პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთი თვეა დარჩენილი და გვაქვს დრო რაღაც-რაღაცები განვიხილოთ" - შევა თუ არა ცვლილებები სააღდგომო მსახურებაში?
"ერთი თვეა დარჩენილი და გვაქვს დრო რაღაც-რაღაცები განვიხილოთ" - შევა თუ არა ცვლილებები სააღდგომო მსახურებაში?

კო­რო­ნა­ვირუ­სი და­მარ­ცხდე­ბა თუ ღმერ­თთან ვიქ­ნე­ბით, - ამის შე­სა­ხებ თი­ა­ნე­თი­სა და ფშავ-ხევ­სუ­რე­თის ეპის­კო­პოს­მა, მე­უ­ფე მი­ქა­ელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში საკ­ვი­რაო წირ­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც მე­უ­ფე მი­ქა­ელ­მა აღ­ნიშ­ნა, მრევ­ლი პატ­რი­არ­ქის მი­თი­თე­ბებს უნდა და­ე­მორ­ჩი­ლოს და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა.

„ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. კო­რო­ნა­ვირუ­სიც და­მარ­ცხდე­ბა თუ ღმერ­თთან ვიქ­ნე­ბით. ჩემს ეპარ­ქი­ა­ში ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის. რა ბრძა­ნე­ბა გა­მოს­ცა სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქომ და რა­ზეც გვა­კურ­თხა მის­მა უწ­მინ­დე­სო­ბამ, ყვე­ლა­ფე­რი უნდა შე­ვას­რუ­ლოთ და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე მი­ქა­ელ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ზი­ა­რე­ბის წეს­ში გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნას, რაც ზი­ა­რე­ბის შემ­დგომ „სიტ­კბო­ე­ბის“ მი­ღე­ბი­სას ერთჯე­რა­დი ჭი­ქე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს, მე­უ­ფე მი­ქა­ე­ლი ამ­ბობს, რომ გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ეკ­ლე­სი­ას ამ წეს­ში წინა სა­უ­კუ­ნე­ებ­შიც შე­უ­ტა­ნია.

“იყო გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დე­ბი, 100, 200 და 300 წლის წინ რა­ღა­ცე­ბი ხდე­ბო­და, მაგ­რამ დედა ეკ­ლე­სია იდგა თა­ვის ად­გილ­ზე და იმარ­ჯვებ­და შიდა თუ გარე მტერ­ზე, ბო­როტ ძა­ლებ­ზე, ხი­ლულ­ზე თუ უხი­ლავ­ზე. ახ­ლაც გა­ი­მარ­ჯვებს. ყვე­ლა­ნი უნდა მო­ვი­დეთ ეკ­ლე­სი­ა­ში და ბო­რო­ტი ვე­რა­ფერს დაგ­ვაკ­ლებს", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე მი­ქა­ელ­მა და დას­ძი­ნა:

“ჩვენ ავ­ტო­კე­ფა­ლუ­რი ეკ­ლე­სია ვართ, ერი გვა­ბა­რია, გვაქვს ჩვე­ნი სამ­შობ­ლო, გვყავს პატ­რი­არ­ქი. მისი უწ­მინ­დე­სო­ბის ხედ­ვას და სუ­ლი­ე­რე­ბას ვენ­დო­ბი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე, ამი­ტომ ვე­მორ­ჩი­ლე­ბი ჩემს პატ­რი­არ­ქს”, - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე მი­ქა­ელ­მა.

კი­თხვა­ზე: შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი სა­აღ­დგო­მო მსა­ხუ­რე­ბა­ზე ვი­ხი­ლოთ? - მე­უ­ფე მი­ქა­ელ­მა გა­ნა­ცხა­და:

„პატ­რი­არ­ქი რა­საც გვა­კურ­თხებს და ღმერ­თი რა­საც ინე­ბებს, უნდა და­ვე­მორ­ჩი­ლოთ. ჯერ აღ­დგო­მამ­დე ერთი თვეა დარ­ჩე­ნი­ლი და გვაქვს დრო რა­ღაც-რა­ღა­ცე­ბი გან­ვი­ხი­ლოთ“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე მი­ქა­ელ­მა.

ცნო­ბის­თვის, დღეს პირ­ვე­ლად მრევ­ლმა ზი­ა­რე­ბის შემ­დგომ სიტ­კბო­ე­ბა ერ­ჯე­რა­დი ჭი­ქე­ბით მი­ი­ღო. ასე­ვე პატ­რი­არ­ქის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მედ ყვე­ლა ტა­ძარ­ში დი­ლით 12:00 სა­ათ­ზე ზა­რე­ბი და­ი­რე­კა და სამი ლოც­ვა შეს­რულ­და.

ლოც­ვე­ბი - „მა­მაო ჩვე­ნო" , "ღვთის­მშო­ბე­ლო ქალ­წუ­ლო" და "მო­წყა­ლე­ბი­სა კარი გან­გვი­ღე" ყო­ველ­დღი­უ­რად დღე­ში სამ­ჯერ მრევ­ლმა უნდა წა­ი­კი­თხოს. ასე­ვე ყო­ველ­დღი­უ­რად უნდა იყოს წა­კი­თხუ­ლი ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის და­უჯ­დო­მე­ლი, რო­მე­ლიც იწყე­ბა ღვთის­მშობ­ლის კონ­და­კით - "ზეს­თამ­ბრძო­ლი­სა ჩე­მი­სათ­ვის და მოღ­ვა­წი­სა უძ­ლე­ვე­ლი­სა".

