პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება
სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, დღეს, კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნი­ლი უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მო­რი­გი სხდო­მა გა­ი­მარ­თა.

პრე­მი­ე­რის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სხდო­მა­ზე კო­ორ­დი­ნი­რე­ბულ რე­ჟიმ­ში მი­ღე­ბუ­ლია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, პრო­ფი­ლაქ­ტი­კის მიზ­ნით, სკო­ლებ­ში ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი და­მა­ტე­ბი­თი სა­დე­ზინ­ფე­ქიო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შე­სა­ხებ.

იმის­თვის, რომ ყვე­ლა სკო­ლის დე­ზინ­ფექ­ცი­ის­თვის იყოს საკ­მა­რი­სი დრო, სკო­ლებ­ში სა­გა­ზა­ფხუ­ლო არ­და­დე­გე­ბი, 9 მარ­ტის ნაც­ვლად, 2 მარ­ტი­დან და­ი­წყე­ბა და 16 მარ­ტამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

გარ­და ამი­სა, უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მა­ზე მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გაძ­ლი­ერ­დე­ბა სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში და სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ში.

და­ვა­ლე­ბე­ბი უკვე მი­ღე­ბუ­ლი აქვთ შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებს, მათ შო­რის, თბი­ლი­სის მე­რი­ის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში არ­სე­ბულ ქვე­უ­წყე­ბებს.

"ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო და შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი კო­ორ­დი­ნი­რე­ბულ რე­ჟიმ­ში აქ­ტი­ურ მუ­შა­ო­ბას გა­ნაგ­რძო­ბენ. ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა უწყე­ბა­თა­შო­რის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ, ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ამ ეტაპ­ზე კა­რან­ტინ­ში 170 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბა.

უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო კა­რან­ტინ­ში გა­დაყ­ვა­ნილ პი­რებს მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სა და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის­თვის მად­ლო­ბას უხ­დის.

საბ­ჭოს სხდო­მა­ზე კი­დევ ერთხელ ხაზ­გას­მით აღი­ნიშ­ნა, რომ პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან და სრუ­ლად მარ­თავს პრო­ცესს.

უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს დღე­ვან­დელ სხდო­მას ეს­წრე­ბოდ­ნენ პარ­ლა­მენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტი - კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე და თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლე სოფო ხუნ­წა­რია", - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ავტორი:

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე კოორდინირებულ რეჟიმში მიღებულია გადაწყვეტილება, პროფილაქტიკის მიზნით, სკოლებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებული დამატებითი სადეზინფექიო სამუშაოების ჩატარების შესახებ.

იმისთვის, რომ ყველა სკოლის დეზინფექციისთვის იყოს საკმარისი დრო, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება.

გარდა ამისა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, გაძლიერდება სადეზინფექციო სამუშაოები საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საბავშვო ბაღებში.

დავალებები უკვე მიღებული აქვთ შესაბამის სამსახურებს, მათ შორის, თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ ქვეუწყებებს.

"ჯანდაცვის სამინისტრო და შესაბამისი უწყებები კოორდინირებულ რეჟიმში აქტიურ მუშაობას განაგრძობენ. ჯანდაცვის მინისტრმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კარანტინში 170 ადამიანი იმყოფება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კარანტინში გადაყვანილ პირებს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გამოვლენისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის მადლობას უხდის.

საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და სრულად მართავს პროცესს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომას ესწრებოდნენ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი - კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და თბილისის მერის მოადგილე სოფო ხუნწარია", - ნათქვამია ინფორმაციაში.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"