სამართალი
პოლიტიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საპატრიარქოს მიმართვა მრევლს
საპატრიარქოს მიმართვა მრევლს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო მრევლს მო­უ­წო­დებს, თავი შე­ი­კა­ვონ სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლი­სა­გან, მათ შო­რის მო­სა­ლო­ცად. ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რი­არ­ქოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

სა­პატ­რი­არ­ქო მო­სახ­ლე­ო­ბას მი­მარ­თავს, რომ გა­მო­ი­ჩი­ნონ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და და­იც­ვან თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის წესი. რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ამას­თან, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია მოხ­დეს მო­ძღვრის ბი­ნა­ზე მის­ვლა და მრევ­ლის ამ­გვა­რად ზი­ა­რე­ბა.

„რო­გორც ცნო­ბი­ლია, კო­რო­ნა­ვირუ­სის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გამო, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ით სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზო­მე­ბია მი­ღე­ბუ­ლი. დღე­ი­სათ­ვის ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც მოქ­მე­დებს გარ­კვე­უ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და არ­სე­ბობს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის რჩე­ვე­ბი. სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გვა­ვალ­დე­ბუ­ლებს ამ მი­თი­თე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას. ამი­ტომ სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­აც მის მრევლს მო­უ­წო­დებს, თავი შე­ი­კა­ვონ სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლი­სა­გან, მათ შო­რის მო­სა­ლო­ცად. ვურ­ჩევთ ყვე­ლას, უკი­დუ­რე­სი აუ­ცი­ლებ­ლო­ბის გარ­და, ნუ გა­ემ­გზავ­რე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლო­დან, ხოლო გაზ­რდი­ლი რის­კის ქვეყ­ნე­ბი­დან ჩა­მო­სუ­ლებ­მა გან­სა­კუთ­რე­ბით უნდა და­იც­ვან იზო­ლა­ცი­ის წესი. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით უნდა მო­იქ­ცნენ ისი­ნიც, რო­მელ­ნიც გრი­პით, ან გრი­პის მსგავ­სი ვირუ­სით არი­ან და­ა­ვა­დე­ბულ­ნი და სახ­ლებ­ში დარ­ჩნენ. სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, მათ მო­ძღვა­რი ბი­ნა­ზე აზი­ა­რებს,” - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

გარ­და ამი­სა, სა­პატ­რი­არ­ქო და­საშ­ვე­ბად მი­იჩ­ნევს, რომ ზი­ა­რე­ბის შემ­დგომ სას­მე­ლის ("სიტ­კბო­ე­ბის") მი­ღე­ბა მოხ­დეს სა­კუ­თა­რი ან ერთჯე­რა­დი ჭი­ქე­ბით. ამას­თან, სა­პატ­რი­არ­ქო მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დებს ხში­რად გა­მო­ი­ყე­ნოს ნა­კურ­თხი წყა­ლი და გულ­ში ლოც­ვე­ბი თქვას. გან­ცხა­დე­ბა­ში ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლია ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბის დაც­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზეც.

„ხში­რად უნდა გა­მო­ი­ყე­ნოთ ნა­კურ­თხი წყა­ლი, რო­გორც და­სა­ლე­ვად (უზ­მო­ზე), ასე­ვე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი და სა­მუ­შაო ად­გი­ლის სა­პ­კუ­რებ­ლად. შე­გახ­სე­ნებთ, იმა­საც, რომ გულ­ში შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად თქვათ „იე­სოს ლოც­ვა“ ან მოკ­ლედ, - "უფა­ლო შე­მი­წყა­ლე". რო­გორც წესი, საკ­ვე­ბის მი­ღე­ბის წინ და შემ­დგო­მაც უნდა ით­ქვას შე­სა­ბა­მი­სი ლოც­ვა და საჭ­მელს ჯვა­რი გა­და­ე­სა­ხოს.

"გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ექ­ცეს პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნის დაც­ვას და, ზო­გა­დად, სი­სუფ­თა­ვე­ზე ზრუნ­ვას. ასე­ვე, სა­ჭი­როა ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი წე­სე­ბის დაც­ვა"

უსაფრ­თხო­ე­ბის და­მა­ტე­ბი­თი ზო­მე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­მაც მი­ი­ღო და ეკ­ლე­სი­ე­ბი­სათ­ვის სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­ცე­მა უკვე და­წყე­ბუ­ლია.

ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა ტაძ­რებ­ში აღევ­ლი­ნე­ბა ჩვე­უ­ლი წე­სით, თუმ­ცა და­საშ­ვე­ბად მი­ვიჩ­ნევთ, რომ ზი­ა­რე­ბის შემ­დგომ სას­მე­ლის ("სიტ­კბო­ე­ბის") მი­ღე­ბა მოხ­დეს სა­კუ­თა­რი ან ერთჯე­რა­დი ჭი­ქე­ბით.