ამას­თან, პატ­რი­არ­ქის ბრძა­ნე­ბით, ყო­ვე­ლი წირ­ვის შემ­დეგ სამ­ღვდე­ლო­ე­ბა ეკ­ლე­სი­ებს და მის გარ­შე­მო მდე­ბა­რე ქუ­ჩებს ნა­კურთხ წყალს ას­ხუ­რებს.

სამ­შა­ბათს, 17 მარტს სამ­ღვდე­ლო­ე­ბის მიერ ქა­ლა­ქის ძი­რი­თა­დი ქუ­ჩე­ბიც იკურ­თხე­ბა.

#
6

გადმოლაგდებიან, ქვეყნის ყველაძე დიდი მაფიოზები!

ავტორი:

"ერთი თვეა დარჩენილი და გვაქვს დრო რაღაც-რაღაცები განვიხილოთ" - შევა თუ არა ცვლილებები სააღდგომო მსახურებაში?

"ერთი თვეა დარჩენილი და გვაქვს დრო რაღაც-რაღაცები განვიხილოთ" - შევა თუ არა ცვლილებები სააღდგომო მსახურებაში?

კორონავირუსი დამარცხდება თუ ღმერთთან ვიქნებით, - ამის შესახებ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა, მეუფე მიქაელმა ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც მეუფე მიქაელმა აღნიშნა, მრევლი პატრიარქის მითითებებს უნდა დაემორჩილოს და ყველაფერი კარგად იქნება.

„ყველაფერი კარგად იქნება. კორონავირუსიც დამარცხდება თუ ღმერთთან ვიქნებით. ჩემს ეპარქიაში ყველაფერი კარგად არის. რა ბრძანება გამოსცა საქართველოს საპატრიარქომ და რაზეც გვაკურთხა მისმა უწმინდესობამ, ყველაფერი უნდა შევასრულოთ და ყველაფერი კარგად იქნება", - განაცხადა მეუფე მიქაელმა.

რაც შეეხება ზიარების წესში გარკვეული ცვლილების შეტანას, რაც ზიარების შემდგომ „სიტკბოების“ მიღებისას ერთჯერადი ჭიქების გამოყენებას გულისხმობს, მეუფე მიქაელი ამბობს, რომ გარკვეული ცვლილებები ეკლესიას ამ წესში წინა საუკუნეებშიც შეუტანია.

“იყო გარკვეული პერიოდები, 100, 200 და 300 წლის წინ რაღაცები ხდებოდა, მაგრამ დედა ეკლესია იდგა თავის ადგილზე და იმარჯვებდა შიდა თუ გარე მტერზე, ბოროტ ძალებზე, ხილულზე თუ უხილავზე. ახლაც გაიმარჯვებს. ყველანი უნდა მოვიდეთ ეკლესიაში და ბოროტი ვერაფერს დაგვაკლებს", - განაცხადა მეუფე მიქაელმა და დასძინა:

“ჩვენ ავტოკეფალური ეკლესია ვართ, ერი გვაბარია, გვაქვს ჩვენი სამშობლო, გვყავს პატრიარქი. მისი უწმინდესობის ხედვას და სულიერებას ვენდობი თავიდან ბოლომდე, ამიტომ ვემორჩილები ჩემს პატრიარქს”, - აღნიშნა მეუფე მიქაელმა.

კითხვაზე: შესაძლებელია თუ არა გარკვეული ცვლილებები სააღდგომო მსახურებაზე ვიხილოთ? - მეუფე მიქაელმა განაცხადა:

„პატრიარქი რასაც გვაკურთხებს და ღმერთი რასაც ინებებს, უნდა დავემორჩილოთ. ჯერ აღდგომამდე ერთი თვეა დარჩენილი და გვაქვს დრო რაღაც-რაღაცები განვიხილოთ“, - განაცხადა მეუფე მიქაელმა.

ცნობისთვის, დღეს პირველად მრევლმა ზიარების შემდგომ სიტკბოება ერჯერადი ჭიქებით მიიღო. ასევე პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, საქართველოში მოქმედ ყველა ტაძარში დილით 12:00 საათზე ზარები დაირეკა და სამი ლოცვა შესრულდა.

ლოცვები - „მამაო ჩვენო" , "ღვთისმშობელო ქალწულო" და "მოწყალებისა კარი განგვიღე" ყოველდღიურად დღეში სამჯერ მრევლმა უნდა წაიკითხოს. ასევე ყოველდღიურად უნდა იყოს წაკითხული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაუჯდომელი, რომელიც იწყება ღვთისმშობლის კონდაკით - "ზესთამბრძოლისა ჩემისათვის და მოღვაწისა უძლეველისა".

ამასთან, პატრიარქის ბრძანებით, ყოველი წირვის შემდეგ სამღვდელოება ეკლესიებს და მის გარშემო მდებარე ქუჩებს ნაკურთხ წყალს ასხურებს.

სამშაბათს, 17 მარტს სამღვდელოების მიერ ქალაქის ძირითადი ქუჩებიც იკურთხება.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"