრეპარატებს, რომლითაც კორონავირუსს მკურნალობენ - "მათი მიღება დაუშვებელია ეჭვის საფუძველზე ან პრევენციისთვის"

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე იმ პრეპარატებს ასახელებს, რომლითაც საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ გადაცემაში "გიორგი თარგამაძის პოლიტიკის ფორმულა" განაცხადა, ამ მედიკამენტებს ჩვენთან სხვა ქვეყნების პრაქტიკის გათვალისწინებით იყენებენ, თუმცა ოფიციალურად დადასტურებული არ არის, რომ მათ პირდაპირი ანტივირუსული ეფექტი აქვთ კორონავირუსის მიმართ.

"მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ჯერ რეკომენდებული არ არის მედიკამენტი, რომელსაც დადგენილი, დადასტურებული ანტივირუსული პირდაპირი ეფექტი აქვს კორონავირუსის მიმართ, იმ ქვეყნებში, სადაც ფართომასშტაბიანი ეპიდემიებია, იცდება დაახლოებით, 5-6 მედიკამენტი და ექსპერტული ცოდნის დონეზე, ცალკეული ავტორების ცალკეული კვლევის დონეზე, შექმნილია გარკვეული შეხედულება, რომ ამ 5-6-დან ზოგიერთი ეფექტურია, ზოგიერთი კი ნაკლებად.

თუმცა, საკმარისი მტკიცებულება, რომ რომელიმე ოფიციალურად აღიარო, როგორც გამოსადეგი ამ ინფექციის სამკურნალოდ, ჯერ მიღებული არ არის. ასე რომ ოფიციალურ ინსტანციებს (მათგან მთავარია ამერიკის წამლისა და საკვების პროდუქტების სააგენტო) დადასტურებული რეკომენდაცია მიღებული ამ დროისთვის არცერთს არ აქვს.

რამდენადაც სხვა ქვეყნები იყენებენ აქტიურად ამ მედიკამენტებს, ჩვენც მივეცით ჩვენს თავს უფლება, რომ მათ მიერ რეკომენდებული იმ 5-6 მედიკამენტიდან, რომლებსაც ყველაზე უკეთესად თვლიან, გამოვიყენოთ", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მან კონკრეტული მედიკამენტებიც დაასახელა და ამავდროულად მოქალაქეები მკაცრად გააფრთხილა, რომ ამ წამლების მიღება ექიმების დანიშნულების გარეშე კატეგორიულად დაუშვებელია!

"რომ დავასახელო, შემდეგ ვიღაცებმა არ დაიწყონ მათი სმა პროფილაქტიკური მიზნით. ჯერ ერთი, ისინი ოფიციალურად არ არის რეკომენდებული და მეორეც, არაოფიციალურადაც, ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში ინიშნება, როდესაც ინფექცია დადასტურებულია და არავითარ შემთხვევაში, არავინ არ უნდა მიიღოს ეჭვის საფუძველზე ან პრევენციული ზომით....

ესენია მაგალითად, შიდსის საწინააღმდეგო მედიკამენტი ე.წ. ლოპინავი-რიტონავირი; რიბავინი, რომელიც C ჰეპატიტის სამკურნალოდ ფართოდ გამოიყენება, ასევე ხლოროხინი და დეზოქსი ხლოროხინი, რომელიც წარმატებით გამოიყენება რევმატიული და ავტოიმუნური დაავადებების სამკურნალოდ.

ყველა ისეთი მედიკამენტია, რომელიც სხვა დაავადების დროს წარმატებით გამოიყენებოდა და ახლა იცდება კორონავირუსის დროს. ცალკე მინდა გამოვყო ე.წ. რენდესევირი, რომელიც ამათგან იმით განსხვავდება, რომ ის სპეციალურად ებოლას სამკურნალოდ 2013-2014 წლებში შექმნა კომპანია "გილიადმა". ეს ის კომპანიაა, რომელმაც რევოლუციური გარღვევა მოახდინა C ჰეპატიტის მკურნალობაში და რომელიც ჩვენი მთავარი პარტნიორია.

ამ მედიკამენტმა მაშინ არ გაამართლა, მაგრამ ახლა სერიოზულად ფიქრობენ, რომ ეს მედიკამენტი კორონავირუსის საწინააღმდეგოდ კარგი იქნება. ჩვენ ეს ბოლო მედიკამენტი არ გვაქვს, თუმცა სახელმწიფო ზრუნავს უკვე, რომ ჩვენც მოვიპოვოთ", - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისათვის, ჩამოთვლილი პრეპარატების ყიდვა აფთიაქებში შესაბამისი დოკუმენტების ან ინდივიდუალური შეკვეთის გარეშე, შეუძლებელია.

"ვემუდარები და ვთხოვ მოქალაქეებს, ნუ დამალვთ და აღიარეთ ვისთან გქონდათ კონტაქტი" - ქართველი ექიმის მიმართვა

LIVE: გადაცემა "სპორტალი" - ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი აკა მეტრეველი

როგორ ებრძვის საქართველო დასავლურ ქვეყნებზე წარმატებულად კორონავირუსს - რას წერს ცნობილი გამოცემა