ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო ინფორმაციით, ახალი ტიპის კორონავირუსი უკვე მსოფლიოს 109 ქვეყანაში დადასტურდა. ვირუსი ჩინეთის ქალაქ უხანიდან გავრცელდა. დღეს კი, ბევრ ქვეყანაში რთული ვითარებაა, მათ შორის მსოფლიოს უმსხვილეს ტურისტულ ქვეყნებში, რომლებიც ადამიანებისთვის სამოგზაუროდ ყველაზე საყვარელი მიმართულებაა.
გავეცნოთ, რა ხდება COVID-19-ის გავრცელების თვალსაზრისით ევროპაში, სად ჰყავთ ყველაზე მეტი და ყველაზე ნაკლები ინფიცირებული, ასევე ყველაზე მეტი გამოჯანმრთელებული.
კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, ევროპის ქვეყნებს შორის, ყველაზე რთული ვითარება იტალიაშია. ბოლო მონაცემებით, იტალიაში ვირუსით 7 375 ინფიცირებულია, 622 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 366 გარდაიცვალა.
იტალიის შემდეგ, ევროპის ქვეყნებს შორის, ყველაზე მეტი ინფიცირებული საფრანგეთში ჰყავთ.
აქ კორონავირუსის 1209 დადასტურებული შემთხვევაა, ვირუსით 19 ადამიანია გარდაცვლილი, 12 კი გამოჯანმრთელდა.
დაინფიცირებულთა რაოდენობის თვალსაზრისით მესამე ქვეყანაა გერმანია, სადაც კორონოვარისის 1 040 შემთხვევა დასტურდება. აღსანიშნავია, რომ გერმანიაში არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა, თუმცა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც ცოტაა. ბოლო ინფორმაციით, ჯერჯერობით მხოლოდ 18 გამოჯანმრთელებული ჰყავთ.
გერმანიას მოსდევს ესპანეთი, სადაც კორონავირუსით 332 ადამიანია დაინფიცირებული, გარდაცვლილია 17, ხოლო გამოჯანმრთელებულია 32 პაციენტი.
ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, ევროპაში მეხუთე ქვეყანაა შვეიცარია. ბოლო ინფორმაციით, 332 ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირებული, მათგან 2 გარდაიცვალა და მხოლოდ 3 გამოჯანმრთელდა.
შვეიცარიას მოსდევს დიდი ბრიტანეთი, სადაც 278 დადასტურებული შემთხვევაა, გარდაცვლილია 3 და გამოჯანმრთელებულია 18 ადამიანი.
ნიდერლანდების სამეფოში კორონავირუსით დადასტურებულად 265 ადამიანი დაინფიცირდა, 3 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებული კი ჯერჯერობით არ ჰყავთ.
შვედეთში ვირუსით 203 ადამიანია დაინფიცირებული, არ გარდაცვლილა არც ერთი პაციენტი, გამოჯანმრთელებული კი ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ადამიანია.
ბელგიაში ვირუსით 200 ადამიანია ინფიცირებული, არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა, თუმცა გამოჯანმრთელებულიც ჯერჯერობით მხოლოდ ერთია.
ნორვეგიაში კორონავირუსის 176 შემთხვევა დასტურდება, არ გარდაცვლილა არც ერთი, ხოლო გამოჯანმრთელებულია 1 ადამიანი.
ავსტრიაში 104 ადამიანი დაინფიცირდა, არც ერთი არ გარდაცვლილა და 2 გამოჯანმრთელდა.
საბერძნეთში 73 ადამიანია კორონავირუსით დაინფიცირებული. არ გარდაცვლილა არც ერთი მათგანი და ამასთანავე, არც გამოჯანმრთელებულა.
ისლანდია - 58 ინფიცირებული, არც ერთი გარდაცვლილი და ერთი გამოჯანმრთელებული.
დანიაში კორონავირუსით 35 ადამიანია დაინფიცირებული. არც ერთი არ გარდაცვლილა. ერთი კი გამოჯანმრთელდა.
ჩეხეთში 32 ადამიანია ინფიცირებული. არც ერთი პაციენტი არ გარდაცვლილა და ჯერჯერობით არც ერთი მათგანი არ გამოჯანმრთელებულა.
პორტუგალიაში ინფიცირებულია 30 ადამიანი, რომელთა შორისაც არც ერთი არ გარდაცვლილა და არც გამოჯანმრთელებულა.
ფინეთში კორონავირუსის 25 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან ერთი გამოჯანმრთელდა, არც ერთი არ გარდაცვლილა.
ხორვატია - 12 დადასტურებული შემთხვევა, მათგან ჯერჯერობით არც ერთი არ გამოჯანმრთელებულა. ვირუსით არც ერთი ადამიანი არაა გარდაცვლილი.
პოლონეთი - COVID-19-ით ინფიცირებულია 11 ადამიანი, არ ფიქსირდება არც გარდაცვალების, არც გამოჯანმრთეკლების ფაქტი.
ესტონეთი - 10 ადამიანია კორონავირუსით ინფიცირებული და არ ფიქსირდება არც გარდაცვალების, არც გამოჯანმრთელების შემთხვევა.
ლატვია - 6 ადამიანია ვირუსით ინფიცირებული. მათგან 1 უკვე გამოჯანმრთელდა. არც ერთი არ გარდაცვლილა.
მალტა - კორონავირუსით 3 ადამიანია ინფიცირებული. არ ფიქსირდება გარდაცვალების და ჯერჯერობით არც გამოჯანმრთელების ფაქტი.
თით-თითო ადამიანია ინფიცირებული ლიეტუვაში, უკრაინაში, ლიხტენშტეინში, მოლდოვასა და სერბეთში.
სტატიაში მოცემული ინფორმაცია ეყრდნობა worldometers.info-ს სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც მუდმივ რეჟიმში ახლდება
საინტერესოა აზერბაიჯანში, თურქეთსა და სომხეთში რა მდგომარეობაა ამ მხრივ?
ცხადია, რომ ეს მე-4 დონის ლაბორატორიიდან გავრცელებული ხელოვნური ვირუსია. ლაბორატორია, უხანის ბაზართან ახლოსაა, როგორც ამბობენ...იტალიაში ფაქტია 2-მა ჩინელმა ჩაიტანა ვირუსი. არაა გამორიცხული სხვაგანაც. უფრო ევროპას და ამერიკას შეუტია. ფინანსურად მაგარ ქვეყნებს. თავად ჩინეთში გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 70 წელია. და არა მარტო ვირუსის სექმნა, მგონი გავრცელებაც ჩინეთმა იკისრა სპეციალურად ....