პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
ამირან გამყრელიძე - ბავშვები ეზოში და ჰაერზე უნდა გავიყვანოთ, მაგრამ სასურველია, საქანელები და სკამები დღეში ერთხელ მაინც სველი წესით დამუშავდეს
ამირან გამყრელიძე - ბავშვები ეზოში და ჰაერზე უნდა გავიყვანოთ, მაგრამ სასურველია, საქანელები და სკამები დღეში ერთხელ მაინც სველი წესით დამუშავდეს

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­სურ­ვე­ლია, კორ­პუს­თან მდე­ბა­რე ეზო­ებ­სა და სკვე­რებ­ში არ­სე­ბუ­ლი ბავ­შვთა გა­სარ­თო­ბი მო­ედ­ნე­ბი, სა­ქა­ნე­ლე­ბი, სკა­მე­ბი და სხვა ინფრას­ტრუქ­ტუ­რა დღე­ში, მი­ნი­მუმ, ერთხელ სვე­ლი წე­სით და­მუ­შავ­დეს.

რო­გორც ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, ბავ­შვე­ბის ეზო­ებ­სა და სკვე­რებ­ში სუფ­თა ჰა­ერ­ზე გა­სე­ირ­ნე­ბა ინ­ფექ­ცი­ის გამო არ უნდა შევ­ზღუ­დოთ, თუმ­ცა, სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, ბავ­შვთა გა­სარ­თო­ბი სივ­რცე­ე­ბი უნდა მო­ვა­წეს­რი­გოთ.

"ჩვენ­თან დიდი ეპი­დე­მია ღვთის წყა­ლო­ბით, არ არის და ბავ­შვე­ბი ჰა­ერ­ზე უნდა გა­იყ­ვა­ნოთ. ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­აა, რომ დიდი თავ­ყრი­ლო­ბე­ბი, ბავ­შვე­ბის დიდ და­ბა­დე­ბის დღე­ებ­ზე წაყ­ვა­ნა, შევ­ზღუ­დოთ, თო­რემ ეზო­შიც უნდა გა­იყ­ვა­ნოთ და ჰა­ერ­ზეც უნდა გა­იყ­ვა­ნოთ, რა თქმა უნდა. სა­სურ­ვე­ლია, რომ ვინც ამ სა­ქა­ნე­ლებ­სა და ა.შ ემ­სა­ხუ­რე­ბა, წე­სის შე­სა­ბა­მი­სად ჰი­გი­ე­ნუ­რად და­ა­მუ­შა­ონ, სა­ქა­ნე­ლა გაწ­მინ­დონ ხოლ­მე, სა­სურ­ვე­ლია ყო­ველ­დღი­უ­რად - რო­გორც სახ­ლს ალა­გებთ ისე. ზო­ო­პარკში მა­გა­ლი­თად კარ­გია, ზო­ო­პარ­კის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ამა­ზე იფიქ­როს და სა­ქა­ნე­ლე­ბი გაწ­მინ­დოს ხოლ­მე. სო­ლი­და­რო­ბას რომ ვამ­ბობ, ყვე­ლამ გა­მო­ვი­ჩი­ნოთ ჩვე­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რომ ბავ­შვი სა­დაც ჯდე­ბა და რა­საც ხელს კი­დებს ხოლ­მე, ის იყო ჰი­გი­ე­ნუ­რად და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კარ­გი სვე­ლი ტი­ლო­თი გაწ­მინ­დონ ხოლ­მე," - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

ბესო.
1

თუ ამდენი იცოდი ბატონო დავით სად იყავით აქამდე.

ავტორი:

ამირან გამყრელიძე - ბავშვები ეზოში და ჰაერზე უნდა გავიყვანოთ, მაგრამ სასურველია, საქანელები და სკამები დღეში ერთხელ მაინც სველი წესით დამუშავდეს

ამირან გამყრელიძე - ბავშვები ეზოში და ჰაერზე უნდა გავიყვანოთ, მაგრამ სასურველია, საქანელები და სკამები დღეში ერთხელ მაინც სველი წესით დამუშავდეს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სასურველია, კორპუსთან მდებარე ეზოებსა და სკვერებში არსებული ბავშვთა გასართობი მოედნები, საქანელები, სკამები და სხვა ინფრასტრუქტურა დღეში, მინიმუმ, ერთხელ სველი წესით დამუშავდეს.

როგორც ამირან გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ბავშვების ეზოებსა და სკვერებში სუფთა ჰაერზე გასეირნება ინფექციის გამო არ უნდა შევზღუდოთ, თუმცა, სამოქალაქო პასუხისმგებლობის ფარგლებში, ბავშვთა გასართობი სივრცეები უნდა მოვაწესრიგოთ.

"ჩვენთან დიდი ეპიდემია ღვთის წყალობით, არ არის და ბავშვები ჰაერზე უნდა გაიყვანოთ. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ დიდი თავყრილობები, ბავშვების დიდ დაბადების დღეებზე წაყვანა, შევზღუდოთ, თორემ ეზოშიც უნდა გაიყვანოთ და ჰაერზეც უნდა გაიყვანოთ, რა თქმა უნდა. სასურველია, რომ ვინც ამ საქანელებსა და ა.შ ემსახურება, წესის შესაბამისად ჰიგიენურად დაამუშაონ, საქანელა გაწმინდონ ხოლმე, სასურველია ყოველდღიურად - როგორც სახლს ალაგებთ ისე. ზოოპარკში მაგალითად კარგია, ზოოპარკის ხელმძღვანელობამ ამაზე იფიქროს და საქანელები გაწმინდოს ხოლმე. სოლიდარობას რომ ვამბობ, ყველამ გამოვიჩინოთ ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ ბავშვი სადაც ჯდება და რასაც ხელს კიდებს ხოლმე, ის იყო ჰიგიენურად დამუშავებული. არ არის აუცილებელი სადეზინფექციო ხსნარი, ჩვეულებრივი კარგი სველი ტილოთი გაწმინდონ ხოლმე," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"