საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თვითმხილველის თქმით, ხაშურში მამაკაცმა 24 წლის ცოლი დედის თვალწინ დაჭრა
თვითმხილველის თქმით, ხაშურში მამაკაცმა 24 წლის ცოლი დედის თვალწინ დაჭრა

ხა­შურ­ში 24 წლის ქალი ქმარ­მა დაჭ­რა. შემ­თხვე­ვა ქა­ლა­ქის ცენ­ტრში, ათე­უ­ლო­ბით თვითმხილ­ვე­ლის თვალ­წინ მოხ­და. რო­გორც AMBEBI.GE-ს ინ­ცი­დენ­ტის თვითმხილ­ვე­ლი უყ­ვე­ბა, შემ­თხვე­ვა ტო­ტა­ლი­ზა­ტორ­თან მოხ­და, სა­დაც ბრალ­დე­ბუ­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და.

დაჭ­რი­ლია 24 წლის სა­ლო­მე ჩ, ბრალ­დე­ბუ­ლი კი მისი მე­უღ­ლე მი­ხე­ილ ლ-ა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცოლ-ქმარს ორი შვი­ლი ჰყავთ.

ად­გი­ლობ­რი­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დაჭ­რი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა საკ­მა­ოდ მძი­მეა. დაჭ­რის მო­მენ­ტში ახალ­გაზ­რდა ქალი დე­დას­თან ერ­თად მი­დი­ო­და ქუ­ჩა­ში. რა დრო­საც მე­უღ­ლეს შეხ­ვდა და შე­ლა­პა­რა­კე­ბა მო­უ­ვი­დათ გან­ქორ­წი­ნე­ბის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით. ამის შემ­დეგ მა­მა­კაც­მა ქალი დაჭ­რა.

"რო­გორც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში თქვეს, ძა­ლი­ან მძი­მე­დაა დაჭ­რი­ლი. ოპე­რა­ცი­ა­ზე შე­უყ­ვა­ნი­ათ ახლა... სა­წყა­ლი დე­და­მი­სიც იქ არის, გულ­წა­სუ­ლია სულ.

ეს ბიჭი სულ ქუ­ჩა­ში იდგა, ალ­ბათ უმუ­შე­ვა­რია. სა­ა­ვად­მყო­ფოს წინ ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რია და სულ მანდ იყო, შემ­თხვე­ვაც იქ მოხ­და" - უყ­ვე­ბა AMBEBI.GE-ს ინ­ცი­დენ­ტის თვითმხილ­ვე­ლი.

დაჭ­რი­ლი ხა­შუ­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­შია. ექი­მე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მას გულ­მკერ­დი­სა და მუც­ლის არე­ში მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა. 24 წლის ქალს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი აქვს სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნო. კლი­ნი­კა­ში შეყ­ვა­ნი­სას და­ფიქ­სირ­და გუ­ლის გა­ჩე­რე­ბაც, თუმ­ცა ექი­მებ­მა გუ­ლის ამუ­შა­ვე­ბა შეძ­ლეს.

ბრალ­დე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ამ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე­ვე და­ა­კა­ვა. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 1992 წელს და­ბა­დე­ბულ­მა მ.ლ-მ ხა­შურ­ში, ერთ-ერთ ქუ­ჩა­ზე, ყო­ფილ მე­უღ­ლეს - 1995 წელს და­ბა­დე­ბულ ს.ჩ.-ს, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, და­ნით გულ­მკერ­დი­სა და მუც­ლის არე­ში რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა.

"პო­ლი­ცი­ის მის­ვლამ­დე, ბრალ­დე­ბუ­ლი შე­ა­ჩე­რა და გა­ნა­ი­ა­რა­ღა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს დაც­ვის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრო­მელ­მა, უმ­ცროს­მა ინ­სპექ­ტორ­მა ალექ­სი ტა­ბა­ტა­ძემ, რო­მე­ლიც არა­სა­მუ­შაო დროს ქა­ლაქ ხა­შურ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და მომ­ხდარ ფაქტს შე­ეს­წრო. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - დანა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს.

