დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევის არსებობის შესახებ განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა, იტალიაში იმყოფებოდა სამოგზაუროდ და ორი დღის წინ დაბრუნდა ქუთაისის აეროპორტის გავლით.
გამყრელიძის ინფორმაციით, პაციენტს ვირუსის სიმპტომების გამოვლენა საქართველოში ჩამოსვლის მეორე დღეს დაეწყო.
"შემოსვლის შემდეგ იყო უსიმპტომო. ინტენსიურად მიმდინარეობს კონტაქტების ძიება. შემოსვლიდან მეორე დღეს დაეწყო სიმპტომები და მან თვითდინებით მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს. ჩამოვიდა იტალიის რეისით, რომელიც ქუთაისში განხორციელდა.
გუშინვე ჩაუტარდა გამოკვლევა. გვიან ღამით გვქონდა დადასტურებული შემთხვევა, თუმცა თავი შევიკავეთ განცხადებისგან, რადგან მინდოდა დილით კიდევ გადამემოწმებინა რეაგენტებით და როდესაც დავრწმუნდით, რომ იყო დადებითი, ვაკეთებთ განცხადებას. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია" - აცხადებს გამყრელიძე.
მისივე ინფორმაციით, დაავადებული მოქალაქე ჩრდილოეთ იტალიაში იყო 5-დღიან მოგზაურობაში. არსებული ინფორმაციით ინფიცირებული ახალგაზრდა ასაკისაა, თუმცა მისი სქესი უცნობია.
გამყრელიძემ მიმართა იტალიიდან დაბრუნებულ პირებს, რომელთაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვთ, ოჯახის ექიმს ან ინფექციურ საავადმყოფოს მიმართონ.
"მრავალ ადამიანს, რომელიც შემოდის, განსაკუთრებით იტალიიდან, რადგან საფრთხეა იტალიაში მიმოსვლა, ეძლევა რჩევა, რეკომენდაცია, რომ თუ საზღვარზე სიმპტომები არ აღენიშნება და ისინი არიან ისტორიით ჩრდილოეთ იტალიაში მოგზაურობის, იყვნენ თვითიზოლაციაში 14 დღის განმავლობაში და თუ თვითიზოლაციის პერიოდში ვინმეს ეწყება სიმპტომები: ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, აუცილებელია, რომ მიმართონ ოჯახის ექიმს ან პირდაპირ ინფექციურ საავადმყოფოს" - განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს 50 წლის მამაკაცს დაუდასტურდა.
ჩაკეტეთ იტალიაც თქვე შობელძაღლებო, სანამ კარანტინის საჭიროება არ შეიქმნება, მანამდე უნდა ველოდოთ იტალიიდან ვირუსიანებს?
ნუ პანიკობთ ეს განკურნებადია ! გარკვეულია ცხელი შველის და სპობს ამ ვირუსს! სახლში შემოსვლისას ვიბანთ ხელებს მხოლოდ ცხელი წყლით! თუ ცხელი დუშის ქვეშ დადგებით უკეთესი, თვალებს და ცხვირ ხახას უშვერთ(წვეთოვანი გზით გადადის ხო), ცხელი ინჰალაცია!!! იცით როგორ ხდება, ეს ვინაიდან სასუნთქ გზებს ურტყამს პირველ რიგში ეს აუცილებელია! მე მაგ. ვსვავ ცხელ ჩაის, მას მივუშვერ ცხვირ ხახას ამასტანავე და ისე ვსვავ. იგივეს გირჩევთ თუ ცხელ დუშს არ იღებთ. მოკლედ სვით ცხელი წყალი იმდენჯერ რადენჯერაც გინდა(შაქარი გასუქებს და გაავადებს!) ცხელი წყალი ვინც არ იცით სასწულებს ახდენს ორგანიზმში, აივერდას მკურნალობა ცხელი წყლით ნახეთ
ბრიტანელი მასწავლებელი რომელიც ვუჰანში დაინფექცირდა ამტკიცებს რომ ინჰალაციით, ცხელი ვისკით და თაფლით განიკურნა! დაგუგლეთცხელი რომ მართლა შველის ამ ვირუსს, ვიეტნამში ყველა დაინფიქცირებული(სავარაუდოდ ვიეტნამის გარეთ დაინფექცირდნენ) განიკურნა! თებერვალში იქ +35 გრადუსია, ანუ ცხელმა ჰაერის ნაკადმა განკურნა ისინი! ჯანმრთელობას გისურვებთ, ნუ დაპანიკდებით!გაავრცელეთ ცხელი სპობს ამ ვირუსს და აკეტეთ ის რაც დავწერე.