პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ქართველი გოგონა, რომელმაც იტალიაში, მკაცრი კარანტინის დროს იქორწინა - "სადაც სიყვარულია, იქ კორონავირუსიც კი უძლურია"
ვინ არის ქართველი გოგონა, რომელმაც იტალიაში, მკაცრი კარანტინის დროს იქორწინა - "სადაც სიყვარულია, იქ კორონავირუსიც კი უძლურია"

ემიგ­რა­ცი­ა­ში გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი დრო­ით წა­სუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად ვბრუნ­დე­ბო­დი და მო­ნატ­რე­ბულს, ყვე­ლა­ფე­რი ქარ­თუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მეძ­ვირ­ფა­სე­ბო­და. სწო­რედ მა­შინ, სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით გა­ვი­ცა­ნი ანა ნა­კუ­და­ი­ძე და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ახალ­გაზ­რდა სტამ­ბო­ლის აე­რო­პორ­ტის ტრან­ზი­ტის ზო­ნა­ში. ყვე­ლა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში ვბრუნ­დე­ბო­დით. უბედ­ნი­ე­რე­სი ვი­ყა­ვი, ხუმ­რო­ბა­სა და სა­უ­ბარ­ში, სა­ქარ­თვე­ლომ­დე მგზავ­რო­ბის დრომ, შე­უმ­ჩნევ­ლად გა­ირ­ბი­ნა. აე­რო­პორ­ტი­დან, ყვე­ლა ჩვენს გზა­ზე წა­ვედ-წა­მო­ვე­დით. მე და ანამ კონ­ტაქ­ტი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ, რად­გან მე ფლო­რენ­ცი­ა­ში, ის კი, ჩემ­გან რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით, ქა­ლაქ რეჯო-ემი­ლი­ა­ში ცხოვ­რობს.

რეჯო-ემი­ლია ის ქა­ლა­ქია, რო­მე­ლიც კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბი­დან, სულ ცოტა ხან­ში, ლომ­ბარ­დი­ის რე­გი­ონ­სა და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ზო­ნას­თან ერ­თად, თა­ვი­დან­ვე წი­თელ ზო­ნად გა­მო­ცხად­და. ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, რო­დე­საც გა­ვი­გე, რომ ანა კარ­გად იყო და მე­ტიც, მან და მის­მა რჩე­ულ­მა, აჰ­მედ ბა­ი­ო­უ­ლიმ სა­კა­რან­ტი­ნო პი­რო­ბებ­ში, სა­მო­ქა­ლა­ქო წე­სით იქორ­წი­ნეს. ბოლო დროს გავ­რცე­ლე­ბულ ზღვა ნე­გა­ტივ­ში, ეს ისე­თი ნა­თე­ლი სხი­ვი იყო, ჩავ­თვა­ლე, რომ ამ ქორ­წილს ასე ჩუ­მად არ უნდა ჩა­ევ­ლო.

- ანა, რო­გორც ვიცი, ყვე­ლა ოფი­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა და ცე­რე­მო­ნია ან გა­უქ­მდა, ან გა­და­ი­დო, რო­გორ მო­ა­ხერ­ხეთ ასეთ პი­რო­ბებ­ში და­ქორ­წი­ნე­ბა?

- ქორ­წი­ნე­ბის თა­რი­ღი, ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბამ­დე დიდი ხნით ადრე დავ­ნიშ­ნეთ. რამ­დე­ნი­მე დღის წინ დაგ­ვი­რე­კეს და ცე­რე­მო­ნი­ის გა­და­დე­ბა შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, მხო­ლოდ ნეფე-პა­ტარ­ძალს და ორ მეჯ­ვა­რეს შეგ­ვეძ­ლო მის­ვლა, მეტ სტუ­მარს არ და­უშ­ვებ­დნენ. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ჩვე­ნი სა­ელ­ჩო­ე­ბი­დან აღე­ბულ ქორ­წი­ნე­ბის ნე­ბარ­თვებს ვადა გას­დი­ო­დათ და თან გა­და­დე­ბუ­ლი საქ­მე არ მიყ­ვარს, გა­დავ­წყვი­ტეთ მათ პი­რო­ბებს დავ­თან­ხმე­ბო­დით.

- ცე­რე­მო­ნი­ამ რო­გორ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­ი­ა­რა?

