პოლიტიკა
სამხედრო
სამართალი

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უწმინდესის თხოვნაა, ყოველმა მორწმუნემ ყოველდღიურად წაიკითხოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაუჯდომელი" - საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში ზარები დარეკავს
"უწმინდესის თხოვნაა, ყოველმა მორწმუნემ ყოველდღიურად წაიკითხოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაუჯდომელი" - საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში ზარები დარეკავს

სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მოქ­მედ ტა­ძარ­ში 12:00 სა­ა­თის­თვის ზა­რე­ბი და­რე­კავს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქომ გუ­შინ გა­ნა­ცხა­და.

ზა­რე­ბი და­ი­რე­კა ასე­ვე სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში, სა­დაც საკ­ვი­რაო წირ­ვას პატ­რი­არ­ქის მო­საყ­დრე მე­უ­ფე შიო აღავ­ლენს.

სა­პატ­რი­არ­ქო მრევლს მო­უ­წო­დებს ყო­ველ დი­ლით ნა­კურ­თხი წყა­ლი და­ლი­ონ და თავი შე­ი­კა­ვონ სა­ზღვარ­გა­რეთ ვი­ზი­ტე­ბის­გან.

"გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქომ გა­ავ­რცე­ლა წე­რი­ლი და მო­უ­წო­და დედა ეკ­ლე­სი­ამ მის შვი­ლებს და­იც­ვან ექი­მე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, უსაფრ­თხო­ე­ბა და ასე­ვე მო­უ­წო­და, რომ 12 სა­ა­თის­თვის ყვე­ლა მოქ­მედ ტა­ძარ­ში და­ირ­ე­კოს ზა­რე­ბი და ით­ქვას სამი ლოც­ვა "მა­მაო ჩვე­ნო", "მო­წყა­ლე­ბი­სა კარი გან­გვი­ღე", "ღვთის­მშო­ბე­ლო ქალ­წუ­ლო". ასე­ვე რე­კო­მენ­და­ცი­აა ასე­თი, რომ ყვე­ლამ ყო­ველ დი­ლით და­ლი­ოს ნა­კურ­თხი წყა­ლი და ას­ხუ­როს. ასე­ვე მო­უ­წო­და რომ თავი შე­ი­კა­ვონ სა­ზღვარ­გა­რეთ ვი­ზი­ტე­ბის­გან, თუნ­დაც ეს მომ­ლოც­ვე­ლო­ბი­თი სა­ხის იყოს. ზი­ა­რე­ბის წეს­ზე ით­ქვა ის, რომ არ შე­იც­ვლე­ბა ერთი კოვ­ზით ზი­ა­რე­ბის წესი, რად­გან ეს არის სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ტრა­დი­ცია და ეს დად­გე­ნი­ლე­ბა არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ამ, სა­ბერ­ძნე­თის ეკ­ლე­სი­ა­მაც მი­ი­ღო. მხო­ლოდ შე­იც­ვლე­ბა ის, რომ ზი­ა­რე­ბის შემ­დგომ ერთჯე­რა­დი ჭი­ქე­ბით და­ლევს მრევ­ლი "სიტ­კბო­ე­ბას" ან იმ ჭი­ქე­ბით რა­საც მრევ­ლი მო­ი­ტანს. მსგავ­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ადრე არ მახ­სენ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის მღვდელ­მა, იო­ა­ნე მჭედ­ლიშ­ვილ­მა.

ასე­ვე მან აღ­ნიშ­ნა, რომ რო­გორც სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში, ასე­ვე ყვე­ლა მოქ­მედ ტა­ძარ­ში სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ტარ­და და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ეს სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­საძ­ლოა კი­დევ გან­ხორ­ცი­ელ­დეს.

შე­გახ­სე­ნებთ, პატ­რი­არ­ქის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 15 მარ­ტი­დან, ყო­ველ კვი­რა დღეს 12:00 სა­ათ­ზე ყვე­ლა ტა­ძარ­ში ზა­რე­ბი და­ი­რე­კე­ბა. ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

გან­ცხა­დე­ბა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ წირ­ვის შემ­დეგ, სა­სურ­ვე­ლია, მო­ძღვრებ­მა ლი­ტა­ნი­ო­ბა შე­ას­რუ­ლონ და ეკ­ლე­სი­ის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ას ნა­კურ­თხი წყა­ლი აპ­კუ­რონ.

ამას­თან, უწ­მინ­დე­სის თხოვ­ნაა, რომ ყვე­ლა მორ­წმუ­ნემ ყო­ველ­დღი­უ­რად წა­ი­კი­თხოს ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის და­უჯ­დო­მე­ლი, ხოლო სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბის­თვის ილო­ცონ.

„სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს ვთხოვთ, გა­მორ­ჩე­უ­ლად ილო­ცონ კო­რო­ნა ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბულ­თათ­ვის და მათ­თვის, ვინც თავ­და­უ­ზო­გა­ვად შრო­მობს დას­ნე­უ­ლე­ბულ­თა გა­მო­სა­ჯან­მრთე­ლებ­ლად.

წირ­ვის შემ­დეგ, კი, სა­სურ­ვე­ლია, მო­ძღვრებ­მა შე­ას­რუ­ლონ ლი­ტა­ნი­ო­ბა და ნა­კურ­თხი წყა­ლი ას­ხუ­რონ ეკ­ლე­სი­ის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­სა და ქუ­ჩებს.

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ, ვიდ­რე ქვე­ყა­ნა­ში რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა, კვი­რა დღი­დან, 15 მარ­ტი­დან, ყო­ველ კვი­რა დღეს, 12:00 სთ-ზე, ყვე­ლა ტა­ძარ­ში (სა­სურ­ვე­ლია უცხო­ეთ­ში არ­სე­ბულ ქარ­თულ ეკ­ლე­სი­ებ­შიც ამ დროს­ვე) და­ირ­ე­კოს ზა­რე­ბი და ერ­თად ვთქვათ ლოც­ვე­ბი: „მა­მაო ჩვე­ნო“, „ღვთის­მშო­ბე­ლო ქალ­წუ­ლო“ და “მო­წყა­ლე­ბი­სა კარი გან­გვი­ღე,“ ხოლო ვინც არ იქ­ნე­ბა ეკ­ლე­სი­ა­ში, სა­დაც არის, იქი­დან შე­მო­უ­ერ­თდეს იმა­ვე ლოც­ვით, რათა ერ­თო­ბი­თა და ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბით შე­ვა­ვედ­როთ უფალს მთე­ლი მსოფ­ლიო, სა­ქარ­თვე­ლო და ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბი.

ამას­თან, მისი უწ­მინ­დე­სო­ბი­სა და უნე­ტა­რე­სო­ბის თხოვ­ნაა, ყო­ველ­მა მორ­წმუ­ნემ ყო­ველ­დღი­უ­რად წა­ი­კი­თხოს ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის და­უჯ­დო­მე­ლი, - "ზეს­თამ­ბრძო­ლი­სა ჩე­მი­სათ­ვის,“ რო­მელ­საც არა­ერ­თგზის უხ­სნია ხალ­ხი დიდი გან­საც­დე­ლის­გან.

მო­გი­წო­დებთ, შე­ვე­წი­ოთ ერ­თმა­ნეთს ნე­ბის­მი­ე­რი სიძ­ნე­ლის გა­და­სა­ლა­ხად, ვი­ყოთ მიმ­ტე­ვე­ბელ­ნი და გა­მო­ვი­ჩი­ნოთ ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი და ზრუნ­ვა; „ურ­თი­ერ­თარს სიმ­ძი­მე იტჳრთეთ და ეს­რეთ აღას­რუ­ლეთ სჯუ­ლი იგი ქრის­ტე­სი“.

ღვთის­მშო­ბე­ლი დედა შე­ე­წი­ოს ჩვენს ქვე­ყა­ნას, თი­თო­ე­ულ თქვენ­განს და რწმე­ნამ ღვთი­სამ გა­ნამ­ტკი­ცოს ერი,“ - ნათ­ქვა­მია სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
)))
6

ლარიც აკურთხეთ, ერთხელ, რა იქნება!

ტაზო
0

პარლამენტიც აუცილებლად უნდა აკურთხონ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"უწმინდესის თხოვნაა, ყოველმა მორწმუნემ ყოველდღიურად წაიკითხოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაუჯდომელი" - საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში ზარები დარეკავს

"უწმინდესის თხოვნაა, ყოველმა მორწმუნემ ყოველდღიურად წაიკითხოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაუჯდომელი" - საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში ზარები დარეკავს

საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში 12:00 საათისთვის ზარები დარეკავს. აღნიშნულის შესახებ საქართველოს საპატრიარქომ გუშინ განაცხადა.

ზარები დაირეკა ასევე სამების საკათედრო ტაძარში, სადაც საკვირაო წირვას პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო აღავლენს.

საპატრიარქო მრევლს მოუწოდებს ყოველ დილით ნაკურთხი წყალი დალიონ და თავი შეიკავონ საზღვარგარეთ ვიზიტებისგან.