გა­მო­ძი­ე­ბა, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 19-109-ე მუხ­ლის მე-2-ე ნა­წი­ლის „ვ“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გელა
27

"ეს ბიჭი სულ ქუ­ჩა­ში იდგა, ალ­ბათ უმუ­შე­ვა­რია. სა­ა­ვად­მყო­ფოს წინ ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რია და..."

----------------------------------------------------------------------------------- 

 

ბიძინა და პარლამენტარებო, თქვენს კისერზეა ბოლო წლებში მოკლული უამრავი ქალის ცოდვა!!!

თამუნა
2

რა გვჭირს რა საშინელებაა ... ყოველდღე ამდენი მკვლელობა და დაჭრა 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

თვითმხილველის თქმით, ხაშურში მამაკაცმა 24 წლის ცოლი დედის თვალწინ დაჭრა

თვითმხილველის თქმით, ხაშურში მამაკაცმა 24 წლის ცოლი დედის თვალწინ დაჭრა

ხაშურში 24 წლის ქალი ქმარმა დაჭრა. შემთხვევა ქალაქის ცენტრში, ათეულობით თვითმხილველის თვალწინ მოხდა. როგორც AMBEBI.GE-ს ინციდენტის თვითმხილველი უყვება, შემთხვევა ტოტალიზატორთან მოხდა, სადაც ბრალდებული იმყოფებოდა.

დაჭრილია 24 წლის სალომე ჩ, ბრალდებული კი მისი მეუღლე მიხეილ ლ-ა. არსებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარს ორი შვილი ჰყავთ.

ადგილობრივის ინფორმაციით, დაჭრილის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. დაჭრის მომენტში ახალგაზრდა ქალი დედასთან ერთად მიდიოდა ქუჩაში. რა დროსაც მეუღლეს შეხვდა და შელაპარაკება მოუვიდათ განქორწინების საკითხთან დაკავშირებით. ამის შემდეგ მამაკაცმა ქალი დაჭრა.

"როგორც საავადმყოფოში თქვეს, ძალიან მძიმედაა დაჭრილი. ოპერაციაზე შეუყვანიათ ახლა... საწყალი დედამისიც იქ არის, გულწასულია სულ.

ეს ბიჭი სულ ქუჩაში იდგა, ალბათ უმუშევარია. საავადმყოფოს წინ ტოტალიზატორია და სულ მანდ იყო, შემთხვევაც იქ მოხდა" - უყვება AMBEBI.GE-ს ინციდენტის თვითმხილველი.

დაჭრილი ხაშურის საავადმყოფოშია. ექიმების განცხადებით, მას გულმკერდისა და მუცლის არეში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. 24 წლის ქალს დაზიანებული აქვს სხვადასხვა ორგანო. კლინიკაში შეყვანისას დაფიქსირდა გულის გაჩერებაც, თუმცა ექიმებმა გულის ამუშავება შეძლეს.

ბრალდებული პოლიციამ შემთხვევის ადგილზევე დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, 1992 წელს დაბადებულმა მ.ლ-მ ხაშურში, ერთ-ერთ ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეს - 1995 წელს დაბადებულ ს.ჩ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდისა და მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

"პოლიციის მისვლამდე, ბრალდებული შეაჩერა და განაიარაღა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა, უმცროსმა ინსპექტორმა ალექსი ტაბატაძემ, რომელიც არასამუშაო დროს ქალაქ ხაშურში იმყოფებოდა და მომხდარ ფაქტს შეესწრო. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს" - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოს მასშტაბით ამ ეტაპზე ტყის ხანძრის 7 კერაა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ნიდერლანდების მოქალაქეს, რომელიც ქუთაისში ოთხი დღის წინ გაუჩინარდა, მდინარე რიონში ეძებენ

"უკვე 32 საათია არაფერი ვიცით მის შესახებ..." - ქუთაისში დაკარგულ ტურისტს ეძებენ