მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 20 ადამიანი გადაიყვანა
პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 20 ადამიანი გადაიყვანა

პო­ლი­ცი­ამ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის იძუ­ლე­ბით კა­რან­ტინ­ში კი­დევ 20 ადა­მი­ა­ნი გა­და­იყ­ვა­ნა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის უწყე­ბათ­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის მიზ­ნით, 24-სა­ა­თი­ან, სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბას გა­ნაგ­რძობს და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნულ ცენ­ტრთან ერ­თად, ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­საძ­ლო გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში მყო­ფი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მო­ნი­ტო­რინგს აქ­ტი­უ­რად ახორ­ცი­ე­ლებს.

"15 მარტს, ერ­თობ­ლი­ვი მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გად, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის კი­დევ 20 ახა­ლი ფაქ­ტი გა­მოვ­ლინ­და. თბი­ლის­ში, მცხე­თა­ში,კა­ხე­თის, იმე­რე­თის, გუ­რი­ის და აჭა­რის რე­გი­ო­ნებ­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლებ­მაც თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის წე­სე­ბი და­არ­ღვი­ეს, სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნა­ში იძუ­ლე­ბით არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის გამო, სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნებ­ში, იძუ­ლე­ბის წე­სით, ჯამ­ში, 42 ადა­მი­ა­ნია გა­დაყ­ვა­ნი­ლი", - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მყო­ფი ყვე­ლა პირი ვალ­დე­ბუ­ლია და­ე­მორ­ჩი­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის სფე­რო­ში მოქ­მედ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მო­თხოვ­ნებს და პა­ტი­ვი სცეს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მო­უ­წო­დებს მო­ქა­ლა­ქე­ებს, გა­მო­ი­ჩი­ნონ მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და და­ე­მორ­ჩი­ლონ აღ­ნიშ­ნულ რე­გუ­ლა­ცი­ებს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
magnolia
3

მე მგონი ამათ უფასო სმა- ჭამა უნდათ , დააჟარიმეთ ეს უკულტუროები

ჰოლა
1

10 წელი საპატიმრო, და ფულადი ჯარიმა.. ეს იყო ჩინეთმა რაც გააკეთა და იშვიათად გამოდიოდნენ გარეთ ასეთი არაკაცქალები!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 20 ადამიანი გადაიყვანა

პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 20 ადამიანი გადაიყვანა

პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 20 ადამიანი გადაიყვანა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, 24-საათიან, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მასშტაბით, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს აქტიურად ახორციელებს.

"15 მარტს, ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის კიდევ 20 ახალი ფაქტი გამოვლინდა. თბილისში, მცხეთაში,კახეთის, იმერეთის, გურიის და აჭარის რეგიონებში მოქალაქეები, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს, საკარანტინო ზონაში იძულებით არიან გადაყვანილი.

თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 42 ადამიანია გადაყვანილი", - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ აღნიშნულ რეგულაციებს.

"ჯანმრთელად ჩათვალეს თავი და არ დაემორჩილნენ თვითიზოლაციის წესს" - პოლიციამ იძულების წესით 2 პირი კარანტინში გადაიყვანა

"შეეცადნენ კორონავირუსის პანდემიის ფონზე დაეთესათ პანიკა და ქაოსი..." - საიდან გაიგზავნა ცრუ SMS-ები?

იჩხრკება პაატა ბურჭულაძის შვილის ავტომობილი - რა ხდება ჭავჭავაძეზე, სადაც ცრუ SMS-თან დაკავშირებით პოლიცია საგამოძიებო მოექმედებებს ატარებს