პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 368-ით გაიზარდა,  აშშ-ში კი - 61-ით - უახლესი ცნობები მსოფლიოს ქვეყნებიდან
იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 368-ით გაიზარდა,  აშშ-ში კი - 61-ით - უახლესი ცნობები მსოფლიოს ქვეყნებიდან

იტა­ლი­ა­ში გა­სუ­ლი დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვი 368 ადა­მი­ა­ნით გა­ი­ზარ­და. სა­ერ­თო ჯამ­ში ინ­ფექ­ცი­ამ ქვე­ყა­ნა­ში 1 809 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა.

რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბას, გა­სულ 24 სა­ათ­ში და­ინ­ფი­ცი­რე­ბის ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 3 590-ს შე­ად­გენს. ქვე­ყა­ნა­ში ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა სა­ერ­თო რი­ცხვი 24 747-ია. მათ­გან კრი­ტი­კუ­ლი/სე­რი­ო­ზუ­ლია 1518 ადა­მი­ა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა. 2 335 ადა­მი­ა­ნი კი გა­მო­ჯან­მრთელ­და.

მსოფ­ლი­ო­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 167 293 ადა­მი­ანს შე­ად­გენს, და­ღუ­პუ­ლია 6 455, გა­მო­ჯან­მრთელ­და 76 588 პა­ცი­ენ­ტი.

აშშ-ის ად­გი­ლობ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის სა­ა­გენ­ტო­ე­ბის, მთავ­რო­ბე­ბი­სა და აშშ-ს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით, შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის მი­ნი­მუმ 3,010 შემ­თხვე­ვა ფიქ­სირ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას CNN-ი ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცით, კო­რო­ნა­ვირუ­სი ქვეყ­ნის 49 შტატ­ში არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი. ქვე­ყა­ნა­ში გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი 61 ადა­მი­ანს აღ­წევს.

ვირ­ჯი­ნია ჯერ­ჯე­რო­ბით ერ­თა­დერ­თი შტა­ტია, სა­დაც კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვა არ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლა.

უნ­გრეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას CNN-ი ავ­რცე­ლებს.

გარ­დაც­ვლი­ლი 75 წლის მა­მა­კა­ცია. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ უნ­გრე­თის მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს.

”უნ­გრეთ­ში პირ­ვე­ლი მსხვერ­პლია კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან. გარ­დაც­ვლი­ლი 75 წლის მა­მა­კა­ცია, რო­მე­ლიც დელ-პეს­ტის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იყო გა­დაყ­ვა­ნი­ლი და პნევ­მო­ნი­ი­სა და ვირუ­სის ნიშ­ნე­ბი ჰქონ­და. ის შეყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. ვწუხ­ვარ“ , - წერს მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი „ტვი­ტერ­ზე“.

ავ­სტრი­ა­ში, ორ­შა­ბა­თი­დან, 5-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის შეკ­რე­ბა აიკ­რძა­ლე­ბა, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის ეპი­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის ფარ­გლებ­ში იქნა მი­ღე­ბუ­ლი.

ამას­თან, ავ­სტრი­ის კან­ცლერ­მა სე­ბას­ტი­ან კურცმა მო­სახ­ლე­ო­ბას თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის­კენ მო­უ­წო­და.

მა­ნამ­დე გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, ავ­სტრი­ა­ში ორ­შა­ბა­თი­დან და­ი­ხუ­რე­ბა სკო­ლე­ბი და მა­ღა­ზი­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა. ამ დრო­ის­თვის, ავ­სტრი­ა­ში, კო­რო­ნა­ვირუ­სის 655 შემ­თხვე­ვაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი.

აზერ­ბა­ი­ჯან­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 23-მდე გა­ი­ზარ­და. ამის შე­სა­ხებ ქვეყ­ნის მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­თან არ­სე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი შტა­ბი იუ­წყე­ბა.

„აზერ­ბა­ი­ჯან­ში კი­დევ ოთხ ადა­მი­ანს აღ­მო­აჩ­ნდა ვირუ­სი. ამ დრო­ის­თვის ისი­ნი სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­ჟი­მის მქო­ნე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­ა­თავ­სეს. მათი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ფას­დე­ბა რო­გორც ნორ­მა­ლუ­რი, ტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა“ , - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ოპე­რა­ტი­უ­ლი შტა­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი გა­მო­უვ­ლინ­და 23 ადა­მი­ანს, რო­მელ­თა­გან 6 გა­მო­ჯან­მრთელ­და. და­ფიქ­სირ­და გარ­დაც­ვა­ლე­ბის ერთი ფაქ­ტი. და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა შო­რის რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეც არის.