გვინ­და აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ტა­ძა­რი არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი ღვთის­მყო­ფო­ბი­სა, აქ აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი ლი­ტურ­გია კი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მსა­ხუ­რე­ბაა დე­და­მი­წა­ზე. წირ­ვა-ლოც­ვა­ში რწმე­ნით მო­ნა­წი­ლე ადა­მი­ა­ნი მი­ე­ახ­ლე­ბა ცო­ცხალ ღმერ­თს, იესო ქრის­ტეს, რო­მე­ლიც თა­ვად არის წყა­რო სი­ცო­ცხლი­სა და მშვი­დო­ბი­სა, იმე­დი­სა და სი­ხა­რუ­ლი­სა და ამ მადლს არ უნდა გან­ვე­შო­როთ,” - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
123
10

აქამდე სად იყავით

ეჰ
15

ფულით დაეხმარეთ ხალხს ფულით, თორემ რჩევები თქვენზე უკეთესი აქვთ ხალხს.

ავტორი:

საპატრიარქოს მიმართვა მრევლს

საპატრიარქოს მიმართვა მრევლს

საქართველოს საპატრიარქო მრევლს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საზღვარგარეთ წასვლისაგან, მათ შორის მოსალოცად. ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

საპატრიარქო მოსახლეობას მიმართავს, რომ გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და დაიცვან თვითიზოლაციის წესი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მოხდეს მოძღვრის ბინაზე მისვლა და მრევლის ამგვარად ზიარება.

„როგორც ცნობილია, კორონავირუსის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით საერთაშორისო მასშტაბით განსაკუთრებული ზომებია მიღებული. დღეისათვის ჩვენს ქვეყანაშიც მოქმედებს გარკვეული რეგულაციები და არსებობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის რჩევები. სამოქალაქო პასუხისმგებლობა გვავალდებულებს ამ მითითებების გათვალისწინებას. ამიტომ საქართველოს ეკლესიაც მის მრევლს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საზღვარგარეთ წასვლისაგან, მათ შორის მოსალოცად. ვურჩევთ ყველას, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, ნუ გაემგზავრებიან საქართველოდან, ხოლო გაზრდილი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულებმა განსაკუთრებით უნდა დაიცვან იზოლაციის წესი. პასუხისმგებლობით უნდა მოიქცნენ ისინიც, რომელნიც გრიპით, ან გრიპის მსგავსი ვირუსით არიან დაავადებულნი და სახლებში დარჩნენ. სურვილის შემთხვევაში, მათ მოძღვარი ბინაზე აზიარებს,” - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, საპატრიარქო დასაშვებად მიიჩნევს, რომ ზიარების შემდგომ სასმელის ("სიტკბოების") მიღება მოხდეს საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით. ამასთან, საპატრიარქო მოსახლეობას მოუწოდებს ხშირად გამოიყენოს ნაკურთხი წყალი და გულში ლოცვები თქვას. განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია ჰიგიენის ნორმების დაცვის აუცილებლობაზეც.

„ხშირად უნდა გამოიყენოთ ნაკურთხი წყალი, როგორც დასალევად (უზმოზე), ასევე საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის საპკურებლად. შეგახსენებთ, იმასაც, რომ გულში შეძლებისდაგვარად თქვათ „იესოს ლოცვა“ ან მოკლედ, - "უფალო შემიწყალე". როგორც წესი, საკვების მიღების წინ და შემდგომაც უნდა ითქვას შესაბამისი ლოცვა და საჭმელს ჯვარი გადაესახოს.

"განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პირადი ჰიგიენის დაცვას და, ზოგადად, სისუფთავეზე ზრუნვას. ასევე, საჭიროა ერთმანეთთან ურთიერთობისას შემოთავაზებული წესების დაცვა"

უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს საპატრიარქომაც მიიღო და ეკლესიებისათვის სადეზინფექციო საშუალებების გაცემა უკვე დაწყებულია.

ღვთისმსახურება ტაძრებში აღევლინება ჩვეული წესით, თუმცა დასაშვებად მივიჩნევთ, რომ ზიარების შემდგომ სასმელის ("სიტკბოების") მიღება მოხდეს საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ ტაძარი არის განსაკუთრებული ადგილი ღვთისმყოფობისა, აქ აღსრულებული ლიტურგია კი ყველაზე მნიშვნელოვანი მსახურებაა დედამიწაზე. წირვა-ლოცვაში რწმენით მონაწილე ადამიანი მიეახლება ცოცხალ ღმერთს, იესო ქრისტეს, რომელიც თავად არის წყარო სიცოცხლისა და მშვიდობისა, იმედისა და სიხარულისა და ამ მადლს არ უნდა განვეშოროთ,” - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 683-მდე გაიზარდა

წვიმა და ძლიერი ქარი - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი

23 წლის ბექა გოგოლაძეს, რომელიც ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა, დახმარება ესაჭიროება