პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარიანა ჩოლოიანი სასამართლო პროცესზე გამოცხადდა - 15 წლის ბიჭის საქმეზე ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს
მარიანა ჩოლოიანი სასამართლო პროცესზე გამოცხადდა - 15 წლის ბიჭის საქმეზე ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს

15 წლის ლუკა სი­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი გა­მომ­ძი­ებ­ლის, მა­რი­ა­ნა ჩო­ლო­ი­ა­ნის გან­მარ­ტე­ბით, ის თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნობს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩო­ლო­ი­ან­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც ამ წუ­თებ­ში, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ჩო­ლო­ი­ა­ნი სა­კუ­თარ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე დღეს პირ­ვე­ლად გა­მო­ცხად­და - დღემ­დე ის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებს არ ეს­წრე­ბო­და.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში დღეს საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა და­ი­წყო. დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მხა­რე­ე­ბი შე­სა­ვალ სი­ტყვას წარ­მოთ­ქვა­მენ.

რო­გორც პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე ჟურ­ნა­ლის­ტებს ჩო­ლო­ი­ა­ნის ად­ვო­კატ­მა, გაგი მო­სი­აშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, ბრალ­დე­ბის მხა­რეს ჩო­ლო­ი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ მხო­ლოდ ერთი მოწ­მის ჩვე­ნე­ბა აქვს.

„სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვპირ­დე­ბით, რომ სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს პი­რო­ბებ­ში მა­რი­ა­ნა ჩო­ლო­ი­ა­ნის მი­მართ აბ­სურ­დუ­ლი ბრალ­დე­ბა ვერ და­დას­ტურ­დე­ბა, ვი­ნა­ი­დან ბრალ­დე­ბის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოდ დღემ­დე ერ­თა­დერ­თი პი­რის ჩვე­ნე­ბა რჩე­ბა. სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც მა­რი­ა­ნა ჩო­ლო­ი­ა­ნის ბრა­ლე­უ­ლო­ბას და­ა­დას­ტუ­რებ­და, საქ­მე­ში ფი­ზი­კუ­რად არ არ­სე­ბობს", - გა­ნა­ცხა­და მო­სი­აშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, 15 წლის მო­ზარ­დი ლუკა სი­რა­ძე, რო­მელ­მაც პო­ლი­ცი­ა­ში გა­მო­კი­თხვის შემ­დეგ თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და, 17 დე­კემ­ბერს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი მა­რი­ა­ნა ჩო­ლო­ი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. მას თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა 19 დე­კემ­ბერს შე­უ­ფარ­და.

სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურ­მა ლუკა სი­რა­ძის საქ­მე­ზე, პო­ლი­ცი­ის კი­დევ რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრომ­ლის მხრი­დან ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი გა­დაც­დო­მა გა­მოკ­ვე­თა.

ფოტო: გი­ორ­გი ნი­კო­ლიშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
///
30

რამდენი ადვოკატი ყავს... გამოიდეს თავი და უფასოდ იცავენ ალბათ.

მაი
13

რომ ემუქრებოდა ის არაფერს ნიშნავდა კი მაგრამ , საწყალი ბავშვი., გამოიდეს ეხლა თავი , არ უნდა შერჩეს 

ავტორი:

მარიანა ჩოლოიანი სასამართლო პროცესზე გამოცხადდა - 15 წლის ბიჭის საქმეზე ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს

მარიანა ჩოლოიანი სასამართლო პროცესზე გამოცხადდა - 15 წლის ბიჭის საქმეზე ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის განმარტებით, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩოლოიანმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომელიც ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

ჩოლოიანი საკუთარ სასამართლო პროცესზე დღეს პირველად გამოცხადდა - დღემდე ის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სასამართლო პროცესებს არ ესწრებოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ.

როგორც პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს ჩოლოიანის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა განუცხადა, ბრალდების მხარეს ჩოლოიანის წინააღმდეგ მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენება აქვს.

„საზოგადოებას ვპირდებით, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში მარიანა ჩოლოიანის მიმართ აბსურდული ბრალდება ვერ დადასტურდება, ვინაიდან ბრალდების სახელმძღვანელოდ დღემდე ერთადერთი პირის ჩვენება რჩება. სხვა მტკიცებულება, რომელიც მარიანა ჩოლოიანის ბრალეულობას დაადასტურებდა, საქმეში ფიზიკურად არ არსებობს", - განაცხადა მოსიაშვილმა.

ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ლუკა სირაძის საქმეზე, პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის მხრიდან ადმინისტრაციული გადაცდომა გამოკვეთა.

ფოტო: გიორგი ნიკოლიშვილი

"თამუნას უთქვამს, ბევრი რაღაც ვიციო"  - რას მოუყვა მაგისტრ მოსამართლეს ბაჩალიაშვილის დედა

"ლუკა სირაძე ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა" - რას აცხადებს 15 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის ადვოკატი

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე, გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა