მსოფლიო
საზოგადოება
კონფლიქტები

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ არიან კორნავირუსით ინფიცირებული - უახლესი ინფორმაცია ინფექციური საავადმყოფოდან
როგორ არიან კორნავირუსით ინფიცირებული - უახლესი ინფორმაცია ინფექციური საავადმყოფოდან

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, იმ პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც სხვებ­თან შე­და­რე­ბით მძი­მე იყო, დას­ტა­ბი­ლურ­და.

რო­გორც ეზუგ­ბა­ი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი­დან ხუთს უდას­ტურ­დე­ბა პნევ­მო­ნია.

„5 პა­ცი­ენ­ტთან და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია პნევ­მო­ნია. ერთ-ერთი იყო შე­და­რე­ბით მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბით, მაგ­რამ დღეს შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ დას­ტა­ბი­ლურ­და ამ პა­ცი­ენ­ტთან მდგო­მა­რე­ო­ბა და ახლა მისი პნევ­მო­ნია შეგ­ვიძ­ლია შე­ვა­ფა­სოთ რო­გორც სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი ოთხი მსუ­ბუ­ქი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბით იყო შე­ფა­სე­ბუ­ლი და ასე­ვე რჩე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით, პროგ­რე­სი­რე­ბა დი­ლის მო­ნა­ცე­მე­ბით არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, ამ­ჟა­მად სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 45 პა­ცი­ენ­ტი იმ­ყო­ფე­ბა, სა­ი­და­ნაც 17 პა­ცი­ენ­ტის პა­სუ­ხი რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში იქ­ნე­ბა.

„დღეს დი­ლის მო­ნა­ცე­მე­ბით სა­ა­ა­ვად­მყო­ფო­ში წევს 45 პა­ცი­ენ­ტი, სა­ი­და­ნაც 21 არის ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. გუ­შინ დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში აღე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბით მი­ვი­ღეთ 11 პა­ცი­ენტზე უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი და ეს პა­ცი­ენ­ტე­ბი გა­დაყ­ვა­ნი­ლე­ბი არი­ან თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში ან სა­კა­რან­ტი­ნე ზო­ნა­ში. ახლა 17 პა­ცი­ენტზეა აღე­ბუ­ლი ტეს­ტი და ჩვენ­თვის ჯერ­ჯე­რო­ბით პა­სუ­ხე­ბი ცნო­ბი­ლი არ არის, თუმ­ცა წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ალ­ბათ ნე­გა­ტი­უ­რი უნდა იყოს ყვე­ლა“, - გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

მისი თქმით, კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 12 წლის მო­ზარ­დის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

„მი­ნი­მა­ლუ­რი ჩი­ვი­ლე­ბით არის ეს ბავ­შვი და ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბა მისი და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. ზო­გა­დად, ბავ­შვებ­ში შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რე­ობს და იმე­დია, ასე გაგ­რძელ­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ეზუგ­ბა­ი­ამ.

მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, 55 წლის მა­მა­კაცს, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი პირ­ველს და­უ­დას­ტურ­და, ჯერ­ჯე­რო­ბით ინ­ფექ­ცია კვლავ უფიქ­სირ­დე­ბა, რის გა­მოც, კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა.

რო­გორც ეზუგ­ბა­ი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში გან­მარ­ტა, მას კი­დევ ერთი ტეს­ტი 2-4 დღის ვა­და­ში ჩა­უ­ტარ­დე­ბა.

„გა­კეთ­და მისი ტეს­ტი­რე­ბა ვირუს­თან მი­მარ­თე­ბა­ში. მი­ღე­ბუ­ლი იქნა სუს­ტი და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ვირუს­მა არ და­ტო­ვა ორ­გა­ნიზ­მი, გა­სა­გე­ბი ენით რომ ვი­ლა­პა­რა­კოთ. ვირუ­სი მცი­რე კონ­ცენ­ტრა­ცი­ით ისა­ზღვრე­ბა, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ ვირუს­მა და­ტო­ვა ორ­გა­ნიზ­მი. მა­ინც ით­ვლე­ბა, რომ ამ პა­ცი­ენ­ტთან პა­სუ­ხი და­დე­ბი­თია და აუ­ცი­ლებ­ლად ითხოვს გა­და­კონ­ტრო­ლე­ბას. გა­და­კონ­ტრო­ლე­ბა სა­დღაც 2-4 დღის ინ­ტერ­ვალ­ში მოხ­დე­ბა, ალ­ბათ, უფრო მე-4 დღეს. თუ მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ნე­გა­ტი­უ­რი პა­სუ­ხი, ამ შემ­თხვე­ვა­ში, ერთი დღის ჩაგ­დე­ბით კვლავ უნდა ჩა­ტარ­დეს ტეს­ტი­რე­ბა და გან­მე­ო­რე­ბით უნდა იყოს ნე­გა­ტი­უ­რი, ანუ უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი, რომ ჩა­ით­ვა­ლოს პა­ცი­ენ­ტი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლად. ეს გარ­კვე­ულ­წი­ლად რამ­დე­ნი­მე დღის პრო­ცე­სია, ნელ-ნელა გავ­ყვე­ბით და ამის გან­მარ­ტე­ბებ­საც მოგ­ცემთ“, - გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა 26 თე­ბერ­ვალს და­დას­ტურ­და. ვირუ­სი 55 წლის მა­მა­კაცს და­უდ­გინ­და, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ირა­ნი­დან შე­მო­ვი­და. მას 14-დღი­ა­ნი ინ­კუ­ბა­ცი­ის პე­რი­ო­დის გავ­ლის შემ­დეგ ახა­ლი ტეს­ტი ჩა­უ­ტარ­და, რო­მელ­მაც ორ­გა­ნიზ­მში ჯერ კი­დევ ვირუ­სის არ­სე­ბო­ბა და­ა­დას­ტუ­რა.

სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც იტა­ლი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა, სა­ა­ვად­მყო­ფო­დან უკვე გა­წე­რეს. ამის შე­სა­ხებ მი­ნის­ტრმა ჟურ­ნა­ლის­ტებს მთავ­რო­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და.

„რო­გორც თქვენ­თვის ცნო­ბი­ლია, იტა­ლი­ა­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც იყო და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და გა­დი­ო­და შე­სა­ბა­მის პრო­ცე­დუ­რებს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე უკვე გა­წე­რეს სა­ა­ვად­მყო­ფო­დან. სა­ბო­ლოო გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბამ­დე მან მა­ინც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ი­ა­როს სა­კა­რან­ტი­ნო პრო­ცე­დუ­რე­ბი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ჯან­მრთე­ლი და­უბ­რუნ­დე­ბა თა­ვის ოჯახს“, - აღ­ნიშ­ნა ზალ­კა­ლი­ან­მა.

ciyri
1

qalbatono marina dzalian shemakvare tavi, uplis wkaloba.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

როგორ არიან კორნავირუსით ინფიცირებული - უახლესი ინფორმაცია ინფექციური საავადმყოფოდან

როგორ არიან კორნავირუსით ინფიცირებული - უახლესი ინფორმაცია ინფექციური საავადმყოფოდან

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, იმ პაციენტის მდგომარეობა, რომელიც სხვებთან შედარებით მძიმე იყო, დასტაბილურდა.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებიდან ხუთს უდასტურდება პნევმონია.

„5 პაციენტთან დადასტურებულია პნევმონია. ერთ-ერთი იყო შედარებით მძიმე მდგომარეობით, მაგრამ დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასტაბილურდა ამ პაციენტთან მდგომარეობა და ახლა მისი პნევმონია შეგვიძლია შევაფასოთ როგორც საშუალო სიმძიმის, ხოლო დანარჩენი ოთხი მსუბუქი მიმდინარეობით იყო შეფასებული და ასევე რჩება ჯერჯერობით, პროგრესირება დილის მონაცემებით არ შეინიშნება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ამჟამად საავადმყოფოში 45 პაციენტი იმყოფება, საიდანაც 17 პაციენტის პასუხი რამდენიმე საათში იქნება.

„დღეს დილის მონაცემებით სააავადმყოფოში წევს 45 პაციენტი, საიდანაც 21 არის ინფიცირებული. გუშინ დღის პირველ ნახევარში აღებული ტესტირებით მივიღეთ 11 პაციენტზე უარყოფითი პასუხი და ეს პაციენტები გადაყვანილები არიან თვითიზოლაციაში ან საკარანტინე ზონაში. ახლა 17 პაციენტზეა აღებული ტესტი და ჩვენთვის ჯერჯერობით პასუხები ცნობილი არ არის, თუმცა წინასწარი მონაცემებით, ალბათ ნეგატიური უნდა იყოს ყველა“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, კორონავირუსით დაინფიცირებული 12 წლის მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია.

„მინიმალური ჩივილებით არის ეს ბავშვი და ზოგადი მდგომარეობა მისი დამაკმაყოფილებელია. ზოგადად, ბავშვებში შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს და იმედია, ასე გაგრძელდება“, - აღნიშნა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 55 წლის მამაკაცს, რომელსაც საქართველოში კორონავირუსი პირველს დაუდასტურდა, ჯერჯერობით ინფექცია კვლავ უფიქსირდება, რის გამოც, კლინიკაში რჩება.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, მას კიდევ ერთი ტესტი 2-4 დღის ვადაში ჩაუტარდება.

„გაკეთდა მისი ტესტირება ვირუსთან მიმართებაში. მიღებული იქნა სუსტი დადებითი პასუხი, ეს იმას ნიშნავს, რომ ვირუსმა არ დატოვა ორგანიზმი, გასაგები ენით რომ ვილაპარაკოთ. ვირუსი მცირე კონცენტრაციით ისაზღვრება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვირუსმა დატოვა ორგანიზმი. მაინც ითვლება, რომ ამ პაციენტთან პასუხი დადებითია და აუცილებლად ითხოვს გადაკონტროლებას. გადაკონტროლება სადღაც 2-4 დღის ინტერვალში მოხდება, ალბათ, უფრო მე-4 დღეს. თუ მიღებული იქნება ნეგატიური პასუხი, ამ შემთხვევაში, ერთი დღის ჩაგდებით კვლავ უნდა ჩატარდეს ტესტირება და განმეორებით უნდა იყოს ნეგატიური, ანუ უარყოფითი პასუხი, რომ ჩაითვალოს პაციენტი გამოჯანმრთელებულად. ეს გარკვეულწილად რამდენიმე დღის პროცესია, ნელ-ნელა გავყვებით და ამის განმარტებებსაც მოგცემთ“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ვირუსი 55 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც საქართველოში ირანიდან შემოვიდა. მას 14-დღიანი ინკუბაციის პერიოდის გავლის შემდეგ ახალი ტესტი ჩაუტარდა, რომელმაც ორგანიზმში ჯერ კიდევ ვირუსის არსებობა დაადასტურა.

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე, რომელიც იტალიაში იმყოფება, საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, იტალიაში იყო საქართველოს მოქალაქე, რომელიც იყო დაინფიცირებული და გადიოდა შესაბამის პროცედურებს საავადმყოფოში. ჩვენი მოქალაქე უკვე გაწერეს საავადმყოფოდან. საბოლოო გამოჯანმრთელებამდე მან მაინც აუცილებლად უნდა გაიაროს საკარანტინო პროცედურები და დარწმუნებული ვარ ჯანმრთელი დაუბრუნდება თავის ოჯახს“, - აღნიშნა ზალკალიანმა.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"