"გუშინ საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა წერილი და მოუწოდა დედა ეკლესიამ მის შვილებს დაიცვან ექიმების რეკომენდაციები, უსაფრთხოება და ასევე მოუწოდა, რომ 12 საათისთვის ყველა მოქმედ ტაძარში დაირეკოს ზარები და ითქვას სამი ლოცვა "მამაო ჩვენო", "მოწყალებისა კარი განგვიღე", "ღვთისმშობელო ქალწულო". ასევე რეკომენდაციაა ასეთი, რომ ყველამ ყოველ დილით დალიოს ნაკურთხი წყალი და ასხუროს. ასევე მოუწოდა რომ თავი შეიკავონ საზღვარგარეთ ვიზიტებისგან, თუნდაც ეს მომლოცველობითი სახის იყოს. ზიარების წესზე ითქვა ის, რომ არ შეიცვლება ერთი კოვზით ზიარების წესი, რადგან ეს არის საუკუნოვანი ტრადიცია და ეს დადგენილება არა მარტო საქართველოს ეკლესიამ, საბერძნეთის ეკლესიამაც მიიღო. მხოლოდ შეიცვლება ის, რომ ზიარების შემდგომ ერთჯერადი ჭიქებით დალევს მრევლი "სიტკბოებას" ან იმ ჭიქებით რასაც მრევლი მოიტანს. მსგავსი გადაწყვეტილება ადრე არ მახსენდება", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმა, იოანე მჭედლიშვილმა.

ასევე მან აღნიშნა, რომ როგორც სამების საკათედრო ტაძარში, ასევე ყველა მოქმედ ტაძარში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა და რეკომენდაციების შესაბამისად ეს სამუშაოები შესაძლოა კიდევ განხორციელდეს.

შეგახსენებთ, პატრიარქის გადაწყვეტილებით, 15 მარტიდან, ყოველ კვირა დღეს 12:00 საათზე ყველა ტაძარში ზარები დაირეკება. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ წირვის შემდეგ, სასურველია, მოძღვრებმა ლიტანიობა შეასრულონ და ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიას ნაკურთხი წყალი აპკურონ.

ამასთან, უწმინდესის თხოვნაა, რომ ყველა მორწმუნემ ყოველდღიურად წაიკითხოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაუჯდომელი, ხოლო სასულიერო პირებმა კორონავირუსით დაავადებულებისთვის ილოცონ.

„სასულიერო პირებს ვთხოვთ, გამორჩეულად ილოცონ კორონა ვირუსით დაავადებულთათვის და მათთვის, ვინც თავდაუზოგავად შრომობს დასნეულებულთა გამოსაჯანმრთელებლად.

წირვის შემდეგ, კი, სასურველია, მოძღვრებმა შეასრულონ ლიტანიობა და ნაკურთხი წყალი ასხურონ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიასა და ქუჩებს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ, ვიდრე ქვეყანაში რთული მდგომარეობაა, კვირა დღიდან, 15 მარტიდან, ყოველ კვირა დღეს, 12:00 სთ-ზე, ყველა ტაძარში (სასურველია უცხოეთში არსებულ ქართულ ეკლესიებშიც ამ დროსვე) დაირეკოს ზარები და ერთად ვთქვათ ლოცვები: „მამაო ჩვენო“, „ღვთისმშობელო ქალწულო“ და “მოწყალებისა კარი განგვიღე,“ ხოლო ვინც არ იქნება ეკლესიაში, სადაც არის, იქიდან შემოუერთდეს იმავე ლოცვით, რათა ერთობითა და ერთსულოვნებით შევავედროთ უფალს მთელი მსოფლიო, საქართველო და ჩვენი ოჯახები.

ამასთან, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის თხოვნაა, ყოველმა მორწმუნემ ყოველდღიურად წაიკითხოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაუჯდომელი, - ,,ზესთამბრძოლისა ჩემისათვის,“ რომელსაც არაერთგზის უხსნია ხალხი დიდი განსაცდელისგან.

მოგიწოდებთ, შევეწიოთ ერთმანეთს ნებისმიერი სიძნელის გადასალახად, ვიყოთ მიმტევებელნი და გამოვიჩინოთ ქრისტიანული სიყვარული და ზრუნვა; „ურთიერთარს სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“.

ღვთისმშობელი დედა შეეწიოს ჩვენს ქვეყანას, თითოეულ თქვენგანს და რწმენამ ღვთისამ განამტკიცოს ერი,“ - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

23 მაისიდან დახურულ საჯარო სივრცეებში, მათ შორის სავაჭრო ობიექტებში პირბადეების ტარება სავალდებულო იქნება

23 მაისიდან ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა კვლავ შეზღუდული იქნება, გარდა ონლაინ ვაჭრობისა - ირაკლი ჩიქოვანი

როდემდე შენარჩუნდება წვიმიანი ამინდი - უახლოესი დღეების პროგნოზი