- ქა­ლა­ქის კო­მუ­ნა ჩვენ გამო გა­ა­ღეს. ქორ­წილს მხო­ლოდ მე, ჩემი მე­უღ­ლე, ორი მეჯ­ვა­რე, კო­მუ­ნის ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი და ის პი­როვ­ნე­ბა ეს­წრე­ბოდ­ნენ, ვი­საც ქორ­წი­ნე­ბა უნდა და­ე­რე­გის­ტრი­რე­ბი­ნა. ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ არც მუ­სი­კა გვქონ­და და არც ფო­ტოგ­რა­ფი გვყავ­და, სა­სიყ­ვა­რუ­ლო ლექ­სიც წაგ­ვი­კი­თხა და ფო­ტო­ე­ბიც თა­ვად გა­დაგ­ვი­ღო. ეცა­და, ეს ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღე, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად გა­ე­ლა­მა­ზე­ბი­ნა. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
საღი აზრი
6

ქართველ ქალს გათხოვებას ვერაფერი გადააფიქრებინებს ))

გიორგი სააკაძე
4

იმის მაგივრად წერდეთ კიდევ ერთი ქართველი დაკარგა საქართველომო, პროპაგანდას ეწევით ამგვარი სტატიებით. წარმატება აჰმედ.

ავტორი:

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელმაც იტალიაში, მკაცრი კარანტინის დროს იქორწინა - "სადაც სიყვარულია, იქ კორონავირუსიც კი უძლურია"

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელმაც იტალიაში, მკაცრი კარანტინის დროს იქორწინა - "სადაც სიყვარულია, იქ კორონავირუსიც კი უძლურია"

ემიგრაციაში განუსაზღვრელი დროით წასული, საქართველოში პირველად ვბრუნდებოდი და მონატრებულს, ყველაფერი ქართული, განსაკუთრებულად მეძვირფასებოდა. სწორედ მაშინ, სრულიად შემთხვევით გავიცანი ანა ნაკუდაიძე და კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა სტამბოლის აეროპორტის ტრანზიტის ზონაში. ყველანი საქართველოში ვბრუნდებოდით. უბედნიერესი ვიყავი, ხუმრობასა და საუბარში, საქართველომდე მგზავრობის დრომ, შეუმჩნევლად გაირბინა. აეროპორტიდან, ყველა ჩვენს გზაზე წავედ-წამოვედით. მე და ანამ კონტაქტი სოციალური ქსელის საშუალებით შევინარჩუნეთ, რადგან მე ფლორენციაში, ის კი, ჩემგან რამდენიმე ასეული კილომეტრის დაშორებით, ქალაქ რეჯო-ემილიაში ცხოვრობს.

რეჯო-ემილია ის ქალაქია, რომელიც კორონავირუსის გავრცელებიდან, სულ ცოტა ხანში, ლომბარდიის რეგიონსა და კიდევ რამდენიმე ზონასთან ერთად, თავიდანვე წითელ ზონად გამოცხადდა. ძალიან გამიხარდა, როდესაც გავიგე, რომ ანა კარგად იყო და მეტიც, მან და მისმა რჩეულმა, აჰმედ ბაიოულიმ საკარანტინო პირობებში, სამოქალაქო წესით იქორწინეს. ბოლო დროს გავრცელებულ ზღვა ნეგატივში, ეს ისეთი ნათელი სხივი იყო, ჩავთვალე, რომ ამ ქორწილს ასე ჩუმად არ უნდა ჩაევლო.

- ანა, როგორც ვიცი, ყველა ოფიციალური ღონისძიება და ცერემონია ან გაუქმდა, ან გადაიდო, როგორ მოახერხეთ ასეთ პირობებში დაქორწინება?

- ქორწინების თარიღი, ვირუსის გავრცელებამდე დიდი ხნით ადრე დავნიშნეთ. რამდენიმე დღის წინ დაგვირეკეს და ცერემონიის გადადება შემოგვთავაზეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ ნეფე-პატარძალს და ორ მეჯვარეს შეგვეძლო მისვლა, მეტ სტუმარს არ დაუშვებდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი საელჩოებიდან აღებულ ქორწინების ნებართვებს ვადა გასდიოდათ და თან გადადებული საქმე არ მიყვარს, გადავწყვიტეთ მათ პირობებს დავთანხმებოდით.

- ცერემონიამ როგორ გარემოებაში ჩაიარა?

- ქალაქის კომუნა ჩვენ გამო გააღეს. ქორწილს მხოლოდ მე, ჩემი მეუღლე, ორი მეჯვარე, კომუნის ერთი თანამშრომელი და ის პიროვნება ესწრებოდნენ, ვისაც ქორწინება უნდა დაერეგისტრირებინა. ძალიან საყვარელი ადამიანი აღმოჩნდა. იქიდან გამომდინარე, რომ არც მუსიკა გვქონდა და არც ფოტოგრაფი გვყავდა, სასიყვარულო ლექსიც წაგვიკითხა და ფოტოებიც თავად გადაგვიღო. ეცადა, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, შეძლებისდაგვარად გაელამაზებინა. წაიკითხეთ სრულად

20 მარტოხელა დედას სურსათი და პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები გადაეცა

განსაცდელშია მსოფლიო, მაგრამ მწუხარება სიხარულით შეიცვლება - პატრიარქი

"...დროა დავფიქრდეთ, ეს ხომ არ არის მიზეზი ვირუსის ტოტალური გავრცელებისა" - რაზე იქადაგა დღეს მეუფე შიომ