გერ­მა­ნია სა­ზღვრებ­ზე შე­ზღუდ­ვებს აწე­სებს. ქვე­ყა­ნა შე­ზღუდ­ვებს საფ­რან­გეთ­თან, ავ­სტრი­ას­თან, შვე­ი­ცა­რი­ას­თან შე­მო­ი­ღებს; ასე­ვე ბელ­გი­ას­თან, ნი­დერ­ლან­დებ­სა და ლუქ­სემ­ბურგთან. ინ­ფორ­მა­ცი­ას CNN-ი ქვეყ­ნის ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

სა­სა­ზღვრო გა­სას­ვლე­ლებ­ზე შე­ზღუდ­ვე­ბი აღ­ნიშ­ნულ ქვეყ­ნებ­თან სატ­ვირ­თო გა­და­ზიდ­ვებს არ შე­ე­ხე­ბა.

ავტორი:

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 368-ით გაიზარდა,  აშშ-ში კი - 61-ით - უახლესი ცნობები მსოფლიოს ქვეყნებიდან

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 368-ით გაიზარდა,  აშშ-ში კი - 61-ით - უახლესი ცნობები მსოფლიოს ქვეყნებიდან

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 368 ადამიანით გაიზარდა. საერთო ჯამში ინფექციამ ქვეყანაში 1 809 ადამიანი იმსხვერპლა.

რაც შეეხება ინფიცირებულთა რაოდენობას, გასულ 24 საათში დაინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 3 590-ს შეადგენს. ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 24 747-ია. მათგან კრიტიკული/სერიოზულია 1518 ადამიანის მდგომარეობა. 2 335 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 167 293 ადამიანს შეადგენს, დაღუპულია 6 455, გამოჯანმრთელდა 76 588 პაციენტი.

აშშ-ის ადგილობრივი ჯანმრთელობის სააგენტოების, მთავრობებისა და აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მონაცემებით, შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსის მინიმუმ 3,010 შემთხვევა ფიქსირდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაცით, კორონავირუსი ქვეყნის 49 შტატში არის დადასტურებული. ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობა კი 61 ადამიანს აღწევს.

ვირჯინია ჯერჯერობით ერთადერთი შტატია, სადაც კორონავირუსის შემთხვევა არ დადასტურებულა.

უნგრეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გარდაცვლილი 75 წლის მამაკაცია. ინფორმაციას ამის შესახებ უნგრეთის მთავრობის წარმომადგენელი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

”უნგრეთში პირველი მსხვერპლია კორონავირუსისგან. გარდაცვლილი 75 წლის მამაკაცია, რომელიც დელ-პესტის საავადმყოფოში იყო გადაყვანილი და პნევმონიისა და ვირუსის ნიშნები ჰქონდა. ის შეყვანისთანავე გარდაიცვალა. ვწუხვარ“ , - წერს მთავრობის წარმომადგენელი „ტვიტერზე“.

ავსტრიაში, ორშაბათიდან, 5-ზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალება, აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლის ფარგლებში იქნა მიღებული.

ამასთან, ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა მოსახლეობას თვითიზოლაციისკენ მოუწოდა.

მანამდე გაკეთებული განცხადების თანახმად, ავსტრიაში ორშაბათიდან დაიხურება სკოლები და მაღაზიების უმეტესობა. ამ დროისთვის, ავსტრიაში, კორონავირუსის 655 შემთხვევაა დადასტურებული.

აზერბაიჯანში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბი იუწყება.

„აზერბაიჯანში კიდევ ოთხ ადამიანს აღმოაჩნდა ვირუსი. ამ დროისთვის ისინი სპეციალური რეჟიმის მქონე საავადმყოფოში მოათავსეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება როგორც ნორმალური, ტარდება შესაბამისი მკურნალობა“ , - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი გამოუვლინდა 23 ადამიანს, რომელთაგან 6 გამოჯანმრთელდა. დაფიქსირდა გარდაცვალების ერთი ფაქტი. დაინფიცირებულთა შორის რუსეთის მოქალაქეც არის.

გერმანია საზღვრებზე შეზღუდვებს აწესებს. ქვეყანა შეზღუდვებს საფრანგეთთან, ავსტრიასთან, შვეიცარიასთან შემოიღებს; ასევე ბელგიასთან, ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგთან. ინფორმაციას CNN-ი ქვეყნის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სასაზღვრო გასასვლელებზე შეზღუდვები აღნიშნულ ქვეყნებთან სატვირთო გადაზიდვებს არ შეეხება.

როგორ შეცვალა მსოფლიოს ქალაქები კორონავირუსის შიშმა - Reuters-ის გასაოცარი ფოტოები

"დაკავდით რეგულარული სექსით და დიდხანს იცოცხლებთ“ - ექიმ ოზის რჩევა წყვილებს, რომლებმაც არ იციან რა გააკეთონ იზოლაციის დროს

ევროკომისიის პრეზიდენტი - სათანადოდ ვერ შევაფასეთ კორონავირუსი, ახლა აუცილებლად უნდა მივიღოთ ის ზომები, რაც ორი-სამი კვირის წინ სასტიკად გვეჩვენებოდა